როგორიც არ უნდა იყოს რეალობა,ყოველთვის შეგიძლია ის,რაც შიგნითაა,აქციო სიმშვიდის,სიხარულის ოაზისად.!!!
Monday, June 13, 2016
რა არის ბედნიერებისთვის საჭირო?
რაა ბედნიერებისთვის საჭირო?... რაა სიცოცხლისთვის საჭირო?... რაა ოცნებისთვის საჭირო?.... მხოლოდ მონდომება... თუ არ მოინდომებ არც არაფერი გამოვა... ვერც ვერაფერს შეძლებ... მთავარია გინდოდეს... მთავარია გწამდეს.... რომ ამქვეყნად არაა პრობლემა, რომლის დაძლევა ადამიანს არ შეეძლოს... მთავარია უნდოდეს... მთავარია არ დაჭაობდეს.... სულით არ დაეცეს და არ დაყაროს ფარ-ხმალი... რაა ბედნიერებისთვის საჭირო?... პატარა ნაპერწკალიც კი... რომელიც აუცილებლად გადაიქცევა დიდ კოცონად... დიდ ცეცხლად, რომელიც აუცილებლად დაგწვავს თუ არ იცი რა გინდა... რაა ბედნიერებისთვის საჭირო?... ბევრი არც არაფერი... არც ფულია ბედნიერება და არც ამქვეყნიური მოჩვენებითობა... მთავარია რა უნდა გულს... მთავარია რა გინდა შენ... მთავარია ჰარმონია...
კალი იუგას ხანა
კალი იუგა, წყვდიადის ხანა, კიდევ დიდხანს გაგრძელდა, კერძოდ 1899 წლამდე. ეს კაცობრიობის განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია, რადგან ამ დროს დასრულდა კალი იუგას მეფობის ხუთიათასწლიანი ხანა. ამის შემდეგ შევძელით ჩვენ განვითარების ახალ საფეხურზე ასვლა. ადამიანის ძველ, კალი იუგას დროინდელ უნარებს დაემატა ახალი უნარების განვითარება. ჩვენ მივიწევთ ისეთი ხანის შესახვედრად, რომლის დროსაც ადამიანსი ისეთი ახალი ბუნებრივი უნარები და შესაძლებლობები გამოვლინდება, რომ იგი კვლავ შესძლებს ღვთაებრივ-სულიერი სამყაროების ჭვრეტას. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ჩავლილი არც იქნება, რომ ზოგიერთი ადამიანი უკვე შესძლებს სრული «მე»-

უნდა შეძლოს მათი განვითარებისთვის საჭირო ნიადაგის შემზადება.ზოგადად ეპოქები მეორდებიან, ოღონდ მუდამ სხვა სახით. სულისმეცნიერება კალი იუგას ხანის დაწყებას ხედავს როგორც სულიერი სამყაროების კარიბჭის დახურვას.
სამყაროს საწყისებიდან
ჩვენ ახლა ვცხოვრობთ დიდი ატლანტიდური კატასტროფის შემდგომ მეხუთე ხანაში. ამ მეხუთეს წინ უძღოდა ის ხანა, რომელშიც ბერძენი და ლათინი ხალხები მი.
წიერი ნების ძირითად იდეებსა და შეგრძნებებს განსაზღვრავდნენ: ეს იყო მეოთხე, ბერძნულ-ლათინური ხანა. მას წინ უძღოდა მესამე, ქალდეურ-ბაბილონურ-ასირიულ-ეგვიპტური ხანა, ამას კი ძველსპარსული, ხოლო ამ უკანასკნელს ძველინდური ხანა. და თუ დავბრუნდებით კიდევ უფრო შორეულ წარსულში, დავინახავთ, რომ იქ ატლანტიდის დიდმა კატასტროფამ გაანადგურა უძველესი კონტინენტი, ძველი ატლანტიდა, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი ატლანტიკის ოკეანის ადგილზე, ეს იყო ის ატლანტიდური კატასტროფა, რომელმაც თანდათანობით წალეკა მიწა და მეორე მხრივ დედამიწის სფეროს დღევანდელი სახე მისცა. ამის შემდეგ კიდევ უფრო შორეულ წარსულში, ატლანტიდის წინარე ეპოქაში გადავდივართ. იქ ვხვდებით იმ კულტურებსა და ცხოვრების ფორმებს, რომლებიც ატლანტიდის კონტინენტზე განვითარდნენ და რომლებსაც ჩვენ ატლანტიდური რასების კულტურას ვუწოდებთ. და მათაც ასევე წინ უძღოდათ უფრო ადრეული ეპოქა. თუ გადავხედავთ მხოლოდ იმას, რასაც ისტორია მოგვითხრობს, ის კი ვერ წვდება მთლად შორეულ წარსულს, მაშინ ადვილად შეიძლება გვეგონოს, თუმცა ეს თვით დროის მოკლე მონაკვეთებისთვისაც კი უსაფუძვლოა ის, რომ დედამიწაზე ყველაფერი ყოველთვის ისე გამოიყურებოდა, როგორც დღეს. მაგრამ ეს ასე არაა. დედამიწაზე დამოკიდებულებები ძირფესვიანადაა შეცვლილი, მათ შორის კი განსაკუთრებით ადამიანური სამშვინველებისა. დედამიწის ყველა იმ ეპოქებში შესაფერისი სხეულებით იყვნენ ინკარნირებულნი და მათ შეთვისებული ჰქონდათ ყოველივე ის, რაც დედამიწის განვითარების იმ ხანებში იყო შესათვისებელი. ინკარნაციიდან ინკარნაციამდე სამშვინველი თავის თავში ყოველთვის ახალ უნარებს ავითარებდა. ჩვენი მაშინდელი სამშვინველები დღევანდელისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, თუმცა უკვე ბერძნულ-ლათინურ ეპოქასთან მიმართებით ეს განსხვავება ისე ძლიერი აღარაა, როგორც ძველსპარსულ და კიდევ უფრო მეტად ძველინდურ ეპოქასთან შედარებით. იმ ხანაში ჩვენს სამშვინველებს დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული თვისებები გააჩნდათ, და იმ შორეულ წარსულში მათ სულ სხვა პირობებში უწევდათ ცხოვრება.ატლანტიდური კატასტროფის შემდეგ, მაშინ, როდესაც ინკარნირებული ვიყავით ისეთ სხეულში, როგორიც პირველ ინდურ კულტურაში იყო შესძლებელი. ეს პირველი ინდური კულტურა ისე არ უნდა გვესმოდეს, თითქოს იგი მხოლოდ ძველ ინდოეთში არსებობდა. მართალია ინდოელ ხალხს მაშინ მთავარი, წამყვანი როლი ეკისრებოდა, მაგრამ იმ დროს მთელი დედამიწის კულტურაც სხვა იყო. ამ კულტურის თავისებურებათა სავუძველი იყო ის, რასაც ძველ ინდოელებს თავისი წინამძღოლები მიუთითებდნენ. თუ მაშინდელ ჩვენს სამშვინველეს დავაკვირდებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ: შემეცნების ისეთი ფორმა, როგორიც დღეს ადამიანებს გააჩნიათ, მაშინ სრულიად შეუძლებელი იყო. ადამიანები თითქმის სრულიად ვერ აცნობიერებდნენ, რომ თითოეული წარმოადგენდა ცალკეულ «მე»-ს. თუმცა, ეს «მე»-ს შემეცნება კიდევ უფრო სხვა რამეა, ვიდრე «მე»-ს ძალა, «მე»-ს მოქმედება. ამდენად, მაშინ ადამიანებს არ გააჩნდათ შინაგანობის ის განცდა, როგორიც დღეს აქვთ. სამაგიეროდ მათ სხვა უნარები გააჩნდათ, მათ ჰქონდათ ის, რასაც დღეს ძველ ბუნდოვან ნათელხილვას ვუწოდებთ.

თეოსოფიური მიმდევრობა და მათი ფუძემდებლები
ელენა ბლავატსკაია, რომელმაც ახალი მეცნიერება "თეოსოფია" დააფუძნა. თანაც თეოსოფიის საფუძვლები, თავის მხრივ, ეყრდნობოდა ბუდიზმისა და სხვა აღმოსავლური რელიგიების დოგმებს, ასევე ცოდნას, რომელიც ბლავატსკაიამ ინდოეთში მოგზაურობისას მიიღო. თანაც ე. ბლავატსკაიამ ადამიანთა გაუმჯობესების საკუთარი რეცეპტი წარმოადგინა.მისი აზრით ადამიანის სრულყოფის უმთავრეს გზას წარმოადგენს თვითსრულყოფა მედიტატიური პრაქტიკის მეშვეობით. და კვლავ ამ მეთოდიკის მიხედვით ე. ბლავატსკაიას შრომებში ჩნდება "ზეკაცის" ცნება. ე. ბლავატსკაიას იდეები ძალზედ მოეწონათ გერმანიაში, რომელიც ახალი ომით ევროპაში
