Sunday, June 19, 2016

პარაცელსი

პარაცელსი (1493 - 1541) შვეიცარიელი ექიმი, ფარმაცევტი, ფილოსოფოსი,
ბუნებისმეტყველი, ალქიმიკოსი და ასტროლოგი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ფილიპ აურეოლ ტეოფრასტ ბომბასტ გოგენგეიმი. სწავლობდა ბაზელის უნივერსიტეტში, შემდეგ ვიუცბურგში აბატ ტრიტგეიმთან. მოგზაურობდა ევროპაში, აზიაში, აფრიკაში (დაუმტკიცებელი ვერსიით იყო ტიბეტშიც), გაეცნო არაბულ მედიცინას. 1525 წელს დაბრუნდა შვეიცარიაში და გახდა ექიმი-პრაქტიკოსი. უბოძეს პროფესორის წოდება და მიიღო ადგილი ბაზელის უნივერსიტეტში. მან აიღო სახელი «პარაცელსი» (‘ცელსის საწინააღმდეგო»; ცელსი — ანტიკური რომის ექიმი). შესწავლის შემდეგ დაწვა ანტიკური ავტორთა ნაშრომები (ჰიპოკრატე, ცელსი, გალენი და ა. შ). წერდა როგორც ლათინურად, ისე გერმანულად. იდევნებოდა ეკლესიის წარმომადგენალთა მხრიდან, რადგან მკურნალობისას უხვად იყენებდა მაგიურ ელემენტებს. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომი «ორაკული» (საკუთარ წინასწარმეტყველებების წიგნს ამ სახელწოდებას მრავალი ადამიანი არქმევდა). საფრანგეთში დაეცემა ვალუების დინასტია და ხელისუფლებაში მოვა ბურბონების დინასტია, თუმცა, ორასი წლის შემდეგ ისიც განადგურდება (საკმაოდ ზუსტი წინასწარმეტყველებაა — ჰენრიხ IV ნავარიელი, რომელმაც ბურბონების დინასტიას საფუძველი დაუდო, საფრანგეთის ტახტზე 1589 წელს ავიდა, ხოლოორასი წლის შემდეგ 1789 წელს კი საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო და ლუი XVI-ს თავი მოკვეთეს). ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოპში ქვეყნის მართვის ფორმა — დემოკრატიული და რესპუბლიკური იქნება. ეს ორი ძალა ოკეანის გაღმა ქვეყანაშიც იქნება (ზუსტი წინასწარმეტყველებაა — «ოკეანის გაღმა ქვეყანა» კი აშშ არის, სადაც ძირითადად ორი პარტია დომინირებს — რესპუბლიკული და დემოკრატიული).საფრანგეთის სათავეში მოვა პატარა ტანის დიქტატორი, სახელად ნაპოლეონი (უცნობია პარაცელსი წინასწარმეტყველების რა ხერხს იყენებდა, მაგრამ სახელების წინასწარმეტყველებისას არასდროს ცდებოდა, ის ამ მხრივ ნოსტრადამუსაც კი «უსწრებს»). ოკეანის გაღმა ქვეყანა გაძლიერდება, ის მსოფლიოს საკუთარ ნებას მოახვევს და ევროპას დააჩოქებს. მისი სიძლიერე მისი დაბადების კოდში იქნება ჩადებული (საუბარია ამერიკის აღორძინებაზე და მსოფლიო ჰეგემონიაზე. რაც შეეხება «დაბადების კოდს» — ცნობილია, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე საგულდაგულოდ შეარჩიეს ასტროლოგებმა, თითქმის ყველა სახელმწიფო კოდი ხუთიანზე «დასვეს». იგივე აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობა პენტაგონი, იგივე პენტაგრამაა და ის სწორედ ხუთკუთხედზეა აშენებული). მსოფლიო გაიყოფა სამ ბანაკად. სამივე ბანაკი ერთმანეთის ფარული მტერი იქნება, თუმცა, აქედან მხოლოდ ორი დარჩება — ერთი მთლიანად განადგურდება, მეორე ნაწილობრივ (თუ
დღევანდელ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ განლაგებას გადავხედავთ, ამ წინასწარმეტყველების არსს ჩავწვდებით — სამი ბანაკი ეს აშშ, რუსეთი და ჩინეთია. თუმცა, ძნელია ივარაუდო რომელი განადგურდება და რომელი დარჩება. ჩინეთის აღორძინებასა და მსოფლიო ჰეგემონიაზე არა მარტო საერო წინასწარმეტყველები წერენ, არამედ ბიბლიური წინასწარმეტყველებიც. იგივე იოანეს «გამოცხადება»-ში, საუბარია 200 000 000 ჯარისკაცზე, რომელთა ცხენებიც ევფრატის წყალს დალევენ. თუ ამ წინასწარმეტყველებას ისევე მივიღებთ როგორც წერია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ 200 000 000 ჯარისკაციც გამოყვანა მხოლოდ ჩინეთს შეეძლება. თუმცა, შესაძლოა, აქ არც იყოს ნამდვილ ჯარისკაცებზე საუბარი — იგივე მსოფლიოს დიდ ქალაქებში «ჩინური კვარტლების» არსებობა და ჩინელების მასობრივი ემიგრაცია ყველა ქვეყანას სერიოზულ საფრთხე უქმნის. ამ დროისთვის ჩინელებს რუსეთი, კონკრეტულად კი ციმბირი თითქმის მთლიანად «ათვისებული» აქვთ, ანუ ისინი იქ მასობრივად ცხოვრობენ. რაც შეეხება «ერთი ბანაკის» განადგურებას, ეს შესაძლოა, აშშ იყოს, რომელიც ტერორისტების სამიზნე კიდევ აღმოჩნდება — ამაზე ნოსტრადამუსი წერს. ჩინეთი აღორძინდება — «შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი» ქვეყანა დასავლეთს დაიმორჩილებს (ეს ტერმინი მარკო პოლოდან მოდის, რომელმაც ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ამ ქვეყანას «შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი» ქვეყანა უწოდა. თავის მხრივ იტალიელ მოგზაურს ეს ტერმინი სახარებისგან უნდა ჰქონდეს აღებული — იოანეს «გამოცხადება»-ში შვიდი ბეჭდის გახსნაზეა საუბარი. რაც შეეხება ჩინეთის დასავლეთის, ანუ ევროპის დამორჩილებას, ის სავარაუდოდ ამას მომავალში მოახერხებს, თუმცა მის «ხმას» საერთაშორისო ორგანიზაციებში ამჟამადაც დიდი მნიშვნელობა აქვს). XIX საუკუნეში გაიმარჯვებს გერმანული არწივი, რომელიც იმეფებს ევროპაზე, თუმცა გერმანია ვერასოდეს ვერ იქნება თავისუფალი (სხვათა შორის, მსგავსი წინასწარმეტყველება ნოსტრადამუს «ალბერტ დიდსა და რანო ნეროსაც აქვთ. ეს ფრაზა გერმანიის «რკინის» კანცლერს ოტო ბისმარკს ეხება, რომელმა მოინდომა ევროპის დაპყრობა, თუმცა ამას პრუსიის სახელმწიფოს განადგურება მოჰყვა). ჩემი სიკვდილიდან 400 წლის შემდეგ, ევროპაში დაიწყება სისხლისმღვრელი ომი. ეს ომი მიაღწევს ოკეანის ნაპირებამდე და მის გაღმაც გადაინაცვლებს. ეს იქნება საშინელება და ბევრი ადამიანი უკვალოდ გაქრება. ადამიანებს შეარჩევენ გარკვეული ნიშნით, მათ წამებას ბოლო არ ექნება. ეს იქნება მხეცთა ნადიმი (პარაცელსი გარდაიცვალა 1541 წელს, ანუ ეს წინასწარმეტყველება გერმანიასაბჭოთა კავშირის შორის მიმდინარე სამამულო ომს ეხება, რომელიც სწორედ 1941 წელს დაიწყო. რაც შეეხება ადამიანების გარკვეული ნიშნით შერჩევას, ეს უდავოდ ებრაელების განადგურების მცდელობა. ცნობილია, რომ ფაშისტებმა მსოფლიოს მილიონობით ებრაელი აწამეს, დახვრიტეს და გაზით გაგუდეს). ჩემი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ მსოფლიოში «ოქროს საუკუნე» დადგება. ის ორმოცდაათ წელს გაგრძელდება, ეს იქნება სატურნის ორი ციკლი. ამის შემდეგ დედამიწას ახალი ჭირი დაატყდება თავს (თუ პარაცელსის სიკვდილის თარიღს 500 წელს დავუმატებთ, 2041 წელი გამოვა, ანუ «ოქროს საუკუნე» დედამიწაზე 2041 წელს დაიწყება და 2091 წელს დამთავრდება. რაც შეეხება სატურნს — მისი ორი ციკლი ცოტა მეტ ხანს გრძელდება. სატურნი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის ორჯერ გარშემოვლას არა ორმოცდაათ, არამედ ორმოცდაცხრამეტ წელს ანდომდებს). ჩემი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ დედამიწას საშიშროება სამხრეთიდან დაემუქრება. ადამიანები მთებში დასახლდებიან (დაუსრულებელი, თუმცა საშიში წინასწარმეტყველებაა და ამასთან წინა წინასწარმეტყველების ბუნებრივი გაგრძელებაა. «ოქროს საუკუნის» შემდეგ საშიშროება სამხრეთიდან «წამოვა». რა შეიძლება იყოს? თუ ოზონის ხვრელი გადიდდება და ულტრაიისფერი სხივების მაქსიმალური შემოდინება მოხდება, მაშინ ეს კანის კიბოს მასიური დასაწყისი იქნება და რაღა შუაშია ადამიანები მთებში დასახლება. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ყინულების, კონკრეტულად კი ანტარქტიდის დნობა და მსოფლიო ოკეანის დონის მატება, რაც ბევრი ქვეყნისა თუ ქალაქის წყალში ჩაძირვას გამოიწვევს. ამ დროს ბუნებრივია, ადამიანები ზღვის დონიდან უფრო ზემოთ გადასახლდებიან და ზღვის სანაპირო საშიში გახდება). ზორასტრიზმი ერთ-ერთი უძველესი რელიგიაა. იგი წინასწარმეტყველ ზარათუშტრას (ზოროასტრის) სახელს უკავშირდება (ზარათუშტრა რეალურ პიროვნებად მიიჩნევა). ამ რელიგიის გაჩენის თარიღად ძველი წლთაღრიცხვით მეორე ათასწლეულის ბოლო მიიჩნევა. ზოროასტრიზმი არანის მთიანეთის ტერიტორიაზე აღმოცენდა და გავრცელდა წინა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე სამხეთ კავკასიაში. ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვით VII საუკუნემდე (ისლამის გავრცელებამდე). ზოროასტრიზმი იყო ძველი სპარსეთის იმპერიების ძირითადი რელიგია.

რანო ნერო

                                       რანო ნერო (დაახლ. XIV - XV საუკუნე)
ფრანგი ასტროლოგი და წინასწარმეტყველი. მისი ნამდვილი სახელია ფედერიკო მარტელი (რანო ნერო «შავ ობობას» ნიშნავს). ის სხვადასხვა დროს ცხოვრობდა იტალისა (ფლორენციაში) და საფრანგეთში. მან ნოტრადამუსამდე თითქმის ერთი საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა დედამიწის მომავალი. ბოლონიის ერთ-ერთ მონასტერში აღმოჩენილი იქნა ხელნაწერები, რომელთა რადიოიზოტოპურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს ტრაქტატები დაწერილი იყო არა უგვიანეს XVI საუკუნისა. 1981 და 1984 წ.წ. იტალიაში გამოიცა ბ. ბაშერის 800 გვერდიანი წიგნი, რომელიც მთლიანად ნეროს წინასწარმეტყველებებსა და მის კომენტარებს უკავია. მისი ძირითადი ნაშრომს «მუდმივი წიგნი» ჰქვია. მასში თითქმის დეტალურად არის გადმოცემული დედამიწის მომავალი. არის მოსაზრება, რომ ნოსტრადამუსიც იყენებდა მაშინ ჯერ კიდევ უცნობ ნეროს ხელნაწერს. ნაროს წინასწარმეტყველები ყველაზე ზუსტი და მკაფიოა. მაგალითად, ნერო სტალინს მთებიდან მოსულ კაცს უწოდებს, რომელიც პირიდან კვამლს უშვებს (ნეროს დროს ევროპაში თამბაქო ჯერ კიდევ არ არსებობდა). დეტალურად აღწერს ყოფილ რომის პაპ იოანე-პავლე II-ზე თავდასხმის დეტალებს. ის რომის პაპს «ორ მოციქულს» უწოდებს (მართლაც, პაპს ორი მოციქულის სახელი ერქვა — იოანე და პავლე). ნოსტრადამუსისგან განსხვავებით ნერო დედამიწის მომავალის ორ გზას «ხედავს» — როგორც კოსმიურ კატასტროფას, ისე «ოქროს საუკუნეს», ეს იმ
შემთხვევაში, თუ ადამიანები ისწავლიან საკუთარ თავში «ბოროტების ბუზის» დაჭერას (აქედან მოდის ნეროს ფსევდონიმი — «შავი ობობა», რომელიც ბოროტების ბუზს იჭერს).იქნება მუდმივი ბრძოლა სამ დიდ რელიგიას შორის — ეს იქნება ქრისტეს რელიგია, მწვანე რელიგია და მზის რელიგია (მწვანე მთვარის ფერად ითვლება, მთვარე კი ისლამის სიმბოლოა, რაც შეეხება მზის რელიგიას, ის ზოროასტრიზმია, რომელიც სავარაუდოდ XXI საუკუნეში ისევ აღორძინდება). ქრისტეს რელიგია ყველა დროს გაუძლებს, თუმცა, დადგება ხანი, როდესაც ქრისტიანები გამოქვაბულებში იცხოვრებენ (ამ წინასწარმეტყველებას თარიღი არ ახლავს, ამიტომ, ძნელია ივარაუდო, როდის გაუჭირდება ქრისტიანობას).მწვანე რელიგიას კეთილი ანგელოზი არ ჰყავს, ამიტომ, ის ნელ-ნელა დაიკარგება (აღსანიშნავია, რომ ისლამის გაქრობას ალბერტ დიდი და ნოსტრადამუსიც გვამცნობენ).XXI საუკუნეში მზისა და ცეცხლის რელიგია უმაღლეს დიდებას მიაღწევს, ის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში — ჰიპებორეაში ახალ ხარისხში გამოავლინდება. მისი ადგილი იქნება ერის მწვანე კუნძულზე(?) მთავარ ტაძარში (სავარაუდოდ ეს წინასწარმეტყველება რუსეთსა და ზოროასტრიზმის შესაძლო აყვავებას ეხება, თუმცა, რამდენად ახდება ეს ყოველივე, მომავალი გვიჩვენებს). XX საუკუნის დასასრულს ბევრი «თეთრი ადამიანი» ილოცებს სატანის სახელზე. ის დაიწყება «ახალ მიწაზე» 1925 წელს და შემდგომ გავრცელდება ტარტარიაში. სატანის რელიგიას დაამარცხებს მზის რელიგია (მართლაც პირველი სატანისტური ტაძარი აშშ-ში გაჩნდა. ნერო ტარტარიას რუსეთს უწოდებს, მართლაც დღესდღეობით რუსეთში უამრავი სატანისტური სექტა, ოკულტური მიმდინარეობა და მაგიური სკოლებია. ამ წინასწარმეტყველებაში მზის რელიგია თუ ზოროასტრიზმია, მაშინ ის სატანიზმს დაამარცხებს).სატანის რელიგია ბევრი ხალხის დამონებას მოახერხებს, ის დაეუფლება არა, არა მარტო ადამიანების სხეულს, არამედ სულსაც(!!!). 1981 წელს გამოჩნდება ახალი, საშინელი ავადმყოფობა, რომელიც უამრავს ადამიანს შეიწირავს (ეს წინასწარმეტყველება ეხება შიდს-ს, რომელიც სწორედ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში გამოჩნდა).მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპაში გამოჩნდება «შავი ავადმყოფობა», რომელიც დედამიწის მოსახლეობის მესამედს დაავადმყოფებს. მსგავსი ავადმყოფობა იქნება ხუთი, თუმცა, ერთი მათგანი სიკეთესაც კი მოიტანს (სავარაუდოდ ეს წინასწარმეტყველებაც შიდს-ს, შავი ფერი კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ ის პირველად «შავ კონტინენტზე» — აფრიკაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ხუთს ავადმყოფობას, ალბათ შიდს-ი პირველია, თუ «ქათმის გრიპს» მეორედ ჩავთვლით, მაშინ კიდევ სამს უნდა ველოდოთ).XX საუკუნის 90-იან წლებში გაძლიერდება «სამხრეთის ხალხი». ისინი იქნებიან ძალიან ძლიერები და იქნებიან უამრავნი. ამ ქვეყანაში დამყარდება დიქტატურა და შეძლებს მსოფლიოს «შესრუტვას» (ნერო ალბათ ჩინეთზე საუბრობს, თუმცა, ჩინეთი უფრო აღმოსავლეთია, ვიდრე სამხრეთი. «შესრუტვაში» კი ალბათ «ჩინური კვარტლები» იგულისხმება, რომლებიც მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქშია).დედამიწაზე შემცირდება მოსახლეობა. ძალიან შემცირდება საფრანგეთისა და ესპანეთის მოსახლეობა. გაქრება ტარქია და სკანდინავია, ტარტარია არ გაქრება (ტარქია ეს თურქეთია. სხვათა შორის თურქეთის პრობლემებზე სხვა წინასწარმეტყველებიც საუბრობენ. სკანდინავიას რა საშიშროება დაემუქრება ნერო ამის შესახებ არაფერს ამბობს. ტარტარია კი რუსეთია, ალბათ რუსეთის გეოპოლიტიკური რეორგანიზაცია მოხდება).ზეცაზე იქნება ორი მზე და ორი მთვარე და აღარ იქნება ღამე. ეს იქნება ჯოჯოხეთი. დედამიწაზე შეუძლებელი იქნება ცხოვრება, მხოლოდ მთებში, ჰაერში და მიწისქვეშ იქნება შესაძლებელი სიცოცხლე. ააშენებენ რვა მიწისქვეშა ქალაქს. ბევრი ადამიანი დაბრმავდება ორი მზის შუქის გამო (ფრიად საშიში და მოულოდნელი წინასწარმეტყველებაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შორეული პერსპექტივაა. სხვათა შორის «ხელოვნურ მზეზე» ნოსტრადამუსიც საუბრობს, ოღონდ ის მიუთითებს დროზეც, ეს 2400 წლის შემდეგ არის მოსალოდნელი).როდესაც ადამიანები ცაზე დაინახავენ ორ მზესა და ორ მთვარეს, მაშინ დაიბადება ანტიქრისტე — ეს იქნება სატანა, რომელიც იჯდება სამთავიან ცხენზე (უნდა აღინიშნოს, რომ ზეადამიანების დაბადებისას უცნაურ ასტრონომიულ მოვლენებს ხშირად აქვს ადგილი. იგივე ძველსპარსულ რელიგიური ტრაქტატი «ავესტა» მოგვითხრობს, როდესაც დიადი მესია თაუმინი (მეორე ვერსიით ზარათუშტრა) იშვა, ცაზე ორი მზე იყო. ქართული მითოლოგიის თანახმად ორი მზე ანათებდა ხოგაის მინდიას დაბადების დროსაც. გავიხსენოთ «აღმოსავლეთის ვარსკვლავის» ნათება ქრისტე დაბადების მომენტში. ასე რომ, ანტიქრისტე არ იქნება ჩვეულებრივი ადამიანი და სრულიად შესაძლებელია მსგავსი მოვლენა მისი დაბადების დროსაც დაფიქირდეს).ჩრდილოეთით და სამხრეთით დადნება თოვლი და ყინული — იქ ყვავილები აყვავდებიან (ამ დროს ალბათ შეიცვლება პოლუსების მდებარეობა; ეს ნაწილობრივ უკავშირდება წინა წინასწარმეტყველებასაც, რადგან თუ ცაზე ორი მზე იქნება, სწორედ მაშინ არის მოსალოდნელია პოლუსების შეცვლა და ამ ადგილებში ტემპერატურის აწევა).წყალი წალეკავს ხმელეთის ნახევარს. ბევრი ქალაქი წყლის ქვეშ აღმოჩნდება (ალბათ ეს წინასწარმეტყველებაც წინა ორის გაგრძელებაა, იქიდან გამომდინარე პოლუსების შეცვლა გამოიწვევს მძლავრ სეისმოლოგიურ აქტიურობას, რაც ცხადია გააჩენს წარღვნის საშიშროებას).აღიმართება უზარმაზარი ტაძრები კონუსის ფორმის. ზოგი ტაძარი იქნება ცხოველის მსგავსი და ტაძრის დიდი რქა ზეცისკენ იქნება აშვერილი (ეს შესაძლოა, ახალი რელიგიის დაარსებაა, მეორე ვარიანტით კი ეს ტაძრები შესაძლოა, იყოს ობსერვატორიები, რქა კი ტელესკოპი).ადამიანები კანზე ლაქები გაუჩნდებათ, ეს იქნება მზის შუქის გამო გაჩენილი ავადმყოფობა (მოსალოდნელია ეს იყოს კანის კიბო, რომელსაც ულტრაიისფერი სხივები იწვევენ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუკი «ოზონის ხვრელის» გაფართოვება გაგრძელდება).

