კაბალის უძველესი სიბრძნე ათასწლეულებს ითვლის. არ არსებობს მასსავით ძველი და ამავდროულად მასსავით აქტუალური მეცნიერება. კაბალის ისტორია არ არის რელიგიის, ფილოსოფიის ან რომელიმე ერის განვითარების ისტორია. ეს არის ისტორია იმ ადამიანთა ჯაჭვისა (ადამიანებისა), რომლებმაც თავიანთ ცხოვრებაში სულიერი სამყაროს, ბუნების მმართველი უმაღლესი ძალის უშუალო შეცნობა შეძლეს.კაბალის უძველესი სიბრძნე ათასწლეულებს ითვლის. არ არსებობს მასსავით ძველი და ამავდროულად მასსავით აქტუალური მეცნიერება. კაბალის ისტორია არ არის რელიგიის, ფილოსოფიის ან რომელიმე ერის განვითარების ისტორია. ეს არის ისტორია იმ ადამიანთა ჯაჭვისა (ადამიანებისა), რომლებმაც თავიანთ ცხოვრებაში სულიერი სამყაროს, ბუნების მმართველი უმაღლესი ძალის უშუალო შეცნობა შეძლეს.
კბალა თავის დასაბამს დაახლოებით 4000 წლის წინათ, მესოპოტამიაში, ძველ ბაბილონში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე იღებს. სწორედ აქ, მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე (მის სამხრეთ ნაწილში) შუმერების ერთერთ უძველეს ქალაქ ურში (თანახის მიხედვით – „ურ ქასდიმ“) დაიბადა პირველი „ოფიციალური“ კაბალისტი – ავრაჰამი (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1900-2000 წლები), რომელიც ჩვენთვის მამა აბრამის სახელითაა ცნობილი. „ოფიციალური“ იმიტომ, რომ ის პირველი არ იყო, ვინც სულიერი სამყარო შეიცნო, არამედ იყო პირველი, ვინც მის მიერ შეძენილი ცოდნა კაბალისტური – სფირების ენით გადმოგვცა.
აბრამი წარმართი ქურუმის თერახის შვილი იყო, ეს უკანსკნელი კი წიგნი „მიდრაშ
რაბა“–ს მიხედვით თიხისაგან კერპების დამზადებით და გაყიდვით იყო დაკავებული. დაახლოებით 40 წლის ასაკამდე აბრამიც ამ ოჯახურ საქმიანობაში იყო ჩართული. მიუხედავად ამისა ის გრძნობდა გულის აუხსნელ, დაუოკებელ მისწრაფებას, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევდა. ის რაღაც შინაგანი ინტუიციით ხვდებოდა, რომ მისი თანამედროვეები ცდებიან, რომ კერპებს არავითარი ძალა არ გააჩნია. აი რას სწერს რამბამი თავის „მიშნა თორაში“ (ჰილხოთ ავოდა ზარა) აბრამის ძიების შესახებ:„გაოცებული იყო: როგორ შეიძლება, რომ (დედამიწის ) ეს ბრუნვა მარადიული იყოს და მას არავინ მართავდეს, და ვინ მართავს მას? რამეთუ შეუძლებელია, რომ თვითონ მართავდეს საკუთარ თავს. და არ ჰყავდა მას არც მასწავლებელი და არც მაცნე, არამედ ჩაფლული იყო ურ ქასდიმში (ქალაქ ურში) უგონო კერპთაყვანისმცემელთა შორის.მისი დედ–მამა და მთელი ერი კერპებს ეთაყვანებოდა და ისიც (აბრამიც) მათთან ერთად. მისი გული ადგილს ვერ პოულობდა (დაეხეტებოდა) და ბევრს ფიქრობდა, მანამ სანამ ჭეშმარიტება არ ჰპოვა. და შეიცნო, რომ არსებობს ერთი შემქმნელი და სწორედ ის განაგებს მთელ სამყაროს და სწორედ მან გააჩინა ყველაფერი და ყოველივე არსებულში სხვა არაფერია თუ არა ის..
ბუნებაზე ხანგრძლივი დაკვირვების, ფიქრისა და კვლევის შედეგად აბრამი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამქვეყნად არსებული ნებისმიერი მოვლენა გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება და რომ ყოველივეს ერთი უმაღლესი ძალა განაგებს. ეს ფუძემდებელი მომენტი იყო არამარტო თვით აბრამის, არამედ მთლიანად კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.
