როგორიც არ უნდა იყოს რეალობა,ყოველთვის შეგიძლია ის,რაც შიგნითაა,აქციო სიმშვიდის,სიხარულის ოაზისად.!!!
Wednesday, November 2, 2016
მაქცია
მაქცია ინგლ(Werewolf)მითიური არსება, მგლის სენით დაწყევლილი ადამიანი, რომელიც ყოველთვე, სავსე მთვარის ჟამს იღებს მგლის მსგავსი ცხოველის სახეს. ადამიანი მაქციის სახეს სხვა მაქციის კბენის შედეგად იღებს. თავდაპირველად ის დასავლეთ-ევროპული ფოლკლორის პერსონაჟი იყო, მაგრამ მსგავსი დამახასიათებელი ნიშნების არსებები თითქმის ყველა კულტურის მითოლოგიაში გვხვდება (მათ შორის დასავლეთ-ქართულ მითოლოგიაში, სადაც მოიხსენიებენ, როგორც მგელკაცას). ჩვეულებრივ, მაქციის წყევლისგან გათავისუფლება შეუძლებელია.
რაინის არატრადიციული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორმა, ჰელმუტ შულცმა გულმოდგინედ შეისწავლა მაქციების ფენომენი და ის მემკვიდრულ-გენეტიკურ დაავადებად მიიჩნია. პროფესორის დაკვირვებით, მაქციები, ან მაქციებთან დაკავშირებული შემთხვევები ნაკლებადდასახლებულ ადგილებში ვრცელდება - იქ, სადაც ნათესაური ქორწინება იშვიათი არ არის. “შესაძლოა, - წერს შულცი, - ეს მოვლენა - მაქცია, რომელსაც მე ავადმყოფობას ვუწოდებ, სწორედ სისხლის აღრევის შედეგია. მედიცინა ამ დაავდების მექანიზმში ვერა და ვერ გაერკვია, მაგრამ აშკარაა, რომ ცილოვანი შემადგენლობის სიმყრალის მიუხედავად, მაქციებს ბიოლოგიური ფორმის შეცვლა შეუძლიათ" რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ბავარიული სასახლის ახლოს მაქცია გქმოჩნდა. პოლიციურ ოქმებში დოკუმენტურად არის აღწერილი შემთხვევები, როცა მაისში, მთვარით გაჩახჩახებულ ღამეს მაქცია ბუჩქებიდან გამოვარდა და ორ იტალიელ ტურისტს თავს დაესხა. კიდევ კარგი, ორნი იყვნენ, თორემ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდებოდა - ორ ჯანიან ახალგაზრდა კაცსაც გაუჭირდა მისი მორევა. კარგა ხნის ჭიდაობის შემდეგ ტურისტებმა ისეთი ბღავილი მორთეს, რომ მათ საშველად სასახლიდან ხალხი გამოცვივდა. მხოლოდ პოლიციის მანქანის სირენის ხმის გაგონებაზე შეეშვა მსხვერპლს მაქცია და საზარელი ღმუილით ბუჩქებში მიიმალა. ორივე იტალიელი ერთნაირად აღწერს მაქციის გარეგნოიბას: ის იყო საშინლად მახინჯი, მგლის პირიდან ეშვები გამოსჩროდა, ჰქონდა უზარმაზარი, ბანჯგვლიანი ხელები, ბრჭყალები, უხეში თმა, ვერტიკალური სხეული; არაადამიანურად ღონიერი და ავი გახლდათ. პოლიციელები გააოცა ტურისტების ჭრილობებმა - თითქოს ზურგზე ფოცხი ჩამოესვათ, ისე იყვნენ დაფლეთილები. კიდევ კარგი, რომ საავადმყოფოში დროულად მიიყვანეს, თორემ ორივე უთუოდ სისხლისგან დაიცლებოდა.
მაქციები,არსებები,რომელთა შესახებაც უამრავ ცნობასა თუ ინფორმაციას გვაწვდის იურისპუდენციის ისტორია,არქივებში ასობით საქმე მოიპოვება,თუ როგორ მიუსაჯა სიკვდილით დასჯა მაქციობაში bრალდებულ პირებს მოსამართლემ.ყველა პირდაპირი სამხილი იმათგან მოდის, ვინც საკუთარი თვალით იხილა ეს საოცარი ტრანსფორმაცია თუმცა ისინი ბნელი შუა საუკუნეების მკვიდრნი იყვნენ და დღეს შეუძლებელია მსჯელობა,იმაზე თუ რით იყვნენ ისისნი მოტივირებულნი თქმულებებმა მაქციების შესახებ ღრმად გაიდგა ფესვები ევროპელთა აზროვნებაში,გერმანელები და ბრიტები მათ ვერევულფს უწოდებენ,სლავები-მგელკაცთ,ჩვენი მეზობელი სომხები,რომლებიც თვლიან,რომ მაქცია აუცილებლად ქალი უნდა იყოს,მარდაგაილებად მოიხსენიებენ.მაინც “ვინ” არიან ისინი?შუა საუკუნეებში აღტკინბული ბრბოსა და რელიგიის მსახურთა მიერ “კუდიანებზე” გამოცხადებულნი ნადირობის მსხვერპლნი თუ მითებიდან და ლეგენდებიდან ტელე-ეკრანზე გადმოსული ურჩხულები?თუმცა ეს ორი კითხვა-ვარაუდი არ არის სრულყოფილი,რადგან შეუძლებელია ლეგენდა ცარიელ ადგილას გაჩნდეს,მაქციებზე კამათი უძველესი დროიდან არ წყდება. ზოგი ამ ფენომენს ნარკოტიკული საშუალების, მაგიური რიტუალისა თუ განდიდების მანიის ეფექტად თვლის.თუკი ბალახებისგან დამზადებულ შინაურ წამალს შეუძლია ადამიანის უკვდავი სული და გონება მართოს, განა გასაკვირია, რომ მის ხორცზედაც იმოქმედონ?არსებობს დაავადება,რომელსაც პროფესიულ წრეებში ლიკანტროფიად მოიხსენიებენ,მისი მსხვერპლნი თავს მგლებად წარმოიდგენენ და შესბამისად იქცევიან. სხვა საქმეა, რითი აიხსნება თვითონ ლიკანთროპია, იწვევს თუ არა მას მელანქოლიის განსაკუთრებული სახეობა?ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ექიმებისთვისა და ფსიქოლოგებისთვის მიმინდია,მე კი ისევ ისტორიას დავუბრუნდები და ვეცდები მასში მისტიკურისა და ამოუცნობის პოვნას.
1521 წ. დეკემბერში პოლინში ორი ფრანგი გლეხი – ბურგო და ვერდენი – გაასამართლეს კანიბალური მკვლელობის გამო, მგლებად გადაქცეულები რომ ჩადიოდნენ. ორივე გამოტყდა. ბურგომ განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია ეშმაკს ემსახურება.რამ გამოიწვია მათი აღიარებითი ჩვენება?მით უმეტეს მათ იცოდნენ,მსგავსი განცხადები გამო,მზის ჩასვლამდე,კოცონზე დაწვავდნენ.იქნებ “ეშმაკმა” ჩასაძირად განწირული გემის დატოვება გადაწყვიტა,”უკონტროლოდ” დარჩენი გლეხები კი ადვილად ალაპარაკდნენ.