Thursday, June 16, 2016

სხეულები

       
ადამიანი შედგება სულისა და სხეულისგან. სული — უმაღლესი საწყისი, სხეულს გადასცემს სასიცოცხლო მუხტს, სხეული კი სულს გამოვლინების, თვითრეალიზაციისა და ზრდის საშუალებას აძლევს. ადამიანის სხეულს გარს აკრავს ელექტრო-მაგნიტური ველი, რომელიც აურის სახელით არის ცნობილი. თუმცა ეს არ არის უბრალო ენერგეტიკული გარსი. ის თავის მხრივ, იყოფა განსაკუთრებულ ენერგეტიკულ შრეებად. სხვაგვარად, ამ შრეებს სხეულებსაც უწოდებენ. ფიზიკური სხეულის ჩათვლით ადამიანს აქვს 7 (1 ფიზიკური და 6 ნატიფი) სხეული. ესენია: 
ფიზიკური სხეული;ეთერული სხეული; ასტრალური სხეული;მენტალური სხეული; კაუზალური სხეული; ზეციური სხეული (ბუდჰა); ღვთიური სხეული (ატმანური).

ფიზიკური სხეული 

ადამიანში ფიზიკური სხეული ყველაზე დაბალვიბრაციულია და ძირითადად. მატერიალური სამყაროს ელემენტებისგან შედგება. 

განვიხილოთ ნატიფი სხეულები: ეთერული სხეული ეთერული სხეული ადამიანის ბიოველია. ხშირად მას აურად მოიხსენებენ. ის ფიზიკური სხეულის ზუსტ ასლს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, დაავადებები პირველად მასზე აისახება, სანამ ფიზიკურ სხეულში ვლინდება. ეთერული სხეული პასუხისმგებელია ადამიანის სტრუქტურის შენარჩუნებასა და მისთვის საჭირო სასიცოცხლო ენერგიის მიწოდებაზე. ფიზიკურ სხეულზე მისი გარშემოწერილობა დაახლოებით 5 მმ-დან 5სმ-დე მერყეობს. 

ასტრალური სხეული ეს ყველაზე ნათელი და ინფორმაციული სხეულია.განაგებს ადამიანის ემოციონალურ მხარეს. ასტრალური სხეული ასევე პასუხისმგებელია ადამიანებს და სამყაროს შორის ენერგიების გაცვლაზე. მისი საშუალებით ადამიანი ამყარებს კავშირს სოციალურ და რელიგიურ ენერგო-ინფორმაციულ სტრუქტურებთან (ეგრეგორებთან). ფორმით არ ჰგავს ფიზიკურ სხეულს, უფრო გამჭირვალეა და მოგვაგონებს ღრუბლისებრ მასას. მისი ფერი და ზომა დამოკ იდებულია ადამიანის ჯამრთელობაზე, ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ასტრალურ სხეულში ყველაზე ნათლად ჩანს ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ ადამიანი რაც უფრო პოზიტიური და ჯანმრთელია, მით დიდია მისი ასტრალური სხეული. თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს უკვე იმის საშუალებას იძლევა, რომ ასტრალურ სხეულს სურათიც გადავუღოთ. 

მენტალური სხეული : მენტალური სხეული ადამიანის რაციონალური ნაწილია. მასში შედის ცოდნა, ლოგიკა და აზრები. ის შედგება უფრო ნატიფი ნივთიერებებისგან და სცდება ემოციონალური სხეულის ფარგლებს. უკავშირდება მენტალობასა და აზროვნებას. მენტალურ სხეულს მკვეთრად მანათობელი ყვითელი ფერის სხივები დაჰყვება. ის სათავეს იღებს თავისა და მხრების მიდამოდან, შემდეგ კი მთელ სხეულზე ვრცელდება. კაუზალური სხეული ეს სულის სხეულია. თუ ყოველი მომდევნო ინკარნაციისას ფიზიკური და მასთან ერთად უფრო დაბალი დონის ნატიფი სხეულები (ასტრალური, მენტალური და ა.შ.). თავიდან იქმნებიან, კაუზალური სხეული სულს თან დაჰყვება და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის ადამიანის ალტერ ეგო, სულიერი ძიება და განვითარება.ადამიანის ბიოველში ის ჩანს თავის არეში გამჭვირვალე, ოქროსფერი არწივის ფორმის ენერგიის სახით. ადამიანი რაც უფრო სულიერად განვითარებულია, კაუზალური სხეული აურაში მით უფრო გამოკვეთილია. ზეციური (ბუდჰა) სხეული სანსკრიტულად ბუდჰა ნიშნავს უმაღლეს გონს. ის აჯამებს სულის მრავალმხრივ გამოცდილებას. ზეციური სხეული მოიცავს ჩვენს ინტუიციას, რადგან მისი გავლით მოგვეწოდება ინფორმაცია, გვინათდება გონება და ვიღებთ კითხვებზე სწორ პასუხებს. ეს სხეულის ის დონეა, რისი საშუალებით განვიცდით სულიერ ექსტაზს, გამოწვეულს მედიტაციითა თუ სხვა სულიერი პრაქტიკით. როდესაც ადამიანი ამ მდგომარეობაში შედის, აცნობიერებს კავშირს მთელ სამყაროსთან, ყველაფერში ხედავს სინათლესა და სიყვარულს. ასევე გრძნობს, რომ თავადაც ამ სინათლისგან შედგება. 

ღვთიური (ატმანური) სხეული ეს არის ღვთიური სინათლე, რომელიც ადამიანშია. ამ სხეულში ინახება ინფორმაცია ადამიანის დანიშნულების შესახებ — იმ გამოცდილებაზე, რაც ცხოვრებაში უნდა შეიძინოს. ატმანური სხეულის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის სულიერ ზრდაზე.

ამაზრზენი მსხვერპლშეწირვა!!!

     
ჰინდუს რელიგიურ დღესასწაულზე დასასწრებად, რომელიც ნეპალში 5 წელიწადში ერთხელ, ძალიან მასშტაბურად აღინიშნება, 2 მილიონამდე მომლოცველი ჩადის. მათ თან მიჰყავთ მსხვერპლშეწირვისთვის გამზადებული საკლავი - ათასობით კამეჩი, ცხვარი, ღორი, შინაური ფრინველი და ვირთხებიც კი და სწამთ, რომ ამ სისხლისმღვრელი ტრადიციით ძალაუფლების ქალღმერთ გადჰიმაის კეთილგანწყობას დაიმსახურებენ.წლევანდელ დღესასწაულზე, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო, მხოლოდ პირველ დღეს, 5000-ზე მეტი კამეჩი და ათასობით სხვა შინაური ცხოველი დაკლეს. ყველაზე სისხლიანი, 2009 წელს გამართული მსხვერპლშეწირვა გამოდგა, რომელზეც "მორწმუნეებმა" 300 000 ცხოველი დაკლეს.24 ნოემბერს სტარტი მიეცა ნეპალისთვის ტრადიციულ რელიგიურ ფესტივალს, რომელიც ტარდება ღმერთქალ გადჰიმაის პატივსაცემად. ფესტივალი ეძღვნება ძალაუფლების, წარმატებისა და ბედ-იღბლის ღმერთქალს. მსგავსი ფესტივალები ტარდება ხუთ წელიწადში ერთხელ. ეს ფესტივალი გახლავთ უმეცრებისა და მთვლემარობის აპოთეოზი, რადგან მას თან სდევს მსხვერპლშეწირვანი და მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტი პირუტყვი იქნება შეწირული, მით უფრო ბედნიერი იქნება ღმერთქალი. ეს იყო ნეპალის ისტორიაში უმსხვილესი ფესტივალი. მსხვერპლად შეწირულ იქნა 15 000 ხარი, 300 000 ქათამი, ცხვარი და თხა. ამ სანახაობით «დასატკბობად» ჩამოვიდა 2 მილიონამდე ადამიანი. როგორ ფიქრობთ, რამდენი ტკივილი და ნეგატივი იქნებოდა გამოტყორცნილი ნოოსფეროში, ერთ ადგილას, რამოდენიმე დღის განმავლობაში? როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა ბუნებას ამ სისასტიკეზე?

