Wednesday, November 2, 2016

მაქცია

   
მაქცია ინგლ(Werewolf)მითიური არსება, მგლის სენით დაწყევლილი ადამიანი, რომელიც ყოველთვე, სავსე მთვარის ჟამს იღებს მგლის მსგავსი ცხოველის სახეს. ადამიანი მაქციის სახეს სხვა მაქციის კბენის შედეგად იღებს. თავდაპირველად ის დასავლეთ-ევროპული ფოლკლორის პერსონაჟი იყო, მაგრამ მსგავსი დამახასიათებელი ნიშნების არსებები თითქმის ყველა კულტურის მითოლოგიაში გვხვდება (მათ შორის დასავლეთ-ქართულ მითოლოგიაში, სადაც მოიხსენიებენ, როგორც მგელკაცას). ჩვეულებრივ, მაქციის წყევლისგან გათავისუფლება შეუძლებელია.
     რაინის არატრადიციული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორმა, ჰელმუტ შულცმა გულმოდგინედ შეისწავლა მაქციების ფენომენი და ის მემკვიდრულ-გენეტიკურ დაავადებად მიიჩნია. პროფესორის დაკვირვებით, მაქციები, ან მაქციებთან დაკავშირებული შემთხვევები ნაკლებადდასახლებულ ადგილებში ვრცელდება - იქ, სადაც ნათესაური ქორწინება იშვიათი არ არის. “შესაძლოა, - წერს შულცი, - ეს მოვლენა - მაქცია, რომელსაც მე ავადმყოფობას ვუწოდებ, სწორედ სისხლის აღრევის შედეგია. მედიცინა ამ დაავდების მექანიზმში ვერა და ვერ გაერკვია, მაგრამ აშკარაა, რომ ცილოვანი შემადგენლობის სიმყრალის მიუხედავად, მაქციებს ბიოლოგიური ფორმის შეცვლა შეუძლიათ" რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ბავარიული სასახლის ახლოს მაქცია გქმოჩნდა. პოლიციურ ოქმებში დოკუმენტურად არის აღწერილი შემთხვევები, როცა მაისში, მთვარით გაჩახჩახებულ ღამეს მაქცია ბუჩქებიდან გამოვარდა და ორ იტალიელ ტურისტს თავს დაესხა. კიდევ კარგი, ორნი იყვნენ, თორემ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდებოდა - ორ ჯანიან ახალგაზრდა კაცსაც გაუჭირდა მისი მორევა. კარგა ხნის ჭიდაობის შემდეგ ტურისტებმა ისეთი ბღავილი მორთეს, რომ მათ საშველად სასახლიდან ხალხი გამოცვივდა. მხოლოდ პოლიციის მანქანის სირენის ხმის გაგონებაზე შეეშვა მსხვერპლს მაქცია და საზარელი ღმუილით ბუჩქებში მიიმალა. ორივე იტალიელი ერთნაირად აღწერს მაქციის გარეგნოიბას: ის იყო საშინლად მახინჯი, მგლის პირიდან ეშვები გამოსჩროდა, ჰქონდა უზარმაზარი, ბანჯგვლიანი ხელები, ბრჭყალები, უხეში თმა, ვერტიკალური სხეული; არაადამიანურად ღონიერი და ავი გახლდათ. პოლიციელები გააოცა ტურისტების ჭრილობებმა - თითქოს ზურგზე ფოცხი ჩამოესვათ, ისე იყვნენ დაფლეთილები. კიდევ კარგი, რომ საავადმყოფოში დროულად მიიყვანეს, თორემ ორივე უთუოდ სისხლისგან დაიცლებოდა.
     
მაქციები,არსებები,რომელთა შესახებაც უამრავ ცნობასა თუ ინფორმაციას გვაწვდის იურისპუდენციის ისტორია,არქივებში ასობით საქმე მოიპოვება,თუ როგორ მიუსაჯა სიკვდილით დასჯა მაქციობაში bრალდებულ პირებს მოსამართლემ.ყველა პირდაპირი სამხილი იმათგან მოდის, ვინც საკუთარი თვალით იხილა ეს საოცარი ტრანსფორმაცია თუმცა ისინი ბნელი შუა საუკუნეების მკვიდრნი იყვნენ და დღეს შეუძლებელია მსჯელობა,იმაზე თუ რით იყვნენ ისისნი მოტივირებულნი თქმულებებმა მაქციების შესახებ ღრმად გაიდგა ფესვები ევროპელთა აზროვნებაში,გერმანელები და ბრიტები მათ ვერევულფს უწოდებენ,სლავები-მგელკაცთ,ჩვენი მეზობელი სომხები,რომლებიც თვლიან,რომ მაქცია აუცილებლად ქალი უნდა იყოს,მარდაგაილებად მოიხსენიებენ.მაინც “ვინ” არიან ისინი?შუა საუკუნეებში აღტკინბული ბრბოსა და რელიგიის მსახურთა მიერ “კუდიანებზე” გამოცხადებულნი ნადირობის მსხვერპლნი თუ მითებიდან და ლეგენდებიდან ტელე-ეკრანზე გადმოსული ურჩხულები?თუმცა ეს ორი კითხვა-ვარაუდი არ არის სრულყოფილი,რადგან შეუძლებელია ლეგენდა ცარიელ ადგილას გაჩნდეს,მაქციებზე კამათი უძველესი დროიდან არ წყდება. ზოგი ამ ფენომენს ნარკოტიკული საშუალების, მაგიური რიტუალისა თუ განდიდების მანიის ეფექტად თვლის.თუკი ბალახებისგან დამზადებულ შინაურ წამალს შეუძლია ადამიანის უკვდავი სული და გონება მართოს, განა გასაკვირია, რომ მის ხორცზედაც იმოქმედონ?არსებობს დაავადება,რომელსაც პროფესიულ წრეებში ლიკანტროფიად მოიხსენიებენ,მისი მსხვერპლნი თავს მგლებად წარმოიდგენენ და შესბამისად იქცევიან. სხვა საქმეა, რითი აიხსნება თვითონ ლიკანთროპია, იწვევს თუ არა მას მელანქოლიის განსაკუთრებული სახეობა?ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ექიმებისთვისა და ფსიქოლოგებისთვის მიმინდია,მე კი ისევ ისტორიას დავუბრუნდები და ვეცდები მასში მისტიკურისა და ამოუცნობის პოვნას.
         1521 წ. დეკემბერში პოლინში ორი ფრანგი გლეხი – ბურგო და ვერდენი – გაასამართლეს კანიბალური მკვლელობის გამო, მგლებად გადაქცეულები რომ ჩადიოდნენ. ორივე გამოტყდა. ბურგომ განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია ეშმაკს ემსახურება.რამ გამოიწვია მათი აღიარებითი ჩვენება?მით უმეტეს მათ იცოდნენ,მსგავსი განცხადები გამო,მზის ჩასვლამდე,კოცონზე დაწვავდნენ.იქნებ “ეშმაკმა” ჩასაძირად განწირული გემის დატოვება გადაწყვიტა,”უკონტროლოდ” დარჩენი გლეხები კი ადვილად ალაპარაკდნენ.

