Wednesday, August 10, 2016

დროში მოგზაური

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ სიუან–ჰეში უჩვეულო ბიჭუნა გამოჩნდა. მას ძალიან უცნაურად ეცვა და გაუგებარ ჩინურ დიალექტზე საუბრობდა. ბავშვი პოლიციაში წაიყვანეს. ბიჭუნამ თქვა, რომ 11 წლისაა, ჰონ–ჰენი ჰქვია და სოფელ ჩენ–ჯოსთან ახლოს მდებარე მონასტერში ცხოვრობს. ბავშვი შეშინებული იყო, კითხულობდა სად იყო, რა ქალაქი იყო ეს და რატომ დადიან კარეტები ცხენების გარეშე. პოლიციაში გადაწყვიტეს, რომ ბიჭუნა „ჯანმრთელი არ იყო“ და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს. ექიმის კითხვაზე, რომელი წელია ახლა, ბიჭმა უპასუხა 1695. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბიჭი სავსებით ჯანმრთელი იყო. ექიმი ლი ძალიან დაინტერესდა უჩვეულო პაციენტით. მან სხვადასხვა ექსპერტები მოიწვია ბიჭის ფენომენის შესასწავლად. დასკვნები გამაოგნებელი იყო. აღმოჩნდა, რომ ბიჭი XVII საუკუნის ჩინურ დიალექტზე საუბრობდა. ჰონ–ჰენი სავაადმყოფოში მთელი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 1996 წელს კი უკვალოდ დაიკარგა. ექიმმა ლიმ იმ მონასტრის მოძებნა სცადა, რომელზეც ჰონ–ჰენი ყვებოდა. აღმოჩნდა, რომ მონასტერი რეალურად არსებობდა, და იგი XVII საუკუნეში იყო დაარსებული. ექიმი ლი მონასტერში გაემგზავრა და ძველ არქივებში გასაოცარ ჩანაწერებს მიაკვლია, სადაც მონასტრის მსახურს, ჰონ–ჰენს მოიხსენიებდნენ. დოკუმენტებში ნათქვამი იყო რომ ბიჭი 1695 წელს დაიკარგა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა. ჰონ–ჰენი დაბრუნების შემდეგ უჩვეულოდ გამოიყურბოდა. ამიტომ ბერებმა გადაწყვიტეს, ეს ამბავი მონასტრის ისტორიაში ჩაეწერათ. ბავშვმა მოყვა, რომ მთელი ეს დრო მეოცე საუკუნეში გაატარა და იქ ხალხი „ისეთი არაა, როგორც ჩვენთან“ – ცხენების გარეშე დადიან, ცაში დაფრინავენ და სარკეებიდან ლაპარაკობენ (ტელევიზორს გულისხმობდა).

მაიაკ ეილონის შუქურა

   
1900 წლის 15 დეკემბერს, კუნძულ ფლანანზე (შოტლანდია) უკვალოდ დაიკარგა მაიაკ ეილონის შუქურას სამი დამკვირვებელი.რამდენიმე დღით ადრე გემებიდან, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვის წყლებში ცურავდნენ მოდიოდა სიგნალი რომ შუქურა არ ანათებდა.ცუდი ამინდის გამო გემიდან “ gesperus” რამდენიმე დღის შემდეგ იქნა გაგზავნილი ადამიანები დასაზვერად. გემის ბორტზე იმყოფებოდა აგრეთვე ჯოზეფ მური– შუქურას მთავარი დამკვირვებელი. ამ გამოცანის განხილვისას კოლეგებთან ერთად მან ვერ მოუძებნა ლოგიკური ახსნა იმას თუ რატომ არ ანათებდა შუქურა. ისინი ნაპირზე გადავიდნენ მის შესამოწმებლად. მური ყველა თავის თანამშრომელს კარგად იცნობდა ესენი იყვნენ: თომას მარშალი, დონალდ მაკარტური და ჯეიმს დუკატი. ისინი
გამოცდილი დამკვირვებლები იყვნენ, კეთილსინდისიერად ასრულებდნენ სამუშაოს და არასოდეს ვარდებოდნენ პანიკაში კრიტიკულ სიტუაციებში. როდესაც მურმა ბოლოს ნახა ისინი სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში იყვნენ. როდესაც გემი კვლავ მივიდა ნაპირზე სადაც დატოვა დამკვირვებლები, შეამჩნიეს რომ მათთან შესახვედრად არავინ მოვიდა და არც სასიგნალო შუქურა ანათებდა. პირველი ნაპირზე ჯოზეფ მური გადავიდა და გაემართა შუქურასკენ და დამკვირვებლის ოთახში შევიდა. იგი ცარიელი აღმოჩნდა. მან ნახა ჟურნალი სადაც ბოლო ჩანაწერი 14 დეკემბერს იყო გაკეთებული–დამკვირვებელი აღწერდა რომ კუნძულის გარშემო შტორმი მძვინვარებდა. ეს სრულიად დაუჯერებელი იყო, რადგან იმ ღამეს ამინდი შესანიშნავი, ხოლო ზღვა კი მშვიდი იყო.მურმა სასწრაფოდ დაიწყო დამკვირვებლების მოძებნის ორგანიზება მთელი კუნძულის ტერიტორიაზე, მაგრამ უშედეგოდ. ვერ მოიძებნა ვერანაირი ახსნა მათი გაქრობის შესახებ. თითქოს ისინი რაღაც უხილავმა ძალამ წაიყვანა.