ბრაჰმანიზმი

                                                              ძველი ბრაჰმანიზმი


ინდური რელიგიის ისტორიის შემდგომი პერიოდი ძველ ბრაჰმანიზმად იწოდება. ეს პერიოდი ხასიათდება კულის გართულებით, რამაც, ერთის მხრივ გამოიწვია დიდი რელიგიური ლიტერატურისა და რიტუალურ საღვთისმსახურებო სახელმძღვანელოთა და, მეორეს მხრივ, კასტების, ანუ პროფესიონალ მოგვ-ბრაჰმანთა გამოჩენა. ეს არის ვედურიდან აბუდისტურ ხანაში გარდამავალი პერიოდი. რელიგიური აზრი უკვე ამჟღავნებს ინდრას ვარუნაზე გამარჯვების პირველ სედეგებს და ამზადებს იმ ატმოსფეროს, რომელშიც ჩაისახა ბუდიზმი. მას შემდეგ, რაც რელიგიური ცნობიერებიდან განიდევნა ერთადერთი ღმერთი-შემოქმედი, ყოვლისმპყრობელი და ამასთანავე ღვთაებრივი პრედიკატის ღირსი ერთადერთი სახე, რომელიც თავის მხრივ მორალურ კანონებზე წარმოდგენებთან იყო დაკავშირებული, ინდუსის თვალში, სამყაროს სურათი რადიკალურად უნდა შეცვლილიყო. არავითარი ზნეობრივი ღირებულებანი, არავითარი გონიერება, სამყაროში მხოლოდ ფიზიკური ძალა და ჯადოქრობა მეფობს. საკულტო რიტუალის ყოველი ნიუანსის დაცვით მოგვს ან ქურუმს შეუძლია მოთაფლოს ერთი ან რამდენიმე ე. წ. «ღმერთი» და აიძულოს, მისი ინტერესების შესაბამისად, აღასრულოს ესა თუ ის სასწაული. ან გამოიწვიოს მისთვის სასურველი ესა თუ ის მოვლენა. აქედან მომდინარეობს ის უპირველესი მნიშვნელობა, რაც ამ პერიოდში ენიჭება ქურუმთა ხელოვნებას, სარიტუალო და საღვთო ლიტერატურის ცოდნას. თუკი «ღმერთები» ზნეობრივად არაფრით განსხვავდებიან და არც არაფრით აღემატებიან ადამიანებს, და მაინც სამყაროს შემოქმედნი არიან, მაშინ ნათელია, რომ ყოველივე, რასაც ისინი აღასრულებენ, ხელმისაწვდომი და შესაძლებელია ადამიანებისთვისაც, თუკი ისინი შესძლებენ იმავე მაგიურ ძლიერებას მიაღწიონ, რასაც «ღმერთები» ფლობდნენ. უბრალო ადამიანი სასურველი სასწაულის მისაღწევად მოგვთან დადის, უხდის მას გარკვეულ საფასურს, ხოლო ეს უკანასკნელი მსხვერპლშეწირვის საფასურად ქრთამავს, ანუ მოისყიდის «ღმერთს» და ავალებს შეკვეთის შესრულებას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსხვერპლშეწირვას ძალუძს სასწაულების მოხდენა. თუკი მსხვერპლშეწირვას ასეთი მნიშვნელობა მიენიჭა, ადვილი წარმოსადგენია, რა როლი უნდა მინიჭებოდა იმ რიტუალებს, რომლებიც წინ უსწრებდა მას. ანუ მარხვას, გონებრივი და ფიზიკური ძალების კონცენტრირებას, სითბოს დაგროვების, ანუ «გახურების» რიტუალებს. ისინი დამოუკიდებელ და თავისთავად მაგიურ ქმედებებად წარმოგვიდგებიან. აქედან, თუკი «ღმერთი», რომელსაც მსხვერპლს სწირავს ადამიანი, ზნეობრივად არაფრით განსხვავდება მისგან და იმავე მეთოდით აღწევს სასწაულებს, რითაც ადამიანი ახერხებს ამას მისივე მეშვეობით, თვით ღმერთებიც მოგვებად წარმოგვიდგებიან, რომლებიც გამუდმებით აწარმოებენ ვარჯიშებს, რომლებიც წარმატებული მსხვერპლშეწირვისთვის არის საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ ძალუძთ სასწაულის მოხდენა. ღმერთების მაგიური ძალა (prabhava) სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ მოსამზადებლად ასკეზის უფრო დიდი რაოდენობით ენერგია დააგროვეს, ვიდრე ნირმალურმა მოგვებმა. რაკი ეს საიდუმლო ნაპოვნია, ადამიანი უცებ იღებს ახალ დავალებას: დააგროვოს მოსამზადებელი ასკეზის ენერგია იმ რაოდენობით, რათა მან სასწაულთა ქმნა შეძლოს უშუალოდ, «ღმერთების» დახმარების გარეშე და გაუტოლდეს ღმერთებს. ცალკეული ადამიანები უდიდესი ენთუზიაზმით შეუდგებიან ხოლმე ამგვარი მიზნის აღსრულებას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ინდური რელიგიური ცნობიერებიდან ინდრას მიერ ვარუნას გამოდევნის ლოგიკურ შედეგებს. თუკი ვედური პერიოდის დასაწყისში ადამიანი მიზნად ისახავდა და თავს ავალდებულებდა ვარუნას გზებით ევლო და მისი მოთხოვნები შეესრულებინა, ვარუნას დამხობის შემდგომ ადამიანის მიზანი მაგიური ძლიერების დაგროვება გახდა, რითაც ღმერთებთან გატოლებას შეეცადა. ადამიანმა ყოველგვარი ზნეობრივი პასუხისმგებლობისა და შემოქმედყოვლისმპყრობელი ღმერთისადმი მორჩილების გარეშე მოინდომა გაღმერთება. ძველი ბრაჰმანიზმის მითები სავსეა იმ სახელგანთქმულ ასკეტთა ცხოვრების აღწერით, რომელნიც გაბედულად შეუდგნენ მაგიური ძლიერების მოპოვების ამ გზას. თავის მხრივ, «ღმერთები»
გამუდმებულ შიშში ცხოვრობენ და თვალ-ყურს ადევნებენ მოკვდავთ, რათა ვერავინ დააგროვოს ასკეტური ენერგიის ის რაოდენობა, რაიც საკმარისი იქნებოდა ღვთაებრივის ტოლფასი მაგიური ძალის მისაღებად. როგორც კი «ღმერთები» შეიტყობენ, რომ ამა თუ იმ ტყეში ცხოვრობს და ასკეტურ ენერგიას აგროვებს რომელიმე «muni», ისინი იმწუთასვე ცდილობენ ხელი შეუშალონ მას. ამ საქმეში მათ ხშირად ეხმარება მზეთუნახავი (asparas), რომელსაც მიუგზავნიან ხოლმე ამ ადამიანს, რათა ყურადღება დაუფანტონ. ამაყ «მუნისა» და «ღმერთებს» შორის იწყება პაექრობა. ხშირად «მუნი» ჭრილობებსა და მთელ რიგ დაზიანებებსაც კი აყენებს «ღმერთებს». ამგვარი მითები ძლიერ დამახასიათებელია ძველი ბრაჰმანიზმისთვის. აქ ღმერთები და ადამიანები ერთმანეთის მოპაექრეები არიან, რამაც რელიგიური ცნობიერება «ღმერთების» უძლეველობის დაკნინებამდე და დამცირებამდე მიიყვანა. ამის გამო რელიგია უკვე აღარ არის რელიგია და, გასაგებია, რომ რელიგიური აზროვნება აქ ვერ შეჩერდებოდა. ამასთანავე, წარმოდგენა სამყაროზე, როგორც თვითნება და ახირებულ ჯადოქართა ბრძოლის ველზე, ნამდვილად ეწინააღმდეგება ბუნებრივ მოვლენათა ფაქტობრივ სინამდვილეს, სამყაროს საერთო წყობას. ეს ფაქტი კი სამყაროს წყობის (არსებობის) რაღაც სხვა, ღვთაებრივი სუბსტრატის არსებობას ვარაუდობს და ძველი ბრაჰმანიზმი მის პოვნას ბრაჰმის იდეაში აპირებდა. სიტყვა brahman საკუთრივ ღვთისმსახურებას ნიშნავს. თუ ვედისტურ ეპოქაში ღვთისმსახურება განიღმრთობოდა და ხან «ღმერთი» brahspati-ს ხან კიდევ brahmanspati-ს სახეს ღებულობდა და ღვთაებრივი მოგვის როლს თამაშობდა, ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქაში, როდესაც მსხვერპლშეწირვამ და მასთან დაკავშირებულმა ასკეტურმა ვარჯიშებმა დამოუკიდებელი კოსმიური სახე მიიღეს და ღმერთებისა და ადამიანებისთვის მაგიური ძლიერების წყაროდ იქცნენ, ბრაჰმის მცნებამ სრულიად ახალი და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ანუ: მაგიური ძლიერების წყაროდან ის ყოფიერების წყაროში ყოფიერების ერთგვარ «რეზერვუარად» გადაიქცა. ანუ სუბსტანციად იქცა, რომელიც ყოფიერების სისრულეს არის დაუფლებული. ბრაჰმა ერწყმის ატმანს (atman), ანუ სამყაროს სულს, ივარაუდება, რომ სამყაროში ყოველივე არსებული აუცილებლად შეიცავს თავის თავში ბრაჰმის იმ ნაწილს, რომლის გარეშე არ არსებობს ყოფიერება. ყოველივე წარმავალია ბრაჰმის გარდა. ყველაფერი ინგრევა (ბრაჰმის «ღამეები») და მერე, შესაძლოა, ისევ შეიქმნას (ბრაჰმის «დღეები») — ბრაჰმა კი რჩება. ამ ეპოქაში ბრაჰმა უმთავრესად რაღაც განყენებული ცნებაა («აბსოლუტური ყოფიერება», «სუბსტანცია») და არა ანთროპომორფული ან, საერთოდ, გონიერი არსება. ბრაჰმის, როგორც ყოველივე არსებულის (მათ შორის ღმერთებისაც) საერთო და, ასე ვთქვათ, პასიური წყაროს იდეა ბრაჰმანიზმის მთავარი, დომინანტური იდეაა. ბრაჰმა წარმოდგება, როგორც აბსოლუტური ღმერთის სუროგატი, სწორედ რომ სუროგატი, რამეთუ რაიმე მორალურ, ზნეობრივ არსს ბრაჰმის იდეა არ შეიცავს. ბრაჰმა, მოცემული იდეის თანახმად, წარმოადგენს «სიცოცხლის საწყისს» და არა ცოცხალ პიროვნებას. ბრაჰმის იდეასთან დაკავშირებულია სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ეპოქისა, — ანუ სწავლება სულთა გადასახლების შესახებ. თუკი, ბრაჰმის იდეის თანახმად, ყოველივე ერთი და იგივე მასალისგან — ბრაჰმის სუბსტანციისგან შეიქმნა, იშლება პრინციპული ზღვარი არა მხოლოდ ღმერთსა და ადამიანს შორის, არამედ ადამიანსა და ცხოველს შორისაც. სულთა გადასახლების საფუძვლები, შესაძლებელია, შორეულ წარსულში ანიმიზმისა და ტოტემიზმის გადმონაშთებში ძევს, მაგრამ ამის შესახებ ვედებში მინიშნებაც კი არ გვხვდება და, როგორც სისტემატური მოძღვრება, პირველად ძველი ბრაჰმანიზმის ხანაში ამ ეპოქის მთავარ და ახალ იდეასთან — ბრაჰმასთან დაკავშირებით შემოდის. ამ იდეის თანახმად, სული არის ბრაჰმის ნაწილი. ის, წყდება რა თავის წყაროს, უერთდება სხეულს, მაგრამ საბოლოოდ მაინც უნდა დაუბრუნდეს ამ თავის პირველწყაროს და ისევ შეერწყას ბრაჰმას, ოღონდ ამისთვის განვითარების რამდენიმე სტადია უნდა გაიაროს და განიწმინდოს მატერიასთან კავშირისგან. ზუსტად არის დადგენილი სულის განვითარების სტადიები. თავიდან ის ცხოვრობს (არსებობს) მატლებში და სხვა მის მსგავს არსებებში, შემდგომ გადასახლდება შედარებით პატივდებულ და ბოლოს დაბალი კასტის ადამიანის სხეულში, მისი სიკვდილის შემდეგ კი ზემდგომი კასტის წარმომადგენლის სხეულში და ა. შ. ასე გრძელდება გადასახლება, ვიდრე სული არ ჩასახლდება უმაღლესი კასტის წარმომადგენლის, ანუ ქურუმის სხეულში. მხოლოდ ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ დგება მატერიისგან «განთავისუფლების» ჯამი და სული თავისი გადასახლების ერთ-ერთ რომელიმე საფეხურზე რაიმე დანაშაულს ჩაიდენს ეს წესი დაირღვევა და ადამიანს უმდაბლეს საფეხურში მოუწევს გადასახლება. რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით უფრო დაბალია საფეხური, რომელშიც გადასახლდება «დასჯილი» სული. ყოველი არსების ეს უნარი, — თავისი საქციელით განსაზღვროს თავისი სულის შემდგომი გზა, კარმად იწოდება. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სწავლება კარმის შესახებ მორალურია და შეიძლება წარმოადგენდეს ერთგვარ სტიმულს სათნო ცხოვრებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქისთვის კარმის იდეა, არც მეტი, არც ნაკლები, ოდენ კასტური წყობილების მისტიკური გამართლებაა. ცოდვები, რომელთა გამოც ადამიანის სული უმაღლესიდან უმდაბლეს არსებამდე (საფეხურამდე) ეშვება, ძირითადად მდგომარეობს რიტუალების დარღვევაში, უფროსის უპატივცემულობაში, სიძუნწეში, განსაკუთრებით მოგვთა მიმართ გამოჩენილ სიძუნწეში და სხვა. უფრო მაღალზნეობრიობის საწინააღმდეგო ხასიათის ცოდვები ასევე კასტური წყობის პოზიციიდან ფასდება. ასე, მაგალითად, უმაღლესი კასტის ადამიანი მკვლელის სული ჯოჯოხეთში მიდის (naraloka), საიდანაც მას კასტურ საფეხურებზე აღმასვლა უკვე თავიდან, მატლებიდან უწევს. თუ იმასაც მივუმატებთ, რომ ერთი და იგივე ცოდვისთვის უმაღლესი კასტის წარმომადგენელი უფრო მსუბუქად ისჯება (შედარებით უფრო დაბალი, მსუბუქი გადასახლება), ვიდრე დაბალის კასტისა, მაშინ ცხადი ხდება, რომ მორალზე, ამ სიტყვის ჩვენებური გაგებით, ლაპარაკიც კი ზედმეტია. თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ მისი წოდებრივი მდგომარეობა იმ ქმედებათა მექანიკური შედეგია, რაც წინა ცხოვრებაში ჩაუდენია და მის ამჟამინდელ საქციელზე ბევრად იქნება დამოკიდებული მისი მომავალი ცხოვრება და სოციალური მდგომარეობა, რომ ეს ბუნების კანონია და არა ვინმეს მიერ მოგონილი თეორია, მაშინ იგი სოციალური უთანასწორობის არარსებობასაც ირწმუნებს: იქ, სადაც კარმული განვითარების პრინციპებს აღიარებენ, «სოციალური საკითხი» არ დგას. * ასეთია ზოგადად ძველი ბრაჰმანიზმის მსოფლმხედველობა. ეს ყველაფერი არის ინდუისტური რელიგიური შეგნებიდან ვარუნას, ამ ერთადერთი შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის, განდევნის შედეგი. აქედანვეა ღმერთების ზნეობრივი დაცემაც და ჭეშმარიტი, ღვთაებრივი ატრიბუტებისგან მათი განძარცვაც, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვა — ადამიანის მისწრაფება მაგიურ ძალასთან მიმართებაში გატოლებოდა ღმერთებს. გაჩნდა სამყაროს ბრმა ბედისწერის იდეა, რომელშიც ღმერთები და ადამიანებიც მონაწილეობენ, და რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ამ ეპოქის რელიგიურ მოღვაწეებს აშინებთ ის ბნელი უფსკრული, რომლის წინაშეც აღმოჩნდა რელიგიური შეგნება. სამყაროს წრებრუნვის უაზრობა თავისი სულთა გადასახლებებით, ბრაჰმის «დღეებით» და «ღამეებით», ამასთანავე ყველა არსებისთვის საბედისწერო აუცილებლობა, რომელსაც ღმერთებიც ექვემდებარებიან, მონაწილეობა მიიღონ ამ წრებრუნვაში აშინებდა და ამავდროულად აღაშფოთებდა ადამიანის ცნობიერებას. ისინი, ვინც მიეჩვია ღმერთებთნა, როგორც თანასწორ არსებებთან ბრძოლას, ინდუსი მოაზროვნეები ამჯერად აუჯანყდნენ თვით სამყაროს აგებულებას, ამ არავისგან დაწესებულ, მაგრამ მაინც აუცილებელ კანონს, რომელიც საშინელი იყო თავისი უცილებლობით და აღმაშფოთებელი უაზრობით. რელიგიურმა აზროვნებამ დაისახა მოეძებნა გამოსავალი ყოფიერების წრებრუნვიდან, ცხადია, საკუთარი ძალებით და ღვთის დახმარების გარეშე, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან ღმერთები თვითონაც ამ წრებრუნვას არიან დაქვემდებარებულნი და არ შეუძლიათ მისგან გათავისუფლება, ბრაჰმა კი (თუ საერთოდ არის შესაძლებელი ღმერთი ვუწოდოთ მას) თვითონაც არის ამ უაზრო წრებრუნვის ერთგვარი გამოხატულება. ყოფიერების წრებრუნვიდან გამოსვლის პრობლემაზე გაძლიერებულად მუშაობს ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქის მიწურულის რელიგიური აზროვნება. ჩნდება რამოდენიმე ფილოსოფიური სისტემა, რომელშიც ამ საკითხს მთავარი ადგილი უჭირავს. უმეტესწილად ხსნას რომელიღაც საიდუმლოს ჭვრეტაში ხედავენ. ხოლო თუ რა უნდა ჭვრიტონ და შეიმეცნონ დამოკიდებულია სისტემის ხასიათიდან. არსებობდა მონისტური და დუალისტური სისტემები. პირველთაგან უმთავრესია «ვედანტას» (Vedanta «ვედების დასრულება») სისტემა, რომლის მიხედვითაც არაფერი არსებობს ერთი, განუყოფელი და უცვალებელი სულიერი სუბსტანციის (Brahman ან Atman) გარდა; ყოველი ადამიანი წარმოადგენს ამ სუბსტანციას, არა სახეცვლილ (რადგან ის უცვალებელია), ან მის ნაწილს (რადგან ის განუყოფელია), არამედ, უბრალოდ, მთლიან სუბსტანციას. სამყაროს მოჩვენებითი მრავალფეროვნება და მთელი კოსმიური წრებრუნვა სულთა გადასახლებებითურთ, განადგურებითა და კვლავშექმნითურთ და ა. შ. არის სიცრუე, ტყუილი (maya), რომელიც გამოწვეულია უცოდინრობით (avidya); როგორც კი ადამიანი შეიმეცნებს თავისი სრულ იდენტურობას აბსოლუტურ სულთან, დაუყოვნებლივ გამოვა ამ წრებრუნვიდან; მისი სხეულის ხილვადობა ჯერ კიდევ შენარჩუნდება გარკვეული დროის განმავლობაში, მეთუნის ჩარხის ტრიალის მსგავსად, რომელმაც ეს ესაა დაასრულა თიხის ჭურჭლის ჩამოსხმა, მაგრამ მის სულს უკვე აღარ გააჩნია ინდივიდუალური არსებობა და სიკვდილის შემდეგ არსად გადასახლდება, არამედ ისე დაიძინებს, რომ არაფერი დაესიზმრება. დუალისტურ სისტემას კი წარმოადგენს ფილოსოფოს კაპილას სისტემა, რომელსაც ეწოდება «სანკხია», და მასთან შერწყმული ფილოსოფოს პატანჯალის სწავლება «იოგა» (თეორიული ნაწილი). ამ სწავლების მიხედვით სიცოცხლე წარმოიშვება ორი სუბსტანციის: სულიერისა (Purusha, Atman) და მატერიალურის (Prakrti), შეერთების შედეგად, რომლებიც სრულიად განსხვავებულნი არიან ერთურთისგან, მაგრამ ვერ შეიმეცნებენ ამ სხვაობას და ერთურთისკენ მიიზიდებიან. საკმარისია ადამიანის სულმა ნათლად შეიგნოს თავისი ბუნების განსხვავებულობა მატერიის ბუნებისგან და ღრმად განიმსჭვალოს ამ შეგნებით, რომ ის მყის გათავისუფლდება სხეულთან კავშირისგან და სიკვდილის შემდეგ დაკარგავს მატერიის მიერ მიზიდვის უნარს (ანუ მატერიის მიზიდულობისგან გათავისუფლდება): ასეთი სული უკვე არსად გადასახლდება, არამედ სიკვდილის შემდეგ სულიერ სუბსტანციაში აითქვიფება. ყოველგვარი ყოფიერება არის ტანჯვა, ამიტომაც, ყოფიერების წრებრუნვიდან გამოსვლა აღნიშნული წესით ყველასთვის რეკომენდირებულია. იოგას სკოლამ შეიმუშავა ფსიქოფიზიკურ ვარჯიშთა მთელი სისტემა, რომელიც ხელს უწყობს სულის სხეულისგან ემანსიპაციას და სულიერ და მატერიალურ სუბსტანციებს შორის განსხვავებათა წვდომას. ნაწილობრივ ეს ვარჯიშები წარმოადგენენ იმ ასკეტურ ქმედებათა შემდგომ სრულყოფას, რომლებიც ადრე სულ სხვა მიზნით აღესრულებოდა. როგორც ამ გადმოცემიდან ჩანს, ხსენებული ფილოსოფიური სისტემები გვერდს უვლიან ღმრთის იდეას, ასევე სიკეთისა და ზნეობრიობის ცნებებს. თუმცა მათი ადეპტები ჯერ კიდევ ვერ ბედავენ აშკარად გაწყვიტონ კავშირი «გაბატონებულ რელიგიასთან». თითოეული ასეთი სისტემა, უკიდურეს შემთხვევაში სიტყვით მაინც, აღიარებს მთელ «წმიდა წერილს», ღებულობს საწესჩვეულებო კანონს და კასტურ წყობილებას. მაგრამ ლოგიკა ითხოვდა ამ ცრურწმენებისგან გათავისუფლებასაც და ეს კავშირი სწორედ ბუდიზმმა გაწყვიტა.

ოკულტიზმი (ნაწილი III)



