Thursday, June 16, 2016

.......ოკილტიზმი( ნაწილი II)

      როგორც ადრე იყო ნათქვამი, ფსიქიკური შესაძლებლობის განვითარების აუცილებელ
 პირობას წარმოადგენს სიმშვიდე, მოთმინება და დაუოკებელი ჟინი. ვინც ამ თვისებებს არ ფლობს, უნდა ეცადოს ისინი განავითაროს თავის თავში. უპირველეს ყოვლისა კი აუცილებელია სიმშვიდე. გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არც ერთ წუთს არ შეუძლიათ მოისვენონ და დამშვიდდნენ!ასეთ ადამიანებს ნერვიულებს ეძახიან. ბევრ შემთხვევაში ეს სხვა არაფერია, თუ არა ცუდი აღზრდის შედეგი. ისინი ჯდომის დროს შეუწყვეტლივ ათამაშებენ ფეხებს, წრიალებენ სკამზე, თითქოს ნემსებზე იჯდნენ. თუ შემთხვევით, სხეულის ქვედა ნაწილი მშვიდადაა, მაშინ ამოძრავებენ ხელებს ან თავს, ანდა, აკაკუნებენ თითებით, იქექავენ თავს ან წვერებს.რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის ყოველთვის ვიმყოფებოდეთ მკვდარი სიმშვიდის მდგომარეობაში, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ, რომ ვარჯიშის დროს აუცილებლად ვიყოთ აბსოლუტურად მშვიდად. მხოლოდ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება არ უნდა დაგვჭირდეს. ეს რომ ადვილი არაა, ამაში დარწმუნება ყველას შეუძლია საკუთარი გამოცდილების მაგალითზე.მოწაფე ცდილობს ¼ საათის განმავლობაში იჯდეს სრულიად მშვიდად და გაუნძრევლად. შემდგომ, ის მიმართავს თავის აზრებს რომელიმე საინტერესო თემისაკენ და აღმოჩნდება, რომ უკვე რამოდენიმე წუთის შემდეგ იგი აკეთებს რაიმე ქვეცნობიერ მოძრაობას. ახალბედას მიერ დიდი შრომის შედეგად მიღწეული სულიერი ჩაღრმავება ასეთმა გადახრებმა შეიძლება ადვილად დაარღვიოს. მითუმეტეს, თუ შესვენებებს ხშირად ექნება ადგილი, მაშინ განვითარება ძალიან ნელა მოხდება.უნდა დავაწესოთ, რომ მჯდომარე მდგომარებაში მეცადინეობისას, შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად გავჩერდეთ უმოძრაოდ, რაც ყველაზე უფრო მოსახერხებელია კითხვის დროს.ახალბედასათვის ზედმიწევნით აუცილებელია მხედველობის აპარატზე გაბატონება. მხედველობის საშუალებით ხშირად ირღვევა სულიერი ჩაღრმავება. ამისათვის საჭიროა მივეჩვიოთ, რომ უმიზნოდ კი არ ვაცეცოთ თვალები, არამედ ვეცადოთ დიდხანს ვიყუროთ ერთი მიმართულებით. ზუსტად ისევე, როგორც ნისლში შეიძლება მივეჩვიოთ ბუნდოვნად დავინახოთ სანები, რომლებიც იმყოფებიან ხედვის არეში; ასეთი ვარჯიში საჭიროა მანამ, სანამ არ მივეჩვევით გამჭრიახი თვალით ჩავიხედოთ ,,არაფერში“. ეს სავარჯიშო ერთ-ერთ შემდგომ თავში იქნება განხილული დაწვრილებით, ისევე, როგორც სავარჯიშო: ,,სმენის დროებითი წართმევა ძლიერი ნების საშუალებით“.ამისათვის აუცილებელია ვარჯიშისას მოვასუსტოთ სმენა. ეს ორივე მთავარი გრძნობა ყველაზე მეტად უნდა იყოს დამორჩილებული, რათა შესაძლებელ იქნას მნიშვნელოვანი ხარისხის თვითჩაღრმავების მიღწევა. დასაწყისში, ე.ი. სანამ ნებისყოფა არც ისე ძლიერია, დასაშვებია მექანიკური საშუალებების გამოყენება; მაგალითად: შეგვიძლია ყურის ხვრელი დავიხშოთ დარბილებული ცვილით. ამას გარდა, ზოგიერთი ვარჯიშის დროს თვალები ავიხვიოთ სახვევით.იმისათვის, რომ ამოვივსოთ ყურები, საჭიროა დავაგორგოლავოთ ცვილისა ან ჰიგროსკოპიული ბამბისაგან დამზადებული პატარა ბურთულები (ბარდის მარცვლის ოდენა) და გავუყაროოთ პატარა ძაფი (ბოლოზე გამონასკვული), რათა ეს ცვილის საცობი ადვილი ამოსაღები გახდეს ყურის ხვრელიდან. შემდეგ იღებენ უფრო მოზრდილ, კარგად დარბილებულ ცვილის ნაჭერს და ივსებენ ყურის ნიჟარას. ამის შედეგ ყველაზე ძლიერი ხმაურიც კი გაურკვევლად ისმის. შეიძლება აგრეთვე, შემოგთავაზოთ რბილი რეზინისაგან დამზადებული ყურის წყლის სარქველი, რომელიც ბანაობის დროს გამოიყენება ყურში წყლის ჩასვლისაგან დასაცავად. ისინი შეიძლება ზემოდან დაიფაროს ცვილის საცობით.