თანამედროვე შამანიზმის უმთავრესი მიზანი შინაგანი ძალების განვითარებაა, ამბობს არნო რიუ, შინაგანი პიროვნული განვითარების სპეციალისტი. ის სამ სავარჯიშოს გთავაზობთ, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ ენერგიას თქვენივე სხეულსა და გონებაში თავისუფალი ცირკულირების საშუალებას მისცემს. გააღვიძეთ თქვენში არსებული შამანი, რომელსაც სძინავს გაეცანით შინაგან ,,მავნებელს“
თუკი რაღაც ისე არ ხდება, როგორც თავად გვსურს ამის მიზეზი ყოველთვის არსებობს ჩვენს ფსიქიკაში, ოღონდ გაუცნობიერებლად.
ეს ბნელი შინაგანი ძალები ჩვენით მანიპულირებენ, გვაიძულებენ შევეგუოთ ბედს და ერთ ადგილას გავიჭედოთ. ასეთი გამოთქმაც არსებობს სიბნელის დამარცხება თუ გინდა შუქი კი არ უნდა ეძებო ხელის ცეცებით, სიბნელეში ხედვა უნდა ისწავლო პირველ რიგშიო გაიხსენეთ და ჩამოწერეთ ყველა სიტუაცია, სადაც ჩვენი ქცევა ამბივალენტური იყო. ეს ამბივალენტობა შეიძლება შეხებოდა გრძნობების საკითხს, პროფესიულ თუ პირად ურთიერთობებს (მინდოდა ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანა, მაგრამ… მინდოდა დაწინაურება, მაგრამ… ვოცნებობდი სხვაგან გადასვლაზე, მაგრამ… მარტივად და ცხადად ჩამოაყალიბეთ მიზანი, რომლის მიღწევაც ძალიან გსურდათ.ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ ვიგრძნობ თავს, როცა ამ მიზანს მივაღწევ? ფიქრებით გადაადგილდით შემდგომ პოზიტიურ მდგომარეობაში.შემდეგ დაბრუნდით აწმყო რეალობაში დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი, რა გეღობებათ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ეცადეთ ეს ისე გააკეთოთ, რომ თქვენი ეჭვების ცენზურამ არაფერი დაგიბლოკოთ.
შემდეგ ეცადეთ დიალოგში შეხვიდეთ საკუთარ თავთან და ყველა ეს ხელისშემშლელი მიზეზი გააცამტვეროთ. ეგებ ,,ეშმაკის ადვოკატის“ როლის მორგებაც მოგიწიოთ.
ამგვარი ვარჯიშის შედეგად ცნობიერი ლაგდება, იწმინდება, ზედმეტი სიბინძურე შორდება, შიშები მცირდება, გონება სუფთა, ინტუიცია კი უფრო მახვილი ხდება.
ჩათვალეთ, რომ რასაც ლაპარაკობთ, ერთგვარი რელიგიური რიტუალია
შამანი მისი საუბრის და მისი მდუმარების ხარისხით იზომება.
თუკი ძალიან სწრაფად ან ძალიან ხმადაბლა საუბრობთ, ხელი მუცელზე დაიდეთ. ეს დაგეხმარებათ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ.თუკი საკუთარ ხმას შეგნებულად მიუდგებით, გაცილებით უფრო გარკვევით ისაუბრებთ.ტყუილად ნუ დახარჯავ სიტყვებს. გაუთავებელი საუბარი სისხლდენას ჰგავს, რომელიც მთელ სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ.შეინარჩნეთ საღი აზრი და არასოდეს ილაპარაკოთ მხოლოდ სიჩუმის გასაფანტად, თნდაც უხერხული სიჩუმის გასაფანტად.არ ილაპარაკოთ, როცა დაბნეული ხართ და ეცადეთ ყოველთვის შეარჩიოთ სიტყვები, რომლითაც უფრო ზუსტად მოახერხებთ თქვენი აზრების გადმოცემას.
ეკონომიურად ხარჯეთ ენერგია
შამანი, რომელიც ბუნებასთან კავშირს გრძნობს, აცნობიერებს რომ ჩვენი სასიცოცხლო ენერგია ულევი არ არის. ამიტომ ფუჭად არ ხარჯავს მას.ცხოვრების რომელი სფეროც უნდა იყოს, დაუთმეთ თქვენი დრო, ყურადღება და შინაგანი რესურსი მხოლოდ იმ სიტუაციებს, რომელზედაც გავლენის მოხდენა შეგიძლიათ. სანამ მოქმედებაზე გადახვიდოდეთ, დაუსვით საკუთარ თავს სამი უმთავრესი შეკითხვა:მაძლევს თუ არა ჩემი კომპეტენცია იმის საშუალებას, რომ ამ მოცემულ სიტუაციაში ჩავერიო?მთხოვეს რომ ჩავერიო? მაქვს სურვილი, კანონიერი უფლება და საფუძველი ამის გასაკეთებლად?არის კი ყველაზე სახარბიელო მომენტი სწორედ ახლა?
და მანამ სანამ ამ სამ შეკითხვაზე სამი დადებითი პასუხი არ გექნებათ და დარწმუნებული არ იქნებით პასუხებში, შამანს ნუ შეაწუხებთ, ნუ მოაცდენთ სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს.