Monday, June 13, 2016

სუმატრა,994 წლის ზაფხული იდგა.წვიმიანი ზაფხული,შიგადაშიგ ღრუბლები გაფანტულიყვნენ და ნიავი მიაქროლებდა მაღლა ცაზე,თითქოს სადმე ეჩქარებათო.აქა იქ გაისმოდა ტყიდან ცხოველებისა და ფრინველების ულამაზესი ხმები.მდინარის პირას პატარა დასახლება ფუსფუსებდა,კვამლის სუნი იდგა გარშემო,ბავშვები იქვე შუა ცეცხლთან თევზს შეექცეოდნენ.უკიდეგანო სიღარიბე უსაზღვრო სიმდიდრედ იფრქვეოდა მთელს სივრცეში.სახლი პატარა,დაწნული სახლი წვიმის წვეთებით გაჟღენთილი ჩალის სახურავი,რომლსაც ორთქლი ასდიოდა,ეტყობოდა,რომ შიგნით პატარა ჰყავდათ,პატარა მწვანე თვალება ბიჭუნა,მისი შეშინებული ტირილის ხმა ერწყმოდა ულამაზეს გარემოს.მისი თვალების და გამო "კულაი ბერდე"შეარქვეს,რაც მწვანე თვალებას ნიშნავდა.თვალუწვდენლ კლდეებსა და ჩანჩქერების ხმის ფონზე წლები გადიოდა,იცვლებოდნენ ადამიანები,დრო იმდენად სწრაფად გადიოდა,რომ საგრძნობელი ხდებოდა ჟამთა სვლის უსასრულობა."ბერდეს" ცვლილები კი მეტად შესამჩნევი იყო,მან სულ რაღაც 22 წლის ასაკში შეიგრძნო ბუნების სიძლიერე,ლიანებით დახშულ მთებისკენ გზებს იკაფავდა,იქ ეძებდა ნავსაყუდელს.ერთხელაც იქიდან ჩამოტანილი სურნელოვანი ყვავილით მომაკვდავი დედა სიკვდილს გადაარჩინა.იხსნა სენისგან შემდგომში მისი და ძმები.ძალიან უყვარდა თითოეული მისი თანასოფლელი,ყოვლთვის ეხმარებოდა საკვების შოვნასა და მოყვანაში.ტყიდან ცხოველები ჩამოჰყავდა და დაზიანებულ სხეულის ნაწილებზე ბალახეულით კურნავდა.ის განასხვავებული იყო სხვებისგან,ამას გრძნობდა კიდეც იცოდა,რომ ის სხვა დროს კონკრეტული დროის ნაცვლად სრულიად სხვა საყაროში მოხვდა,მაგრამ წვმიან ამინდში წვმის წვეთები ესაუბრებოდნე და უყვებოდნენ,რომ ის აქ მხოლოდ დროებით იყო,დროებით იმ სამოთხეში სადაც მხოლოდ უსაყვარლესი ოჯახი დარჩენოდა.წლებმა მას დიდი ტკივილი მიაყენს,მაგრამ განსხვაბეით სხვეისგან მედგრად და ძლიერად ხვდებოდა ყველა განსაცდელს,დაკარგა ყველა საყვარელი ადამიანი,სიმარტოვეში ოდნავ იერ შეცვლი ქოხში ისევ კვამლის სუნს იყნოსავდა,როგორც ბავშვობაში,იხსენებდა ყველა დეტალს,ყველა სიხარულს და ტკივილს,ხშირად თვალცრემლიანი შესცქეროდა მისთვის უკვე მიუწვდომელ მთებს და ის ამას მხოლოდ გრძნობდა,მხოლოდ ესმოდა და ფიქრებით ეძებდა ისევ იმ სიალამზეს მის ბუნდოვან და ჩამქრალ ფერ შეცვლილ მწვანე თვალებში.ერთხელაც მან ეს მარტლაც იპოვა შეიყნოსა ის სურნელი ის სილამაზე შეიგრძნოა დინახა კვლავ მაგრამ საბოლოოდ რადგან იცოდა,რომ მან დატოვა ის მისთვის დროებითი სამოთხე სადაც უკვე არავინ გააჩნდა.გზა კი იმ მომავალი ტრასფორმაციისკენ განაგრძო,მოვალაი დროის სარტყელსკენ სადაც კვლავ ახალი თავგადასავლები ელოდა.

No comments:

Post a Comment

მოგესალმებათ! Abagael Androgen Bug