ასეთი სარქველის გამოყენების შემდეგ, აბსოლუტურად გამორიცხულია ცვილის ნამცეცის ყურში დატოვება და ძაფიც არ არის აუცილებელი. თავისთავად ცხადია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც გონებრივ მუშაობას ეწევიან, შეუძლიათ გამოიყენონ ეს საშუალებანი. უცხო სხეულის ყურში ყოფნით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება მალე გაივლის.ადამიანი, რომელსაც ძლიერ განვითარებული ნებისყოფა აქვს, იყურება და ვერაფერს ხედავს, ისმენს და არაფერი ესმის. ამიტომაც, მისთვის სრულიადაც არ არის საჭირო მექანიური საშუალებების გამოყენება. შემდგომ აუცილებელი თვისებაა შეუპოვრობა - ძალიან შეუფერებელი სიტყვაა ჩვენი აჩქარებული და ნერვიული საკუნისათვის!აქ აუცილებელია ითქვას, რომ ვარჯიშის ხანგრძლივობისათვის დადგენილი ნორმა არ არსებობს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კეთილსასურველ თუ არასასურველ პირობებზე, აგრეთვე, ვარჯიშის გულისყურით შესრულებაზე.ერთნი უფრო მალე აღწევენ მიზანს, მეორენი - უფრო გვიან, მოთმინებისა და უდრეკი ხასიათის დახმარებით, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ყველაფერს მიაღწიოს. ნურავინ დაეცემა სულით თუ წარმატება უცბად არ მოვა, რადგან თუ ვინმეს დღევანდელი ვარჯიში უშედეგოდ მოეჩვენება, მეორე დღეს სწორად და ყურადღებით ჩატარებული ვარჯიშის შედეგად უკვე მიუახლოვდება მიზან. ამგვარად, ვიყოთ მომთმენნი!სულსწრაფებს, რომელნიც ნერვიული ტემპერამენტის გამო სიმშვიდეს მოკლებულნი არიან, ვურჩევ ერთ უბრალო და შესანიშნავ საშუალებას. ვისაც სურვილი აქვს გამოსცადოს ეს საშუალებამ იყიდოს სათამაშოების მაღაზიაში რაიმე თავსატეხი სათამაშო, რომელიც მრავალგვარი არსებობს და მათ შორის ძალიან რთულიც.მოთმინებას სწავლა უნდა! ერთ ჯამში ყრიან ბარდას, ცერცვს და ოსპს. შემდეგ ამ ნარევს ახარისხებენ ცალ-ცალკე . ამის გაკეთება საჭიროა ყოველი თავისუფალი 15 წუთის განმავლობაში. რამოდენიმე დღის შემდეგ ეს სავარჯიშო შეიძლება უფრო გავართულოთ. მაგალითად, ყიდულობენ ჩიტების საკვებს, ან ურევენ ერთმანეთში საკმაო რაოდენობით სხვადასხვა თესლს და ამ ნარევს ახარისხებენ ცალ-ცალკე.თუ დროთა განმავლობაში მოწაფეს ნებისყოფა უღალატებს და გაუჩნდება სამუშაოზე თავის დანებების სურვილი, მაშინ იგი დროებით სტოვებს სამუშაოს და გაივლის აქეთ-იქით რამოდენიმე ნაბიჯს. ამასობაში აიძლებს საკუთარ თავს, რომ გამოფხიზლდეს. იწყებს მხიარულ სიმღერას - ეს ყოველთვის კარგად შველის მას. შემდეგ კი მხნედ უბრუნდება თავის დაწყებულ საქმეს.ასეთი შესვენებები დროთა განმავლობაში თანდათან შემცირდება და მალე მოწაფეს შეეძლება აღნიშნული სამუშაოს შესრულება სრული სიმშვიდით.ამგვარი სავარჯიშოები შეიძლება უსასრულოდ ვცვალოთ. მაგალითად, გამოვხსნათ სრულიად ახლართული ძაფის კვანძები. ,,ეს ყველაფერი სისულელეა და მხოლოდ ბავშვებისათვის თუ გამოდგება“, იტყვიან ზოგიერთები. სცადეთ! - ვიტყვი მე. ეს ვარჯიშები რაც უფრო ნაკლებად შეესატყვისება მოწაფის ჩვეულებრივ საქმიანობას, მით უფრო მეტი მოთმინების გამოვლენა დასჭირდება მას.კვირის შემდეგ, როცა მოწაფე გამოიმუშავებს მნიშვნელოვან მოთმინებასა და სიმშვიდეს, შეუძლია დაიწყოს ვარჯიში აზრის კონცენტრაციაზე , რაც ამ სახელმძღვანელოს შემდგომი თავის საგანს შეადგენს.თუ მოწაფე გრძნობს, რომ ჯერ არ არის მზად უფრო მაღალი დონის ვარჯიშებისთვის, ის არ უნდა შეუდგეს ამ ვარჯიშების შესრულებას. აჩქარებას აქ მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.