მაქცია ბენენდანტიდან
ეს მოხდა 1692 წელს თანამედროვე ლატვიის ტერიტორიაზე ლივონიაში, 80 წლის
მოხუცმა სქახელად ტისი გაიტეხა ცხვირი, ამით შეწუხებულმა მეზობლებმა როცა ჰკითხეს, თუ როგორ მოხდა ეს, მათ მოისმინეს ყველაზე მოულოდნელი აღიარება ტისმა თქვა, რომ ის იყო მაქცია და მას ცხვირი გაუტეხა ადგილობრივმა ჯადოქარმა სკისტანმა, რომელიც იმ დროისთვის დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მოგვიანებით მან სასამართლოზე განაცხადა, რომ ჯადოქარმა სკისტანმა და კიდე სხვა ჯადოქრებმა გადაწყვიტეს რომ გაენადგურებინათ ნათესები, რის გამოც მაქცია ტისი და კიდევ სხვა მაქციები შეებრშძოლენ მათ და დაამარცხეს, ასე გადაარჩინემ მაქციებმა ნათესები.როგორც ტისმა განაცხადა ბრძოლა ჯადოქრებსა და მაქციებს შორის წელიწადში სამჯერ ხდებოდა, როცა ტისს კითხეს თუ რა მოსდიოდა მაქციის სულს გარდაცვალების შემდეგ მან ამაყად უპასუხა, რომ ისინი სამოთხეში ხვდებოდნენ რათა ისინი იყვნენ ღმერთის ძაღლები და ეხლარებოდნენ ადამიანებს დედამიწაზე,რომ არ ყოფილიყვნენ მაქციები ადამიანები დიდი ხნის წინ დაიხოცებოდნენ. სიტყვის ბოლოს ტისმა თვა, რომ მაქციების გაერთიაება ასევე იყო გერმანიაში და რუსეთში. ამ ყველაფერს ის ყვებოდა დამაჯერებელი ტონით, როცა მას შესთავაზეს მოეყვანათ მღვდელი რათა ეზიარებინა მან უარი განაცხადა და თქვა,რომ თავად იყო წმინდა მამა და დაამატა რომ მისით თუ მის გარეშე მაქციების და ჯადოქრების ბრძოლა გაგრძელდებოდა.დიდი ხნის განსჯის შემდეგ მოსამართლემ ტისს მიუსაჯა როზგი ურწმუნოებისთვის.
ჟან გრენე
1630 წლის ადრიან გაზაფხულზე, ლანდეს მთელი ტერიტორია შიშით იყო მოცული რათა საფრანგეთის ამ რაიონში იკარგებოდნენ პატარაბავშვები აკვნებიდან, ზოგი მათგანი აბრალებდა მგლებს და ზოგსაც სჯეროდა, რომ ეს უარესი რამ იყო ვიდრე მგელი. ყოვლისმომცველი შიში გრძელდებოდა იქამდე სანამ 13 წლის გოგონა სახელად მარგარიტა პუარე მივიდა სახლში დაჭრილი და თქვა რომ მას თავს დაესხა საშინელი მონსტრი. გოგონა მწყემსავდა ძროხებს, როცა ტყიდან გამოვიდა რიჟა ბეწვით დაფარული ცხოველი, რომელიც მოგაგონებდათ გიგანტურ ძაღლს, საბედნიეროდ გოგონას ხელში ეჭირა ჯოხი რკინის თავით და მან მოახერხა თავი დაეცვა მაქციისგან.გავიდა დრო და ერთერთი გლეხის ბიჭმა 14 წლის ჟან გრენერმა ბავშვებში თქვა, რომ მარგარიტას რომ არ ჰქონოდა ის ჯოხი, მასაც შეჭამდა ისევე როგორც შეჭამა სხვა ოთხი ბავშვი.
ვამპირიზმი...

ადამიანების წამების ასეთი პათოლოგიური სიყვარულის გამო, ხალხმა ვლადი ცეპიშად ანუ მხვრეტავად მონათლა. დღე-დღეობით ბრანის სასახლეში ტურისტებისთვის მუსიკალური შოუები იმართება. სინათლის ეფექტებით უამრავი საშინელი სანახაობა იქმნება. სასახლეში სულ 56 ოთახია რომლიდანაც ერთ-ერთში უშველებელი საწოლი დგას სადაც გრაფი დრაკულა ოდესღაც გოგონებს იტყუებდა შემდეგ კი სისხლს სწოვდა. დრაკულა იმ ადამიანის სახელია, რომელზეც პირველი და ყველაზე დიდი საშინელებათა ჟანრის მოთხრობა დაიწერა, რომელიც შემდეგ მხატრული ფილმის სახითაც იხილა საზოგადოებამ და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ბევრისთვის ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში წარმოიქმნა საიდუმლო ორგანიზაციები, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას და სახელმწიფოს ფარულ მართვას ეზოთერული ცოდნის მეშვეობით ცდილობდნენ. ასეთი ორგანიზაცია იყო, “დიდგვაროვანი ტამპლიერების ორდენი”, რომელიც იმდროინდელი ევროპის მრავალ ქვეყანაზე ახდენდა ზეგავლენას. 