ჯუნა დავითაშვილი(ნამდვილი სახელი და გვარი ევგენია იუშაის ასული სარდისი"22 ივლისი">22 ივლისი"8 ივნისი"ასურელები">ასურელინათელხილვა">ნათელმხილველი ასტროლოგია">ასტროლოგი და პოეტი. ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი.
ჯუნა დავითაშვილი დაიბადა"22 ივლისი">22 ივლისს კრასნოდარის მხარის სოფელ ურმიაში."დონის როსტოვი">როსტოვის;სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრებისთანავე მიიღო სამუშაო"თბილისი">თბილისში. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე ვიქტორ დავითაშვილი,რომელიც თავის დროზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძე"ედუარდ შევარდნაძის რეფერანტი იყო.
1980 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვი">მოსკოვში. 1990 წელს ორგანიზება გაუწია ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიას, ხოლო 1994 წლის ივნისში 5 წლით აირჩიეს არატრადიციული მედიცინის საერთაშორისო ღია უნივერსიტეტის პრორექტორად კოლომბოში. 1997 წელს საკუთარი თავი ასურელი ხალხის დედოფლად გამოაცხადა.ამავე პერიოდში ის რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინი">ბორის ელცინის მრჩეველი იყო.საპარლამენტო არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად 1995 წელს შექმნა პარტია „ჯუნას ბლოკი“.წელს 26 წლის ასაკში გარდაეცვალა შვილი — ვახტანგ დავითაშვილი. შვილის გარდაცვალების შემდეგ ეწეოდა კარჩაკეტილ ცხოვრებას. ხანმოკლე დროით ქორწინებაში იმყოფებოდა იგორ მატვიენკოსთან. ჯუნა დავითაშვილი მკურნალობის გარდა დაკავებული იყო ლექსების წერითა და ხატვით. სცენაზე გამოდიოდა იგორ ტალკოვთან და ანდრეი დერჟავინთან ერთად.
მოსკოვში ჯუნა უკანასკნელ გზაზე ნათესავებმა, კოლეგა ექსტრასენსებმა და მეგობრებმა გააცილეს.გამომშვიდობების ცერემონიისას, მოსკოვის ასურელთა აღმოსავლეთის სამოციქულო ეკლესიაში გალობა არამეულ ენაზე მიმდინარეობდა, შემდეგ კი მოსულმა საზოგადოებამ ჯუნა ვაგანკას სასაფლაოზე გააცილა.გამომშვიდობებისას მიცვალებულთან უკანასკნელად შეხების სურვილს აურზაური მოყვა: ქალები ძლიერ თავბრუსხვევას უჩიოდნენ და კივილი ატეხეს.დამსწრეთაგან ბევრის სურვილი იყო მიცვალევულისთვის მობილური ტელეფონი ჩაედოთ კუბოში.შექმნილი ისტერია ერთ-ერთი მეგობრის სიტყვების შემდეგ სრულ ქაოსში გადაიზარდა, როცა მან თქვა, რომ ჯუნა არ მომკვდარა და მას სიცოცხლის ნიშნები შეამჩნია.ჯუნას რამდენიმე მეგობრის განცხადებით, ჯუნას წამწამები მოძრაობდნენ, სხეულმაც გათბობა დაიწყო და მისი ძაღლიც უცნაურად იქცეოდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დამსწრე საზოგადოებამ სასწრაფო მანქანის გამოძახება გადაწყვიტა, რომ გაერკვიათ, რატომ ხდებოდა სხეულის გათბობა.ჯუნა დავითაშვილი რამდენიმე საათის დაგვიანებით საკუთარი შვილის, ვახოს გვერდზე დაასაფლავეს… წერდა რუსული მედია.