                          2.კონცენტრაცია ანუ აზრების მოკრება ერთ წერტილში

 საერთოდ, კონცენტრაცია ჰქვია ყოველგვარ შერწყმას, შეერთებას. აზრის კონცენტრაცია მოითხოვს ერთი აზრის (ან რიგი აზრების), გარეგან შთაბეჭდილებებისაგან სრულიად გამოთიშვას, თვითჩაღრმავებას და აზრების მთლიანად მოკრებას კონკრეტულ სამუშაოზე. ამ მდგომარეობაზეა დამოკიდებული ჩემი სწავლების მთელი სისტემა, ხოლო აქტიურ კონცენტრაციაზე - მისი მთავარი ნაწილი. ამიტომ აუცილებელია, დასაწყისშივე შევუდგეთ მის შესრულებას. ვისაც სურს აზრის საშუალებით ზემოქმედების მოხდენა, უნდა ისწავლოს ინტერესიულად აზროვნება. მან უნდა განავითაროს თავის თავში იმის უნარი, რომ იფიქროს მხოლოდ ერთ რამეზე. ყველა დანარჩენი სახეები, აზრები და წარმოდგენები უნდა დათრგუნოს, თუ არა აქვთ რაიმე კავშირი იმ მთავარ აზრთა, რომელზედაც კეთდება კონცენტრაცია, ე.ი. ჩაახშოს ისინი წარმოშობისთანავე.ამავე დროს აუცილებელია, აბსოლუტური გამოთიშვა ყოველგვარი გარეგანი
ზემოქმედებისაგან. არც მხედველობის, არც სმენის ან სხვა გრძობითი ორგანოს მიერ არ უნდა იქნეს მიღებული რაიმე შეგრძნება და გაღიზიანება. უნდა მოხდეს, თუ შეიძლება ითქვას, სულიერი ,,მეს“ გაიგივება ამ აზრთან.ვარჯიშის დროს, სხეულის გარსი და საერთოდ ყველაფერი გარშემო, წყვეტს არსებობას, თითქოს ქრება მატერიალური და რჩება მხოლოდ მისი სულიერი სამყარო და ამორჩეული აზრი (ექსტერიორიზაცია). ეს აზრი უნდა გამოიკვეთოს და შეიკრიბოს ერთ ფოკუსში. მეცნიერებაში არის მიმართულება, რომელიც აზრს განიხილავს, როგორც რეალურ, მატერიალურ საგანს.ერთ რაიმე საგანზე კონცენტრირებული და ინტენსიურად მიმართული აზრი ოდიური და შეიძლება ითქვას, ელექტრული ძალებით, განსაცვიფრებელ ზემოქმედებას ახდენს ამ საგანზე. ქვემოთ აღწერილი ცდა ამტკიცებს ზემოთქმულს: სხეულის რომელიმე ნაწილს ვუყურებთ თვალმოუშორებლად და აზრის კონცენტრაციის შემდეგ, კონცენტრირებული აზრის ხასიათზე დამოკიდებულებით, ეს ადგილი გაწითლდება სისხლის გაძლიერებული მოწოლის გამო.თუ ამ მეთოდს სისტემატიურად მივმართავთ, შესაძლებელია გამოვიწვიოთ სხეულის ამ ნაწილის ზრდა და მეტი განვითარება. აქ უნებურად მახსენდება ინდოელი ფაკირების მიერ მაყურებლის თვალწინ მცენარის გაზრდა. ვიხსენებ ჩემს მიერ წაკითხულ ერთ ინგლისურ ქალბატონზე, რომელსაც მარცხენა მკერდი თითქმის ატროფირებული ჰქონდა. ამ ვარჯიშის მრავალჯერადი გამეორების შემდეგ, განუვითარებელი მკერდი სიდიდით მეორეს გაუტოლდა.იმისათვის, რომ საშუალება გვქონდეს, რათა ყველა აზრი განსაკუთრებული ძალით მივმართოთ ცენტრალურ პუნქტზე, უნდა მოვაწყოთ დახურული შენობა, რომელიც ქუჩის ხმაურისაგან დაცული იქნება. სადაც ეს შესაძლებელია, ფანჯრებს ხურავენ ან ვარჯიშობენ იმ დროს, როცა ქუჩაში მოძრაობა წყდება. უმჯობესია, ეს მოხდეს საღამოს 9-10 საათისათვის, ანდა დილით ადრე. უფრო გვიანი დრო ნაკლებად გამოსადეგია, რადგან სხეული გადაღლილია და ადვილად შეიძლება ჩაგვეძინოს მშვიდი ვარჯიშის დროს. ღამეს სავარჯიშოდ ირჩევენ მხოლოდ გამოკალის შემთხვევაში.ვისაც სურვილი აქვს, ვარჯიშისათვის განკუთვნილი ადგილი სხვა პირსაც გაუნაწილოს, საჭიროა გამოეყოს მას ფარდის ან შირმის საშულებით.როგორი პრიმიტიულიც არ უნდა იყოს სავარჯიშო ადგილი, მისი საშულებით მოწაფე მიაღწევს მიზანს, მხოლოდ მაშინ, როცა იგრძნობს რომ ბოლოს და ბოლოს რჩება განმარტოებით.კიდევ ერთხელ ვიმეორე, რომ ტექნიკური მოწყობილობა(იგულისხმება სმენის დასახშობად გამოყენებული ცვილის ბურთულა და თვალის სახვევები -მთ შენიშვ.) უნდა მოვიცილოთ რაც შეიძლება მალე. ისინი საჭიროა მხოლოდ დასაწყისში, რადგან აზრის კონცენტრაციაში დახელოვნებულ და გაწაფულ ადამიანს შეუძლია ყველაზე ძლიერ ხმაურშიც კი ჩაღრმავდეს და ნებისყოფის სიძლიერის საშუალებით ჩაახშოს გარემო ზემოქმედებისაგან გამოწვეული სხეულის მოუსვენრობა. ეს მნიშვნელოვან და სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.მოწაფის პირველი ვარჯიში მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ სრულიად დაიმორჩილოს კუნთები.