Monday, June 13, 2016

კალი იუგას ხანა

   
კალი იუგა, წყვდიადის ხანა, კიდევ დიდხანს გაგრძელდა, კერძოდ 1899 წლამდე. ეს კაცობრიობის განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია, რადგან ამ დროს დასრულდა კალი იუგას მეფობის ხუთიათასწლიანი ხანა. ამის შემდეგ შევძელით ჩვენ განვითარების ახალ საფეხურზე ასვლა. ადამიანის ძველ, კალი იუგას დროინდელ უნარებს დაემატა ახალი უნარების განვითარება. ჩვენ მივიწევთ ისეთი ხანის შესახვედრად, რომლის დროსაც ადამიანსი ისეთი ახალი ბუნებრივი უნარები და შესაძლებლობები გამოვლინდება, რომ იგი კვლავ შესძლებს ღვთაებრივ-სულიერი სამყაროების ჭვრეტას. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ჩავლილი არც იქნება, რომ ზოგიერთი ადამიანი უკვე შესძლებს სრული «მე»-
ცნობიერებით აღიქვას ღვთაებრივ-სულიერი სამყაროს ისეთი შემოჭრა ფიზიკურ-გრძნობად სამყაროში, როგორიც სავლემ განიცადა დამასკოს გზაზე პავლედ გარდაქმნისას. ეს ნორმალური მდგომარეობა იქნება ადამიანების გარკვეული რიცვხისთვის.ადამიანმა განვლოა განვითარების გზა, რომელმაც მიანიჭა უნარი, თავისი მშვინვიერი ძალებით მიაღწიოს ეთერულ ხედვას. ამიტომ ადამიანებისთვის ქრისტე ხილული გახდა არა ფიზიკური, არამედ ეთერული სხეულით. ეს ყველაფერი უფრო და უფრო გაძლიერდება მომავალი 2500 წლის მანძილზე, დაწყებული მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან. ეს განცდა იმდენ ადამიანს ექნება, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა მხრიდან იქნება აღიარებული, როგორც ცნობილი მოვლენა დედამიწაზე. სულისმეცნიერება გვჭირდება იმისათვის, რომ ამ ახალი, ჯერ კიდევ სუსტი უნარების აღმოცენებამ ადამიანებისთვის შეუმჩნევლად და უკვალოდ არ ჩაიაროს, და იმისთვისაც, რომამ უნარით დაჯილდოვებული ადამიანები მეოცნებეებად ან გიჟებად არ ჩათვალონ და მცირე ჯგუფებმა მაინც დაიცვას ამ უნარების ნაზი ნორჩები ადამიანური შეუგნებლობის სასიკვდილო წიხლისგან. სულისმეცნიერებამ
უნდა შეძლოს მათი განვითარებისთვის საჭირო ნიადაგის შემზადება.ზოგადად ეპოქები მეორდებიან, ოღონდ მუდამ სხვა სახით. სულისმეცნიერება კალი იუგას ხანის დაწყებას ხედავს როგორც სულიერი სამყაროების კარიბჭის დახურვას.

2 comments:

  1. საინტერესო და ძალიან ახლოს სიმართლესთან,

    ReplyDelete
  2. ძალიან საინტერესო და სიმართლესთან ძალიან ახლოს

    ReplyDelete

მოგესალმებათ! Abagael Androgen Bug