1307 წელს ორდენი განადგურებული იქნა რომის პაპის კლიმენტი 7-ისა და საფრანგეთის მეფის – ფილიპე ლამაზის მკრეხელური შეურაწყოფის გამო. მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციები, რომლის ინტერესის სფეროსაც სისხლი წარმოადგენს, შეიძლება მრავლად დასახელდეს. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიაში შექმნილი ორგანიზაცია “ტულეს გაერთიანება”, რომლის “ფილიალი” შემდგომში ბოროტებით განთქმული გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გახდა. ,,
1985 წელს, ნორვეგიაში დააკავეს მამაკაცი რომელიც მსხვერპლს ვენებიდან სისხლს
წოვდა, ჰკლავდა და შემდეგ აუპატიურებდა. როგორც ჩვენებაში თავად განაცხადა: იგი ვამპირია და მისი მსგავსის არსებები ძალიან ბევრნი არიან სამყაროში, და შეიძლება ნებისმიერი ადამიანის სიახლოვესაც იყოს. მიუხედავად ამ აღიარებისა, გამოძიებამ თავიდანვე გამორიცხა მსგავსი ფაქტი (დამნაშავე არ ყოფილა ვამპირი) რაც იმით ახსნა რომ, დამნაშავე-ეჭვმიტანილს ჩაუტარეს ფსიქო – ფსიქოლოგიური ტესტი რის შედეგადაც დადგინდა რომ, ეჭვმიტანილი სულიერად ავადმყოფი იყო. ეს ადამიანი საკუთარ თავს აჯერებდა იმას რასაც წაიკითხავდა ან მოისმენდა, მან დაიჯერა რომ ის ვამპირი იყო და უკვე ასორმოცდაათი წლის იყო.სჯეროდა, რომ ვერანაირი საშუალებით ვერ მიაყენებდი ზიანს , მას თავი უკვდავი ეგონა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეცნიერების უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ ვამპირების არსებობა ეს მხოლოდ შეიძლება იყოს მითი. რეალურად ადამიანის სიხლის მწოველ არსებად გადაქცევა შეუძლა მხოლოდ სხვადასხვა ინფექციურ დავადებებს, რომელის საშიშროებაც თანამედროვე მსოფლიოში გამორიცხული არ არის … ლეგენდების თანახმად, არსებობს საშუალებები, რომლებიც ვამპირებს კლავს, ესენია მზის სხივი, ხის სოლი, ვერცხლი, ცეცხლი და თავის მოკვეთა. მზის სხივი – ეს ყველაზე პრიმიტიული და ეფექტური საშვალებაა ვამპირის გასანადგურებლად. არის მოსაზრებები, რომ ვამპირებს ვერაფერს აკლებს მზე, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა, რადგანაც ყველა ძველ წიგნებში, რომლებშიც აღწერილია ვამპირთა ისტორია, ნახსენებია, რომ ისინი დაწყევლილნი არიან მზის მიმართ, ასე რომ ვამპირებს ყოველთვის წვავდა, წვავს და დაწვავს მზის სხივები. ხის სოლი – ვამპირის მოსაკლავად ყველაზე იდეალური იარაღია ხის მყარი და წვეტიანი სოლი, რომლითაც უნდა განგმიროთ შიგ გულში, რადგან, როგორც ვიცით ვამპირებს ახასიათებთ ჭრილობების მყისვე შეხორცების უნარი, მხოლოდ გულია მათი სუსტი სამიზნე, რომელიც არ ხორცდება მხოლოდ ამ მეთოდის შემთხვევაში. ისევე, როგორც მზე, ვერცხლიც; წყევლაა ვამპირთათვის. მითოლოგიურმა ღმერთმა ართემიდამ (Artemis) დაწყევლა პირველი ვამპირი, რომ დაეწვა მისის სხეული თუკი იგი შეეხებოდა როგორც მზის სხივს ასევე ვერცხლს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვერცხლით ვერ მოკლავ ვამპირს, მაგალითად თუ ვერცხლის სოლს ჩავარჭობთ გულში, როგორც ხის სოლის მეთოდით, ვერცხლი მას მხოლოდ გაუსაძლის ტკივილებს მოჰგვრის და ეს მეთოდი გამოდგება მხოლოდ და მხოლოდ ვამპირის შესაჩერებლად ან დასასუსტებლად.