მაგალითად, ავიღოთ, თავის მობრუნების ჩვევა რაიმე ხმაურზე. ასეთი ჩვევა ძალიან შეუშლის ხელს ახალბედას. თავისუფალ დროს უნდა დაჯდეს წიგნით ან სხვა რაიმე სამუშაოთი ისეთ ადგილზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ვთქვათ ქუჩაში ან ბავშვების სათამაშო მოედანზე და მტკიცედ გადაწყვიტოს, არაფერმა შეუშალოს ხელი მუშაობაში: არც მოსეირნე ხალხმა, არც ხმაურმა. არ აიღოს თავი სამუშაოდან არანაირ გარემოებაში. ის აიძულებს თავს იყოს აბსოლუტურად მშვიდად.პირველად მოწაფე შეძლებს შეასრლოს ასეთი ვარჯიში მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში, შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთით, მაგრამ ნელ-ნელა ის ეცდება გაზარდოს ვარჯიშის ხანგრძლივობა 5 წუთით. ვინც გულით შეეცდება თავის განვითარებას, მალე შეძლებს, ასეთი ვარჯიში მთელი ერთი საათის განმავლობაში გააგრძელოს.საერთოდ, არ შეიძლება შემთხვევით წარუმატებლობის გამო სულით დაცემა, რაც ეხება ამ წიგნში აღწერილ ყველა ვარჯიშს. ყველას არ შეუძლია თოფით კურდღელი მოკლას. მხოლოდ მრავალი აცდენის შემდეგ შეიძლება ვისწავლოთ მიზანში სროლა.საჭიროა მივეჩვიოთ პედანტურ პუნქტუალობას. წარმატების მისაღწევად ზედმიწევნით აუცილებელია ვარჯიშის ჩატარების ხანგრძლივობის დაცვა მთელი სიზუსტით. მიჩვევის წყალობით, ჩვენი სხეული გახდება მეტად მორჩილი და ვარჯიშებიც უფრო ინტენსიური იქნება.ადამიანის უმრავლესობა განუწყვეტლივ ამოძრავებს ხელებს. ამის საწინააღმდეგოდ შემოგთავაზებთ შემდეგ ვარჯიშს: მაგიდის კიდეზე ხელებს აწყობენ ისე, როგორც მასწავლებლები აჯენენ მოწაფეებს, რომლებიც პირველად მიდიან სკოლაში. ცერა თითს ამოსდებენ მაგიდის კიდეს ქვემოდან. ასეთ, საკუთარი ნებით დამონებულ მდგომარებაში იმყოფებიან საინტერესო წიგნის კითხვის განმავლობაში.ამგვარი ვარჯიშები შეიძლება მრავალნაირად ვცვალოთ. ვისაც ასეთი უარყოფითი ჩვევები აქვს, მალე თვითონვე მოიფიქრებს ისეთ ვარჯიშოებს, რომელიც გამოადგება ამ ჩვევების აღმოსაფხვრელად და მიიყვანს მიზანთან. ასე, რომ მოწაფემ არ უნდა დაკარგოს მოთმინება და გულისყური. აზრების კონცენტრაცია - ყველა ფსიქიკური ძალების გასაღებია.ყოველი, შეგნებულად გამოწვეული ფსიქიკური ფენომენების საფუძვლად გვევლინება, როგორც აქტიური, ისე პასიური ფორმის კონცენტრაცია.ასტრალური არსების, არავითარი ცნობიერი გამოვლენა არ შეიძლება აქტიური აზრის კონცენტრაციის გარშემო; ტელეპათია, სამკურნალო ოდიზმი, ნებისყოფის ძალით საგანზე ზემოქმედება და სხვანი, შესაძლებელია, მხოლოდ ზუსტი, ინტენსიური აზრის კონცენტრაციის დახმარებით, ზუსტად ისევე, როგორც ფსიქომეტრია, ნათელხილვა და ნათელსმენა დამოკიდებულია სრული პასიური მდგომარების გამოწვევის ხელოვნებაზე. ეს უკანასკნელი, აქტიური აზრის კონცენტრაციის საპირისპიროა.ამიტომ, მოსწავლეს გამუდმებით უნდა ახსოვდეს, რომ წარმოდგენილი სავარჯიშოები, რომელიც ყველა ფსიქიკური შესაძლებლობების საფუძველია, უნდა შერულდეს ზუსტად და განსაკუთრებული გულისყურით, და არ უნდა შეწყდეს იმაზე ადრე, ვიდრე მოსწავლე სუფთა სინდისით არ იტყვის, რომ მდგომარება (აქტიური და პასიური) მის სრულ განკარგულებაშია. შემდგომი წარმატება მთლიანადაა დამოკიდებული ვარჯიშის ინტენსიურობაზე, რომლითაც აღნიშნული პირი (მოწაფე) შეძლებს მოიკრიბოს თავისი აზრები ერთ პუნქტზე ან როგორც შემდგომ თავში იქნება ახსნილი, სრულიად განთავისუფლდეს ყოველგვარი ფიქრისაგან.თუ ზემოთ აღწერილ სავარჯიშოებს, მოსწავლე ასრულებდა მოთმინებით და მშვიდად, მაშინ მას შეუძლია ვარჯიში აზრის კონცენტრაციაზე.ალბათ, თავის ცხოვრებაში ყველას უმოგზაურია, უკიდურეს შემთხვევაში ერთხელ მაინც. ამ მოგზაურობამ უნდა მოგვცეს მასალა, ჩვენი პირველი ვარჯიშისათვის.ყოველდღე, განკუთვნილ დროს, მარტოვდებიან დახურულ შენობაში და ზემოთ აღწერილი მეთოდით იხვევენ თვალებს და იხშობენ ყურებს. ჯდებიან რაც შეიძლება მოხერხებულად და იწყებენ ფიქრს თავის ერთ-ერთ მოგზაურობაზე. ცდილობენ მეხსიერებაში აღიდგინონ და აზრობრივად წარმოიდგინონ ყოველი წვრილმანი, თითქოს იგივე მოგზაურობას სინამდვილეში კიდევ ერთხელ ასრულებენ. აზრების მსვლელობა უნდა ემთხვეოდეს განვლილს.