
ადამიანების წამების ასეთი პათოლოგიური სიყვარულის გამო, ხალხმა ვლადი ცეპიშად ანუ მხვრეტავად მონათლა. დღე-დღეობით ბრანის სასახლეში ტურისტებისთვის მუსიკალური შოუები იმართება. სინათლის ეფექტებით უამრავი საშინელი სანახაობა იქმნება. სასახლეში სულ 56 ოთახია რომლიდანაც ერთ-ერთში უშველებელი საწოლი დგას სადაც გრაფი დრაკულა ოდესღაც გოგონებს იტყუებდა შემდეგ კი სისხლს სწოვდა. დრაკულა იმ ადამიანის სახელია, რომელზეც პირველი და ყველაზე დიდი საშინელებათა ჟანრის მოთხრობა დაიწერა, რომელიც შემდეგ მხატრული ფილმის სახითაც იხილა საზოგადოებამ და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ბევრისთვის ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში წარმოიქმნა საიდუმლო ორგანიზაციები, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას და სახელმწიფოს ფარულ მართვას ეზოთერული ცოდნის მეშვეობით ცდილობდნენ. ასეთი ორგანიზაცია იყო, “დიდგვაროვანი ტამპლიერების ორდენი”, რომელიც იმდროინდელი ევროპის მრავალ ქვეყანაზე ახდენდა ზეგავლენას. 1307 წელს ორდენი განადგურებული იქნა რომის პაპის კლიმენტი 7-ისა და საფრანგეთის მეფის – ფილიპე ლამაზის მკრეხელური შეურაწყოფის გამო. მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციები, რომლის ინტერესის სფეროსაც სისხლი წარმოადგენს, შეიძლება მრავლად დასახელდეს. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიაში შექმნილი ორგანიზაცია “ტულეს გაერთიანება”, რომლის “ფილიალი” შემდგომში ბოროტებით განთქმული გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გახდა. ,,
1985 წელს, ნორვეგიაში დააკავეს მამაკაცი რომელიც მსხვერპლს ვენებიდან სისხლს
წოვდა, ჰკლავდა და შემდეგ აუპატიურებდა. როგორც ჩვენებაში თავად განაცხადა: იგი ვამპირია და მისი მსგავსის არსებები ძალიან ბევრნი არიან სამყაროში, და შეიძლება ნებისმიერი ადამიანის სიახლოვესაც იყოს. მიუხედავად ამ აღიარებისა, გამოძიებამ თავიდანვე გამორიცხა მსგავსი ფაქტი (დამნაშავე არ ყოფილა ვამპირი) რაც იმით ახსნა რომ, დამნაშავე-ეჭვმიტანილს ჩაუტარეს ფსიქო – ფსიქოლოგიური ტესტი რის შედეგადაც დადგინდა რომ, ეჭვმიტანილი სულიერად ავადმყოფი იყო. ეს ადამიანი საკუთარ თავს აჯერებდა იმას რასაც წაიკითხავდა ან მოისმენდა, მან დაიჯერა რომ ის ვამპირი იყო და უკვე ასორმოცდაათი წლის იყო.სჯეროდა, რომ ვერანაირი საშუალებით ვერ მიაყენებდი ზიანს , მას თავი უკვდავი ეგონა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეცნიერების უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ ვამპირების არსებობა ეს მხოლოდ შეიძლება იყოს მითი. რეალურად ადამიანის სიხლის მწოველ არსებად გადაქცევა შეუძლა მხოლოდ სხვადასხვა ინფექციურ დავადებებს, რომელის საშიშროებაც თანამედროვე მსოფლიოში გამორიცხული არ არის … ლეგენდების თანახმად, არსებობს საშუალებები, რომლებიც ვამპირებს კლავს, ესენია მზის სხივი, ხის სოლი, ვერცხლი, ცეცხლი და თავის მოკვეთა. მზის სხივი – ეს ყველაზე პრიმიტიული და ეფექტური საშვალებაა ვამპირის გასანადგურებლად. არის მოსაზრებები, რომ ვამპირებს ვერაფერს აკლებს მზე, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა, რადგანაც ყველა ძველ წიგნებში, რომლებშიც აღწერილია ვამპირთა ისტორია, ნახსენებია, რომ ისინი დაწყევლილნი არიან მზის მიმართ, ასე რომ ვამპირებს ყოველთვის წვავდა, წვავს და დაწვავს მზის სხივები. ხის სოლი – ვამპირის მოსაკლავად ყველაზე იდეალური იარაღია ხის მყარი და წვეტიანი სოლი, რომლითაც უნდა განგმიროთ შიგ გულში, რადგან, როგორც ვიცით ვამპირებს ახასიათებთ ჭრილობების მყისვე შეხორცების უნარი, მხოლოდ გულია მათი სუსტი სამიზნე, რომელიც არ ხორცდება მხოლოდ ამ მეთოდის შემთხვევაში. ისევე, როგორც მზე, ვერცხლიც; წყევლაა ვამპირთათვის. მითოლოგიურმა ღმერთმა ართემიდამ (Artemis) დაწყევლა პირველი ვამპირი, რომ დაეწვა მისის სხეული თუკი იგი შეეხებოდა როგორც მზის სხივს ასევე ვერცხლს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვერცხლით ვერ მოკლავ ვამპირს, მაგალითად თუ ვერცხლის სოლს ჩავარჭობთ გულში, როგორც ხის სოლის მეთოდით, ვერცხლი მას მხოლოდ გაუსაძლის ტკივილებს მოჰგვრის და ეს მეთოდი გამოდგება მხოლოდ და მხოლოდ ვამპირის შესაჩერებლად ან დასასუსტებლად.
