როგორიც არ უნდა იყოს რეალობა,ყოველთვის შეგიძლია ის,რაც შიგნითაა,აქციო სიმშვიდის,სიხარულის ოაზისად.!!!
Tuesday, June 14, 2016
რას ნიშნავს ვიყოთ ბედნიერები,ეს არც მცნებააა და არც სწავლება.ეს ჩვენი ინ იანისგან შემდგარი სამყაროა,კოსმიური ენერგიაა,რომელსაც ჩვენ ვმართავთ,ვქმნით და ვართ შემსრულებლები როგორც განსხეულებული ფანტომები.ძალიან ცოტა რამ არის საჭირო და ამავდროულად ძალიან ბევრიც,მთავარია ჩვენ,რომელს ავირჩვეთ.ყველა ადამიანის ცხოვრება რამოდენიმე ეტაპისგან შედგება,ყველა ეტაპს მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს,ეს ავადმყოფობას ჰგავს,როცა გაცივდები და მოკლე დროში გამოჯანმრთელდები,შეიძლება შედარება არ იყოს პირდაპირი მაგრამ ასეა,უბრალოდ სხვაობა დროსა და განზომილებაშია,განზომილება კი ჩვენი სულიერი საწყისიდან სხვადასხვა ცხოვრებისეულ ეტაპზე გადასვლაა.ამიტომაც არასოდეს არუნდა შეუშინდეთ იმას თუ რა სახის პრობლემის წინაშე დგახართ დღეს და ეს რა ზეგავლენასაც არ უნდა ახდენდეს თქვენზე,ეს შემდგომი ეტაპის წინა პროცესია.სწორედ ეს ხანა განსაზღვრავს ბედნიერების ეტაპს,როცა უკვე გრძნობ რომ შენ შენხარ და იქ ხარ სადაც უნდა იყო,იმ საფეხურზე,ცხოვრების იმ ეტაპზე საითკენაც მიიღწვოდი,აქ კი ბედნიერების ვიბრაციები იმდენად მაღალია,რომ სრული ჰარმონია სუფევს სულში.მივუგდოთ ყური ცხოვრების ჩაძახილს და ყურადღება მივაქციოთ სულის ამოძახილს,სამყაროს კანონზომიერებაშიც არსებობს ცდომილებები და ეს ჩვენი ბედნიერებით გამოსწორდება მხოლოდ და მხოლოდ,ხარ ძლიერი და უდრეკი?მაშასადამე შენ გრძნობ,განიცდი და შეგწევს უნარი იყო ასეთი.ცდომილებები კი შენით ივსება და სწორდება,როგორც მოშვებული ჭანჭიკები.ბედნიერებას გისურვებთ ყველას,ეს მხოლოდ სიტყვის არსიდან გამომდინარე კი არა მთლიანად მისი სიღრმისეული აღქმით და შეგრძნებით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment
მოგესალმებათ! Abagael Androgen Bug