წარმოვიდგინოთ ის შემთხვევა, როცა მოგზაურობა დაიწყო დილით. გავიაზროთ ჩვენი გაღვიძება, როგორ ვდგებით საწოლიდან, შემდეგ ვიბანთ, ვიცვამთ, ხელში ვიღებთ სამგზავრო ჩემოდანს, და შეძლებისდაგვარად ფრთხილად, რომ არ გავაღვიძოთ ჩვენი მძინარე ახლობლები, ფეხის წვერებზე ჩავდივართ ჭრაჭუნა კიბეზე და მივემართებით გასასვლელისაკენ. ქუჩაში ჯერ კიდევ ბნელა. სქელსა და ნესტიან ნისლში მკრთალად მოსჩანს ანთებული ფარნები. როგორც იქნა მივაღწიეთ ვაგზლამდე. რესტორანში ნამძინარევ მოახლეს ან კელნერს მოაქვს საუზმე.მატარებლის გასვლამდე დრო საკმარისია. სიამოვნებით მივირთმევთ სურნელოვან ყავას და ვგრძნობთ თუ როგორ გვივლის მთელ სხეულში სასიამოვნო სითბო. უკვე დროა! აჩქარებით ვყიდულობთ ბილეთს და ავდივართ ვაგონში. ჰკივის ორთქმავალი, მატარებელი დაიძრა და მივქრივართ სქელ ნისლში, რომელიც ჩვენი მზერის წინ იშლება, როცა ფანჯრიდან ვიხედებით. ვათვალიერებთ მგზავრებს და უეცრად ჩვენი მზერა, იქვე ახლოს, აწყდება ნაცნობ სახეს. უფრო ყურადღებიანი დაკვირვების შემდეგ, ვცნობთ ჩვენს დიდი ხნის უნახავ მეგობარ X_ს. აჩქარებით გადავჯდებით მის გვერდზე და გულითადად მივესალმებით მოულოდნელ სასიამოვნო თანამგზავრს და ა.შ..ამგვარი თუ სხვაგვარი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია თავიდან გავიაროთ მოგზაურობა, იმ დროის განმავლობაში, სანამ მაღვიძარა საათი არ გვამცნობს ვარჯიშის დამთავრებას.მხოლოდ უნდა ვუფრთხილდეთ იმ ფიქრებს, რომელთაც არავითარი საერთო არა აქვთ ამ მოგზაურობასთან. ამას კი ახალბედა (მოწაფე) სამწუხაროდ, ნაკლებ ყურადღებას უთმობს. როგორც კი უცხო აზრი დაიწყებს განვითარებას, ის აუცილებლად მაშინვე უნდა უკუვაგდოთ. აზრი მიმართული უნდა იყოს მხოლოდ მოგზაურობაზე და იმ ვითარებაზე, რომელიც უშუალოდ მასთანაა დაკავშირებული. თუ თავდაპირელად ეს არ მოგვივა, საჭიროა მეტი შრომა და ძალდატანება, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული ამ ვარჯიშის დროს. თუ ყოველდღიურად ჩავატარებთ აღნიშნულ ვარჯიშს, მიახლოებით 12-14 დღის განმავლობაში, მაშინ, დღითიდღე უფრო და უფრო გაუმჯობესდება მისი მსვლელობა. ეს ვარჯიში დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, საკმარისია 20-30 წუთი. ასევე შემიძლია გირჩიოთ მომართოთ მაღვიძარა, რომ დარეკოს განსაზღვრული დროის შემდეგ. არ არის აუცილებელი, რომ მოგზაურობა ბოლომდე მივიყვანოთ. როცა მაღვიძარა დარეკავს, ვარჯიში აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მომდევნო დღეს იწყებენ ისევ თავიდან. არამც და არამც იმ ადგლიდან, სადაც იქნა შეწყვეტილი წინა დღეს.ყოველი ვარჯიშისას, მოგზაურობა წარმოდგენილი იქნება უფრო ინტენსიურად და შესაძლებელია იმის მიღწევაც, რომ სინამდვილეში იგი განცდილი იქნას კიდევ ერთხელ იმგვარად, რომ აზრი მიიღებს ცხოვრებისეულ პლასტიკურობას.როცა ეს მდგომარება მიიღწევა და შესაძლებელი იქნება ამ მოგზაურობის განცდა ყოველგვარი მცირე შესვენების გარეშეც, საჭიროა, შემდგომ ახალ ვარჯიშზე გადასვლა.ირჩევენ რაიმე პატარა საგანს, მაგალითად: ჯაყვას, ჯიბის საათს ან ასანთს და მთელ აზრს იკრეფენ ამ საგნის გარშემო.თავისთავად იგულისხმება, რომ თვალები გახელილი რჩება მხოლოდ ყურები უნდა იყოს დახშული. ხელში იღებენ ამ საგანს და დაწვრილებით, ყურადღებით ათვალიერებენ მას. თავიდან ფიქრობენ მისი გამოყენების მიზანზე, თუ რა მასალისგანაა დამზადებული და ბოლოს, მისი დამზადების მეთოდზე. უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, რაც ამ საგანთან არის მჭიდრო კავშირში.