                                                         პასიური მდგომარეობა






        აქტიური კონცენტრაციასთან ძალიან ახლოს დგას პასიური მდგომარეობა. უკანასკნელი წარმოიშვება მხოლოდ პირველისაგან.ვისაც შეუძლია აზრის კონცენტრაცია, მხოლოდ მას ძალუძს მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რომელიც ყველაზე კარგად დახასიათდებოდა სიტყვა ,,არარსებობა''.ჩვენი გონებრივი სამყარო შეიძლება შევადაროთ ზღვას. როცა აღელვებული ვართ, ჩვენი ფიქრები წააგავს ბობოქარ ზვირთებს, ხოლო თუ მშვიდად ვართ, მაშინ ჩვენი ფიქრები მოძრაობენ ნაზად – მოლივლივე ტალღების დარად.მათი რაოდენობა უთვალავია, მაგრამ სიცოცხლე – ხანმოკლე: ისინი მაშინვე უთმობენ ადგილს ახლად წარმოშობილ ტალღებს, რომლებიც ეწევიან მათ და ქრებიან თავისი მოკლე არსებობის კვალის დაუტოვებლად.პასიური მდგომარეობა საჭიროებს, რომ ჩვენი სულიერი ზღვა იყოს გლუვი, როგორც სარკე. უნდა გაქრეს ყოველი ძლიერი ზვირთი, ყველა უთვალავი პატარა ტალღაც კი უნდა გაიყინოს ისე, თითქოს კარაქისა იყო.უნდა ჩაიხშოს ყველა აზრი და ჩასახვისთანავე უნდა მოხდეს მათი განადგურება. ამაშია პასიური მდგომარეობის აუცილებელი პირობა.ამგვარად, საჭიროა აზროვნების აპარატის სრული განწმენდა. უნდა ვეცადოთ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომლის დროსაც ჩვენი ტვინი დაემგვანება სუფთა, დაუწერელ ქაღალდს, და უნდა შევისწავლოთ ეს მდგომარეობა, რათა შესაძლებლობა გვქონდეს დავეუფლოთ მას რაიმე განსაზღვრული დროის განმავლობაში.ამ მდგომარეობაში უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, თვით საკუთარი არსებობაც კი.როცა გადავლახავთ ყველანაირ მიწიერ მისწრაფებებს, შემოვიზღუდებით ყოველგვარი გარეგანი შთაბეჭდილებებისაგან და გავხდებით უგრძნობნი ჩვენს გარშემო მყოფი და მოქმედი მატერიალური სამყაროს მიმართ, მაშინ უკვე ჩვენი სული გახდება სულიერი სამყაროს უფრო ფაქიზი მოქმედებების ათვისების უნარის მქონე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩვენთვის უკვალოდ ჩაივლიან. ჩვენს სულს, პასიურ მდგომარეობაში უფრო უკეთესად შეუძლია იმოქმედოს სხეულზე.როცა პასიური მდგომარეობიდან გამოვდივართ, ჩვენ ვპოულობთ სუფთა ფურცელს დაწერილს.გვიტაცებს მაღალი, შემოქმედებითი აზრების ნაკადი, აზრებისა, რომელთა წარმოდგენა ჩვეულებრივ ფხიზელ მდგომარეობაში ჩვენთვის შეუძლებელია. ახალი, მოულოდნელი იდეები, გეგმები და პროექტები მომდინარეობენ ჩვენში და გვანცვიფრებენ თავისი ორიგინალობით.პასიური მდგომარეობა ყველასათვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს.ვინც გონებრივ მუშაობას ეწევა, შეუძლია პასიური მდგომარეობისაგან დიდი სარგებლობა მიიღოს. მაგრამ, მხოლოდ მაღალი ზნეობის ადამიანს ძალუძს ეს მდგომარეობა გამოიყენოს ზნეობრივი პროგრესის ყოვლისშემძლე ბერკეტად. ის ამცნობს მის სულს, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს აღშფოთებულ სხეულზე.ეს მდგომარეობა განსაკუთრებით აუცილებელია სხვადასხვა ოკულტური უნარის განვითარებისათვის, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.მაგრამ პასიური მდგომარეობა საშიშროებასაც წარმოადგენს. თუმცა, ერთის მხრივ, ამ მდგომარეობაში ჩვენ ვიმყოფებით ჩვენივე სულის და აგრეთვე კეთილმოსურნე, მეტად სრულქმნილი, ფაქიზი მატერიალური გონიერი არსებების გავლენის ქვეშ, მეორეს მხრივ კი წარმოვადგენთ იარაღს სულმდაბალი, არასრულყოფილი გონიერი არსებების ხელში და ვემორჩილებით ამ უკანასკნელთა ზეგავლენას, რომელიც ჩვენთვის არც თუ ისე უსაფრთხოა.ამ უკანასკნელთან წინააღმდეგომის გასაწევად ჩვენ გაგვაჩნია შესანიშნავი საშუალება, სახელდობრ – აზრის კონცენტრაცია, ე.ი აქტიური მდგომარეობა. როდესაც ვგრძნობთ არაწმინდა გავლენის მოქმედებას, ჩვენთვის საკმარისია მის საწინააღმდეგოდ მოვიკრიბოთ აზრი.ასე მაგალითად: როცა ვარჯიშისას შებოჭილნი ვართ არაჰარმონიული სურვილებით, მაშინ ჩვენ უბრალოდ ვიკრებთ აზრს ამაღლებულ წარმოდგენებზე: მშვიდობაზე, ახლობლების სიყვარულზე, უწმინდეს ჰარმონიაზე. ამით ჩვენ არაჰარმონიულ გამოსხივებას ვაუძლურებთ, რომ ვერ მიეკედლოს ჩვენ სულს.მოკლედ, სულერ სამყაროში მსგავსი მიილტვის თავისი მსგავსისაკენ, ამასთან ერთად, ასეთ არაჰარმონიულ ზეგავლენას უმეტეს შემთხვევაში ემორჩილება ისეთი ადამიანი, რომელიც თვითონვეა მიდრეკილი დისჰარმონიისაკენ. ძალიან იშვიათად ხდება, რომ მშვიდი და მაღალი ეთიკური მისწრაფებების მქონე მოწაფე, მოექცეს ამ მდაბალი გამოსხივების ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ თუ ამდაგვარი რამ კიდევაც მოხდება, მან უკვე იცის როგორ უშველოს თავის თავს. ამგვარი შემთხვევა კი მხოლოდ ხელს შეუწყობს მის თვითგამაგრებას.მან კი, ვინც თავისი მანკით იზიდავს მისთვის მონათესავე არსებებს, მათგან უნდა შეძლოს თავის დაცვა, რაც დაეხმარება ნებისყოფის გაძლიერებაში. იგი ასე უნდა მოიქცეს, თუ არ სურს ეჭვქვეშ დააყენოს ვარჯიშის წარმატება.მე ვიმეორებ, რომ ვისაც სურს პასიური მდგომარეობის განვითარება, საკმარის დონეზე უნდა მიეჩვიოს აზრის კონცენტრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერასდროს ვერ შეძლებს მიაღწიოს თავისი აზროვნების აპარატის განთავისუფლებას. დამწყებთათვის, მთავარ პირობად ისევ ითვლება აბსოლუტური სიმშვიდე. სიმშვიდე მის გარშემო და სიმშვიდე თვითონ მასში.პასიური მდგომარება მოითხოვს სხეულის აბსოლუტურ უმოძრაობას. ამ სავარჯიშოს შესასრულებლად საუკეთესო დროა საღამოს სიჩუმე ან ადრიანი დილა. მოსწავლე შედის თავის დახურულ ნიშაში, ცნობილი მეთოდით იხშობს ყურებს, იხვევს თვალებს და წვება ხალიჩაზე.აუცილებელია ვიზრუნოთ სხეულის მოხერხებულ მდგომარეობაზე, რათა ნელ-ნელა შეიძლებოდეს კუნთების სრულიად მოდუნება.ამგვარად, მთელი სხეული უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ მშვიდ და მთვლემარე მდგომარეობაში.სუნთქვითი პროცესი, ყოველგვარი განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე, შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მოდუნებული. წყვეტილ ან ღრმა სუნთქვას უნდა მოვერიდოთ.გონებაში წარმოვიდგინოთ თეთრი დისკო (დაახლოებით 20 სმ დიამეტრით) შავ ფონზე, რომელიც გამუდმებით ბრუნავს თავისი ცენტრის გარშემო. ჩვენი შინაგანი მზერა გავუსწოროთ ამ დისკოს და განვდევნოთ ჩვენგან ყოველგვარი გარეშე აზრები, ისე როგორც აზრთა კონცენტრაციისას ვაკეთებდით.ჩვენთვის ცნობილი აზრთა კონცენტრაციისაგან პასიური მდგომარეობა იმით განსხვავდება, რომ ამგვარ მდგომარეობაში აუცილებელია თავის შეკავება ყოველგვარი მოსაზრებებისაგან თეთრი დისკოსა და შავი ფონის შესახებ. არსებობს მხოლოდ ერთი ამოცანა: დავიჭიროთ თეთრი დისკოს წარმოდგენა შეუცვლელი ფორმით, დაუშვებელია ფიქრი სხვა რაიმეზე. მხოლოდ მშვიდად უყურებენ დისკოს ზომიერ ტრიალს.მოსწავლე უნდა გაფრთხილდეს, რათა არ ჩაეძინოს. ამისათვის კი ზედმეტი ნებისყოფის დაძაბვა საჭირო არ არის, რადგან ეს უკვე გამოიწვევს გადხრას.ამ მდგომარეობაში ყოფნას უნდა ვეცადოთ 3-5 წუთის განმავლობაში.პირველი ცდის დროს მოსწავლე იძულებული იქნება ენერგიულად ებრძოლოს თავის თავს. აზრები ერთიმეორის მიყოლებით შეიჭრებიან მის გონებაში და გააბუნდოვნებენ დისკოს გამოსახულებას, მაგრამ მოსწავლე რაიმე სხვა აზრზე არ უნდა შეჩერდეს, არამედ გონებაში უნდა უმზიროს მხოლოდ დისკოს გამოსახულებას. ყოველ ცდაზე ძალა უფრო და უფრო მოემატება და 10 ან 12 ცდის შემდეგ მოსწავლე უკვე მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ სულ ცოტა, 3 წუთის განმავლობაში მაინც ისე შეიკავოს თავი სხვა უცხო აზრებისაგან, რომ დისკოს გამოსახულება დარჩეს ნათელი და დაუბინდავი.შემდეგ უნდა ვეცადოთ ეს სავარჯიშო შევასრულოთ 4-5 წუთის განმავლობაში და მერე თანდათანობით უფრო მეტად გავზარდოთ მისი ხანგრძლივობა.მაღვიძარას აქაც შეუძლია სარგებლობის მოტანა, მხოლოდ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კარგი იქნება თუ მაღვიძარას შემოახვევთ რაიმე ნაჭერს, რათა ზარის მკვეთრმა და მაღალმა ხმამ ძლიერად არ იმოქმედოს ნერვებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მგრძნობიარე ნატურები შეიძლება ჰიპნოტიზირებულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ამის გამო.მოსწავლეს შეუძლია წინ წასვლა მას შემდეგ, როცა დისკოს გამოსახულების შენარჩუნებას ნათლად და გაუმკრთალებლად შეძლებს 10 წუთის განმავლობაში. ამასთან არც ერთი უცხო გამოსახულება, არცერთი უცხო აზრი მისთვის დიდხანს არ იარსებებს.დისკოდან უნდა წარმოიქმნას პატარა, მბრუნავი, მანათობელი წერტილი, გარშემორტყმული შავი სივრცით. ამ ვარჯიშის მსვლელობა ისეთივეა, როგორიც წინასი.თუ შეგვეძლება აქაც მივაღწიოთ იგივე შედეგს და 10 წუთის განმავლობაში არ გადავიხაროთ ამ წერტილის წარმოდგენიდან, ამის შემდეგ ჩვენ მივაღწევთ – პასიურ მდგომარეობას.აუცილებელია, არაფერი არ გვესმოდეს, არაფერს არ ვგრძობდეთ და არაფერზე არ ვფიქრობდეთ, ე.ი თითქოს არ ვარსებობდეთ.თავდაპირველად ამ სავარჯიშოს ვიწყებთ წერტილის წარმოდგენით. შემდეგ მოსწავლე ცდილობს, თუნდაც 2 წუთით მაინც გათავისუფლდეს ამ წერტილის ხედვისაგან ისე, რომ დარჩეს მხოლოდ ცარიელი შავი სივრცე. ეს ხედვა ნელ-ნელა უნდა გაქრეს. განსაზღვრული (გამოკვეთილი) სიშავე უნდა შეიცვალოს განუსაზღვრელი ნაცრისფერი ფონით და ბოლოს არარაობაში (არაფერში) გადავიდეს.წერტილის წარმოდგენიდან ამ ფაზაში გადასვლა ხდება თანდათანობით, მაგრამ ენერგიული ნებისყოფის ადამიანებს შეუძლიათ უცებ მოსპონ ეს წერტილი და სივრცე.ერთიც და მეორეც კარგია და დამოკიდებულია პიროვნებაზე. ბევრნი არიან ისეთნი, რომლებიც პასიური მდგომარების დაწყებას ირჩევენ წერტილის ხედვიდან. მე არაფერი საწინააღმდეგო არ გამაჩნია, თუმცა მსგავს ჩვევას შეუძლია ცოტა გააძნელოს შემდგომი ვარჯიში.ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, როცა ძალიან აღელვებული ვართ და შეუძლებელია აზრთა მიმდინარეობის სწრაფად შეჩერება, უმჯობესია მივმართოთ წერტილს ან დისკოს ხედვას.პასიური მდგომარეობა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა ყოველგვარი სულიერი აღგზნების შემთხვევაში. ის გვეხმარება ტკივილისა და განცდის გადატანაში, მოაქვს ნუგეში და გვავსებს ახალი სასოებით და იმედებით.ვინც ავადმყოფურ მდგომარეობაშია ჩავარდნილი და არ იცის რით უშველოს თავს, მიმართოს ამ საშუალებას და იგრძნობს შვებას, იქნებ პირველივე ცდის შემდეგაც კი.ვარჯიში საჭიროა მანამ, სანამ ისევ არ მივაღწევთ (10 წუთის განმავლობაში) აბსოლუტურ პასიურ მდგომარეობას ყოველგვარი აზრების გარეშე. ამის მიღწევის შემდეგ სავარჯიშოს ვცვლით იმით, რომ სახვევს ვიხსნით თვალებიდან და ვითავისუფლებთ საცობით დახშულ ყურებს. კი არ ვწვებით, არამედ ვჯდებით რაც შეიძლება მოხერხებულ პოზაში.იმისათვის, რომ მხედველობითი აპარატის არავითარ გადახრას ადგილი არ ჰქონდეს, ჩვენს წინ, ჩარჩოში რაც შეიძლება თანაბრად ვჭიმავთ თეთრ ნაჭერს (1,5 კვ.მ. ზომით). იგივე სამსახური შეუძლია გაგვიწიოს ზემოთ აღნიშნული ზომის სახატავმა ფურცელმაც. ამის შემდეგ ვუსწორებთ მზერას ამ თეთრ ზედაპირს ისე, რომ ჩვენი ყურადღება არ იყოს გაფანტული. შემდეგ კი ვაგრძელებთ ვარჯიშს ცნობილი მეთოდით. ეს სავარჯიშო ძალიან ადვილია. ის გართულდება მაშინ, როცა თეთრ ზედაპირს ჩარჩოდან ჩამოვხსნით. ეს – გახელილი თვალებით ,,არარაობაში'' მზერის ტოლფასია.მხოლოდ საჭიროა, მთავარ სავარჯიშოზე მეცადინეობა. რაც შეიძლება დიდი გულისყურით უნდა ჩატარდეს.როგორც კი მოგვიხერხდება ათიოდე თავისუფალი წუთის გამონახვა, შეგვიძლია თავი დავანებოთ ყოველდღიურ საქმეებს, დავჯდეთ სადმე, მოვადუნოთ კუნთები, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ფიქრი და შევეცადოთ განზრახ ,,დავიბინდოთ''თვალები ისე, რომ აბსოლუტურად ვერ ვარჩევდეთ გარშემომყოფ ნივთებს. მაშასადამე, ვიყურებით და არაფერზე არ ვფიქრობთ.ზემოთ აღწერილი დამხმარე სავარჯიშოები შეიძლება ჩატარდეს სავაჭრო კანტორაში, კანცელარიაში, გასართობ ადგილებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. მათი მიზანია, რომ მოსწავლე მიეჩვიოს არ ესმოდეს არაფერი როცა ყურები არ აქვს დახშული, თუ ამას თვითონ მოისურვებს ან უფრო სწორედ – ესმოდეს და არ ფიქრობდეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, მოწაფე უკვე აღარ დაიხშობს ყურებს მთავარი სავარჯიშოების დროსაც კი.როცა ისე დახელოვნდებით, რომ 10 წუთის განმავლობაში, ღია გრძნობის ორგანოებით სრულიად შეინარჩუნებთ პასიურ მდგომარეობას, მაშინ მიაღწევთ საკუთარი სხეულისაგან და გარშემომყოფი ვითარებისაგან სრულ დამოუკიდებლობას. შემდეგ უნდა დავეუფლოთ პასიურ მდგომარეობას ფეხზე ყოფნის და სიარულის დროს.ამ სავარჯიშოებით მეცადინეობა საჭიროა მუდმივად, სხვა სავარჯიშოებთან ერთად, რადგან ერთად შრწყმულ ორივე მდგომარეობას, როგორც შემდგომ შევნიშნავთ, მნიშვნელოვან შედეგებთან მივყავართ.აზრის კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა გამოიყენება მონაცვეობით: ხან ძლიერი ხმაურის დროს, ხანაც ხალხმრავალ ადგილებში. ამას ნებისყოფის ენერგიული დაძაბვა ჰქვია.პასიური მდგომარეობა შესაძლებელია, როგორც მაგალითად ხანძრის დროს, აღელვებულ ბრბოში, ასევე, წყნარ ოთახში.მოწაფე მტკიცედ ეუბნება თავის თავს: ,,მე არაფრის მოსმენა არ მსურს, არ მსურს არაფრის დანახვა და არაფერზე არ მინდა ვიფიქრო. არსებობს მხოლოდ ერთადერთი დისკო, შემდეგ წერტილი და ბოლოს არარაობა”.თუ პასიურ მდგომარეობაში ვარჯიში ქუჩაში ტარდება, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ამოირჩიოთ მყუდროდ დაცული ადგილი და ამასთან დაეყრდნოთ რაიმეს. შემდეგ შეიძლება მოიქცეთ ისეთნაირად, ვითომ ინტერესით ათვალიერებთ რაიმე შენობას ან მინის ვიტრინას, რათა არ მიიქციოთ იმ ცნობისმოყვარეთა ყურადღება, რომლებიც მაშინვე გამოჩნდებიან ხოლმე, როცა რაიმე არაჩვეულებრივი ხდება.ვინც უკვე მიაღწია ამ დრონემდე, მას შეუძლია სარგებლობა მიიღოს შეძენილი გამოცდილებიდან. თუ ვინმეს სურს მისთვის საინტერესო საკითხში მიიღოს განსაკუთრებული განათლება, მაშინ იგი (მოწაფე) პირველად იწყებს აზრის კონცენტრაციას ამ საკითხის გარშემო რამოდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი იწვევს პასიურ მდგომარეობას – ბოლოს, მოწაფე მნიშვნელოვანწილად აღწევს სასურველ მიზანსპრობლემა (საკითხი) რომელიც მოწაფეს აწუხებდა, მოულოდნელად შესანიშნავი მეთოდით გადაწყვეტილი (ამოხსნილი) აღმოჩნდება და სინამდვილე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.ძალიან ხშირად უხდებათ მეცნიერებს, პოეტებს და მხატვრებს სამუშაოს დროებით შეწყვეტა. ისინი თითქოს დგანან ჩარაზული კარის წინ, რომლის გაღებაც დიდი მცდელობის მიუხედავად ძალიან უჭირთ. მათ დიდი გულისტკივილით უხდებათ ამ სამუშაოს გადადება იმ იმედით, რომ შემდგომში შესძლებენ ამ სიძნელეების გადალახვას. თუმცა დროის ეს დანაკარგი აუნაზღაურებელია შემდგომი შემოქმედებითი წვისათვის. ხშირად ეს კიდევ დაუმთავრებელია ან კარგავს თავის ძალას და მომხიბლელობას. შემოქმედის და მეცნიერის მუშაობაში ასეთი მძიმე მომენტების შედარებით უმკივნეულოდ გადატანას დიდი მნიშვნელობა აქვს და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.ყველამ, ვინც ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება, უნდა შეასრულოს აზრის კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა, რათა მისთვის ასეთ კარებში შესვლა ყოველგვარი დაძაბვის გარეშე გახდეს შესაძლებელი.ადამიანის ცხოვრებაში, სხვა შემთხვევებშიც შეუძლია დახმარების გაწევა ორივე მდგომარეობას. ვინც ერთხელ მაინც გაიგებს თუ როგორ უნდა მათი მართვა, შესძლებს გამოიყენოს ისინი ყოველნაირ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. დადებითი შედეგების მისაღწევად ყველაზე კარგია გრძნობის ორგანოების ახვევა ზემოთ აღწერილი მეთოდით. ამასთან საჭიროა ოთახში იყოს სიჩუმე.ამ წიგნის ავტორმა მოიგონა ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია იშვიათად მივმართოთ ყურების დახშობისა და თვალების ახვევის არასასიამოვნო პროცედურას. შედარებით იოლ შემთხვევებში, მაგალითად: წერითი მუშაობის დროს და ა.შ. ორივე იდაყვით ეყრდნობიან მაგიდის კიდეს. თავს დებენ ხელისგულებზე, ცერა თითით იცობენ ყურებს, შუათითით კი თვალებს . ასეთ პოზაში ყოფნისას უკვე იოლია პასიურ მდგომარეობაში გადასვლა.ამ ორ მდგომარეობაში ვარჯიში აუცომარეობაში: ყველგან და ყველანაირ სიტუაციაში.დასასრულს, თავს უფლებას მივცემ, ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ არც ერთი სავარჯიშო, როგორიც არ უნდა იყოს ის, არ შეიძლება შესრულდეს ამოვსებული კუჭით. საჭმლის მიღების შემდეგ აუცილებელია გავიდეს არანაკლებ 1 საათი. ამის გარდა, მე დაბეჯითებით ვთხოვ მოსწავლეს, განსაკუთრებით დაუთმოს დიდი ყურადღება ამ ორი სულიერი მდგომარეობის განვითარებას. წინსვლის მხოლოდ შემდგომ საფეხურზე, ის ნათლად მიხვდება თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია უმაღლესი ძალების განვითარებისათვის ზემოთ აღწერილ ორივე მდგომარეობაზე (იგულისხმებააზრების აქტიური კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა – მთარგმ.) აბსოლუტური გაბატონება.შემდეგი თემა: სუნთქვითი ვარჯიშები.ილებელია დღის ხმაურზე, იმისათვის, რომ შეგვეძლოს მათი გამოყენება ყველანაირი საფრთხის შემთხვევაში და აგრეთვე ყოველ ადგილსა თუ მდგომარეობაში.უნდა დავაწესოთ ვარჯიში ორივე მდგომარეობაში: ყველგან და ყველანაირ სიტუაციაში.