მსოფლიოს გადაკეთბისთვის ემზადებოდა. ასე მაგალითად, გ. ფონ ლისტი საკუთარ თავს ღმერთ ოდინის კულტის მოგვად მიიჩნევდა და ლისტის ამხანაგობა დააფუძნა. მასში ღბულობდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ ეროვნული მითოლოგიისა და ეზოთერიზმის შერწყმით. ამ ამხანაგობის საფუძველზე 1911 წლის 23 ივნისს ლისტმა შექმნა ალემანთა ახალი "უზენაესი ორდენი". გ. ფონ ლისტის ყველა ძალისხმევის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება გერმანიაში უნდა მიიღოს ახალმა მესიამ, რომელიც წინ წაუძღვება ლაშქრობას სოციალისტების და სხვა ინტერნაციონალისტების წინააღმდეგ და შექმნის პანგერმანულ
ერს - უდიდეს გერმანულ რეიხს. ძალაუფლება ამ სახელმწიფოში მხოლოდ არიოგერმანული რასის კუთვნილება იქნება, ხოლო ყველა არაგერმანელი ერი მონის მდგომარეობაში უნდა იყოს.ე. ბლავატსკაიას შემდეგ გერმანიაში კიდევ ერთი რუსი იჩენს თავს. ეს იყო გიორგი გურჯიევი (ავტორი მას რუსად აცხადებს, მაგრამ ეს არასწორია. ავტორი აქ ალბათ იმას გულისხმობს, რომ ის იყო რუსეთის იმპერიიდან. ზოგიერთი გურჯიევს ქართველად მიიჩნევს გვარიდან გამომდინარე, მაგრამ გურჯიევებად ბერძნებიც იწოდებოდნენ საქართველოში. ზოგის აზრით კი ის სომხური წარმომავლობის იყო და ქ. ყარსში დაიბადა). უინტერესო არ უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობაში გურჯიევი და სტალინი ერთ დროს სასულიერო სემინარიაშიც სწავლობდნენ და მეგობრობდნენ კიდევაც. მეტიც, გურჯიევი, სტალინის სულიერი მასწავლებელი გახლდათ. მაგრამ სტალინი სემინარიიდან გარიცხეს, აი გურჯიევმა კი ის დაამთავრა, ოღონდ მართლამდიდებლობას კი არ ემსახურა, არამედ დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიების შესწავლა და მოგზაურობა. განსაკუთრებულად გაიტაცა იგი აღმოსავლურმა რელიგიურმა და ფილოსოფიურმა სისტემებმა.
გურჯიევის სწავლების არსი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: მან პირველმა განაცხადა, რომ სამყაროები და განზომილებები მრავალია. მატერიალურ ობიექტზე, მათ შორის ადამიანზე სხვადასხვა ძალები და ვიბრაციები მოქმედებენ. გარდა ამისა თვით ადამიანის მრავალპლანიანია. ასე, მაგალითად, ადამიანში კონცენტრირებულია ხორციელი, ფიზიკური (რომელსაც ის - "ურემს" უწოდებდა) და სულიერ-მენტალური (რომელიც, შესაბამისად იწოდებოდა "ცხენად", რომელიც მიათრევს ურემს, ანუ "ორთვალას"). სამყარო აერთიანებს უნივერსალურ ენას, რომლის გამოყენება შეუძლია მხოლოდ მაღალორგანიზებულ არსებებს (მაგ.: სპეციალურად მომზადებულ ადამიანებს). დედამიწა მჭიდროდ არის დაკავშირებული კოსმოსის საერთო სისტემასთან. მიწიერი შეზღუდული ცხოვრება არა მარტო აღიქვამს ენერგიის ნაკად, არამედ გაასხივებს მას კოსმოსშიც. მორალი სამყაროს სუბიექტური გაგების შედეგია. თვით კოსმოსები სულ შვიდია (პროტოკოსმოსი, მეგალოკოსმოსი, მაკროკოსმოსი, დეიტეროკოსმოსი, მეზოკოსმოსი, ტრიტოკოსმოსი და მიკროკოსმოსი) და ეს ყოველივე, გურჯიევის აზრით, ცოცხალი არსებაა!გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანს შეუძლიაო მიაღწიოს უმაღლეს სულიერ დონეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმუშავებს საკუთარ თავზე, შეისწავლის მას და სრულყოფს საკუთარ გზას. მაგრამ, გერმანიაში გურჯიევმა ფრთბი ვერ გაშალა და ძალიან მალე საფრანგეთში გადაბარგდა.