ძველ საბერძნეთში “ვამპირობის გასანეიტრალებლად” გარდაცვლილ ვამპირს პირქვე მახავდნენ და საფლავს ზემოდან ყვევილების უზარმაზარ თაიგულს აყირდნენ – მათი რწმენით ვამპირს ყვავილების საფარიდან ამოსვლა არ შეეძლო. საამისოდ ძირიტადად ველური ვარდი გამოიყენებოდა. გარდა ამისა,საფლავს მძიმე ქვას ან ობელიკს ადგამდნენ.ეს ტრადიცია გარკვეული ფორმით დღესაცაა შემორჩენილი უკვე რამდენიმე წელია რაც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს სერიალი „ვამპირის დღიურები“, ტინეიჯერები, რომლებიც მას აქტიურად უყურებენ გვეუბნებიან, რომ სიამოვნებით იქნებოდნენ ვამპირები. „დაახლოებით 20 წლის წინ, თერჯოლის რაიონში გამოჩნდა ვამპირი. ეს ადამიანი ( თუ შეიძლება მას ადამიანი ვუწოდოთ ) თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში დასახლდა. მას არ ჰქონდა ურთიერთობა არავისთან, ის მხოლოდ ღამით გამოდიოდა სახლიდან და დილით ბრუნდებოდა. სოფელში მას იცნობნენ, როგორც ექიმს, მაგრამ არცერთი პაციენტი არ დაუნახავთ მის სახლში მისული და არა მარტო პაციენტი, არავინ არ მიდიოდა მასთან ის ცხოვრობდა მარტო. სად დადიოდა ექიმი და რას აკეთებდა არავინ არ იცოდა. რამოდენიმე დღე იცხოვრა ამ სოფელში და შემდეგ გაუჩინარდა. ერთ დილასაც მის ეზოში ძაღლებმა გვამი იპოვეს. პოლიცია მალე ჩაერია ამ საქმეში და “ექიმის” სახლში კიდევ 2 გვამი იპოვეს, რომელთაც კისერთან მთავარი არტერია კბილებით ჰქონდათ გადაღრღნილი. პოლიციამ ვერსად ვერ იპოვა დამნაშავე, მაგრამ მათ სჯერათ, რომ ამას ადამიანი ვერ იზამდა და ეს ვამპირის გაკეთებული იყო. ამის შემდეგ თერჯოლის ამ სოფელში ვამპირი აღარ გამოჩენილა, დამნაშავე ჯერ კიდევ ვერსად ვერ იპოვეს. ვამპირი დღისით ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად ცხოვრობს,თუმცა ღამით მისი ენერგეტიკული რესურსები პიკს აღწევს.არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი,რის გამოც “სისხლისმწოველი” არსებები მზეს ემალებიან.უპირველეს ყოვლისა,მათი კანი უჩვეულოდ ღია ფერის სტრუქტურის გამო მკვეთრ შუქსა და მზის სხივებზე დამწვრობას იღებს.ჩვეულებრივ ადამიანზე 2-3-ჯერ მახვილი სმენა აქვთ,მკრთალ სინათლეზეც კი ყველაფერს მკაფიოდ ხედავენ,ამასთანავე, გრძნობენ ადამიანთა განწყობასა და ემოციურ მდგომარეობას.გამახვილებული მგრძნობელობითი ორგანოების წყალობით მიღებული უამრავი მიღებული ინფორმაცია ვამპირის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და “სისხლისმწოველი” ღიზიანდება. ღამის წყვდიადი მსხევრპლის მოსაძებნად საუკეთესო დროა. ამრიგად გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ოდესღაც ვამპირები არ არსებობდნენ.
ვამპირები
ვამპირები — მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები. თუმცა, ვამპირები მხატვრულ ლიტერატურასა და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებსა და ობობებზე.