ხშირად შეიძლება მოხდეს, რომ ფიქრისას, მაგალითად, ჯაყვის დამზადების მეთოდზე, წარმოგვექმნება წარმოდგენა ყველა მუშაზე, რომლებიც მუშაობდნენ ამ ჯაყვაზე. ეს უკვე იქნებოდა მნიშვნელოვანი გადახრა და შეეძლო მოეტანა დიდი ზიანი სავარჯიშოს შემდგომი მსვლელობისათვის. როგორც კი აღიძვრება ფიქრიდან გადახვევის სურვილი, ის მაშინვე უნდა აღიკვეთოს. ამის შეხსენება ხშირადაა საჭირო, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ის საშიში ადგილი, რომელსაც ბევრი გვერდს ვერ აუვლის. მათ არ უნდათ ძალა დაატანონ თავს, რათა ფანტაზია მოაქციონ მკაცრ ჩარჩოებში და გაწბილებულნი ვარჯიშს თავს ანებებენ. ვინც შესძლო, თუნდაც ერთხელ მაინც, ძალით მიემართა თავისი აზრები სავარჯიშო საგანზე, მისთვის გამეორება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს.სავსებით სწორი იქნება, თუკი დანის სადაფის ფირფიტაზე ფიქრისას, წარმოდგენა შეჩერდება იმ ნიჟარაზე, რომლისგანაც ეს ფირფიტაა გამოჭრილი. მაგრამ მიზნიდან მნიშვნელოვანი გადახრა იქნებოდა, თუ ამას გარდა, წარმოვიდგენთ ზღვასაც და ზღვის ფსკერსაც, თავისი სასწაულებითა და ურჩილებით. ეს წარმოდგენა, ბუნებრივია, არავითარ კავშირში არ არის იმ ჯაყვასთან, რომლისკენაც ჩვენი აზრია მიმართული.აუცილებელია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ აბსოლუტური პასიური მდგომარეობა დადებითად მოქმედებს ამგვარი სავარჯიშოების წარმატებაზე. ამისათვის, აუცილებელია ვეცადოთ მივიღოთ რაც შეიძლება მოხერხებული მდგომარეობა და აბსოლუტურად მოვადუნოთ კუნთები, რათა თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი უსიამო და მავნე ზემოქმედება.მოწაფისათვის, სწავლების შესამსუბუქებლად მოყვანილი იქნება მსგავსი სავარჯიშოს ნაწილი.მოსწავლე უსწორებს თავის მახვილ და უმოძრაო მზერას რაიმე საგანს, ვთქვათ ჯაყვას. შემდეგ აღიძვრება აზრების მიმდინარეობა ასეთი სახით: ,,აი - ჩემი ჯაყვა. მას გააჩნია ორი პატარა და ერთი დიდი დანის პირი. ცალ მხარეს გაკეთებული აქვს საცობის საძრობელა. პატარა დანის პირი გათვალისწინებულია იმისათვის, რომ გაითალოს ფანქარი. დიდი პირი კი გამოიყენება სხვადასხვა სამუშაოებისათვის და ამიტომ ცოტა დაიკბილა კიდეც. საცობის საძრობელა ძალიან ოსტატურადაა გაკეთებული. ეს დანა ძალიან ლამაზია (ის ეხლა მე მიჭირავს ხელში) და დამზადებულია კარგი მასალისაგან. ის მე 10 წელია მემსახურება და ალბათ კიდევ დიდხანს გამომადგება. ტარი ძალიან ლამაზადაა გაკეთებული სადაფისაგან და ოქროსფერი ბრჭყვიალა ლურსმნებისაგან. აი აქ, სპილენძის ოვალურ ფირფიტაზე, ამოტვიფრულია ჩემი სახელი. დანის პირი დამზადებულია ზოლინგენის ფოლადისაგან, დანარჩენი ნაწილები ზოგი სპილენძისაა და ზოგიც - რკინის“.ამგვარად აღწერენ თავისთვის მთელ დანას.ამის შემდეგ ფიქრობენ მისი წარმოების ხელოვნებაზე. კონცენტრაციის ეს ნაწილი წარმოდგენილი უნდა იქნეს ფანტაზიით, რადგან, რა თქმა უნდა, ყველას არა აქვს ნანახი ჯაყვის დამზადების პროცესი. ამიტომ შემოიფარგლებიან მხოლოდ იმ წარმოდგენით, თუ რომელი ნაწილია გამოჩარხული, რომელი ჩამოსხმული, როგორ შეიძლებოდა ტარის დამზადება და როგორ მოხდა ყველა ნაწილის აწყობა.ეს სავარჯიშო დასაწყისისათვის უნდა გაგრძელდეს მხოლოდ 5 წუთი. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს 15 წუთამდე.თუ აზრის მსვლელობა დამთავრდება, უცხო აზრის დაუმუშავებლად ისევ იწყებენ ფიქრს თავიდან და ვარჯიშს აგრძელებენ მაღვიძარას ზარის დარეკვამდე.იმისათვის, რომ პირველ ხანებში თავიდან ავიცილოთ აზრობრივი გადახრა, კარგია ჩვენი სავარჯიშო შევასრულოთ ჩურჩულით, რისი წყალობითაც შესაძლოა ვაწარმოოთ თვითკონტროლი. მაგრამ ასეთი შესამსუბუქებელი პირობების გამოყენება დიდხანს არ შეიძლება, რადგან ეს ძალის ტყუილ დაკარგვას იწვევს.ამ მეთოდის გამოყენება დასაშვებია არა უმეტეს 4-5 ვარჯიშისა. ისიც მხოლოდ იქამდე, სანამდე არ გამოვიმუშავებთ ენერგიული ფიქრის ჩვევას. ვისაც შეუძლია ასეთი დახმარების საშუალების უარყოფა, უკეთესია არ გამოიყენოს ის.თავისთავად იგულისხმება, რომ საგნები შეიძლება შეიცვალოს. სამი ან ოთხი ვარჯიში შეიძლება ჩატარდეს ჯაყვით. შემდეგ სავარჯიშოების ასეთივე რაოდენობა - რაიმე სხვა საგნით. აღვნიშნავთ, რომ როგორც წესი საჭიროა რთული საგნიდან უფრო მარტივ საგანზე გადასვლა, რაც უფრო მარტივია საგანი, მაგალითად ღილი, მით უფრო ძნელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში მასზე შეჩერედეს ყველა აზრი.