.......ოკილტიზმი( ნაწილი II)

      როგორც ადრე იყო ნათქვამი, ფსიქიკური შესაძლებლობის განვითარების აუცილებელ
 პირობას წარმოადგენს სიმშვიდე, მოთმინება და დაუოკებელი ჟინი. ვინც ამ თვისებებს არ ფლობს, უნდა ეცადოს ისინი განავითაროს თავის თავში. უპირველეს ყოვლისა კი აუცილებელია სიმშვიდე. გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არც ერთ წუთს არ შეუძლიათ მოისვენონ და დამშვიდდნენ!ასეთ ადამიანებს ნერვიულებს ეძახიან. ბევრ შემთხვევაში ეს სხვა არაფერია, თუ არა ცუდი აღზრდის შედეგი. ისინი ჯდომის დროს შეუწყვეტლივ ათამაშებენ ფეხებს, წრიალებენ სკამზე, თითქოს ნემსებზე იჯდნენ. თუ შემთხვევით, სხეულის ქვედა ნაწილი მშვიდადაა, მაშინ ამოძრავებენ ხელებს ან თავს, ანდა, აკაკუნებენ თითებით, იქექავენ თავს ან წვერებს.რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის ყოველთვის ვიმყოფებოდეთ მკვდარი სიმშვიდის მდგომარეობაში, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ, რომ ვარჯიშის დროს აუცილებლად ვიყოთ აბსოლუტურად მშვიდად. მხოლოდ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება არ უნდა დაგვჭირდეს. ეს რომ ადვილი არაა, ამაში დარწმუნება ყველას შეუძლია საკუთარი გამოცდილების მაგალითზე.მოწაფე ცდილობს ¼ საათის განმავლობაში იჯდეს სრულიად მშვიდად და გაუნძრევლად. შემდგომ, ის მიმართავს თავის აზრებს რომელიმე საინტერესო თემისაკენ და აღმოჩნდება, რომ უკვე რამოდენიმე წუთის შემდეგ იგი აკეთებს რაიმე ქვეცნობიერ მოძრაობას. ახალბედას მიერ დიდი შრომის შედეგად მიღწეული სულიერი ჩაღრმავება ასეთმა გადახრებმა შეიძლება ადვილად დაარღვიოს. მითუმეტეს, თუ შესვენებებს ხშირად ექნება ადგილი, მაშინ განვითარება ძალიან ნელა მოხდება.უნდა დავაწესოთ, რომ მჯდომარე მდგომარებაში მეცადინეობისას, შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად გავჩერდეთ უმოძრაოდ, რაც ყველაზე უფრო მოსახერხებელია კითხვის დროს.ახალბედასათვის ზედმიწევნით აუცილებელია მხედველობის აპარატზე გაბატონება. მხედველობის საშუალებით ხშირად ირღვევა სულიერი ჩაღრმავება. ამისათვის საჭიროა მივეჩვიოთ, რომ უმიზნოდ კი არ ვაცეცოთ თვალები, არამედ ვეცადოთ დიდხანს ვიყუროთ ერთი მიმართულებით. ზუსტად ისევე, როგორც ნისლში შეიძლება მივეჩვიოთ ბუნდოვნად დავინახოთ სანები, რომლებიც იმყოფებიან ხედვის არეში; ასეთი ვარჯიში საჭიროა მანამ, სანამ არ მივეჩვევით გამჭრიახი თვალით ჩავიხედოთ ,,არაფერში“. ეს სავარჯიშო ერთ-ერთ შემდგომ თავში იქნება განხილული დაწვრილებით, ისევე, როგორც სავარჯიშო: ,,სმენის დროებითი წართმევა ძლიერი ნების საშუალებით“.ამისათვის აუცილებელია ვარჯიშისას მოვასუსტოთ სმენა. ეს ორივე მთავარი გრძნობა ყველაზე მეტად უნდა იყოს დამორჩილებული, რათა შესაძლებელ იქნას მნიშვნელოვანი ხარისხის თვითჩაღრმავების მიღწევა. დასაწყისში, ე.ი. სანამ ნებისყოფა არც ისე ძლიერია, დასაშვებია მექანიკური საშუალებების გამოყენება; მაგალითად: შეგვიძლია ყურის ხვრელი დავიხშოთ დარბილებული ცვილით. ამას გარდა, ზოგიერთი ვარჯიშის დროს თვალები ავიხვიოთ სახვევით.იმისათვის, რომ ამოვივსოთ ყურები, საჭიროა დავაგორგოლავოთ ცვილისა ან ჰიგროსკოპიული ბამბისაგან დამზადებული პატარა ბურთულები (ბარდის მარცვლის ოდენა) და გავუყაროოთ პატარა ძაფი (ბოლოზე გამონასკვული), რათა ეს ცვილის საცობი ადვილი ამოსაღები გახდეს ყურის ხვრელიდან. შემდეგ იღებენ უფრო მოზრდილ, კარგად დარბილებულ ცვილის ნაჭერს და ივსებენ ყურის ნიჟარას. ამის შედეგ ყველაზე ძლიერი ხმაურიც კი გაურკვევლად ისმის. შეიძლება აგრეთვე, შემოგთავაზოთ რბილი რეზინისაგან დამზადებული ყურის წყლის სარქველი, რომელიც ბანაობის დროს გამოიყენება ყურში წყლის ჩასვლისაგან დასაცავად. ისინი შეიძლება ზემოდან დაიფაროს ცვილის საცობით.ასეთი სარქველის გამოყენების შემდეგ, აბსოლუტურად გამორიცხულია ცვილის ნამცეცის ყურში დატოვება და ძაფიც არ არის აუცილებელი. თავისთავად ცხადია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც გონებრივ მუშაობას ეწევიან, შეუძლიათ გამოიყენონ ეს საშუალებანი. უცხო სხეულის ყურში ყოფნით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება მალე გაივლის.ადამიანი, რომელსაც ძლიერ განვითარებული ნებისყოფა აქვს, იყურება და ვერაფერს ხედავს, ისმენს და არაფერი ესმის. ამიტომაც, მისთვის სრულიადაც არ არის საჭირო მექანიური საშუალებების გამოყენება. შემდგომ აუცილებელი თვისებაა შეუპოვრობა - ძალიან შეუფერებელი სიტყვაა ჩვენი აჩქარებული და ნერვიული საკუნისათვის!აქ აუცილებელია ითქვას, რომ ვარჯიშის ხანგრძლივობისათვის დადგენილი ნორმა არ არსებობს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კეთილსასურველ თუ არასასურველ პირობებზე, აგრეთვე, ვარჯიშის გულისყურით შესრულებაზე.ერთნი უფრო მალე აღწევენ მიზანს, მეორენი - უფრო გვიან, მოთმინებისა და უდრეკი ხასიათის დახმარებით, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ყველაფერს მიაღწიოს. ნურავინ დაეცემა სულით თუ წარმატება უცბად არ მოვა, რადგან თუ ვინმეს დღევანდელი ვარჯიში უშედეგოდ მოეჩვენება, მეორე დღეს სწორად და ყურადღებით ჩატარებული ვარჯიშის შედეგად უკვე მიუახლოვდება მიზან. ამგვარად, ვიყოთ მომთმენნი!სულსწრაფებს, რომელნიც ნერვიული ტემპერამენტის გამო სიმშვიდეს მოკლებულნი არიან, ვურჩევ ერთ უბრალო და შესანიშნავ საშუალებას. ვისაც სურვილი აქვს გამოსცადოს ეს საშუალებამ იყიდოს სათამაშოების მაღაზიაში რაიმე თავსატეხი სათამაშო, რომელიც მრავალგვარი არსებობს და მათ შორის ძალიან რთულიც.მოთმინებას სწავლა უნდა! ერთ ჯამში ყრიან ბარდას, ცერცვს და ოსპს. შემდეგ ამ ნარევს ახარისხებენ ცალ-ცალკე . ამის გაკეთება საჭიროა ყოველი თავისუფალი 15 წუთის განმავლობაში. რამოდენიმე დღის შემდეგ ეს სავარჯიშო შეიძლება უფრო გავართულოთ. მაგალითად, ყიდულობენ ჩიტების საკვებს, ან ურევენ ერთმანეთში საკმაო რაოდენობით სხვადასხვა თესლს და ამ ნარევს ახარისხებენ ცალ-ცალკე.თუ დროთა განმავლობაში მოწაფეს ნებისყოფა უღალატებს და გაუჩნდება სამუშაოზე თავის დანებების სურვილი, მაშინ იგი დროებით სტოვებს სამუშაოს და გაივლის აქეთ-იქით რამოდენიმე ნაბიჯს. ამასობაში აიძლებს საკუთარ თავს, რომ გამოფხიზლდეს. იწყებს მხიარულ სიმღერას - ეს ყოველთვის კარგად შველის მას. შემდეგ კი მხნედ უბრუნდება თავის დაწყებულ საქმეს.ასეთი შესვენებები დროთა განმავლობაში თანდათან შემცირდება და მალე მოწაფეს შეეძლება აღნიშნული სამუშაოს შესრულება სრული სიმშვიდით.ამგვარი სავარჯიშოები შეიძლება უსასრულოდ ვცვალოთ. მაგალითად, გამოვხსნათ სრულიად ახლართული ძაფის კვანძები. ,,ეს ყველაფერი სისულელეა და მხოლოდ ბავშვებისათვის თუ გამოდგება“, იტყვიან ზოგიერთები. სცადეთ! - ვიტყვი მე. ეს ვარჯიშები რაც უფრო ნაკლებად შეესატყვისება მოწაფის ჩვეულებრივ საქმიანობას, მით უფრო მეტი მოთმინების გამოვლენა დასჭირდება მას.კვირის შემდეგ, როცა მოწაფე გამოიმუშავებს მნიშვნელოვან მოთმინებასა და სიმშვიდეს, შეუძლია დაიწყოს ვარჯიში აზრის კონცენტრაციაზე , რაც ამ სახელმძღვანელოს შემდგომი თავის საგანს შეადგენს.თუ მოწაფე გრძნობს, რომ ჯერ არ არის მზად უფრო მაღალი დონის ვარჯიშებისთვის, ის არ უნდა შეუდგეს ამ ვარჯიშების შესრულებას. აჩქარებას აქ მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.


