
დღევანდელ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ განლაგებას გადავხედავთ, ამ წინასწარმეტყველების არსს ჩავწვდებით — სამი ბანაკი ეს აშშ, რუსეთი და ჩინეთია. თუმცა, ძნელია ივარაუდო რომელი განადგურდება და რომელი დარჩება. ჩინეთის აღორძინებასა და მსოფლიო ჰეგემონიაზე არა მარტო საერო წინასწარმეტყველები წერენ, არამედ ბიბლიური წინასწარმეტყველებიც. იგივე იოანეს «გამოცხადება»-ში, საუბარია 200 000 000 ჯარისკაცზე, რომელთა ცხენებიც ევფრატის წყალს დალევენ. თუ ამ წინასწარმეტყველებას ისევე მივიღებთ როგორც წერია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ 200 000 000 ჯარისკაციც გამოყვანა მხოლოდ ჩინეთს შეეძლება. თუმცა, შესაძლოა, აქ არც იყოს ნამდვილ ჯარისკაცებზე საუბარი — იგივე მსოფლიოს დიდ ქალაქებში «ჩინური კვარტლების» არსებობა და ჩინელების მასობრივი ემიგრაცია ყველა ქვეყანას სერიოზულ საფრთხე უქმნის. ამ დროისთვის ჩინელებს რუსეთი, კონკრეტულად კი ციმბირი თითქმის მთლიანად «ათვისებული» აქვთ, ანუ ისინი იქ მასობრივად ცხოვრობენ. რაც შეეხება «ერთი ბანაკის» განადგურებას, ეს შესაძლოა, აშშ იყოს, რომელიც ტერორისტების სამიზნე კიდევ აღმოჩნდება — ამაზე ნოსტრადამუსი წერს. ჩინეთი აღორძინდება — «შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი» ქვეყანა დასავლეთს დაიმორჩილებს (ეს ტერმინი მარკო პოლოდან მოდის, რომელმაც ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ამ ქვეყანას «შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი» ქვეყანა უწოდა. თავის მხრივ იტალიელ მოგზაურს ეს ტერმინი სახარებისგან უნდა ჰქონდეს აღებული — იოანეს «გამოცხადება»-ში შვიდი ბეჭდის გახსნაზეა საუბარი. რაც შეეხება ჩინეთის დასავლეთის, ანუ ევროპის დამორჩილებას, ის სავარაუდოდ ამას მომავალში მოახერხებს, თუმცა მის «ხმას» საერთაშორისო ორგანიზაციებში ამჟამადაც დიდი მნიშვნელობა აქვს). XIX საუკუნეში გაიმარჯვებს გერმანული არწივი, რომელიც იმეფებს ევროპაზე, თუმცა გერმანია ვერასოდეს ვერ იქნება თავისუფალი (სხვათა შორის, მსგავსი წინასწარმეტყველება ნოსტრადამუს «ალბერტ დიდსა და რანო ნეროსაც აქვთ. ეს ფრაზა გერმანიის «რკინის» კანცლერს ოტო ბისმარკს ეხება, რომელმა მოინდომა ევროპის დაპყრობა, თუმცა ამას პრუსიის სახელმწიფოს განადგურება მოჰყვა). ჩემი სიკვდილიდან 400 წლის შემდეგ, ევროპაში დაიწყება სისხლისმღვრელი ომი. ეს ომი მიაღწევს ოკეანის ნაპირებამდე და მის გაღმაც გადაინაცვლებს. ეს იქნება საშინელება და ბევრი ადამიანი უკვალოდ გაქრება. ადამიანებს შეარჩევენ გარკვეული ნიშნით, მათ წამებას ბოლო არ ექნება. ეს იქნება მხეცთა ნადიმი (პარაცელსი გარდაიცვალა 1541 წელს, ანუ ეს წინასწარმეტყველება გერმანიასაბჭოთა კავშირის შორის მიმდინარე სამამულო ომს ეხება, რომელიც სწორედ 1941 წელს დაიწყო. რაც შეეხება ადამიანების გარკვეული ნიშნით შერჩევას, ეს უდავოდ ებრაელების განადგურების მცდელობა. ცნობილია, რომ ფაშისტებმა მსოფლიოს მილიონობით ებრაელი აწამეს, დახვრიტეს და გაზით გაგუდეს). ჩემი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ მსოფლიოში «ოქროს საუკუნე» დადგება. ის ორმოცდაათ წელს გაგრძელდება, ეს იქნება სატურნის ორი ციკლი. ამის შემდეგ დედამიწას ახალი ჭირი დაატყდება თავს (თუ პარაცელსის სიკვდილის თარიღს 500 წელს დავუმატებთ, 2041 წელი გამოვა, ანუ «ოქროს საუკუნე» დედამიწაზე 2041 წელს დაიწყება და 2091 წელს დამთავრდება. რაც შეეხება სატურნს — მისი ორი ციკლი ცოტა მეტ ხანს გრძელდება. სატურნი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის ორჯერ გარშემოვლას არა ორმოცდაათ, არამედ ორმოცდაცხრამეტ წელს ანდომდებს). ჩემი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ დედამიწას საშიშროება სამხრეთიდან დაემუქრება. ადამიანები მთებში დასახლდებიან (დაუსრულებელი, თუმცა საშიში წინასწარმეტყველებაა და ამასთან წინა წინასწარმეტყველების ბუნებრივი გაგრძელებაა. «ოქროს საუკუნის» შემდეგ საშიშროება სამხრეთიდან «წამოვა». რა შეიძლება იყოს? თუ ოზონის ხვრელი გადიდდება და ულტრაიისფერი სხივების მაქსიმალური შემოდინება მოხდება, მაშინ ეს კანის კიბოს მასიური დასაწყისი იქნება და რაღა შუაშია ადამიანები მთებში დასახლება. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ყინულების, კონკრეტულად კი ანტარქტიდის დნობა და მსოფლიო ოკეანის დონის მატება, რაც ბევრი ქვეყნისა თუ ქალაქის წყალში ჩაძირვას გამოიწვევს. ამ დროს ბუნებრივია, ადამიანები ზღვის დონიდან უფრო ზემოთ გადასახლდებიან და ზღვის სანაპირო საშიში გახდება). ზორასტრიზმი ერთ-ერთი უძველესი რელიგიაა. იგი წინასწარმეტყველ ზარათუშტრას (ზოროასტრის) სახელს უკავშირდება (ზარათუშტრა რეალურ პიროვნებად მიიჩნევა). ამ რელიგიის გაჩენის თარიღად ძველი წლთაღრიცხვით მეორე ათასწლეულის ბოლო მიიჩნევა. ზოროასტრიზმი არანის მთიანეთის ტერიტორიაზე აღმოცენდა და გავრცელდა წინა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე სამხეთ კავკასიაში. ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვით VII საუკუნემდე (ისლამის გავრცელებამდე). ზოროასტრიზმი იყო ძველი სპარსეთის იმპერიების ძირითადი რელიგია.