Sunday, January 15, 2017

ადამიანის შესახებ(კრაიონი)


ადამიანი– ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დედამიწაზე მოსიარულე ბიოლოგიური ორგანიზმი. ყოველი ადამიანი უნიკალურია და წარმოადგენს მთლიანის ნაწილს, თუმცა ყველამ არ იცის, თუ ვინ არის ის, როგორ არის მოწყობილი სამყარო, რანაირი ცხოვრება გამოიარა სამყაროში, რა ჩაიდინა მასში… ეს ყველაფერი დაფარულია ადამიანისგან მანამ, სანამ იგი არ განიწმინდება.ჩვენ ვმონაწილეობთ მოვლენებში, რომელიც გარდაქმნის სამყაროს.
ჩვენ ვართ თანამშრომლები, თანაშემოქმედნი. როდესაც სულიერად წინ ვიწევთ, გვსურს ამის კეთება, ვახორციელებთ ამას ცხოვრებაში, ვიბრძვით ამისთვის.ზოგიერთი ადამიანისთვის ცხოვრება მხოლოდ ჩვეულ სავარძელში ჯდომაა, ანუ გაბრაზება, საკუთარი თავის მსხვერპლად შეგრძნება და გამუდმებული ჩივილი ბედისწერაზე. ასეთი მიდგომა ცხოვრებისადმი ხშირად მუშაობს და მიჰყავს საქმე სასურველ შედეგამდე – აღწევს მხარდაჭერას და თანაგრძნობას, რომელსაც მოსდევს საკუთარი პრობლემების სხვის მხრებზე გადატანა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმში აუცილებლად ჩნდება ჩავარდნა, რომელსაც მოჰყვება შიში, რადგან ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტაბილურობას (თუნდაც ნეგატიურს) და იგი გაქრა. ასეთად არ სურდათ ეხილათ ადამიანები ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინათ. გავიხსენოთ ცხრა ღირსება, რომელზედაც იესო ქრისტე საუბრობდა (ადამიანებმა მათ ნეტარებანი დაარქვეს). ეს არის იდეალური ადამიანის პორტრეტი.
დედამიწაზე საკმარისად ბევრმა ადამიანმა განავითარა თავისი ცნობიერება იმ დონემდე რომ დაიმსახურა ახალი ერა დედამიწაზე, ახალი ძალები და უფლებამოსილება. ისინი სავსენი არიან სიყვარულით, სიმშვიდითა და წონასწორობით. გაიზარდა მათი ვიბრაციული დონე. ისინი გადავიდნენ ცნობიერების ახალ დონეზე, რომელიც შეეფერება მათი პლანეტის თანამედროვე მდგომარეობას. მათ ყველაფერი რიგზე აქვთ!იმ ადამიანებში კი, რომელნიც გადაწყვეტენ არ შეიცვალონ და იმოძრაონ საპირისპირო მიმართულებით, ბიოლოგიაში არსებული ავადმყოფობის თესლი დაიწყებს აღმოცენებას.
ისინი უფრო მეტად ბრაზიანნი გახდებიან. დანაშაულებრიობის დონე ქვეყნებში შესაძლოა გაიზარდოს კიდეც. ეს იქნება ადამიანის სულში არსებული კონფლიქტის უშუალო შედეგი. ამას მოჰყვება შიშისა და ბრაზის ზრდა და ასეთი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლება.საჭიროა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენ მთლიანის ნაწილი ვართ, მთლიანის, რომელიც მუდმივად იზრდება.უძველეს დროში ადამიანებმა იცოდნენ თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ კატაკლიზმებისა და კატასტროფების მიმართ, რომელთა შემდეგაც ძნელი იყო საკვების შოვნა. ისინი ესალმებოდნენ ამ მოვლენებს, როგორც ზრდის მორიგ ხვეულს სამყაროს წყობილების კონტექსტში. არ უნდა ვიგრძნოთ თავი მსხვერპლად იმის მიუხედავად, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. მშვიდად შევხედოთ ყველაფერს, გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი სულიერი საქმიანობის კეთება.