                          2.კონცენტრაცია ანუ აზრების მოკრება ერთ წერტილში

 საერთოდ, კონცენტრაცია ჰქვია ყოველგვარ შერწყმას, შეერთებას. აზრის კონცენტრაცია მოითხოვს ერთი აზრის (ან რიგი აზრების), გარეგან შთაბეჭდილებებისაგან სრულიად გამოთიშვას, თვითჩაღრმავებას და აზრების მთლიანად მოკრებას კონკრეტულ სამუშაოზე. ამ მდგომარეობაზეა დამოკიდებული ჩემი სწავლების მთელი სისტემა, ხოლო აქტიურ კონცენტრაციაზე - მისი მთავარი ნაწილი. ამიტომ აუცილებელია, დასაწყისშივე შევუდგეთ მის შესრულებას. ვისაც სურს აზრის საშუალებით ზემოქმედების მოხდენა, უნდა ისწავლოს ინტერესიულად აზროვნება. მან უნდა განავითაროს თავის თავში იმის უნარი, რომ იფიქროს მხოლოდ ერთ რამეზე. ყველა დანარჩენი სახეები, აზრები და წარმოდგენები უნდა დათრგუნოს, თუ არა აქვთ რაიმე კავშირი იმ მთავარ აზრთა, რომელზედაც კეთდება კონცენტრაცია, ე.ი. ჩაახშოს ისინი წარმოშობისთანავე.ამავე დროს აუცილებელია, აბსოლუტური გამოთიშვა ყოველგვარი გარეგანი
ზემოქმედებისაგან. არც მხედველობის, არც სმენის ან სხვა გრძობითი ორგანოს მიერ არ უნდა იქნეს მიღებული რაიმე შეგრძნება და გაღიზიანება. უნდა მოხდეს, თუ შეიძლება ითქვას, სულიერი ,,მეს“ გაიგივება ამ აზრთან.ვარჯიშის დროს, სხეულის გარსი და საერთოდ ყველაფერი გარშემო, წყვეტს არსებობას, თითქოს ქრება მატერიალური და რჩება მხოლოდ მისი სულიერი სამყარო და ამორჩეული აზრი (ექსტერიორიზაცია). ეს აზრი უნდა გამოიკვეთოს და შეიკრიბოს ერთ ფოკუსში. მეცნიერებაში არის მიმართულება, რომელიც აზრს განიხილავს, როგორც რეალურ, მატერიალურ საგანს.ერთ რაიმე საგანზე კონცენტრირებული და ინტენსიურად მიმართული აზრი ოდიური და შეიძლება ითქვას, ელექტრული ძალებით, განსაცვიფრებელ ზემოქმედებას ახდენს ამ საგანზე. ქვემოთ აღწერილი ცდა ამტკიცებს ზემოთქმულს: სხეულის რომელიმე ნაწილს ვუყურებთ თვალმოუშორებლად და აზრის კონცენტრაციის შემდეგ, კონცენტრირებული აზრის ხასიათზე დამოკიდებულებით, ეს ადგილი გაწითლდება სისხლის გაძლიერებული მოწოლის გამო.თუ ამ მეთოდს სისტემატიურად მივმართავთ, შესაძლებელია გამოვიწვიოთ სხეულის ამ ნაწილის ზრდა და მეტი განვითარება. აქ უნებურად მახსენდება ინდოელი ფაკირების მიერ მაყურებლის თვალწინ მცენარის გაზრდა. ვიხსენებ ჩემს მიერ წაკითხულ ერთ ინგლისურ ქალბატონზე, რომელსაც მარცხენა მკერდი თითქმის ატროფირებული ჰქონდა. ამ ვარჯიშის მრავალჯერადი გამეორების შემდეგ, განუვითარებელი მკერდი სიდიდით მეორეს გაუტოლდა.იმისათვის, რომ საშუალება გვქონდეს, რათა ყველა აზრი განსაკუთრებული ძალით მივმართოთ ცენტრალურ პუნქტზე, უნდა მოვაწყოთ დახურული შენობა, რომელიც ქუჩის ხმაურისაგან დაცული იქნება. სადაც ეს შესაძლებელია, ფანჯრებს ხურავენ ან ვარჯიშობენ იმ დროს, როცა ქუჩაში მოძრაობა წყდება. უმჯობესია, ეს მოხდეს საღამოს 9-10 საათისათვის, ანდა დილით ადრე. უფრო გვიანი დრო ნაკლებად გამოსადეგია, რადგან სხეული გადაღლილია და ადვილად შეიძლება ჩაგვეძინოს მშვიდი ვარჯიშის დროს. ღამეს სავარჯიშოდ ირჩევენ მხოლოდ გამოკალის შემთხვევაში.ვისაც სურვილი აქვს, ვარჯიშისათვის განკუთვნილი ადგილი სხვა პირსაც გაუნაწილოს, საჭიროა გამოეყოს მას ფარდის ან შირმის საშულებით.როგორი პრიმიტიულიც არ უნდა იყოს სავარჯიშო ადგილი, მისი საშულებით მოწაფე მიაღწევს მიზანს, მხოლოდ მაშინ, როცა იგრძნობს რომ ბოლოს და ბოლოს რჩება განმარტოებით.კიდევ ერთხელ ვიმეორე, რომ ტექნიკური მოწყობილობა(იგულისხმება სმენის დასახშობად გამოყენებული ცვილის ბურთულა და თვალის სახვევები -მთ შენიშვ.) უნდა მოვიცილოთ რაც შეიძლება მალე. ისინი საჭიროა მხოლოდ დასაწყისში, რადგან აზრის კონცენტრაციაში დახელოვნებულ და გაწაფულ ადამიანს შეუძლია ყველაზე ძლიერ ხმაურშიც კი ჩაღრმავდეს და ნებისყოფის სიძლიერის საშუალებით ჩაახშოს გარემო ზემოქმედებისაგან გამოწვეული სხეულის მოუსვენრობა. ეს მნიშვნელოვან და სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.მოწაფის პირველი ვარჯიში მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ სრულიად დაიმორჩილოს კუნთები.მაგალითად, ავიღოთ, თავის მობრუნების ჩვევა რაიმე ხმაურზე. ასეთი ჩვევა ძალიან შეუშლის ხელს ახალბედას. თავისუფალ დროს უნდა დაჯდეს წიგნით ან სხვა რაიმე სამუშაოთი ისეთ ადგილზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ვთქვათ ქუჩაში ან ბავშვების სათამაშო მოედანზე და მტკიცედ გადაწყვიტოს, არაფერმა შეუშალოს ხელი მუშაობაში: არც მოსეირნე ხალხმა, არც ხმაურმა. არ აიღოს თავი სამუშაოდან არანაირ გარემოებაში. ის აიძულებს თავს იყოს აბსოლუტურად მშვიდად.პირველად მოწაფე შეძლებს შეასრლოს ასეთი ვარჯიში მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში, შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთით, მაგრამ ნელ-ნელა ის ეცდება გაზარდოს ვარჯიშის ხანგრძლივობა 5 წუთით. ვინც გულით შეეცდება თავის განვითარებას, მალე შეძლებს, ასეთი ვარჯიში მთელი ერთი საათის განმავლობაში გააგრძელოს.საერთოდ, არ შეიძლება შემთხვევით წარუმატებლობის გამო სულით დაცემა, რაც ეხება ამ წიგნში აღწერილ ყველა ვარჯიშს. ყველას არ შეუძლია თოფით კურდღელი მოკლას. მხოლოდ მრავალი აცდენის შემდეგ შეიძლება ვისწავლოთ მიზანში სროლა.საჭიროა მივეჩვიოთ პედანტურ პუნქტუალობას. წარმატების მისაღწევად ზედმიწევნით აუცილებელია ვარჯიშის ჩატარების ხანგრძლივობის დაცვა მთელი სიზუსტით. მიჩვევის წყალობით, ჩვენი სხეული გახდება მეტად მორჩილი და ვარჯიშებიც უფრო ინტენსიური იქნება.ადამიანის უმრავლესობა განუწყვეტლივ ამოძრავებს ხელებს. ამის საწინააღმდეგოდ შემოგთავაზებთ შემდეგ ვარჯიშს: მაგიდის კიდეზე ხელებს აწყობენ ისე, როგორც მასწავლებლები აჯენენ მოწაფეებს, რომლებიც პირველად მიდიან სკოლაში. ცერა თითს ამოსდებენ მაგიდის კიდეს ქვემოდან. ასეთ, საკუთარი ნებით დამონებულ მდგომარებაში იმყოფებიან საინტერესო წიგნის კითხვის განმავლობაში.ამგვარი ვარჯიშები შეიძლება მრავალნაირად ვცვალოთ. ვისაც ასეთი უარყოფითი ჩვევები აქვს, მალე თვითონვე მოიფიქრებს ისეთ ვარჯიშოებს, რომელიც გამოადგება ამ ჩვევების აღმოსაფხვრელად და მიიყვანს მიზანთან. ასე, რომ მოწაფემ არ უნდა დაკარგოს მოთმინება და გულისყური. აზრების კონცენტრაცია - ყველა ფსიქიკური ძალების გასაღებია.ყოველი, შეგნებულად გამოწვეული ფსიქიკური ფენომენების საფუძვლად გვევლინება, როგორც აქტიური, ისე პასიური ფორმის კონცენტრაცია.ასტრალური არსების, არავითარი ცნობიერი გამოვლენა არ შეიძლება აქტიური აზრის კონცენტრაციის გარშემო; ტელეპათია, სამკურნალო ოდიზმი, ნებისყოფის ძალით საგანზე ზემოქმედება და სხვანი, შესაძლებელია, მხოლოდ ზუსტი, ინტენსიური აზრის კონცენტრაციის დახმარებით, ზუსტად ისევე, როგორც ფსიქომეტრია, ნათელხილვა და ნათელსმენა დამოკიდებულია სრული პასიური მდგომარების გამოწვევის ხელოვნებაზე. ეს უკანასკნელი, აქტიური აზრის კონცენტრაციის საპირისპიროა.ამიტომ, მოსწავლეს გამუდმებით უნდა ახსოვდეს, რომ წარმოდგენილი სავარჯიშოები, რომელიც ყველა ფსიქიკური შესაძლებლობების საფუძველია, უნდა შერულდეს ზუსტად და განსაკუთრებული გულისყურით, და არ უნდა შეწყდეს იმაზე ადრე, ვიდრე მოსწავლე სუფთა სინდისით არ იტყვის, რომ მდგომარება (აქტიური და პასიური) მის სრულ განკარგულებაშია. შემდგომი წარმატება მთლიანადაა დამოკიდებული ვარჯიშის ინტენსიურობაზე, რომლითაც აღნიშნული პირი (მოწაფე) შეძლებს მოიკრიბოს თავისი აზრები ერთ პუნქტზე ან როგორც შემდგომ თავში იქნება ახსნილი, სრულიად განთავისუფლდეს ყოველგვარი ფიქრისაგან.თუ ზემოთ აღწერილ სავარჯიშოებს, მოსწავლე ასრულებდა მოთმინებით და მშვიდად, მაშინ მას შეუძლია ვარჯიში აზრის კონცენტრაციაზე.ალბათ, თავის ცხოვრებაში ყველას უმოგზაურია, უკიდურეს შემთხვევაში ერთხელ მაინც. ამ მოგზაურობამ უნდა მოგვცეს მასალა, ჩვენი პირველი ვარჯიშისათვის.ყოველდღე, განკუთვნილ დროს, მარტოვდებიან დახურულ შენობაში და ზემოთ აღწერილი მეთოდით იხვევენ თვალებს და იხშობენ ყურებს. ჯდებიან რაც შეიძლება მოხერხებულად და იწყებენ ფიქრს თავის ერთ-ერთ მოგზაურობაზე. ცდილობენ მეხსიერებაში აღიდგინონ და აზრობრივად წარმოიდგინონ ყოველი წვრილმანი, თითქოს იგივე მოგზაურობას სინამდვილეში კიდევ ერთხელ ასრულებენ. აზრების მსვლელობა უნდა ემთხვეოდეს განვლილს.წარმოვიდგინოთ ის შემთხვევა, როცა მოგზაურობა დაიწყო დილით. გავიაზროთ ჩვენი გაღვიძება, როგორ ვდგებით საწოლიდან, შემდეგ ვიბანთ, ვიცვამთ, ხელში ვიღებთ სამგზავრო ჩემოდანს, და შეძლებისდაგვარად ფრთხილად, რომ არ გავაღვიძოთ ჩვენი მძინარე ახლობლები, ფეხის წვერებზე ჩავდივართ ჭრაჭუნა კიბეზე და მივემართებით გასასვლელისაკენ. ქუჩაში ჯერ კიდევ ბნელა. სქელსა და ნესტიან ნისლში მკრთალად მოსჩანს ანთებული ფარნები. როგორც იქნა მივაღწიეთ ვაგზლამდე. რესტორანში ნამძინარევ მოახლეს ან კელნერს მოაქვს საუზმე.მატარებლის გასვლამდე დრო საკმარისია. სიამოვნებით მივირთმევთ სურნელოვან ყავას და ვგრძნობთ თუ როგორ გვივლის მთელ სხეულში სასიამოვნო სითბო. უკვე დროა! აჩქარებით ვყიდულობთ ბილეთს და ავდივართ ვაგონში. ჰკივის ორთქმავალი, მატარებელი დაიძრა და მივქრივართ სქელ ნისლში, რომელიც ჩვენი მზერის წინ იშლება, როცა ფანჯრიდან ვიხედებით. ვათვალიერებთ მგზავრებს და უეცრად ჩვენი მზერა, იქვე ახლოს, აწყდება ნაცნობ სახეს. უფრო ყურადღებიანი დაკვირვების შემდეგ, ვცნობთ ჩვენს დიდი ხნის უნახავ მეგობარ X_ს. აჩქარებით გადავჯდებით მის გვერდზე და გულითადად მივესალმებით მოულოდნელ სასიამოვნო თანამგზავრს და ა.შ..ამგვარი თუ სხვაგვარი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია თავიდან გავიაროთ მოგზაურობა, იმ დროის განმავლობაში, სანამ მაღვიძარა საათი არ გვამცნობს ვარჯიშის დამთავრებას.მხოლოდ უნდა ვუფრთხილდეთ იმ ფიქრებს, რომელთაც არავითარი საერთო არა აქვთ ამ მოგზაურობასთან. ამას კი ახალბედა (მოწაფე) სამწუხაროდ, ნაკლებ ყურადღებას უთმობს. როგორც კი უცხო აზრი დაიწყებს განვითარებას, ის აუცილებლად მაშინვე უნდა უკუვაგდოთ. აზრი მიმართული უნდა იყოს მხოლოდ მოგზაურობაზე და იმ ვითარებაზე, რომელიც უშუალოდ მასთანაა დაკავშირებული. თუ თავდაპირელად ეს არ მოგვივა, საჭიროა მეტი შრომა და ძალდატანება, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული ამ ვარჯიშის დროს. თუ ყოველდღიურად ჩავატარებთ აღნიშნულ ვარჯიშს, მიახლოებით 12-14 დღის განმავლობაში, მაშინ, დღითიდღე უფრო და უფრო გაუმჯობესდება მისი მსვლელობა. ეს ვარჯიში დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, საკმარისია 20-30 წუთი. ასევე შემიძლია გირჩიოთ მომართოთ მაღვიძარა, რომ დარეკოს განსაზღვრული დროის შემდეგ. არ არის აუცილებელი, რომ მოგზაურობა ბოლომდე მივიყვანოთ. როცა მაღვიძარა დარეკავს, ვარჯიში აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მომდევნო დღეს იწყებენ ისევ თავიდან. არამც და არამც იმ ადგლიდან, სადაც იქნა შეწყვეტილი წინა დღეს.ყოველი ვარჯიშისას, მოგზაურობა წარმოდგენილი იქნება უფრო ინტენსიურად და შესაძლებელია იმის მიღწევაც, რომ სინამდვილეში იგი განცდილი იქნას კიდევ ერთხელ იმგვარად, რომ აზრი მიიღებს ცხოვრებისეულ პლასტიკურობას.როცა ეს მდგომარება მიიღწევა და შესაძლებელი იქნება ამ მოგზაურობის განცდა ყოველგვარი მცირე შესვენების გარეშეც, საჭიროა, შემდგომ ახალ ვარჯიშზე გადასვლა.ირჩევენ რაიმე პატარა საგანს, მაგალითად: ჯაყვას, ჯიბის საათს ან ასანთს და მთელ აზრს იკრეფენ ამ საგნის გარშემო.თავისთავად იგულისხმება, რომ თვალები გახელილი რჩება მხოლოდ ყურები უნდა იყოს დახშული. ხელში იღებენ ამ საგანს და დაწვრილებით, ყურადღებით ათვალიერებენ მას. თავიდან ფიქრობენ მისი გამოყენების მიზანზე, თუ რა მასალისგანაა დამზადებული და ბოლოს, მისი დამზადების მეთოდზე. უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, რაც ამ საგანთან არის მჭიდრო კავშირში.ხშირად შეიძლება მოხდეს, რომ ფიქრისას, მაგალითად, ჯაყვის დამზადების მეთოდზე, წარმოგვექმნება წარმოდგენა ყველა მუშაზე, რომლებიც მუშაობდნენ ამ ჯაყვაზე. ეს უკვე იქნებოდა მნიშვნელოვანი გადახრა და შეეძლო მოეტანა დიდი ზიანი სავარჯიშოს შემდგომი მსვლელობისათვის. როგორც კი აღიძვრება ფიქრიდან გადახვევის სურვილი, ის მაშინვე უნდა აღიკვეთოს. ამის შეხსენება ხშირადაა საჭირო, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ის საშიში ადგილი, რომელსაც ბევრი გვერდს ვერ აუვლის. მათ არ უნდათ ძალა დაატანონ თავს, რათა ფანტაზია მოაქციონ მკაცრ ჩარჩოებში და გაწბილებულნი ვარჯიშს თავს ანებებენ. ვინც შესძლო, თუნდაც ერთხელ მაინც, ძალით მიემართა თავისი აზრები სავარჯიშო საგანზე, მისთვის გამეორება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს.სავსებით სწორი იქნება, თუკი დანის სადაფის ფირფიტაზე ფიქრისას, წარმოდგენა შეჩერდება იმ ნიჟარაზე, რომლისგანაც ეს ფირფიტაა გამოჭრილი. მაგრამ მიზნიდან მნიშვნელოვანი გადახრა იქნებოდა, თუ ამას გარდა, წარმოვიდგენთ ზღვასაც და ზღვის ფსკერსაც, თავისი სასწაულებითა და ურჩილებით. ეს წარმოდგენა, ბუნებრივია, არავითარ კავშირში არ არის იმ ჯაყვასთან, რომლისკენაც ჩვენი აზრია მიმართული.აუცილებელია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ აბსოლუტური პასიური მდგომარეობა დადებითად მოქმედებს ამგვარი სავარჯიშოების წარმატებაზე. ამისათვის, აუცილებელია ვეცადოთ მივიღოთ რაც შეიძლება მოხერხებული მდგომარეობა და აბსოლუტურად მოვადუნოთ კუნთები, რათა თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი უსიამო და მავნე ზემოქმედება.მოწაფისათვის, სწავლების შესამსუბუქებლად მოყვანილი იქნება მსგავსი სავარჯიშოს ნაწილი.მოსწავლე უსწორებს თავის მახვილ და უმოძრაო მზერას რაიმე საგანს, ვთქვათ ჯაყვას. შემდეგ აღიძვრება აზრების მიმდინარეობა ასეთი სახით: ,,აი - ჩემი ჯაყვა. მას გააჩნია ორი პატარა და ერთი დიდი დანის პირი. ცალ მხარეს გაკეთებული აქვს საცობის საძრობელა. პატარა დანის პირი გათვალისწინებულია იმისათვის, რომ გაითალოს ფანქარი. დიდი პირი კი გამოიყენება სხვადასხვა სამუშაოებისათვის და ამიტომ ცოტა დაიკბილა კიდეც. საცობის საძრობელა ძალიან ოსტატურადაა გაკეთებული. ეს დანა ძალიან ლამაზია (ის ეხლა მე მიჭირავს ხელში) და დამზადებულია კარგი მასალისაგან. ის მე 10 წელია მემსახურება და ალბათ კიდევ დიდხანს გამომადგება. ტარი ძალიან ლამაზადაა გაკეთებული სადაფისაგან და ოქროსფერი ბრჭყვიალა ლურსმნებისაგან. აი აქ, სპილენძის ოვალურ ფირფიტაზე, ამოტვიფრულია ჩემი სახელი. დანის პირი დამზადებულია ზოლინგენის ფოლადისაგან, დანარჩენი ნაწილები ზოგი სპილენძისაა და ზოგიც - რკინის“.ამგვარად აღწერენ თავისთვის მთელ დანას.ამის შემდეგ ფიქრობენ მისი წარმოების ხელოვნებაზე. კონცენტრაციის ეს ნაწილი წარმოდგენილი უნდა იქნეს ფანტაზიით, რადგან, რა თქმა უნდა, ყველას არა აქვს ნანახი ჯაყვის დამზადების პროცესი. ამიტომ შემოიფარგლებიან მხოლოდ იმ წარმოდგენით, თუ რომელი ნაწილია გამოჩარხული, რომელი ჩამოსხმული, როგორ შეიძლებოდა ტარის დამზადება და როგორ მოხდა ყველა ნაწილის აწყობა.ეს სავარჯიშო დასაწყისისათვის უნდა გაგრძელდეს მხოლოდ 5 წუთი. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს 15 წუთამდე.თუ აზრის მსვლელობა დამთავრდება, უცხო აზრის დაუმუშავებლად ისევ იწყებენ ფიქრს თავიდან და ვარჯიშს აგრძელებენ მაღვიძარას ზარის დარეკვამდე.იმისათვის, რომ პირველ ხანებში თავიდან ავიცილოთ აზრობრივი გადახრა, კარგია ჩვენი სავარჯიშო შევასრულოთ ჩურჩულით, რისი წყალობითაც შესაძლოა ვაწარმოოთ თვითკონტროლი. მაგრამ ასეთი შესამსუბუქებელი პირობების გამოყენება დიდხანს არ შეიძლება, რადგან ეს ძალის ტყუილ დაკარგვას იწვევს.ამ მეთოდის გამოყენება დასაშვებია არა უმეტეს 4-5 ვარჯიშისა. ისიც მხოლოდ იქამდე, სანამდე არ გამოვიმუშავებთ ენერგიული ფიქრის ჩვევას. ვისაც შეუძლია ასეთი დახმარების საშუალების უარყოფა, უკეთესია არ გამოიყენოს ის.თავისთავად იგულისხმება, რომ საგნები შეიძლება შეიცვალოს. სამი ან ოთხი ვარჯიში შეიძლება ჩატარდეს ჯაყვით. შემდეგ სავარჯიშოების ასეთივე რაოდენობა - რაიმე სხვა საგნით. აღვნიშნავთ, რომ როგორც წესი საჭიროა რთული საგნიდან უფრო მარტივ საგანზე გადასვლა, რაც უფრო მარტივია საგანი, მაგალითად ღილი, მით უფრო ძნელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში მასზე შეჩერედეს ყველა აზრი.ვისაც შეუძლია აღნიშნული სახით მოიკრიბოს აზრი ძალიან მარტივ ობიექტებზე ¼ საათის ან მეტი ხნის განმავლობაში, ამასთან (მოწაფე) მთლიანად იყოს დაკავებული მხოლოდ თავისი საგნის და დანიშნული დროის განმავლობაში არ დაუშვას აზრების არანაირი გადახრა ამ თემიდან, მაშინ მას შეუძლია იმედებით ფრთაშესხმლმა, წარმატებით განაგრძოს შემდგომი ვარჯიშები. აი, ეს არის რაიმე საგნის აზრობრივად წარმოდგენა. ისევ იღებენ ხელში რაიმე საგანს, მხოლოდ ამჯერად უნდა მივყვეთ შებრუნებული მსვლელობით. კერძოდ, იწყებენ მარტივიდან და გადადიან შედარებით რთულზე.რაიმე საგანს ათვალიერებენ დიდხანს. მაგალითად, ფანქარს. შემდეგ დახუჭავენ თვალებს და წარმოიდგენენ, ფანქრის რაც შეიძლება ზუსტ გამოსახულებას, რომელიც გონებაში დაფიქსირდა ხანგრძლივი მზერის შედეგად. როცა მოწაფე ისევ გაახელს თვალს და შეადარებს წარმოსახულს და ნამდვილ საგანს ერთმანეთს, შეამჩნევს, თავისი აზრობრივი გამოსახულების სხვადასხვა ნაკლს.მოსწავლის ამოცანაა გამოასწოროს ეს ნაკლოვანებანი იმით, რომ დახუჭული თვალით ეცადოს წარმოიდგინოს საგანი ზუსტად ისეთი, როგორც სინამდვილეში ორიგინალია.შემდეგ ისევ თვალგახელილი ათვალიერებენ საგანს. ეს სავარჯიშო იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ მიიღწევა 1 წუთის განმავლობაში კონცეტრირებული მზერის შედეგად რთული საგნის წარმოდგენა დახუჭული თვალებით, უფრო სწორად კი, უნაკლო სარკული გამოსახულების მიღება. ამ სავარჯიშოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.თუ აქაც მიიღება დამაკმაყოფილებელი შედეგები, მაშინ შესაძლებელია გადასვლა შემდგომ, შედარებით რთულ სავარჯიშოზე. აზრის კონცენტრირებას ახდენენ რაიმე საგანზე წინასწარი დათვალიერების გარეშე. ე.ი. კონცენტირებას ახდენენ საგნის აზრობრივ გამოსახულებაზე. ასე მაგალითად: წარმოიდგენენ საკუთარი ჯიბის საათის გამოსახულებას და ახდენენ აზრის კონცენტირებას იმგვარად, როგორც ეს კეთდებოდა მეორე სავარჯიშოში: საგნის მიზანზე, მასალასა და წარმოებაზე. მოგვიანებით უბრუნდებიან შედარებით მარტივ საგნებს.თანდათანობით, ცდის ჩასატარებელ მასალად (ობიექტად) გამოიყენებენ ნაცნობ პირებს, შინაურ ცხოველებს და ა.შ.თუ ეს ვარჯიშებიც წარმატებით ჩატარდება, მაშინ მათ ცვლიან შემდეგი სახით: რაც შეიძლება სწრაფად ახშობენ ერთ აზრს და გადადიან მეორეზე. შემდეგ უზადო სიზუსტით ისევ უბრუნდებიან თავდაპირველი მსჯელობის იმავე პუნქტს, რომელიც ეს-ესაა შეწყვიტეს.ეს შეგნებული გადახრაა.ამ სავარჯიშოს წინ უნდა უსწრებდეს ქვემოთ აღწერილი შედარებით უფრო ადვილი ამოცანა. ცოტა ადრე, მეორე სავარჯიშოს დაწყებამდე, სარგებლობენ 2-3 თავისუფალი წუთით და შემდეგ ამოცანას წყვეტენ: იწყებენ ფიქრს რაიმე ცნებაზე, საგანზე ან არსებაზე, ანდა ცდილობენ ძალიან სწრაფად გამოიწვიონ საწინააღმდეგო ცნებების წარმოდგენა.ფიქრობენ, მაგალითად სიტყვაზე ,,ცარიელი'' და იმწამსვე უნდა შეადგინონ ცნება ,,სავსე'', ,,წყალს'' უნდა მოჰვეს ,,ცეცხლი''. ,,ლურჯ ცაზე მბრწყინავ მზეს'' - ,,მოღრუბლული წვიმიანი დღე'', ,,მტრედს'' შეიძლება ,,გველი'' ან ,,არწივი'' და ა.შ.ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ ეს ამოცანა და თანაც ყოველდღე. აღნიშნული ამოცანა არც ისე ძნელი იქნებოდა, რომ არა ყოველი ცნება, ყოველი საგნისა თუ არსების ისე მკაფიოდ წარმოდგენის აუცილებლობა, რათა ეს წარმოდგენა ელვისებურად ნათლად წარმოიშვას აზრობრივი ხედვის წინაშე. ამ სავარჯიშოების წყალობით დროთა განმავლობაში საკმაოდ გამომუშავება ჩვევა, რომელიც საჭიროა შემდგომ სავარჯიშოებზე გადასასვლელად.მაგალითად, მე მივმართავ მთელ აზრებს ჩემი პატარა გოგონასკენ და მაშინვე მის გვერდზე წარმოვიდგენ საკუთარ თავს: რომ ჩემი პატარა შვილი ჩამეხვია თავისი პატარა ხელებით და კულულებიანი თავი მხარზე დამადო; აი, ის მიყურებს ნათელი, მხიარული თვალებით და ნახევრადკითხვით და ნახევრად ალერსიანი ხმით ნაზად მეძახის ,,მამიკო''.მე ელვისებურად გადამაქვს გამოკვეთილი აზრი სხვა წარმოდგენაზე. წარმოვიდგენ, მაგალითად, ახლახანს გამოგონებულ გამომთვლელ მანქანას, რომელიც ცოტა ხნის წინ ვნახე ჩემს მეგობართან და ცნობილი მეთოდით აზრებს ვიკრებ ამ საგანზე. შემდეგ ისევ (2 და 3 წუთის მერე დაახლოებით), ვცდილობ მკაფიოდ დავუბრუნდე პირველ მსჯელობას, ზუსტად იმ ადგილიდან, რომლიდანაც დავიწყე. თუკი, მთელი სავარჯიშო მიმდინარეობს შეუსვენებლივ, მაშინ ვაგრძელებ ჩემი აზრების მსვლელობას ცნობილი მეთოდით. ერთი ვარჯიშის დროს შეიძლება 4-5 ჯერ შევცვალოთ აზრები. ვარჯიშის ხანგრძლივობა 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ახლა უკვე შეიძლება ადრე გაკეთებული ყველა ვარჯიშები ჩავატაროთ დაუხშობელი ყურებით (საცობების გარეშე).აქ ჩვენ შევხვდებით დიდ სიძნელეს და აუცილებელია გამოვიჩინოთ ძლიერი ნებისყოფა. მოსწავლეს ნუ შეეშინდება, მას ეს გამოუვა! პირველი ცდა არავის არ უმართლებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ ქარაფშუტა. აუცილებელია ვარჯიში მანამ, სანამ აზრის კონცენტრაცია არ შეგეძლებათ ძლიერ ხმაურშიც კი.მთელი ის დრო, როცა ვარჯიში დაუხშობელი ყურებით კეთდება, აუციებელია შემდეგ ამოცანების ყოველდღიურად შესრულება:თავისუფალ დროს გამოდიან ჰაერზე, მაგრამ არა მშვიდ, განმარტოებულ ადგილზე, არამედ იქ, სადაც ძლიერი მოძრაობაა და ხმაურია, ანდა თუ ამინდი და წელიწადის დრო ხელს არ გვიწყობს ქუჩაში გამოსასვლელად, შედიან რაიმე შენობაში, სადაც ბევრი ხალხია, რომლებიც თავისი ლაპარაკით და სიარულით იწვევენ დიდ ხუამრს, მაგალითად, რესტორანში.იღებენ ხელში გაზეთს ან წიგნს და იწყებენ იმ ადგილის კითხვას, რომელიც უფრო მიმზიდველი და საინტერესოა. შემდეგ, ხმაურის მიუხედავად, ცდილობენ გონებაში აღიდგინონ წაკითხული. რაც უფრო ძლიერად შეძლებს მოსწავლე წაკითხულის გარშემო აზრის კონცენტრირებას, მით უფრო მეტად მოახდენს მეხსიერების ფუნქციონირებას. რაც უფრო მეტად ივარჯიშებს აზრის კონცენტრაციაზე ღია, დაუცობელი ყურებით, მით ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას გარშემომყოფთა ხმაურს.სულაც არ არის აუცილებელი, რომ წაკითხული მეორდებოდეს სიტყვა-სიტყვით, საკმარისია ამომწურავი დასკვნა. რა თქმა უნდა, რაც უფრო ხშირად შეძლებს მოსწავლე მთავარი შინაარსის გამეორებას, მით უფრო მეტია წარმატება.ამ დროს უკვე შეიძლება ადვილად უფრო ძნელზე გადასვლა. რამდენადაც საინტერესო და მიმზიდველია ვარჯიშის დროს წაკითხულის შინაარსი, მით უფრო ადვილია მისი აღდგენა გონებაში.შემდგომ, ნელ-ნელა გადადიან ნაკლებად საინტერესო მასალის კითხვაზე, რომელიც შეიძლება კიდევაც სცილდებოდეს მოსწავლის ინტერესებს.მაგალითად, თუ მოსწავლე იდეალურად მხატრული ნატურის ადამიანია, მაშინ აზრის კონცენტრაცია საგაზეთო ბირჟის ქრონიკაზე, არ მიანიჭებს სიამოვნებას და რა თქმა უნდა თავდაპირველად ამ ქრონიკის აღდგენა მისთვის ძნელი იქნება. იგივე დაემართება იმ ადამიანსაც, რომელიც სერიოზულადაა მოკიდებული თავისი სულიერი სამყაროს შესწავლას და საკუთარ თავს აიძულებს ვარჯიშის დრო დაუთმოს მოდების განხილვასა და სპორტულ ცნობებს.პირველად იღებენ პატარა სტატიებს, ახალ ამბებს, შენიშვნებს, რომელიც დაახლოებით 30 სტრიქონისაგან შედგება. შემდეგ შედარებით დიდ სტატიებზე გადადიან. მხოლოდ არ შეიძლება ვარჯიში გაგრძელდეს საათნახევარზე მეტხანს. უმჯობესია გამოერება კიდევ ერთხელ, ვიდრე დიდხანს გაგრძელება.აზრების უმაღლესი კონცენტრაცია სრულად მიღწეულად ითვლება მაშინ, თუ მოსწავლე ყველაზე ძლიერ ხმაურშიც კი შეძლებს ამოხსნას რთული ამოცანა.მაღალი ხელოვნების მისაღწევად თავს უფლებას აძლებენ, შეწყვიტონ ან შეაჩერონ თავისი სამუშაო, რომ შემდეგ შეუნელებელი ძალით და ყურადღებით ახლიდან დაბრუნდნენ შეწყვეტის ადგილზე.აზრების კონცენტრაციაში აუცილებელია მუდმივი მეცადინეობა. მხოლოდ ამგვარი ვარჯიში აჩქარებს მოსწავლის მიერ საოცარი შედეგების მიღებას. ამაში მდგომარეობს ბევრი, ბედისაგან გათამამებულის საიდუმლო.

ოკულტიზმი(I ნაწილი)

ოკულტიზმი მეცნიერებაა. ოკულტიზმი სუფთაა, როდესაც ის გამოიყენება ნატიფ ფიზიკურ ან სუპრა-ფიზიკურ პლანებზე. ზოგიერთი ადამიანი მას უწოდებს ასტრალურ პლანს, როდესაც სხვები მას ვიტალურ სამყაროს უწოდებენ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ოკულტიზმის წყარო შიდა ვიტალში. ოკულტური ძალები ეს ჩვენი ფარული ბუნების ძალებია. ოკულტური სამყარო - ეს ნატიფი ფიზიკური, ვიტალი და სუპრა-ფიზიკურია. თუ შეგნებულად და მიზანმიმართულად შედიხართ ვიტალურ პლანში, პირველი ის ხდება, რომ თქვენ ვიტალური არსებების ზეგავლენის ქვეშ ექცევით. ეს არსებები ძალიან ხშირად სიხარულით გაძლევენ თავისი ოკულტური ძალების გარკვეულ ნაწილს გამოსაყენებლად. გარკვეული დროის მანძილზე ისინი გაძლევენ თავისი საკუთარი ოკულტური ძალების გამოიყენების საშუალებას, მერე კი შეეცდებიან თქვენს გაკონტროლებას. ამ არსებებს აქვთ უთვალავი სულელური სურვილი, რომლების ასრულებას შეეცდებიან მაძიებლის მეშვეობით, რომელმაც მათგან მიიღო ეს ძალები.თუ ეს ნამდვილი და ჭეშმარიტი მაძიებელია, და თუ ის შედის ვიტალურ პლანებზე სულიერი მიზნებისათვის, თავისი შინაგანი ცნობიერების გაფართოებისას, საშიშროება არ არის. ეს იმიტომაა, რომ მაძიებელი მტკიცეა თავის მისწრაფებაში. მას სურს მხოლოდ მისი შიდა და გარე ბუნების სულიერი გაფართოება და არ ზრუნავს ეგრე წოდებულ ოკულტურ ძალებზე. მაგრამ მაძიებელი, რომელიც ჩაერია ოკულტურ სამყაროში, ხედავს, რომ მისი მიზანი - შორეული ოცნებაა, და ამავე დროს ის უმოწყალოდ დაჭერილია ვიტალური სამყაროს არსებების მიერ. აქ ის დაიკარგა, მთლიანად დაიკარგა. ბევრმა, ბევრმა მაძიებელმა, ვინც დაიწყო თავისი სულიერი მოგზაურობა მთელი გულწრფელობით, მაგრამ გზაზე დაჭერილნი აღმოჩნდნენ ოკულტური ძალების მიერ, და ვერ შეძლეს მიზნის მიღწევა. კარლ ბრანდლერ პრახტი -

                                                            ოკულტიზმი

                                                                                                                      მთარგმნელები:
                ლია ხუბაშვილი და ვაჟა ოთარაშვილი რედაქტორი: ალეკო ანდღულაძე