აბრამი თავის მეუღლე სარასთან ერთად მთელი ძალებით ცდილობდა, რომ მის მიერ შეძენილი ცოდნა მისი თანამედროვეებისათვის გადაეცა, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად დაჯდომოდა. ადგა და დაიწყო ხმამაღალი ხმით ხალხისათვის მოხმობა და ახსნა, რომ მთელ ქვეყანას ერთი შემქმნელი ჰყავს... და დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სახელმწიფოდან სახელმწიფოში და მოუხმობდა (ქადაგებდა), მანამ სანამ ქნაანის მიწას არ მიაღწია. და რადგანაც ხალხი მას გარს ეხვეოდა და შეკითხვებს უსვამდა, თითოეულს მის შესაფერისად პასუხობდა, მანამ სანამ ჭეშმარიტების გზაზე არ აყენებდა, და ასე მანამ სანამ მის ირგვლივ ათასობით და ათიათასობით ადამიანი არ შეიკრიბა და ისინი აბრამის მიმდვრები – ე.წ. აბრამის სახლის ხალხი (ანშეი ბეით ავრაჰამ) გახდნენ. და დანერგა მათ გულებში ეს დიდი იდეა და დაწერა წიგნები.“სწორედ აბრამს მიაწერენ კაბალის პირველი წიგნის – „სეფერ ჰაიეცირა“–ს (შექმნის წიგნის) ავტორობას. ეს წიგნი ტექნიკური კაბალისტური ენითაა დაწერილი. მასში ავტორმა არა მხოლოდ სამყაროს ფარული ნაწილის შეგრძნებით მიღებული შთაბეჭდილებები გადმოგვცა, არამედ მისი სტრუქტურაც წარმოგვიდგინა. წიგნი სავსეა ცხრილებით, გრაფიკებით, ყოველგვარი ფორმულებით - ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო მათემატიკური გამოსახულებების სახით, რომლებიც ძალების ურთიერთქმედების სხვადასხვა ვარიანტებს ასახავენ.
კაბალა გულისხმობს ცოდნას, რომელიც კაცობრიობას, განურჩევლად ეპოქისა,
ადამიანების, ქვეყნების და ა.შ. მიეცათ, ანუ ცოდნას რომელსაც ჩვენ ვფლობთ მაგრამ შესაძლოა ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდეთ.ზოგადად კაბალა არის ბედისწერის მართვის მეცნიერება.
კაბალისტს როგორც წესი ორივე რეალური სამყაროსა და ზესამყაროს ხედვის უნარი აქვს და ის აღწერს ზესამყაროს, რეალური სამყაროსთვის გასაგები ენით. თვითონ კაბალისტები ეწინააღმდეგებოდნენ იმას რომ კაბალა ყოფილიყო დაშვებული, ღია მეცნიერება და მხოლოდ მეოცე საუკუნის 90-იანები წლებიდან გახსენს ის, რადგან როგორც მიხაილ ლეიტმანი ამბობს ადამიანებმა შეწყვიტეს პრიმიტულად აზროვნება და ზეარსებების წარმოდგენა, ქალთევზების, კენტავრების, ანგელოზების და ეშმაკების სახით. მათ ღმერთი და ზესამყარო ენერგიისა და ენერგოველების აღქმასთან დააკავშირეს. ანუ სხვა ეტაპზე გადავიდნენ ადამიანები რის გამოც კაბალისტებმა ჩათვალეს რომ სამყარო მზად იყო ამ მეცნიერების სწორად მისაღებად და გახსნეს ის.
კაბალაში მთავარი კითხვა არის რატომ ვარსებობთ? ზოგადად ფსიქოლოგები თვლიან რომ ეს გარდატეხის, მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი კითხვაა და ადამიანი რომ იზრდება ამ კითხვაზე მისთვის სასურველ პასუხს პოულობს. თუმცა თაობები ისე მიდიოდნენ რომ მათგან მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. კაბალისტების აზრით, კაბალას სინამდვილეში ის ჩაწვდება, ვინც ზრდასრულ ასაკშიც კი “იტანჯება” შეკითხვით “რატომ ვარსებობთ?”