სისხლისმსმელი არსებების რწმენა, საზოგადოებაში უძველესი დროიდან არსებობს. ბოლო პერიოდი კი, შეიძლება ითქვას, „ვამპირული“ კულტის აღორძინების ხანაა - მოდაში შემოვიდა გოთური სტილის ტანისამოსი და მაკიაჟი, ვამპირებზე მრავალი წიგნი დაიწერა და ასევე, უამრავი ფილმი გადაიღეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ვამპირების არსებობას ამტკიცებენ. 1721 წელს, აღმოსავლეთ პრუსიაში გარდაიცვალა 62 წლის პიტერ ბლაგოევიჩი. როგორც მოსახლეობა ყვებოდა, ცოტა ხნის შემდეგ, გარდაცვლილი თავს ესხმოდა მეზობლებს, სვამდა მათ სისხლს, ბრეგოვიჩმა საკუთარი ვაჟიც კი მოკლა. რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა სერბი არნოლდ პაოლე. სიცოცხლეში ირწმუნებოდა, რომ მინდორში სათიბზე გასულს, ვამპირი დაესხა თავს. არნოლდის შემდეგ,რამდენიმე მისი თანასოფლელიც გარდაიცვალა და გაჩნდა ჭორი, რომ პაოლე ვამპირი გახდა და ხალხზე ნადირობდა. „ეპიდემია“ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. 1892 წელს, აშშ-ში, როდ-აილენდში, გარდაიცვალა 19 წლის მერსი ბრაუნი. შემდეგ, მისი ერთ-ერთი ნათესავი ტუბერკულიოზით დაავადდა. ჩათვალეს, რომ ამაში დამნაშავე მერსი იყო, მამამ გარდაცვლილი შვილის გული კოცონზე დაწვა.. ვამპირების დღესაც სჯერათ. 2002-2003 წლებში, აფრიკული ქვეყანა მალავი „ვამპირულმა ისტერიამ“ მოიცვა. ადგილობრივებმა რამდენიმე „ვამპირობაში“ ეჭვმიტანილის ჩაქოლვა სცადა. ერთ-ერთი გარდაიცვალა. 2004 წლის თებერვალში, გარდაცვლილი ტომ პეტრის ოჯახის წევრებმა, ეშინოდათ რა, რომ გარდაცვლილი ვამპირად არ გადაიქცესო, მისი გული დაწვეს, ფერფლი წყალში გაურიეს და მიღებული „კოქტეილი“ გაინაწილეს.. პირველი მცდელობა, მეცნიერულად განემარტა „ვამპირის“ ფენომენი, ეკუთვნის მკვლევარ მაიკლ რანფტს. 1725 წელს, გამოიცა მისი წიგნი De masticatione mortuorum in tumulis . სადაც იგი წერდა, რომ არ არსებობენ „მკვდრეთით აღმდგარი არსებები - ვამპირები“ და ეს ყველაფერი გარდაცვლილის ახლობლების ილუზიებია.
მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს დაავადება, სახელწოდებით „პორფირია“. იგი 100 ათასიდან ერთ ადამიანს აღენიშნება, თუმცა, ატარებს მემკვიდრეობით ხასიათს. პორფირიის დროს, ორგანიზმს არ შეუძლია გამოიმუშაოს სისხლის წითელი უჯრედები. შედეგად, სისხლში ჟანგბადისა და რკინის დეფიციტია, პიგმენტების გაცვლა ირღვევა, ულტრაიისფერი გამოსხივებისას, ჰემოგლობინი ეცემა - ამიტომაა, რომ ვამპირებს „ეშინიათ“ მზის. პორფირიით დაავადებულებს კანი ყავისფერი უხდებათ, მზეზე კი წყლულები და ნაწიბურები უჩნდებათ. კბილის მინანქარიც იცვლის ფერს და უფრო მუქი ხდება. პორფირიკები არ ჭამენ ნიორს, რომელიც სულფონიკის მჟავას შეიცავს და მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადებას თან ახლავს ფსიქიკური აშლილობა. არსებობს ვარაუდი, რომ ვლახეთის პრინცი ვლადი, მეტსახელად დრაკულა, დაავადებული იყო პორფირიით. იგი გახდა პროტოტიპი ბრემ სტოკერის რომანისა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ათასი წლის წინ, პორფირია გავრცელებული იყო იმ სოფლებში, სადაც ნათესავებს შორის ქორწინებები ჭარბობდა. ასევე, არსებობს ფსიქიკური აშლილობა, სახელწოდებით - „რენფილდის სინდრომი“, რომლის თანახმადაც, დაავადებული ითხოვს ადამიანის ან ცხოველის სისხლის დალევას. ამ სენით იყვნენ დაავადებულნი სერიული მანიაკები: გერმანელი პიტერ კურტენი და ამერიკელი რიჩარდ ტრენტონ ჩეისი. ისინი კლავდნენ და სვამდნენ მსხვერპლის სისხლს.

Subscribe to:
Posts (Atom)