უარი ვთქვათ სიცოცხლის ჩვეულ სწორხაზოვნებაზე (რომლის დროსაც არ ხდება ადამიანის სულიერი ზრდა). უკეთესია მზადყოფნაში ვიმყოფებოდეთ იმისთვის, რაც შესაძლოა ჩვენ გველის მომავალში და ცხოვრებიდან გაქრება ყველანაირი მოულოდნელი წინააღმდეგობები.როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გაგვაჩნია უნარი ვიმყოფებოდეთ მშვიდ მდგომარეობაში აურზაურის შუაგულში და ამას პრაქტიკაში ვამტკიცებთ, შევძლებთ სხვებსაც ვასწავლოთ ეს. გავუზიაროთ სხვებს ის, რაც ჩვენ ვიცით. დავეხმაროთ მათ მომავლის იმედის შენარჩუნებაში.საჭიროა ყველა მიხვდეს, რომ ჩვენი გზის არსი მდგომარეობს სწორედ სიყვარულის გაზიარებაში. მხოლოდ საჭიროა გვქონდეს მენტალური და სულიერი ზრდის განზრახვა და ჩვენ თანდათანობით ვხდებით გამძლენი და მშვიდნი. ამ შემთხვევაში გავხდებით ადამიანი, რომელსაც გააჩნია ბრძნული შეხედულებები გარშემომყოფებთან მიმართებაში. ჩვენს ოპონენტებთან ურთიერთობისას გავყვებით სიყვარულის დოქტრინას და მოვიპოვებთ საკუთარ გამარჯვებებს. აღნიშნული თანხმობაშია დარიგებასთან – „მიუშვირე მეორე ლოყა, ბრძოლაში არ ჩაება“. საჭიროა პატივი ვცეთ ოპონენტის უფლებას, თავისებურად ირწმუნონ და მომთმენნი ვიყოთ მათ მიერ არჩეული ცხოვრების წესის მიმართ. გვახსოვდეს, რომ ისინი აბსოლუტურად ტოლნი არიან. ტოლობა ეხება იმ შესაძლებლობებს, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს ეძლევა. ყველა ადამიანი არის იმ თავისი კარმული დანიშნულების მატარებელი, რომელიც მიიღო დედამიწაზე არაერთ ცხოვრებაში. ზოგიერთი სხვაზე სწრაფად მოძრაობს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა იზრდება.
ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ფესვგადგმულ შიშთან ერთად. ჩვენ გვეშინია არ მივიღოთ ის, რაც გვესაჭიროება: სიყვარული, უსაფრთხოება, ფული, მეგობრები, სამსახური, წარმატება, სათანადო მდგომარეობა საზოგადოებაში, ცოდნა… უნაყოფოა შიშში გატარებული ცხოვრება, და თუ შიში მუდმივია, იგი კეტავს გულს და აბნელებს გონებას. ადამიანს ევალება სხვებთან თანაარსებობა, რათა დავინახოთ თუ რა გვემართება ცხოვრებაში და მომხდარის მიზეზები. იმისათვის, რომ მოვიგოთ ბრძოლა, საჭიროა მივყვეთ ადამიანთა კულტურის გაბატონებულ ტენდენციებს. ჩვენ უნდა ვიყოთ სხვებში მიმდინარე ცვლილებების კატალიზატორები ქალაქების ყველაზე ბნელი რაიონიც კი, სადაც ყვავის დანაშაულებრიობა, შესაძლოა შეიცვალოს ერთი მუჭა გასხივოსნებული ადამიანების მეშვეობით.არ შეიძლება დავრჩეთ გარეშე პირის პოზიციაში. არაფერი შეიცვლება ჩვენს ირგვლის მანამ, სანამ ჩვენ პირველები არ დავიწყებთ შეცვლას; საჭიროა ყური მივუგდოთ საკუთარ ინტუიციას, ვიყოთ გარკვეულები საკუთარ კარმაში და იმაში, თუ როგორ მიდის საქმეები სინამდვილეში. ამ ცოდნას ძალუძს ძირფესვიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. ამის გასაღებს კი წარმოადგენს განზრახვა და მართებულობა (ითხოვე და მოგეცემა). საჭიროა იცხოვრო შიშისა და მღელვარების გარეშე. აუცილებელია მოვწყვიტოთ მზერა ნეგატიურ ვითარებებს, რომელიც გვაბავს წარსულთან და ვიცხოვროთ ახალი ინფორმაციის თანახმად.იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მუდმივად შიშის მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვკარგავთ ნათლად ფიქრის და გრძნობის უნარს, არ შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ საკუთარი პოტენციალი.მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ჩვენი სამუშაო და ამავდროულად შინაგანად ვიწმინდებოდეთ, დავამყაროთ ღვთიურთან სიახლოვე, რადაც არ უნდა გვიღირდეს ეს.