კაბალა ცივილიზაციის მამოძრავებლად სურვილს მიიჩნევს. ითვლება რომ ადამიანების სურვილები იცვლებოდა საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე, რაც დრო გადიოდა მით დიდი იყო სურვილები და მით უფრო არარეალურიც კი, მაგრამ ეს იყო მიზეზი რაც კაცობრიობას წინსვლის საშუალებას აძლევდა.
კაბალა კაცობრიობის სურვილებს 5 ეტაპად ყოფს
პირველყოფილი სურვილი – სექსი და ჭამა მეორე ეტაპის სურვილი – იყო მდიდარი მესამე ეტაპის სურვილი – გქონდეს ძალაუფლება მეოთხე ეტაპის სურვილი – გქონდეს ცოდნამეხუთე ეტაპის სურვილი – განვითარდე სულიერად, იყო შემოქმედი
კაბალა ამ უკანასკნელ სურვილს ადამიანის სულს ეძახის. კაბალა ასევე იკვლევს სულის კონსტრუქციას, რისგან შედგება ის, ამ ეტაპზე კაბალის სწავლებაში არის სულის 600 000 ნაწილი, რომელიც ყველა ადამიანშია.
კაბალისტური ასტროლოგია;მოიცავს ზესხეულებს, ნიშნებს, პლანეტებს, დიალქეტებსა და სახლებს. დავიწყებ ნიშნებიდან
კაბალისტურ ასტროლოგიაში, ასტროლოგიური ნიშნები წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმის ენერგო-ინფორმაციული ნაკადების ცვლის ძირითად არხებს. ისინი 7 ზესხეულისგან შედგება, რომლებიც გადაიკვეთებიან ნიშნებით.
პირველი 6 ნიშანი განასახიერებს დაღმავალ არხებს:
ვერძი – ატმანურიდან ბუდხალურისკენ კურო – ბუდხალურიდან კაზუალურისკენ ტყუპები – კაზუალურიდან მენტალურისკენ კირჩხიბი – მენტალურიდან ასტრალურისკენ ლომი – ასტრალურიდან ეთერულისკენ ქალწული – ეთერულიდან ფიზიკურისკენ
მომდევნო 6 ნიშანი განასახიერებს აღმავალ არხებს:
სასწორი – ფიზიკურიდან ეთერულისკენ მორიელი – ეთერულიდან ასტრალურისკენ მშვილდოსანი – ასტრალურიდან მენტალურისკენ თხის რქა – მენტალურიდან კაზუალურისკენ მერწყული – კაზუალურიდან ბუდხიალურისკენ თევზები – ბუდხიალურიდან ატმანურისკენ
ადამიანის ორგანიზმსა და ზესხეულებს შორის რომ გავავლოთ პარალელები დაახლოებით ასეთ სურათს მივიღებთ უმაღლესი სხეული (სული) – ატმანური და ბუდხალური სხეული დამაკავშირებელი სხეული (სოციალური) – კაზუალური, მენტალური, ასტრალური სხეული
შემდეგ ასევე სხეულების ევოლუციის ფაზებსაც განვიხილავ და უფრო დეტალურადაც თითოეულ მათგანს, მაგრამ ახლა წარმოდგენისთვის თითო წინადადებით შემოვიფარგლები.
ატმანური სხეული – ყველაზე ზედა სხეულია ზესხეულებიდან, ჩვეულებრივი გონებისთვის ის საოცრად დელიკატურია, მისი გააზრება რაციონალური აზროვნებისთვს თითქმის შეუძლებელია. ის მოიცავს ინფორმაციას, უფრო სწორად კი ადამიანის მისიის შესახებ ინფორმაციას, ასევე მისი ბედისწერის მონახაზის შესახებ ინფორმაციას რომლის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი სწორედ ამ მისიის განხორციელება.
ბუდხალური სხეული – მასში ადამიანის როგორც შინაგანი სამყაროს, ასევე იმ გარემოს შესახებ რომელშიც ის არსებობს მხოლოდ ძირითადი ინფორმაციაა ჩადებული, კონკრეტიკისა და დეტალების გარეშე.
კაზუალური სხეული – ძირითადი ცნებები, რომელიც ამ სხეულს უკავშირდება არია: მოვლენა, მოქმედება, შედეგი. პირველი ადამიანის პასიურობას განასახიერებს, მეორე აქტივობას (ბუდხალური და ატმანური) და ორივე ერთად ე.წ. ადამიანის სულს შეადგენს. კაზუალური კი მიწაზე დაშვებას გავს, ზე სხეულები და ქვესხეულები ერთმანეთისგან ვიბრაციებით განსხვავდებიან. ქვემოთ სვლისას სხეული უფრო და უფრო ქვესხეულად წარმოგვიდგება. კაზუალური სხეული ადამიანის ღირებულებების და იდეალების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს.
მენტალური სხეული – ის სამ ზესხეულსა და სამ ქვესხეულს შორისაა, გარდამავალია. ამიტომ მას საკუთარი “ინდივიდუალური” მნიშვნელობის გარდა ადამიანის ორგანიზმში განსაკუთრებული კომუნიკაციური თავისებურებები შემოაქვს, რომელიც ამ „შვიდართულიანი სახლის“ სამ ზედა და სამ ქვედა სართულს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს სხეული ფლობს ინფორმაციას სამყაროსა და ევოლუციის შესახებ, განასახიერებს ადამიანის გონს, როგორც ევოლუციის უმაღლეს საფეხურს.
ასტრალური სხეული – ის განასახიერებს ემოციებს, ინსტინქტებს, შეგრძნებებს, ფლობს ინფორმაციას პირველყოფილობის შესახებ და ის უფრო მეტად გამოხატულია ადამიანებში, ასოციალურებსა და დაბალი თვითშეფასების მქონეებში, ანუ ადამიანებში დაბალი განვითარებით და ექვემდებარება ეთერულ სხეულს.
ეთერული სხეული – ის ფიზიკური სხეულის შედეგია, ფიზიკურად ენერგეტიკული ველი მასებით იქმნება. ის განასახიერებს ადამიანი იმუნიტეტის და ზოგადად ფიზიკური სხეულის შესაძლებლობებს, ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ენერგიას.
ფიზიკური სხეული – ის ძალიან ახლოს დგას კაზუალურთან, ის ატარებს ინფორმაციას ყველა იმ სხეულის შესახებ, რომელიც ფიზიკურად არსებობდა, ასევე ძლიერი ცოდნა სიმბოლოების, კაზუალურთან პარალელი ეს ძლიერ ეგრეგორთან კავშირივითაა ამ შემთხვევაში, რომელიც მის გარშემო მოვლენების განვითარებას ზედმიწევნით აკონტროლებს. ფიზიკური სხეული ქვესხეულებს შორის უკანასკნელია, ყველაზე „მყარი“.
როგორიც არ უნდა იყოს რეალობა,ყოველთვის შეგიძლია ის,რაც შიგნითაა,აქციო სიმშვიდის,სიხარულის ოაზისად.!!!
Thursday, July 28, 2016
ანუნაკები
უკვე დამტკიცებულია, რომ შუმერული ცივილიზაცია ყველაზე ძველია დედამიწაზე. მათი პირველი ცივილიზაცია შეიქმნა დაახლოებით 445 ათასი წლის უკან. ბევრი მეცნიერი იბრძოდა და იბრძვის პლანეტის ყველაზე ძველი ცივილიზაციის საიდუმლოს დამსხვრევაზე, მაგრამ საიდუმლო ისევ საიდუმლოდ რჩება. საკმარისია ვახსენოთ, რომ მათ ჰქონდათ მათემატიკური გამოთვლების უდიდესი უნარი და იცოდნენ ფიბონაჩის რიცხვები. შუმერული ხელნაწერები შეიცავს ინფორმაციას მზის სისტემის შექმნაზე, მის განვითარებაზე და წყობაზე.მათ ნახატებში, რომლებიც ინახება გერმანიის სახელმწიფო მუზეუმის(ბერლინში) ახლოაღმოსავლეთ სექციაში,არის ასახული მზის სისტემა:ცენტრში მზე და გარშემო კი ჩვენთვის ცნობილი ყველა პლანეტა(მზის სისტემის). თუმცა მათ მზის სისტემის ნახატში განსხვავებაა, შუმერებს მარსსა და იუპიტერს შორის აქვთ მოთავსებული დიდი ზომის უცნობი პლანეტა, მეთორმეტე პლანეტა შუმერული სისტემით! ამ უცნაურ და ამოუცნობ პლანეტას შუმერები ეძახდნენ ნიბირუს, რაც ნიშნავს«გადამკვეთ პლანეტას». ამ პლანეტის ორბიტა-მეტად მოგრძო ელიფსი,– ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ კვეთავს მზის სისტემას.ნიბირუს მორიგი სტუმრობა 2100-2158 წლებშია მოსალოდნელი.
