როგორიც არ უნდა იყოს რეალობა,ყოველთვის შეგიძლია ის,რაც შიგნითაა,აქციო სიმშვიდის,სიხარულის ოაზისად.!!!
Thursday, June 16, 2016
სხეულები
ადამიანი შედგება სულისა და სხეულისგან. სული — უმაღლესი საწყისი, სხეულს გადასცემს სასიცოცხლო მუხტს, სხეული კი სულს გამოვლინების, თვითრეალიზაციისა და ზრდის საშუალებას აძლევს. ადამიანის სხეულს გარს აკრავს ელექტრო-მაგნიტური ველი, რომელიც აურის სახელით არის ცნობილი. თუმცა ეს არ არის უბრალო ენერგეტიკული გარსი. ის თავის მხრივ, იყოფა განსაკუთრებულ ენერგეტიკულ შრეებად. სხვაგვარად, ამ შრეებს სხეულებსაც უწოდებენ. ფიზიკური სხეულის ჩათვლით ადამიანს აქვს 7 (1 ფიზიკური და 6 ნატიფი) სხეული. ესენია:
ფიზიკური სხეული;ეთერული სხეული; ასტრალური სხეული;მენტალური სხეული; კაუზალური სხეული; ზეციური სხეული (ბუდჰა); ღვთიური სხეული (ატმანური).
ფიზიკური სხეული
ადამიანში ფიზიკური სხეული ყველაზე დაბალვიბრაციულია და ძირითადად. მატერიალური სამყაროს ელემენტებისგან შედგება.
განვიხილოთ ნატიფი სხეულები: ეთერული სხეული ეთერული სხეული ადამიანის ბიოველია. ხშირად მას აურად მოიხსენებენ. ის ფიზიკური სხეულის ზუსტ ასლს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, დაავადებები პირველად მასზე აისახება, სანამ ფიზიკურ სხეულში ვლინდება. ეთერული სხეული პასუხისმგებელია ადამიანის სტრუქტურის შენარჩუნებასა და მისთვის საჭირო სასიცოცხლო ენერგიის მიწოდებაზე. ფიზიკურ სხეულზე მისი გარშემოწერილობა დაახლოებით 5 მმ-დან 5სმ-დე მერყეობს.
ასტრალური სხეული ეს ყველაზე ნათელი და ინფორმაციული სხეულია.განაგებს ადამიანის ემოციონალურ მხარეს. ასტრალური სხეული ასევე პასუხისმგებელია ადამიანებს და სამყაროს შორის ენერგიების გაცვლაზე. მისი საშუალებით ადამიანი ამყარებს კავშირს სოციალურ და რელიგიურ ენერგო-ინფორმაციულ სტრუქტურებთან (ეგრეგორებთან). ფორმით არ ჰგავს ფიზიკურ სხეულს, უფრო გამჭირვალეა და მოგვაგონებს ღრუბლისებრ მასას. მისი ფერი და ზომა დამოკ იდებულია ადამიანის ჯამრთელობაზე, ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ასტრალურ სხეულში ყველაზე ნათლად ჩანს ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ ადამიანი რაც უფრო პოზიტიური და ჯანმრთელია, მით დიდია მისი ასტრალური სხეული. თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს უკვე იმის საშუალებას იძლევა, რომ ასტრალურ სხეულს სურათიც გადავუღოთ.
მენტალური სხეული : მენტალური სხეული ადამიანის რაციონალური ნაწილია. მასში შედის ცოდნა, ლოგიკა და აზრები. ის შედგება უფრო ნატიფი ნივთიერებებისგან და სცდება ემოციონალური სხეულის ფარგლებს. უკავშირდება მენტალობასა და აზროვნებას. მენტალურ სხეულს მკვეთრად მანათობელი ყვითელი ფერის სხივები დაჰყვება. ის სათავეს იღებს თავისა და მხრების მიდამოდან, შემდეგ კი მთელ სხეულზე ვრცელდება. კაუზალური სხეული ეს სულის სხეულია. თუ ყოველი მომდევნო ინკარნაციისას ფიზიკური და მასთან ერთად უფრო დაბალი დონის ნატიფი სხეულები (ასტრალური, მენტალური და ა.შ.). თავიდან იქმნებიან, კაუზალური სხეული სულს თან დაჰყვება და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის ადამიანის ალტერ ეგო, სულიერი ძიება და განვითარება.ადამიანის ბიოველში ის ჩანს თავის არეში გამჭვირვალე, ოქროსფერი არწივის ფორმის ენერგიის სახით. ადამიანი რაც უფრო სულიერად განვითარებულია, კაუზალური სხეული აურაში მით უფრო გამოკვეთილია. ზეციური (ბუდჰა) სხეული სანსკრიტულად ბუდჰა ნიშნავს უმაღლეს გონს. ის აჯამებს სულის მრავალმხრივ გამოცდილებას. ზეციური სხეული მოიცავს ჩვენს ინტუიციას, რადგან მისი გავლით მოგვეწოდება ინფორმაცია, გვინათდება გონება და ვიღებთ კითხვებზე სწორ პასუხებს. ეს სხეულის ის დონეა, რისი საშუალებით განვიცდით სულიერ ექსტაზს, გამოწვეულს მედიტაციითა თუ სხვა სულიერი პრაქტიკით. როდესაც ადამიანი ამ მდგომარეობაში შედის, აცნობიერებს კავშირს მთელ სამყაროსთან, ყველაფერში ხედავს სინათლესა და სიყვარულს. ასევე გრძნობს, რომ თავადაც ამ სინათლისგან შედგება.
ღვთიური (ატმანური) სხეული ეს არის ღვთიური სინათლე, რომელიც ადამიანშია. ამ სხეულში ინახება ინფორმაცია ადამიანის დანიშნულების შესახებ — იმ გამოცდილებაზე, რაც ცხოვრებაში უნდა შეიძინოს. ატმანური სხეულის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის სულიერ ზრდაზე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
როგორი ღრმა თემაა.
ReplyDelete