მაქცია ბენენდანტიდან

      ეს მოხდა 1692 წელს თანამედროვე ლატვიის ტერიტორიაზე ლივონიაში, 80 წლის
მოხუცმა სქახელად ტისი გაიტეხა ცხვირი, ამით შეწუხებულმა მეზობლებმა როცა ჰკითხეს, თუ როგორ მოხდა ეს, მათ მოისმინეს ყველაზე მოულოდნელი აღიარება ტისმა თქვა, რომ ის იყო მაქცია და მას ცხვირი გაუტეხა ადგილობრივმა ჯადოქარმა სკისტანმა, რომელიც იმ დროისთვის დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მოგვიანებით მან სასამართლოზე განაცხადა, რომ ჯადოქარმა სკისტანმა და კიდე სხვა ჯადოქრებმა გადაწყვიტეს რომ გაენადგურებინათ ნათესები, რის გამოც მაქცია ტისი და კიდევ სხვა მაქციები შეებრშძოლენ მათ და დაამარცხეს, ასე გადაარჩინემ მაქციებმა ნათესები.როგორც ტისმა განაცხადა ბრძოლა ჯადოქრებსა და მაქციებს შორის წელიწადში სამჯერ ხდებოდა, როცა ტისს კითხეს თუ რა მოსდიოდა მაქციის სულს გარდაცვალების შემდეგ მან ამაყად უპასუხა, რომ ისინი სამოთხეში ხვდებოდნენ რათა ისინი იყვნენ ღმერთის ძაღლები და ეხლარებოდნენ ადამიანებს დედამიწაზე,რომ არ ყოფილიყვნენ მაქციები ადამიანები დიდი ხნის წინ დაიხოცებოდნენ. სიტყვის ბოლოს ტისმა თვა, რომ მაქციების გაერთიაება ასევე იყო გერმანიაში და რუსეთში. ამ ყველაფერს ის ყვებოდა დამაჯერებელი ტონით, როცა მას შესთავაზეს მოეყვანათ მღვდელი რათა ეზიარებინა მან უარი განაცხადა და თქვა,რომ თავად იყო წმინდა მამა და დაამატა რომ მისით თუ მის გარეშე მაქციების და ჯადოქრების ბრძოლა გაგრძელდებოდა.დიდი ხნის განსჯის შემდეგ მოსამართლემ ტისს მიუსაჯა როზგი ურწმუნოებისთვის.

ჟან გრენე

       
1630 წლის ადრიან გაზაფხულზე, ლანდეს მთელი ტერიტორია შიშით იყო მოცული რათა საფრანგეთის ამ რაიონში იკარგებოდნენ პატარაბავშვები აკვნებიდან, ზოგი მათგანი აბრალებდა მგლებს და ზოგსაც სჯეროდა, რომ ეს უარესი რამ იყო ვიდრე მგელი. ყოვლისმომცველი შიში გრძელდებოდა იქამდე სანამ 13 წლის გოგონა სახელად მარგარიტა პუარე მივიდა სახლში დაჭრილი და თქვა რომ მას თავს დაესხა საშინელი მონსტრი. გოგონა მწყემსავდა ძროხებს, როცა ტყიდან გამოვიდა რიჟა ბეწვით დაფარული ცხოველი, რომელიც მოგაგონებდათ გიგანტურ ძაღლს, საბედნიეროდ გოგონას ხელში ეჭირა ჯოხი რკინის თავით და მან მოახერხა თავი დაეცვა მაქციისგან.გავიდა დრო და ერთერთი გლეხის ბიჭმა 14 წლის ჟან გრენერმა ბავშვებში თქვა, რომ მარგარიტას რომ არ ჰქონოდა ის ჯოხი, მასაც შეჭამდა ისევე როგორც შეჭამა სხვა ოთხი ბავშვი.

No comments:

Post a Comment

მოგესალმებათ! Abagael Androgen Bug