მსოფლიოს გადაკეთბისთვის ემზადებოდა. ასე მაგალითად, გ. ფონ ლისტი საკუთარ თავს ღმერთ ოდინის კულტის მოგვად მიიჩნევდა და ლისტის ამხანაგობა დააფუძნა. მასში ღბულობდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ ეროვნული მითოლოგიისა და ეზოთერიზმის შერწყმით. ამ ამხანაგობის საფუძველზე 1911 წლის 23 ივნისს ლისტმა შექმნა ალემანთა ახალი "უზენაესი ორდენი". გ. ფონ ლისტის ყველა ძალისხმევის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება გერმანიაში უნდა მიიღოს ახალმა მესიამ, რომელიც წინ წაუძღვება ლაშქრობას სოციალისტების და სხვა ინტერნაციონალისტების წინააღმდეგ და შექმნის პანგერმანულ

სუმატრა,994 წლის ზაფხული იდგა.წვიმიანი ზაფხული,შიგადაშიგ ღრუბლები გაფანტულიყვნენ და ნიავი მიაქროლებდა მაღლა ცაზე,თითქოს სადმე ეჩქარებათო.აქა იქ გაისმოდა ტყიდან ცხოველებისა და ფრინველების ულამაზესი ხმები.მდინარის პირას პატარა დასახლება ფუსფუსებდა,კვამლის სუნი იდგა გარშემო,ბავშვები იქვე შუა ცეცხლთან თევზს შეექცეოდნენ.უკიდეგანო სიღარიბე უსაზღვრო სიმდიდრედ იფრქვეოდა მთელს სივრცეში.სახლი პატარა,დაწნული სახლი წვიმის წვეთებით გაჟღენთილი ჩალის სახურავი,რომლსაც ორთქლი ასდიოდა,ეტყობოდა,რომ შიგნით პატარა ჰყავდათ,პატარა მწვანე თვალება ბიჭუნა,მისი შეშინებული ტირილის ხმა ერწყმოდა ულამაზეს გარემოს.მისი თვალების და გამო "კულაი ბერდე"შეარქვეს,რაც მწვანე თვალებას ნიშნავდა.თვალუწვდენლ კლდეებსა და ჩანჩქერების ხმის ფონზე წლები გადიოდა,იცვლებოდნენ ადამიანები,დრო იმდენად სწრაფად გადიოდა,რომ საგრძნობელი ხდებოდა ჟამთა სვლის უსასრულობა."ბერდეს" ცვლილები კი მეტად შესამჩნევი იყო,მან სულ რაღაც 22 წლის ასაკში შეიგრძნო ბუნების სიძლიერე,ლიანებით დახშულ მთებისკენ გზებს იკაფავდა,იქ ეძებდა ნავსაყუდელს.ერთხელაც იქიდან ჩამოტანილი სურნელოვანი ყვავილით მომაკვდავი დედა სიკვდილს გადაარჩინა.იხსნა სენისგან შემდგომში მისი და ძმები.ძალიან უყვარდა თითოეული მისი თანასოფლელი,ყოვლთვის ეხმარებოდა საკვების შოვნასა და მოყვანაში.ტყიდან ცხოველები ჩამოჰყავდა და დაზიანებულ სხეულის ნაწილებზე ბალახეულით კურნავდა.ის განასხვავებული იყო სხვებისგან,ამას გრძნობდა კიდეც იცოდა,რომ ის სხვა დროს კონკრეტული დროის ნაცვლად სრულიად სხვა საყაროში მოხვდა,მაგრამ წვმიან ამინდში წვმის წვეთები ესაუბრებოდნე და უყვებოდნენ,რომ ის აქ მხოლოდ დროებით იყო,დროებით იმ სამოთხეში სადაც მხოლოდ უსაყვარლესი ოჯახი დარჩენოდა.წლებმა მას დიდი ტკივილი მიაყენს,მაგრამ განსხვაბეით სხვეისგან მედგრად და ძლიერად ხვდებოდა ყველა განსაცდელს,დაკარგა ყველა საყვარელი ადამიანი,სიმარტოვეში ოდნავ იერ შეცვლი ქოხში ისევ კვამლის სუნს იყნოსავდა,როგორც ბავშვობაში,იხსენებდა ყველა დეტალს,ყველა სიხარულს და ტკივილს,ხშირად თვალცრემლიანი შესცქეროდა მისთვის უკვე მიუწვდომელ მთებს და ის ამას მხოლოდ გრძნობდა,მხოლოდ ესმოდა და ფიქრებით ეძებდა ისევ იმ სიალამზეს მის ბუნდოვან და ჩამქრალ ფერ შეცვლილ მწვანე თვალებში.ერთხელაც მან ეს მარტლაც იპოვა შეიყნოსა ის სურნელი ის სილამაზე შეიგრძნოა დინახა კვლავ მაგრამ საბოლოოდ რადგან იცოდა,რომ მან დატოვა ის მისთვის დროებითი სამოთხე სადაც უკვე არავინ გააჩნდა.გზა კი იმ მომავალი ტრასფორმაციისკენ განაგრძო,მოვალაი დროის სარტყელსკენ სადაც კვლავ ახალი თავგადასავლები ელოდა.
Subscribe to:
Posts (Atom)