ძველ საბერძნეთში “ვამპირობის გასანეიტრალებლად” გარდაცვლილ ვამპირს პირქვე მახავდნენ და საფლავს ზემოდან ყვევილების უზარმაზარ თაიგულს აყირდნენ – მათი რწმენით ვამპირს ყვავილების საფარიდან ამოსვლა არ შეეძლო. საამისოდ ძირიტადად ველური ვარდი გამოიყენებოდა. გარდა ამისა,საფლავს მძიმე ქვას ან ობელიკს ადგამდნენ.ეს ტრადიცია გარკვეული ფორმით დღესაცაა შემორჩენილი უკვე რამდენიმე წელია რაც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს სერიალი „ვამპირის დღიურები“, ტინეიჯერები, რომლებიც მას აქტიურად უყურებენ გვეუბნებიან, რომ სიამოვნებით იქნებოდნენ ვამპირები. „დაახლოებით 20 წლის წინ, თერჯოლის რაიონში გამოჩნდა ვამპირი. ეს ადამიანი ( თუ შეიძლება მას ადამიანი ვუწოდოთ ) თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში დასახლდა. მას არ ჰქონდა ურთიერთობა არავისთან, ის მხოლოდ ღამით გამოდიოდა სახლიდან და დილით ბრუნდებოდა. სოფელში მას იცნობნენ, როგორც ექიმს, მაგრამ არცერთი პაციენტი არ დაუნახავთ მის სახლში მისული და არა მარტო პაციენტი, არავინ არ მიდიოდა მასთან ის ცხოვრობდა მარტო. სად დადიოდა ექიმი და რას აკეთებდა არავინ არ იცოდა. რამოდენიმე დღე იცხოვრა ამ სოფელში და შემდეგ გაუჩინარდა. ერთ დილასაც მის ეზოში ძაღლებმა გვამი იპოვეს. პოლიცია მალე ჩაერია ამ საქმეში და “ექიმის” სახლში კიდევ 2 გვამი იპოვეს, რომელთაც კისერთან მთავარი არტერია კბილებით ჰქონდათ გადაღრღნილი. პოლიციამ ვერსად ვერ იპოვა დამნაშავე, მაგრამ მათ სჯერათ, რომ ამას ადამიანი ვერ იზამდა და ეს ვამპირის გაკეთებული იყო. ამის შემდეგ თერჯოლის ამ სოფელში ვამპირი აღარ გამოჩენილა, დამნაშავე ჯერ კიდევ ვერსად ვერ იპოვეს. ვამპირი დღისით ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად ცხოვრობს,თუმცა ღამით მისი ენერგეტიკული რესურსები პიკს აღწევს.არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი,რის გამოც “სისხლისმწოველი” არსებები მზეს ემალებიან.უპირველეს ყოვლისა,მათი კანი უჩვეულოდ ღია ფერის სტრუქტურის გამო მკვეთრ შუქსა და მზის სხივებზე დამწვრობას იღებს.ჩვეულებრივ ადამიანზე 2-3-ჯერ მახვილი სმენა აქვთ,მკრთალ სინათლეზეც კი ყველაფერს მკაფიოდ ხედავენ,ამასთანავე, გრძნობენ ადამიანთა განწყობასა და ემოციურ მდგომარეობას.გამახვილებული მგრძნობელობითი ორგანოების წყალობით მიღებული უამრავი მიღებული ინფორმაცია ვამპირის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და “სისხლისმწოველი” ღიზიანდება. ღამის წყვდიადი მსხევრპლის მოსაძებნად საუკეთესო დროა. ამრიგად გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ოდესღაც ვამპირები არ არსებობდნენ.
No comments:
Post a Comment
მოგესალმებათ! Abagael Androgen Bug