ეს წიგნი, ქართულ ენაზე, სერიოზული ოკულტური ლიტერატურის გამოცემის ერთ-ერთი პირველი ცდაა. მასში მოყვანილი ვარჯიშების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ასტრალურ სხეულს მივცეთ უფრო მეტი თავისუფლება. ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ადამიანებს, ახსნან საკუთარ სულში თუ სხეულში, აგრეთვე გარემოში არსებული ბევრი იდუმალი მოვლენა, აღზარდონ და განავითარონ მაგიური ძალები, რომლებიც მათში მინავლებული ან სულ ჩამქრალია, და საერთოდ გაიგონ ოკულტიზმის არსიწიგნში მოცემული მრავალი სამკურნალო მეთოდი, წარმატებით შეიძლება გამოიყენონ ექსტრასენსებმა, თავიანთი მკურნალობის დროს. მკითხველი პრაქტიკული სავარჯიშოებისა და მაგალითების სახით გაეცნობა აგრეთვე ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორიცაა ფსიქომეტრია, ტელეპათია, გრძნეული სიზმრები, წინასწარჭვრეტა, წინასწარსმენა და სხვ.ეს სახელმძღვანელო სიკეთით სავსე მაღალი ზნეობის ადამიანებს დაეხმარება საკუთარი სულისა და სხეულის განმტკიცებაში და ნათელი მიზნების შესრულებაში.ამ წიგნის მიზანია, ადამიანთა ყურადღება მიაპყროს იმ გამოუყენებელ და იდუმალ ძალებს, რომელთა არსებობა უმრავლესობას აზრადაც არ მოსდის. ჩვენ არც თუ ისე სუსტი არსებანი ვართ: ჩვენში დაფარულია ისეთი ამოუცნობი ძალა, რომელსაც შეუძლია ადამიანი აქციოს მატერიისაგან (შეგრძნებადი სამყაროსაგან) დამოუკიდებლად და აიყვანოს ,,შემოქმედების მწვერვალზე“. საბაზრო რეკლამის მიერ გავრცელებულ ისეთ წიგნებთან, როგორიცაა: ,,ძალა თვით ჩვენშია“, ,,პირადი მაგნეტიზმი“, ,,ჰიპნოზის ძლევამოსილება“ და ა.შ. ნამდვილ ნაშრომს არავითარი საერთო არ გააჩნია. ჩვენი ნაშრომი მიგვიყვანს არა უხეშ, ეგოისტურ ზეადამიანთან, არამედ მაღალი ეთიკური მისწრაფებების მქონე იდეალთან, რომელიც ამ ძალას მთლიანად გამოიყენებს , მხოლოდ ადამიანთა საკეთილდღეოდ. ადამიანი თავისუფალია და იგი ვალდებულია თავისი ნება საქმით დაამტკიცოს. მაგრამ ჰიპნოზის დროს ნება შებოჭილია.ჩვენ ვცხოვრობთ არა იმისთვის, რომ ვისწრაფოდეთ მხოლოდ დროებითი კეთილდღეობისაკენ, არამედ საჭიროა მივილტვოდეთ სულიერ ფასეულობათა შესაძენად.ამ წიგნის ავტორი - ადეპტი არ არის, ამ სიტყვის სრული მნიშნველობით. მრავალი წლის განმავლობაში ის იმყოფებოდა ბრძენი და მაღალპატივცემული პიროვნების ხელმძღვანელობის ქვეშ, რომლის წყალობითაც შეიქმნა ეს წიგნი. თუმცა მისი გამოცდილება არ აღწევს ამ წიგნის მესამე განყოფილების დასაწყისს, მაგრამ მან პირადად გამოსცადა ის შესაძლებლობანი, რომელიც მოყვანილია მეორე განყოფილებაში (მე-14 თავის გარდა).ამ წიგნში მიღებული გადმოცემის მსვლელობა აერთიანებს ,,რაჯა იოგას“ ორ უდიდეს სისტემას, რომელთა შორისაც ერთი ეხება ადამიანის ფიზიოლოგიას, ხოლო მეორე მის ფსიქიკურ განვითარებას.ორივე სისტემის ჰარმონიული კავშირი საშუალებას გვაძლევს ადვილად გადავლახოთ ყველა დაბრკოლება და მივაღწიოთ განვითარების მაღალ მწვერვალებს. არაფერია, იმაზე უფრო მეტად საშიში, როცა ადამიანი თავისი ნების განვითარებას იწყებს ზნეობრივი პროგრესის სრულყოფის გარეშე.მხოლოდ ფრთხილ და ჭკვიან ადამიანს უნდა მიეცეს ბასრი იარაღი: რადგან არაკეთილგონიერი დაღუპავს თავისავე ახლობლებს და ბოლოს თავის თავსაც. სწორედ ამაში მდგომარეობს ,,შავი მაგიის“ თავისებურება, რომელიც მძვინვარე ურჩხულს ჰგავს.ბოროტი ადამიანი, რომელიც ანვითარებს თავის დაფარულ ძალას, იმისათვის რომ აისრულოს მდაბალი გულის წადილი, დაიღუპება მის მიერვე დანთებულ ცეცხლში.დასასრულს, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზეც რომ ჩემი სახელმძღვანელო (იგულისხმება ეს წიგნი. მთ) მკითხველს საშუალებას აძლევს, დადგეს ტაძრის შესასვლელში, არა ნახევრად მომზადებული და უკმაყოფილო, არამედ იფრინოს იმ ნათელი სიმაღლეებისაკენ, რაც საერთოდ მისაწვდომია ადამიანისათვის. განყოფილება მოწაფე. პირველდაწყებითი საფეხური1.შესავალი ვინა ვართ ჩვენ, თუ არა სუსტი არსებანი? უსუსურთ, ცხოვრების ზღვაში სასტიკი ქარიშხალი გვათამაშებს. უმწეონი და ყოველგვარი თავდასხმის მსხვერპლნი, არასაკმარის საშუალებებს ვფლობთ მათ მოსაგერიებლად. ჩვენ გვაქვს თვალები, მაგრამ არ შეგვიძლია წინასწარ დავინახოთ რა შეგვემთხვევა, ან ვინ გვდარაჯობს ავი ზრახვების კლდის უკან, ვერ ვხედავთ თუ რა არის დამალული მომავლის სიღრმეში. ჩვენ მთლიანად დამოკიდებულნი ვართ დროზე და წუთისოფლის მერყეობაზე. ჩვენ გვესმის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენსა და რხევად, ვიბრირებულ სხეულს შორის არ არსებობს მკვრივი ზღუდე ან დიდი მანძილი. ვიღებთ მხოლოდ განსაზღვრული სიხშირის რხევებს, ყველა დანარჩენი კი ე.ი. სხვა სიხშირის რხევები არავითარ ზგავლენას არ ახდენს ჩვენს შეგრძნებებზე.>რა სარგებლობა აქვს უფაქიზეს სმენას, თუკი პირფერი მოსაუბრის მოსმენისას არ შეგვიძლია ამოვიცნოთ მისი შავბნელი აზრები?/>მერე და რა, თუკი ლამაზი თვალები სიყვარულით გვიმზერენ, ჩვენ ხომ ვერ ვხედავთ მის გულში ჩადებულ ღალატს?გაუხეშებული შეგრძნებების მქონენი, როგორმე უნდა გამოვძვრეთ ცხოვრებისეული ეკლაინი ჯაგნარიდან.ადამიანი შემოქმედების გვირგვინია! რა საოცრად ჟღერს ეს ფრაზა, ამ უსუსური სხეულის დანახვაზე.როცა ზემოთ ვიხედებით, ძირს დაგდებულ ქვას ვერ ვამჩნევთ და ვეცემით. თუ საკუთარ ნაბიჯებს მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ ვერ ვამჩნევთ გამხმარ ხეს, რომელიც საცაა წაიქცევა და ქვეშ მოგვიყოლებს. უმწეონი, ყოველთვის რაიმე ხიფათის წინაშე ვდგავართ./>მაგრამ ვართ კი მართლაც ასეთი უძლურნი?არა! ბედისწერის ბრძნულმა განჭვრეტამ ხელში მოგვცა შეუდარებელი იარაღი, რომ მოვიგერიოთ ურიცხვი თავდასხმა. ჩვენ დაჯილდოებულნი ვართ გონებით და მისი წყალობით მივაღწიეთ კულტურის განვითარების უმაღლეს საფეხურებს, მაგრამ ამის გამო, შევიძინეთ კიდეც ადამიანური მოდგმის უამრავი ახალი მტერი. მტერი, რომელიც უხილავია, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ყოველ ამოსუნთქვაზე გვემუქრება.რა არ ბინადრობს ადამიანის მკერდში და როგორ საშინელ დემონებს არა ჰყავთ იგი შებოჭილი. ასეა, უფლებამოსილი ტირანების ფეხქვეშ მტვერში უხდებათ ხოხვა ტანჯულ მონებს.თუმცა ცოცხალ არსებებს ამ ბრძოლისთვისაც აქვთ მიცემული მძლავრი იარაღი. ჩვენ კარგად ვიცით თავდაცვის ის საშუალება, რომელსაც ,,ნებისყოფას“ ვეძახით. მაგრამ სამწუხაროდ, არ ძალგვიძს მისი სათანადოდ გამოყენება. ამ მძლავრი იარაღის მახვილი წვერი ჩვენსკენვე გვაქვს მომართული და ბლაგვი კი - მტრისკენ. რა სარგებლობა გვექნება გონებისა და ნებისყოფისაგან, თუკი მათ არასწორად გამოვიყენებთ?მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის, ვინ გვასწავლის ამას?მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისათვის, ვინ გვასწავლის ამას?ამას გვასწავლის ჩვენი სული: ყოვლისმსმენელი, ყოვლისმხედველი და ყოვლისმცოდნე, რომელიც არ არის დაკავშირებული არც დროსთან და არც სივრცესთან, როგორც ჩვენი ინერტული შეგრძნებების მქონე სხეული. ეს სულია, გამუდმებით და ნათლად რომ გვაფრთხილებს, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენთ მას.ყოვლადკეთილმა საწყისმა დაგვაჯილდოვა ერთი განსაკუთრებული გრზნობით, რომელსაც სულის ენით ატყობინებს ჩვენს შეგრძნებას, ჩვენ კი გონებითა და უკუღმართად გამოყენებული ნებისყოფით ეს გრძნობა გავაუქმეთ.ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ ფიზიკური სხეულის უხეშ შეგრძნებებს. თავს ვთვლით ძალიან გონიერ და ბრძენ არსებებად და ვფიქრობთ, რომ ამ გრძნობათა ორგანოების შესწავლით ამოვხსენით ბუნების უდიდესი საიდუმლო.ყველაზე უზენაესი გრძნობა, ეს არის ე.წ. ,,ფსიქიკური შეგრძნება“, რომელსაც განუსაზღვრელი მოქმედების შედეგად შეუძლია ადამიანი აქციოს ნახევარღმერთად. ჩვენ კი ეს გრძნობა უარვყავით.თანამედროვე მეცნიერება ,,ფსიქიკურ გრძნობას“, ,,ცრურწმენას“ ეძახის. რამდენ რამეს კი გააკეთებდა მეცნერებისათვის, ეს არაერთხელ საცინლად აგდებული მეექვსე გრძნობა.მაშინ, იქნება მეცნიერების ავტორიტეტებს უკეთ აეხსნათ ,,სამყაროს გამოცანები“, და უფრო გონივრულად ემსჯელათ ,,ძალასა და მატერიაზე“. მათი ფსიქიკური გრძნობა რომ ცოტა ფხიზელ მდგომარეობაში ყოფილიყო, ასეთ უნივერსალურ მნიშვნელობას აღარ მიანიჭებდნენ ტვინის უჯრედებს.ფსიქიკური გრძნობის არსებობა შეინიშნება მათ მიერ, ვინც ოკულტურ მეცნიერებაში ერკვევა.მოწაფე დარწმუნებული უნდა იყოს იმ არამატერიალური პიროვნების, სულიერი ,,მეს’’ არსებობაში, რომელსაც დავარქვით ,,სული“. ასევე მან უნდა იცოდეს, რომ წიგნში მოყვანილი ლიტერატურის საშუალებით შესაძლებლობა ეძლევა დარწმუნდეს იმაში, რომ უხეში მატერიალური სხეულის გარდა მას გააჩნია უფაქიზესი ოდიური ასტრალური სხეული. მან საერთოდ უნდა იცოდეს, რომ მატერია არსებობს ყოფიერების სხვადასხვაგვარ ფორმებში.თუ ჭეშმარიტებას, რომელიც შინაგან არსებას ეხება, მოწაფე გაითავისებს, მაშინ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება გასაგები, რომ ფსიქიკურ გრძნობას, გამოწვეულს ვარჯიშის გზით, შეუძლია იგი დააჯილდოოს გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი იდუმალი ძალებით, რომელიც თურმე მასში ლატენტურ (მთვლემარე) მდგომარეობაში იმყოფებოდა.ამ ძალებს ისევე, როგორც ჩაფლულ განძს, რომელიც დღის სინათლეზე გამოიტანეს, შეუძლია მფლობელი უეცრად აქციოს ბედნიერ კაცად. მხოლოდ, განძის მძებნელს უნდა გააჩნდეს მოთმინება, თუნდაც ოფლი ღვარად ჩამოსდიოდეს შუბლზე, რადგან ბარის ყოველი დარტყმა აახლოებს სანუკვარ მიზან.მოწაფემ უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ არანაკლები ბრძოლა და ძალდატანება მოუწევს საკუთარ თავთან! ამასთან ერთად, აუცილებელია სიმამაცეც: სიმამაცე ეგოისტურ მატერიალურ სამყაროსთან ბრძოლაში. რადგანაც, სწორედ ეს განცხრომას დახარბებული, ძუნწი მატერია - გაუმაძღარი ურჩხული, სდარაჯობს იმ განძს, რომელიც მოწაფემ უნდა მოიპოვოს. ამ დრაკონზე გამარჯვება კი ძალიან ძნელია. ნამდვილი სახელმძღვანელო ისეა შედგენილი, რომ მასში შესული რჩევა-დარიგებები დიდ სარგებლობას მოუტანს მათ, ვისაც საკუთარ თავთან ბრძოლის ეშინია. (იგულისხმება აღნიშნული წიგნი. - მთ.)ამ წიგნის პირველი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მოწაფესათვის, ბევრს დააკმაყოფილებს, რადგან, მისი გულისყურით შესწავლის შედეგად მიიღწევა ამაღლება ყოფილთან შედარებით.ახალბედა განცვიფრებითა და სიხარულით შენიშნავს, თუ რა ძალა აქვს მის ფიქრებს და მიხვდება, რომ აღარ არის დამცირებული, მხდალი ადამიანი, რომელსაც ბედი აქეთ-იქით ათამაშებს. იგი გონს მოეგება და დაიწყებს ბრძოლას არსებობისათვის, შეიარაღებული და დაცული.სწავლების ბოლოს, ის უკვე ისეთი ძალების მფლობელი იქნება, რომლის სწორი გამოყენების შედეგად მისი ცხოვრება გახდება თავისუფალი და ბედნიერი, (ე.ი. მოწაფე) დაცული იქნება ყოველგვარი უბედურების, ავადმყოფობისა და ტანჯვისაგან.მოწაფე დარწმუნდება, რომ ადამიანი არც თუ ისე უსუსურია, არამედ, უხვადაა დაჯილდოებული იმ ძალებით, რომელთა საშუალებითაც ყოველგვარი საშიშროებისაგან თავს დაიცავს. დაინახავს, რომ ვერანაირი მიწიერი უსიამოვნებანი მას ვეღარაფერს ავნებს.ის, ვინც გრძნობს, რომ დადგა ჟამი წინსვლისა, არ დაკმაყოფილდება მის მიერ შეძენილი უნარით და მოისურვებს დაიწყოს ბრძოლა თავის ეგოისტურ ბუნებასთან. სწორედ ამისათვისაა დაწერილი ამ სახელმძღვანელოს მეორე განყოფილება. მოწაფეს ახლა უკვე შეუძლია შევიდეს ტაძარში და იქ შეისმინოს ზეშთაგონება.როგორც სადღესასწაულო სახლში, ასევე მოწაფე უნდა განიწმინდოს ყოველგვარი მიწიერი უწმინდურობისაგან და გამოეწყოს ,,ახალ სამოსელში“ კურთხევის წინ. მას შემდეგ, როცა აღსრულდება კურთხევა, ის საკუთარ თავს ხედავს ამაღლებულს სამყაროს ყოველგვარი ამაოებისაგან და გრძნობს, რომ მისი ძალები უფრო და უფრო იზრდება. იგი თანდათანობით იმსჭვალება უმაღლესი ძლევამოსილებით.აი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი - გათავისუფლებული ყოველგვარი მდაბიო ვნებებისაგან, იმ ბავშვური ჩვევებისაგან, როცა ფლანგავდა ძვირფას დროს და არყევდა საკუთარ ჯამრთელობას. იგი საკუთარი თავის და მთლიანი სამყაროს სრული ბატონ-პატრონი იქნება.მისი ნებისყოფის ძალა განვითარდა და უკვე იცის რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ამ ძალის საშუალებით. მოწაფის ხელთაა ძლევამოსილება, მაგრამ მას ბოროტად არ გამოიყენებს, რამეთუ ამის გაკეთება არც შეუძლია, რადგან ნებიჯი უკან - შეუძლებელია. ამგვარი ძლიერების მიღწევა დასაშვებია იმ პირობით, თუ იგი შესაბამისი ზნეობის სიმაღლეზე ავა.მან აიარა მთის ნაწილი და მისი აღტაცებული მზერის წინ გადაიშალა აყვავილებული მხარის ფართო პანორამა. აქამდე ის იმყოფებოდა ველზე და რაოდენ შემოსაზღვრული იყო მისი მხედველობის არე, რაოდენ პატარა და ვიწრო იყო მის წარმოდგენაში სამყარო.სამაგიეროდ, რამდენად ვრცელი და უზარმაზარია ეხლა ის, მისი ამაღლებული თვალთახედვით. ბევრი ამით დაკმაყოფილდება. მიღწეული წარმატებებით გაბედნიერებულნი სხვებსაც მიეშველებიან მთაზე ასვლაში და რკინისებური სიმტკიცით გამოიყენებენ შეძენილ ძალებს, რათა დაეხმარონ თავის ახლობლებს. ზოგიერთებს კი - და დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტას, შინაგანი ხმა უბრძანებს: ,,მოემზადე შემდგომი ასვლისათვის! მთა, რომელიც შენს წინაშეა, უფრო მაღალია და მიუვალი, ვიდრე ის, რომელზეც ახვედი. მაგრამ ნუ შეგეშინდება: შენ მიაღწევ მის მწვერვალს, რადგან ამის ძლიერი სურვილი გაგაჩნია!“ და ნელნელა მაგრამ სწორად მიიწევენ ზემოთ. სულ უფრო თავისუფლად იწევს მაღლა მათი მკერდი, უფრო მეტად იშლება და ფართობდება მათი თვალსაწიერი და მეტად მძლავრდება შინაგანი ძალა.ძალიან ცოტას, რომელთაც მწვერვალს მიაღწიეს (ქურუმებს) აქვთ უფლება შევიდნენ ტაძარში. მათმა სულიერმა ,,მე“_მ მიაღწია უსაზღვრო ძლიერებას - სხეულის გარსი მათთვის აღარაფერს წარმოადგენს. მათ თვალში ის მხოლოდ გარდაუვალი სიბოროტეა. ქურუმებმა არ იციან დარდი და მიწიერი ტანჯვა. აი, ნამდვილად თავისუფალი ზეადამიანები!ვისაც სურს სრულად განავითაროს თავისი სულიერი ძალები, უნდა დაივიწყოს ეგოისტური ინტერესები. ფუჭად იშრომებს, ვინც ვარჯიშს დაიწყებს სიმდიდრის შესაძენად. სავსებით დასაშვებია გამოღვიძებული იდუმალი ძალების გამოყენება თავდაჭერილად, რათა ვიმყოფებოდეთ ნორმალურ ადამიანურ პირობებში და შევიმსუბუქოთ სხეულებრივი არსებობა. საკუთარი სხეულის საჭიროებაზე ზრუნვა ჩვენი ვალია და ამაში არავითარი ეგოიზმი არ არის.მაგრამ, უსარგებლო და უაზრო დროის ხარჯვა იქნებოდა, თუ ვინმე ნების ძალას გამოიყენებდა იმისათვის, რომ მაგალითად, მოეგო ლატარიის ბილეთით. ასეთი მიზნებისაკენ მიმართული ვარჯიში არა მარტო უშედეგო იქნება, არამედ ძალიან დიდ ზიანსაც კი მიაყენებს იმ პირს, ვინც ჩაატარებს ამგვარ ცდებს, ვინაიდან გადაუხვევს ჭეშმარიტი მიზნისაგან და მისი ყოველგვარი შემდგომი წარმატება საეჭვო გახდება.ასევე გაკიცხვას იმსახურებს, გარშემომყოფებზე სულიერი ზემოქმედება: მატერიალური გამორჩევის მიზნით დაიმორჩილო და დაჩაგრო შენი ახლობლები.საზოგადებისათვის საშიშია საკუთარი მიზნების მისაღწევად, ადამიანთა ნების დათრგუნვა. ფსიქიკური ძალები მივიღეთ არა იმიტომ, რომ ბოლოს ერთმანეთი დავღუპოთ, როგორც ეს ცივილიზებულმა კაცობრიობამ ჩაიდინა, არამედ ამ ძალებმა უნდა მოგვიტანოს ბედნიერება, შეგვიმსუბუქოს ტვირთი და კაცობრიობა აიყვანოს ეთიკური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. ამით, გონებრივი პროგრესი, ალბათ არ დაზარალდება, ვინაიდან ფსიქიკური ძალების განვითარებასთან ერთად გაიზრდება გონებრივი შესაძლებლობანი: ხელოვნება, წარმოება და მეცნიერება მიაღწევს განვითარების უმაღლეს მწვერვალს.მეცადინეობის დაწყებამდე მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი წარმატება მთლიანად არის დამოკიდებული მოთმინებაზე, რომელიც საჭიროა ნამდვილი საქმისათვის. ,,რომი ერთ დღეში არ აშენებულა!“ მოწაფე უნდა გარდაიქმნას ახალ ადამიანად, მან თავის თავში უნდა განავითაროს ის ძლევამოსილი და მოქმედი ძალა, რომელზეც ადრე არავითარი წარმოდგენა არ გააჩნდა. მასში უნდა გამოჩნდეს ახალი, ამაღლებული გრძნობა, - გაბატონებული ჩვენს გაგებაში დროსა და სივრცეზე, რომელთანაც დაკავშირებულნი ვართ ჩვენი სხეულებრივი არსებობით. ესაა - ნაბიჯი ღმერთისაკენ!შესაძლებელი კი არის ამის გაკეთება ჩვენს ნერვულ საუკუნეში, რომელიც სამარეს უთხრის ფსიქიკურ გრძნობებს?ვინც გადაწყვიტა, დაანგრიოს საკუთარი სულის საპყრობილე და დაწყვიტოს ხლართები, რომლითაც საცოდავი სული მიჯაჭვულია გრძნობადთან, უნდა შეიარაღდეს მოთმინებითა და ჟინით. მყარად უნდა დადოს ქვა ქვაზე და ნელ-ნელა აღიმართება დიდებული შენობა.ამის გარდა, საჭიროა სხვა თვისებაც - პუნქტუალობა. მასზე დიდად არის დამოკიდებული საქმის წარმატება. მეცადინეობას აუცილებლად უნდა დაეთმოს ის დრო, რომელიც მისთვისაა განკუთვნილი. დაუშვებელია ყოველგვარი შესვენებები; გამონაკლისია მხოლოდ მძიმე ავადმყოფობის შემთხვევა, როცა ვარჯიში შეიძლება დროებით შეწყდეს. ეს ეხება მხოლოდ პირველი განყოფილების ვარჯიშებს. იმ პირებმა, რომლებიც გადავლენ შემდგომ ვარჯიშებზე, უნდა გაითვალისწინონ აგრეთვე სხვა შენიშვნებიც.ვარჯიშის დროს უნდა მოიხსნან ყველანაირი საზრუნავი, როგორც ოჯახის, ისე საკუთარი თავის წინაშე. როცა დადგება ვარჯიშის დრო, არანაირმა ადამიანურმა პრობლემამ და არავითარმა ღმერთის წინაშე სამსახურმა არ უნდა შეაჩეროს მეცადინეობა. უნდა დავრჩეთ მარტონი საკუთარი თავის წინაშე და არაფერმა არ უნდა შეძლოს ჩვენი შეშფოთება. რაც არ უნდა მოხდეს ვარჯიშის დროს ჩვენს სახლში, ჩვენ არ უნდა გვეხებოდეს. საჭიროა ასე მოქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც და ჩვენს ოჯახსაც მოელის უბედურება!ამრიგად, ვარჯიშის დროს, შეიძლება ითქვას, სამყარო კვდება ჩვენთვის; ვარსებობთ მხოლოდ ჩვენ და ჩვენი მიზანი, დანარჩენი კი ყველაფერი ქრება აზროვნებიდან. გონიერი სამყაროს განჭვრეტა ძალზედ გვიმსუბუქებს ამ მძიმე სამუშაოს. ადამიანს გამუდმებით უნდა ახსოვდეს, რომ მთავარი ფასეულობა, სულიერ საწყისში მდგომარებს და არა სხეულის გარსში. ეს უკანასკნელი არარაობაა, ის - მხოლოდ ადამიანის სულის სუსტი გამოსახულებაა. ეს სულიერი საწყისი ესწრაფვის სხეულის მეშვეობით მიაღწიოს უმაღლეს ზნეობრივ განვითარებას.იმისათვის, რომ შინაგანმა არსებამ (ე.ი. სულმა) შეძლოს თავისუფალი განვითარება, ადამიანი მოვალეა დაიმორჩილოს უხეში მატერია, მისი ნებისყოფა იმდენად უნდა განვითარდეს და განმტკიცდეს, რომ გახდეს სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი შეგრძნებადი ზემოქმედებისაგან.რამდენადაც მეტად გააძლიერებს ადამიანი თავის ნებისყოფას, მით მეტად აიძულებს შინაგან ღვთიურ შუქს, გაავრცელოს ყველგან მაცოცხლებელი სხივები.მისი წყალობით ადამიანი შეძლებს ზემოქმედება იქონიოს მატერიალურ საგნებზე, რაც გაუნათლებელ კაცს სასწაულებრივ მოვლენად მოეჩვენება.ეს ხომ მზე აგზავნის თავის ნათელ სხივებს ღრუბლებიდან, რომლებშიც აქამდე იმალებოდა!ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გავფანტოთ ეს ღრუბლები.მას, ვისაც ძალიან უყვარს თავისი სხეული და მონურ მორილებაში იმყოფება საკუთარ გრძნობებთან, ამ წიგნს გადადებს გვერდზე და გულიანად გაიცინებს მის ,,ახირებულ“ ავტორზე. ასეთი ადამიანებისათვის ჯერ არ დამდგარა საკუთარი თავის შემეცნების დრო და ჟამი, მათთვის, ისევე როგორც თხუნელასთვის, წარმოუდგენელია იმის გაგება, რომ არსებობს არსება, რომელიც დაფრინავს!მაგრამ ბევრია ისეთიც, რომლებიც დაუოკებლად ისწრაფვიან თავისუფლებისაკენ, რათა ჩამოიცილონ მიწიერ სიამეთა გამომწვევი შეგრძნებები.მათთვის დადგა ჟამი! ამ წიგნის სახით, ისინი იპოვიან იმ სახელმძღვანელოს, რომელიც ასე სჭირდებათ.