Monday, June 13, 2016

სამყაროს საწყისებიდან

       ჩვენ ახლა ვცხოვრობთ დიდი ატლანტიდური კატასტროფის შემდგომ მეხუთე ხანაში. ამ მეხუთეს წინ უძღოდა ის ხანა, რომელშიც ბერძენი და ლათინი ხალხები მი.

წიერი ნების ძირითად იდეებსა და შეგრძნებებს განსაზღვრავდნენ: ეს იყო მეოთხე, ბერძნულ-ლათინური ხანა. მას წინ უძღოდა მესამე, ქალდეურ-ბაბილონურ-ასირიულ-ეგვიპტური ხანა, ამას კი ძველსპარსული, ხოლო ამ უკანასკნელს ძველინდური ხანა. და თუ დავბრუნდებით კიდევ უფრო შორეულ წარსულში, დავინახავთ, რომ იქ ატლანტიდის დიდმა კატასტროფამ გაანადგურა უძველესი კონტინენტი, ძველი ატლანტიდა, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი ატლანტიკის ოკეანის ადგილზე, ეს იყო ის ატლანტიდური კატასტროფა, რომელმაც თანდათანობით წალეკა მიწა და მეორე მხრივ დედამიწის სფეროს დღევანდელი სახე მისცა. ამის შემდეგ კიდევ უფრო შორეულ წარსულში, ატლანტიდის წინარე ეპოქაში გადავდივართ. იქ ვხვდებით იმ კულტურებსა და ცხოვრების ფორმებს, რომლებიც ატლანტიდის კონტინენტზე განვითარდნენ და რომლებსაც ჩვენ ატლანტიდური რასების კულტურას ვუწოდებთ. და მათაც ასევე წინ უძღოდათ უფრო ადრეული ეპოქა. თუ გადავხედავთ მხოლოდ იმას, რასაც ისტორია მოგვითხრობს, ის კი ვერ წვდება მთლად შორეულ წარსულს, მაშინ ადვილად შეიძლება გვეგონოს, თუმცა ეს თვით დროის მოკლე მონაკვეთებისთვისაც კი უსაფუძვლოა ის, რომ დედამიწაზე ყველაფერი ყოველთვის ისე გამოიყურებოდა, როგორც დღეს. მაგრამ ეს ასე არაა. დედამიწაზე დამოკიდებულებები ძირფესვიანადაა შეცვლილი, მათ შორის კი განსაკუთრებით ადამიანური სამშვინველებისა. დედამიწის ყველა იმ ეპოქებში შესაფერისი სხეულებით იყვნენ ინკარნირებულნი და მათ შეთვისებული ჰქონდათ ყოველივე ის, რაც დედამიწის განვითარების იმ ხანებში იყო შესათვისებელი. ინკარნაციიდან ინკარნაციამდე სამშვინველი თავის თავში ყოველთვის ახალ უნარებს ავითარებდა. ჩვენი მაშინდელი სამშვინველები დღევანდელისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, თუმცა უკვე ბერძნულ-ლათინურ ეპოქასთან მიმართებით ეს განსხვავება ისე ძლიერი აღარაა, როგორც ძველსპარსულ და კიდევ უფრო მეტად ძველინდურ ეპოქასთან შედარებით. იმ ხანაში ჩვენს სამშვინველებს დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული თვისებები გააჩნდათ, და იმ შორეულ წარსულში მათ სულ სხვა პირობებში უწევდათ ცხოვრება.ატლანტიდური კატასტროფის შემდეგ, მაშინ, როდესაც ინკარნირებული ვიყავით ისეთ სხეულში, როგორიც პირველ ინდურ კულტურაში იყო შესძლებელი. ეს პირველი ინდური კულტურა ისე არ უნდა გვესმოდეს, თითქოს იგი მხოლოდ ძველ ინდოეთში არსებობდა. მართალია ინდოელ ხალხს მაშინ მთავარი, წამყვანი როლი ეკისრებოდა, მაგრამ იმ დროს მთელი დედამიწის კულტურაც სხვა იყო. ამ კულტურის თავისებურებათა სავუძველი იყო ის, რასაც ძველ ინდოელებს თავისი წინამძღოლები მიუთითებდნენ. თუ მაშინდელ ჩვენს სამშვინველეს დავაკვირდებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ: შემეცნების ისეთი ფორმა, როგორიც დღეს ადამიანებს გააჩნიათ, მაშინ სრულიად შეუძლებელი იყო. ადამიანები თითქმის სრულიად ვერ აცნობიერებდნენ, რომ თითოეული წარმოადგენდა ცალკეულ «მე»-ს. თუმცა, ეს «მე»-ს შემეცნება კიდევ უფრო სხვა რამეა, ვიდრე «მე»-ს ძალა, «მე»-ს მოქმედება. ამდენად, მაშინ ადამიანებს არ გააჩნდათ შინაგანობის ის განცდა, როგორიც დღეს აქვთ. სამაგიეროდ მათ სხვა უნარები გააჩნდათ, მათ ჰქონდათ ის, რასაც დღეს ძველ ბუნდოვან ნათელხილვას ვუწოდებთ.

No comments:

Post a Comment

მოგესალმებათ! Abagael Androgen Bug