შუმერული ხელნაწერების თანახმად, პლანეტა ნიბირუ იყო დასახლებული გონიერი არსებებით სახელად: ანუნაკები. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 360 000 წელს. ისინი იყვნენ გიგანტები: ქალების სიმაღლე 3-იდან 3,7 მეტრს აღწევდა, ხოლო მამაკაცების 4 დან 5-ს .აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მაგალითად, ძველი ეგვიპტელი მმართველი ეხნატონი იყო 4 მეტრი სიმაღლის,
ხოლო ლეგენდარული ნეფერტიტი დაახლოებით 3,5 მეტრი. უკვე ჩვენ დროს ეხნატონის ქალაქშო იქნა აღმოჩენილი 2 უცნაური სამარხი. ერთ ერთ მათგანში პირდაპირ მუმიის თავზე იყო გამოსახული სიცოცხლის ყვავილი.ხოლო მეორე სამარხში აღმოაჩინეს დაახლოებით 7 წლის ბავშვის ძვლები, რომლის სიმაღლეც 2,5 მეტრია. ამ ბავშვის ძვლები გადატანილი იქნება კაიროს მუზეუმში.შუმერების კოსმოგონიაში მთავარ მოვლენად ითვლება«კოსმოსური ომები» და კატასტროფა, რომელიც მოხდა 4 მილიარდი წლის წინ და შეცვალა მზის სისტემის ფორმა. თანამედროვე ასტრონომია ადასტურებს ამ კატასტროფის მოხდენის ფაქტს! შუმერულ ხელნაწერებში არის მოყვანილი ფაქტები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დედამიწაზე გონიერი ცხოვრების წარმოშობის მიზეზი. ამ ხელნაწერების თანახმად,ჰომო საპიენსი შეიქმნა ხელოვნურად გენური ინჟინერიის შედეგად დაახლოებით 300 ათასი წლის წინ. ამგვარად, შეიძლება, კაცობრიობა წარმოადგენდეს ბიორობოტების ცივილიზაციას. თავიდანვე ვახსენებ რომ სტატიაში არის ზოგიერთი დროის შეუსაბამობა. ეს არის იმასთან დაკავშირებული, რომ თარიღების უმეტესობა დადგენილია მხოლოდ გარკვეული ხარისხის სიზუსტით.შუმერული ხელნაწერების
გაშიფვრამ გამოიწვია მკვლევარების შოკი. მოვიყვანოთ მოკლე და არასრული სია იმ ცივილიზაციის მიღწევებისა, რომელიც არსებობდა განვითარების გზაზე მყოფ ეგვიპტეზე, რომის იმპერიაზე და მითუმეტეს ძველ საბერძნეთზე უფრო ადრე. შუმერული ხელნაწერების გარკვეული გაშიფვრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ შუმერული ცივილიზაცია ფლობდა თანამედროვე მეცნიერულ ცოდნას ქიმიის,მცენარეული მედიცინის, კოსმოგონიის, ასტრონომიის, თანამედროვე მათემატიკის და გენური ინჟინერიის შესახებ, ასევე ჰქონდათ თანამედროვე სახელმწიფო პარლამენტი, სასამართლო და არჩევნები. შუმერები ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ კონტაქტი პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებთან! შუმერული ტექსტების თანახმად ზუსტად ამ პლანეტიდან ჩამოვიდნენ ანუნაკები დედამიწაზე. შესაძლებელია მართლაც ასე იყო. თუ დავუჯერებთ ამ ლეგენდებს, რომლებიც მრავალია სხვა და სხვა კულტურასა და ცივილიზაციაში, მაშინ ჰუმანოიდებს არა მარტო კონტაქტი ჰქონდათ ადამიანურ რასასთან, არამედ ისე ახლოს იყვნენ მათთან, რომ, შესაძლებელია საერთო შთამომავლობაც ჰყავდეთ. დავუბრუნდეთ ისევ შუმერულ ხელნაწერებს:პირველი ანუნაკები დედამიწაზე ჩამოვიდნენ 445 ათასი წლის წინ (შუმერული ცივილიზაციის შექმნის თარიღი).