ვისაც შეუძლია აღნიშნული სახით მოიკრიბოს აზრი ძალიან მარტივ ობიექტებზე ¼ საათის ან მეტი ხნის განმავლობაში, ამასთან (მოწაფე) მთლიანად იყოს დაკავებული მხოლოდ თავისი საგნის და დანიშნული დროის განმავლობაში არ დაუშვას აზრების არანაირი გადახრა ამ თემიდან, მაშინ მას შეუძლია იმედებით ფრთაშესხმლმა, წარმატებით განაგრძოს შემდგომი ვარჯიშები. აი, ეს არის რაიმე საგნის აზრობრივად წარმოდგენა. ისევ იღებენ ხელში რაიმე საგანს, მხოლოდ ამჯერად უნდა მივყვეთ შებრუნებული მსვლელობით. კერძოდ, იწყებენ მარტივიდან და გადადიან შედარებით რთულზე.რაიმე საგანს ათვალიერებენ დიდხანს. მაგალითად, ფანქარს. შემდეგ დახუჭავენ თვალებს და წარმოიდგენენ, ფანქრის რაც შეიძლება ზუსტ გამოსახულებას, რომელიც გონებაში დაფიქსირდა ხანგრძლივი მზერის შედეგად. როცა მოწაფე ისევ გაახელს თვალს და შეადარებს წარმოსახულს და ნამდვილ საგანს ერთმანეთს, შეამჩნევს, თავისი აზრობრივი გამოსახულების სხვადასხვა ნაკლს.მოსწავლის ამოცანაა გამოასწოროს ეს ნაკლოვანებანი იმით, რომ დახუჭული თვალით ეცადოს წარმოიდგინოს საგანი ზუსტად ისეთი, როგორც სინამდვილეში ორიგინალია.შემდეგ ისევ თვალგახელილი ათვალიერებენ საგანს. ეს სავარჯიშო იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ მიიღწევა 1 წუთის განმავლობაში კონცეტრირებული მზერის შედეგად რთული საგნის წარმოდგენა დახუჭული თვალებით, უფრო სწორად კი, უნაკლო სარკული გამოსახულების მიღება. ამ სავარჯიშოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.თუ აქაც მიიღება დამაკმაყოფილებელი შედეგები, მაშინ შესაძლებელია გადასვლა შემდგომ, შედარებით რთულ სავარჯიშოზე. აზრის კონცენტრირებას ახდენენ რაიმე საგანზე წინასწარი დათვალიერების გარეშე. ე.ი. კონცენტირებას ახდენენ საგნის აზრობრივ გამოსახულებაზე. ასე მაგალითად: წარმოიდგენენ საკუთარი ჯიბის საათის გამოსახულებას და ახდენენ აზრის კონცენტირებას იმგვარად, როგორც ეს კეთდებოდა მეორე სავარჯიშოში: საგნის მიზანზე, მასალასა და წარმოებაზე. მოგვიანებით უბრუნდებიან შედარებით მარტივ საგნებს.თანდათანობით, ცდის ჩასატარებელ მასალად (ობიექტად) გამოიყენებენ ნაცნობ პირებს, შინაურ ცხოველებს და ა.შ.თუ ეს ვარჯიშებიც წარმატებით ჩატარდება, მაშინ მათ ცვლიან შემდეგი სახით: რაც შეიძლება სწრაფად ახშობენ ერთ აზრს და გადადიან მეორეზე. შემდეგ უზადო სიზუსტით ისევ უბრუნდებიან თავდაპირველი მსჯელობის იმავე პუნქტს, რომელიც ეს-ესაა შეწყვიტეს.ეს შეგნებული გადახრაა.ამ სავარჯიშოს წინ უნდა უსწრებდეს ქვემოთ აღწერილი შედარებით უფრო ადვილი ამოცანა. ცოტა ადრე, მეორე სავარჯიშოს დაწყებამდე, სარგებლობენ 2-3 თავისუფალი წუთით და შემდეგ ამოცანას წყვეტენ: იწყებენ ფიქრს რაიმე ცნებაზე, საგანზე ან არსებაზე, ანდა ცდილობენ ძალიან სწრაფად გამოიწვიონ საწინააღმდეგო ცნებების წარმოდგენა.ფიქრობენ, მაგალითად სიტყვაზე ,,ცარიელი'' და იმწამსვე უნდა შეადგინონ ცნება ,,სავსე'', ,,წყალს'' უნდა მოჰვეს ,,ცეცხლი''. ,,ლურჯ ცაზე მბრწყინავ მზეს'' - ,,მოღრუბლული წვიმიანი დღე'', ,,მტრედს'' შეიძლება ,,გველი'' ან ,,არწივი'' და ა.შ.ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ ეს ამოცანა და თანაც ყოველდღე. აღნიშნული ამოცანა არც ისე ძნელი იქნებოდა, რომ არა ყოველი ცნება, ყოველი საგნისა თუ არსების ისე მკაფიოდ წარმოდგენის აუცილებლობა, რათა ეს წარმოდგენა ელვისებურად ნათლად წარმოიშვას აზრობრივი ხედვის წინაშე. ამ სავარჯიშოების წყალობით დროთა განმავლობაში საკმაოდ გამომუშავება ჩვევა, რომელიც საჭიროა შემდგომ სავარჯიშოებზე გადასასვლელად.მაგალითად, მე მივმართავ მთელ აზრებს ჩემი პატარა გოგონასკენ და მაშინვე მის გვერდზე წარმოვიდგენ საკუთარ თავს: რომ ჩემი პატარა შვილი ჩამეხვია თავისი პატარა ხელებით და კულულებიანი თავი მხარზე დამადო; აი, ის მიყურებს ნათელი, მხიარული თვალებით და ნახევრადკითხვით და ნახევრად ალერსიანი ხმით ნაზად მეძახის ,,მამიკო''.