Thursday, September 29, 2016

მეოთხე სახეობა

       ალასკა როგორც იცით აშშ_ის ერთ-ერთი შტატია.პირველი დასახლებები ალასკის ტერიტორიაზე დაახლოებით 10-16 ათასი წლის წინ გაჩნდა,როცა აქ დასახლდნენ ციმბირის ტერიტორიიდან წამოსული ესკიმოსები და ალუეტები. ისტორიკოსები მიიჩნევენ რომ პირველი თეთრკანიანი ადამიანები ვინც ფეხი დადგა და ალასკის შესწავლა დაიწყო იყვნენ რუსები შესტაკოვი და პავლუცკოვი.ეს მოხდა 1729-1735 წლებში.ასევე ბერინგმაც მოაწყო ალასკაზე ექსპედიცია.ეს ტერიტორია პრაქტიკულად რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა-უფრო სწორედ კი კონტროლდებოდა რუსეთ-ამერიკის სავაჭრო კომპანიის მიერ.რუსეთს 1850-60 წლებში მწვავე ფინანსური პრობლემები ჰქონდა,ამიტომ რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე იძულებული გახდა როტშილდისგან(ცნობილი ბიზნესმენი) 15 მილიონი სტერლინგი აეღო ვალად(5%_იანი განაკვეთით).ამ ფულმა ფინანსური პრობლემები მართალია მოუგვარა რუსეთს,მაგრამ ამ ვალის გადახდის ვადა ახლოვდებოდა.იმპერატორმა დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება-გაეყიდათ ალასკის ტერიტორია და ამ თანხით დაეფარათ ვალი.ისმის კითხვა-რატომ ალასკა და არა სხვა ტერიტორია?საქმე იმაშია რომ ალასკის ტერიტორია საკმაოდ დაუცველი იყო და რუსეთს უჭირდა მისი კონტროლი.ამიტომაც გადაწყვიტეს ამ ტერიტორიის გაყიდვა. 1866 წელს ალექსანდრე მეორემ მოიწვია კრება,რომელსაც ყველა მინისტრი ესწრებოდა.ალასკის გაყიდვას ყველამ მხარი დაუჭირა.ეს ტერიტორია შეიძინა ამერიკამ 7.2 მილიონ დოლარად.ალასკის მთლიანი ტერიტორია შეადგენს 1 მილიონ 519 ათას კვ.კმ_ს. ყოველლივე ეს ოფიციალურად გაფორმდა ვაშინგტონში 1867 წლის 30 მარტს. შემდეგ წლებში აღმოჩნდა,რომ ალასკა საკმაოდ მდიდარი იყო წიაღისეულით.აღმოაჩინეს ოქრო,რომლის მარაგი შეაფასეს 15 მილიარდ დოლარად.ასევე ბევრია სხვადასხვა მინერალური რესურსი,ნავთობი და ა.შ. ალასკა ამერიკის შტატად გამოცხადდა 1959 წელს.მოსახლეობა-690 000 ადამიანი.

 ალიასკა არის დედამიწის ერთერთი უძლიერესი ადგილი სადაც უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელთა სტუმრობა და მათი აქტიურობა ბევრად უფრო შესამჩნევია.ეს არ არის რაიმე სახის ფსიქოზის ან იქ დასახლებული ადამიანთა წარმოსახვის შედეგი.მათთვის ყველაზე ხელსაყრელი და ერთობ კარგად არჩეული ტერიტორიაა,კვლევების ან სხვა რაიმე სახის ღონისძიებათა ჩასატარებლად.ქვემოთ სტატიას თან დართული ექნება ფილმი "მეოთხე სახეობა",რომელიც მთლიანად აგებულია რეალურ ისტორიებზე.ის ერთერთი ყველაზე საინტერესო და დამაფიქრებელი ფილმია კინომატოგრაფიაში,რაც ოდესმე გადაღებულა,რადგან ფილმის სიუჟეტებს თან ახლავს რეალური კადრები...აღწერილია ის მოვლენები რაც ხდებოდა ალიასკაზე წლების განამვლობაში.თუმცა ცოტათი,რომ ავხსნა,ეს კონკრეტული ფაქტი,რაც მოყვანიალია ფილმში და უდევს საფუძვლად,არის ის რეალობა რაც სინამდვილეა და არა ზღაპარი.მათი ცივი სამყარო,სადაც მხოლოდ ღილაკებია ადამიანთა რასისგან საოცრად განსხვავდება და ქმნის სრულიად სხვა განზომილებას.მათთან კონტაქტიც თუ ეს რეალობას ემსახურება და არა რაიმე სხვა სახის ოპტიკურ ან წარმოსახვით ილუზას,არის ტკივილთან დაკავშირებული.წარმოუდგენელია იმ ვიბრაციების,იმ ადამაიანური ტვინის მთლიანი ამოქმედების ყველა მექანიზმის და განვითრების ჩართვის პროცესი ტკივილის გარეშე,შიშის შეგრძნების გარეშე.მათ მიერ გამოსხვივებული ენერგიები მთლიანად აქტივირებას ახდენენ მთელი ორგანიზმის.უწყობენ ხელს იმ ძალების და მათი განვითრებასთან გატოლების თანაფარდობას.ამ თემას სხვა სტატიებშიც შევეხები და ვისაუბრებ საინტერესო ჭრილში.