შევეცადოთ ვიპოვოთ პასუხი დასმულ კითხვაზე:რატომ სურდათ პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებს დედამიწაზე ჩამოსვლა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ აინტერესებდათ სასარგებლო მინერალები, პირველ რიგში-ოქრო. რატომ?თუ ავიღებთ თეორიას ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ მეთორმეტე პლანეტაზე(მზის სისტემის), შეიძლება მათ სურდათ ოქროსშემცველი დამცავი ეკრანის შექმნა პლანეტისთვის. ავღნიშნოთ, რომ ანალოგიური ტექნოლოგიით ჩვენს დროში მიმდინარეობს კოსმოსური პროექტების გარკვეული ნაწილი.პირველად ანუნაკები უშედეგოდ ცდილობდნენ ოქროს მოპოვებას სპარსეთის ყურეში, ხოლო შემდეგ დაიწყეს მიწისქვეშა სამუშაოები სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ, როდესაც პლანეტა ნიბირუ იმყოფებოდა დედამიწის სიახლოვეში, მასზე იგზავნებოდა მთელი მოპოვებული ოქროს მარაგი.ხელნაწერების მიხედვით
ანუნაკები საკმაოდ დიდხანს მოიპოვებდნენ ოქროს დედამიწაზე, დაახლოებით:100 150 ათასი წლის განმავლობაში. ხოლო შემდეგ,როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა აჯანყება. დიდხანსმცხოვრებ ანუნაკებს მობეზრდათ ათასობით წლის მიწისქვეშ გატარება და ოქროს მოპოვება. და მაშინ მიიღეს უნიკალური გადაწყვეტილება: მათ გადაწყვიტეს შეექმნათ «პრიმიტიული მომუშავეები» მიწისქვეშ სამუშაოდ.და კაცობრიობის შექმნის მთელი პროცესი დაწვრილებით აღწერილია – შუმერულ თიხის დაფებზე. ამ ინფორმაციამ ფაქტიურად შოკში ჩააგდო თანამედროვე გენეტიკები. ანუნაკების მმართველმა ანუმ და მთავარმა მეცნიერებმა ენიკებმა გადაწყვიტეს შეექმნათ«ადამუ». ეს სიტყვა წარმოიშობა «Adamah» იდან (მიწა) და აღნიშნავს «დედამიწელს».ენიკებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მხოლოდ ფეხით მოსიარულე არსებები, რომლებიც უკვე არსებობდნენ დედამიწაზე, და გაეუმჯობესებინათ ისინი იმ დონეზე, რომ მათ შეძლებოდათ ბრძანებების გაგება და ინსტრუმენტების გამოყენება. მათ ესმოდათ, რომ დედამიწის ბინადრებს ევოლუცია ჯერ არ გაუვლიათ და ამ პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.დედამიწას უყურებდნენ როგორც ერთ ცოცხალ არსებას, ისინი ფიქრობდნენ რომ აქ სიცოცხლე ისევე გაჩნდა როგორც მათ მშობლიურ პლანეტაზე, ენიკებს ეძახდნენ “Nahash”, რაც აღნიშნავს«გველთა, გველს» ან «ის ვინც იცის ყველაზე მეტი საიდუმლო». უფრო კონკრეტულად Nahash სიმბოლოთიც გამოისახებოდა:ორი ერთმანეთზე შემოხვეული გველი ეს სიმბოლო შეიძლება მივამსგავსოთ დნმ ის სტუქტურულ მოდელს, რომელიც ენიკებმა გამოიცნეს გენეტიკური ცდების შედეგად.ენიკების გეგმაში შედიოდა ადამიანისა და ანუნაკების დნმ ის შეერთება და ახალი რასის მიღება. ენიკებმა დასახმარებლად მოიხმეს ახალგაზრდა ლამაზი გოგონა , სახელად ნინტი– «ქალბატონი, რომელიც იძლევა სიცოცხლეს».ჩანაწერებში არის ინსტრუქცია რომელიც ენიკებმა მისცეს ნინტის. უპირველეს ყოვლისა, მთელი პროცედურა უნდა ჩატარებულიყო სტერილიზებულ ადგილას.როგორც ტექსტში ჩანს, ენიკები მუშაობისას იყენებდნენ აფრიკული მაიმუნის კვერცხუჯრედებს, რომელიც ჩრდილოეთ ზიმბაბვეში ბინადრობს.

Subscribe to:
Posts (Atom)