მე ელვისებურად გადამაქვს გამოკვეთილი აზრი სხვა წარმოდგენაზე. წარმოვიდგენ, მაგალითად, ახლახანს გამოგონებულ გამომთვლელ მანქანას, რომელიც ცოტა ხნის წინ ვნახე ჩემს მეგობართან და ცნობილი მეთოდით აზრებს ვიკრებ ამ საგანზე. შემდეგ ისევ (2 და 3 წუთის მერე დაახლოებით), ვცდილობ მკაფიოდ დავუბრუნდე პირველ მსჯელობას, ზუსტად იმ ადგილიდან, რომლიდანაც დავიწყე. თუკი, მთელი სავარჯიშო მიმდინარეობს შეუსვენებლივ, მაშინ ვაგრძელებ ჩემი აზრების მსვლელობას ცნობილი მეთოდით. ერთი ვარჯიშის დროს შეიძლება 4-5 ჯერ შევცვალოთ აზრები. ვარჯიშის ხანგრძლივობა 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ახლა უკვე შეიძლება ადრე გაკეთებული ყველა ვარჯიშები ჩავატაროთ დაუხშობელი ყურებით (საცობების გარეშე).აქ ჩვენ შევხვდებით დიდ სიძნელეს და აუცილებელია გამოვიჩინოთ ძლიერი ნებისყოფა. მოსწავლეს ნუ შეეშინდება, მას ეს გამოუვა! პირველი ცდა არავის არ უმართლებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ ქარაფშუტა. აუცილებელია ვარჯიში მანამ, სანამ აზრის კონცენტრაცია არ შეგეძლებათ ძლიერ ხმაურშიც კი.მთელი ის დრო, როცა ვარჯიში დაუხშობელი ყურებით კეთდება, აუციებელია შემდეგ ამოცანების ყოველდღიურად შესრულება:თავისუფალ დროს გამოდიან ჰაერზე, მაგრამ არა მშვიდ, განმარტოებულ ადგილზე, არამედ იქ, სადაც ძლიერი მოძრაობაა და ხმაურია, ანდა თუ ამინდი და წელიწადის დრო ხელს არ გვიწყობს ქუჩაში გამოსასვლელად, შედიან რაიმე შენობაში, სადაც ბევრი ხალხია, რომლებიც თავისი ლაპარაკით და სიარულით იწვევენ დიდ ხუამრს, მაგალითად, რესტორანში.იღებენ ხელში გაზეთს ან წიგნს და იწყებენ იმ ადგილის კითხვას, რომელიც უფრო მიმზიდველი და საინტერესოა. შემდეგ, ხმაურის მიუხედავად, ცდილობენ გონებაში აღიდგინონ წაკითხული. რაც უფრო ძლიერად შეძლებს მოსწავლე წაკითხულის გარშემო აზრის კონცენტრირებას, მით უფრო მეტად მოახდენს მეხსიერების ფუნქციონირებას. რაც უფრო მეტად ივარჯიშებს აზრის კონცენტრაციაზე ღია, დაუცობელი ყურებით, მით ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას გარშემომყოფთა ხმაურს.სულაც არ არის აუცილებელი, რომ წაკითხული მეორდებოდეს სიტყვა-სიტყვით, საკმარისია ამომწურავი დასკვნა. რა თქმა უნდა, რაც უფრო ხშირად შეძლებს მოსწავლე მთავარი შინაარსის გამეორებას, მით უფრო მეტია წარმატება.ამ დროს უკვე შეიძლება ადვილად უფრო ძნელზე გადასვლა. რამდენადაც საინტერესო და მიმზიდველია ვარჯიშის დროს წაკითხულის შინაარსი, მით უფრო ადვილია მისი აღდგენა გონებაში.შემდგომ, ნელ-ნელა გადადიან ნაკლებად საინტერესო მასალის კითხვაზე, რომელიც შეიძლება კიდევაც სცილდებოდეს მოსწავლის ინტერესებს.მაგალითად, თუ მოსწავლე იდეალურად მხატრული ნატურის ადამიანია, მაშინ აზრის კონცენტრაცია საგაზეთო ბირჟის ქრონიკაზე, არ მიანიჭებს სიამოვნებას და რა თქმა უნდა თავდაპირველად ამ ქრონიკის აღდგენა მისთვის ძნელი იქნება. იგივე დაემართება იმ ადამიანსაც, რომელიც სერიოზულადაა მოკიდებული თავისი სულიერი სამყაროს შესწავლას და საკუთარ თავს აიძულებს ვარჯიშის დრო დაუთმოს მოდების განხილვასა და სპორტულ ცნობებს.პირველად იღებენ პატარა სტატიებს, ახალ ამბებს, შენიშვნებს, რომელიც დაახლოებით 30 სტრიქონისაგან შედგება. შემდეგ შედარებით დიდ სტატიებზე გადადიან. მხოლოდ არ შეიძლება ვარჯიში გაგრძელდეს საათნახევარზე მეტხანს. უმჯობესია გამოერება კიდევ ერთხელ, ვიდრე დიდხანს გაგრძელება.აზრების უმაღლესი კონცენტრაცია სრულად მიღწეულად ითვლება მაშინ, თუ მოსწავლე ყველაზე ძლიერ ხმაურშიც კი შეძლებს ამოხსნას რთული ამოცანა.მაღალი ხელოვნების მისაღწევად თავს უფლებას აძლებენ, შეწყვიტონ ან შეაჩერონ თავისი სამუშაო, რომ შემდეგ შეუნელებელი ძალით და ყურადღებით ახლიდან დაბრუნდნენ შეწყვეტის ადგილზე.აზრების კონცენტრაციაში აუცილებელია მუდმივი მეცადინეობა. მხოლოდ ამგვარი ვარჯიში აჩქარებს მოსწავლის მიერ საოცარი შედეგების მიღებას. ამაში მდგომარეობს ბევრი, ბედისაგან გათამამებულის საიდუმლო.

No comments:

Post a Comment

მოგესალმებათ! Abagael Androgen Bug