Monday, June 13, 2016

თეოსოფიური მიმდევრობა და მათი ფუძემდებლები

ელენა ბლავატსკაია, რომელმაც ახალი მეცნიერება "თეოსოფია" დააფუძნა. თანაც თეოსოფიის საფუძვლები, თავის მხრივ, ეყრდნობოდა ბუდიზმისა და სხვა აღმოსავლური რელიგიების დოგმებს, ასევე ცოდნას, რომელიც ბლავატსკაიამ ინდოეთში მოგზაურობისას მიიღო. თანაც ე. ბლავატსკაიამ ადამიანთა გაუმჯობესების საკუთარი რეცეპტი წარმოადგინა.მისი აზრით ადამიანის სრულყოფის უმთავრეს გზას წარმოადგენს თვითსრულყოფა მედიტატიური პრაქტიკის მეშვეობით. და კვლავ ამ მეთოდიკის მიხედვით ე. ბლავატსკაიას შრომებში ჩნდება "ზეკაცის" ცნება. ე. ბლავატსკაიას იდეები ძალზედ მოეწონათ გერმანიაში, რომელიც ახალი ომით ევროპაში
მსოფლიოს გადაკეთბისთვის ემზადებოდა. ასე მაგალითად, გ. ფონ ლისტი საკუთარ თავს ღმერთ ოდინის კულტის მოგვად მიიჩნევდა და ლისტის ამხანაგობა დააფუძნა. მასში ღბულობდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ ეროვნული მითოლოგიისა და ეზოთერიზმის შერწყმით. ამ ამხანაგობის საფუძველზე 1911 წლის 23 ივნისს ლისტმა შექმნა ალემანთა ახალი "უზენაესი ორდენი". გ. ფონ ლისტის ყველა ძალისხმევის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება გერმანიაში უნდა მიიღოს ახალმა მესიამ, რომელიც წინ წაუძღვება ლაშქრობას სოციალისტების და სხვა ინტერნაციონალისტების წინააღმდეგ და შექმნის პანგერმანულ
ერს - უდიდეს გერმანულ რეიხს. ძალაუფლება ამ სახელმწიფოში მხოლოდ არიოგერმანული რასის კუთვნილება იქნება, ხოლო ყველა არაგერმანელი ერი მონის მდგომარეობაში უნდა იყოს.ე. ბლავატსკაიას შემდეგ გერმანიაში კიდევ ერთი რუსი იჩენს თავს. ეს იყო გიორგი გურჯიევი (ავტორი მას რუსად აცხადებს, მაგრამ ეს არასწორია. ავტორი აქ ალბათ იმას გულისხმობს, რომ ის იყო რუსეთის იმპერიიდან. ზოგიერთი გურჯიევს ქართველად მიიჩნევს გვარიდან გამომდინარე, მაგრამ გურჯიევებად ბერძნებიც იწოდებოდნენ საქართველოში. ზოგის აზრით კი ის სომხური წარმომავლობის იყო და ქ. ყარსში დაიბადა). უინტერესო არ უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობაში გურჯიევი და სტალინი ერთ დროს სასულიერო სემინარიაშიც სწავლობდნენ და მეგობრობდნენ კიდევაც. მეტიც, გურჯიევი, სტალინის სულიერი მასწავლებელი გახლდათ. მაგრამ სტალინი სემინარიიდან გარიცხეს, აი გურჯიევმა კი ის დაამთავრა, ოღონდ მართლამდიდებლობას კი არ ემსახურა, არამედ დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიების შესწავლა და მოგზაურობა. განსაკუთრებულად გაიტაცა იგი აღმოსავლურმა რელიგიურმა და ფილოსოფიურმა სისტემებმა. გურჯიევის სწავლების არსი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: მან პირველმა განაცხადა, რომ სამყაროები და განზომილებები მრავალია. მატერიალურ ობიექტზე, მათ შორის ადამიანზე სხვადასხვა ძალები და ვიბრაციები მოქმედებენ. გარდა ამისა თვით ადამიანის მრავალპლანიანია. ასე, მაგალითად, ადამიანში კონცენტრირებულია ხორციელი, ფიზიკური (რომელსაც ის - "ურემს" უწოდებდა) და სულიერ-მენტალური (რომელიც, შესაბამისად იწოდებოდა "ცხენად", რომელიც მიათრევს ურემს, ანუ "ორთვალას"). სამყარო აერთიანებს უნივერსალურ ენას, რომლის გამოყენება შეუძლია მხოლოდ მაღალორგანიზებულ არსებებს (მაგ.: სპეციალურად მომზადებულ ადამიანებს). დედამიწა მჭიდროდ არის დაკავშირებული კოსმოსის საერთო სისტემასთან. მიწიერი შეზღუდული ცხოვრება არა მარტო აღიქვამს ენერგიის ნაკად, არამედ გაასხივებს მას კოსმოსშიც. მორალი სამყაროს სუბიექტური გაგების შედეგია. თვით კოსმოსები სულ შვიდია (პროტოკოსმოსი, მეგალოკოსმოსი, მაკროკოსმოსი, დეიტეროკოსმოსი, მეზოკოსმოსი, ტრიტოკოსმოსი და მიკროკოსმოსი) და ეს ყოველივე, გურჯიევის აზრით, ცოცხალი არსებაა!გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანს შეუძლიაო მიაღწიოს უმაღლეს სულიერ დონეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმუშავებს საკუთარ თავზე, შეისწავლის მას და სრულყოფს საკუთარ გზას. მაგრამ, გერმანიაში გურჯიევმა ფრთბი ვერ გაშალა და ძალიან მალე საფრანგეთში გადაბარგდა.

No comments:

Post a Comment

მოგესალმებათ! Abagael Androgen Bug