როდესაც მოვაპყრობთ მთელ ჩვენს ყურადღებას, აზროვნებას და ენერგიას, ყველგან მსუფევ ღვთაებრიობას და ვგრძნობთ მას ჩვენს ცხოვრებაში, შიში ქრება. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ მისი გაცნობიერება და იგი ქრება.საჭიროა სვლა ყველა შიშის საწინააღმდეგოდ, მაღლა აწეული თავით. მთავარია სწორად ვიაროთ ჭეშმარიტი გზით. როდესაც ცხოვრება განმსჭვალულია რწმენითა და სიყვარულით, ადგილი აღარ რჩება შიშისა და ეჭვისათვის. წუხილი და მღელვარება იქნება მხოლოდ წუთიერი და არა მუდმივი. აუცილებელია ვიცხოვროთ აწმყოში და გამოვამჟღვანოთ განზრახვა.გვიყვარდეს და პატივი ვცეთ ყველას და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ, ასევე საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გარე სამყაროში. ეს არის ცხოვრების საუკეთესო გზა. სწორედ ასეთ ცხოვრებას მოაქვს სიხარული და სულიერი სიმშვიდე.სულიერად განვითარებული ადამიანის ატრიბუტებია: შესუსტებული დუალობა (დუალობა არის ბარიერი ჩვენს ადამიანურ ბუნებასა და ღვთიურ „მე“-ს შორის), პასუხისმგებლობა. ჩვენ პასუხს ვაგებთ პლანეტაზე. მასზე ყველაფერი ცოცხალია და გააჩნია არსი. არც ერთი ჩვენი მოქმედება არ არის წინასწარ განსაზღვრული, მაგრამ შესაძლებლობების ყველა ფანჯარა ჩვენს მიერ არის დაგეგმილი (ჩვენს მოსვლამდე დედამიწაზე).ბევრი ადამიანს მოსწონს ისეთი მდგომარეობა, როდესაც მათი სიცოცხლე სავსეა დრამატიზმით. ისინი მოწყენილები არიან, როდესაც გრძნობენ სიმშვიდეს. ისინი სრულყოფილ ცხოვრებად მიიჩნევენ ისეთ ყოფას, როდესაც მათი სიცოცხლე დანის პირზეა და მასში დომინირებს რყევა, ქაოსი და გაურკვევლობა. აუცილებელია დრო დავუთმოთ და საკუთარ სულში ჩავიხედოთ, შევიგრძნოთ ღვთიური ჩვენში და გავიგოთ არის თუ არა ჩვენს ცხოვრებაში სიტუაციები ან ადამიანები, რომლისგანაც საჭიროა გავთავისუფლდეთ, რათა წინ წავიწიოთ ცხოვრებაში რათა შევუმსუბუქოთ ტანჯვა ან მივანიჭოთ სიხარული ვინმე სხვას.ადამიანის ჭეშმარიტი „მე“ არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველამ ავირჩიეთ მძიმე გზა: დავიბადეთ დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში ამ პლანეტაზე იმისთვის, რომ ავამაღლოთ მისი ვიბრაციების დონე.პასუხისმგებლობა – მეორე ატრიბუტია სულიერად განვითარებული ადამიანისა. იგი ორი მდგომარეობისგან შედგება. პირველი არის ის, რომ გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებში. მეორე შემადგენელია იმის ცოდნა, რომ პასუხს ვაგებთ პლანეტაზე.გაწონაწორებული ადამიანის ძალა არის მისი ინტელექტი, გონება, სულიერება. ეს სამეული ძლიერი ძალაა.შემდეგი ატრიბუტია – სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. შემდეგ მოდის ჯანმრთელობისა და განკურნების არე. თვითგანკურნების პრინციპების გაგება. აქ მნიშვნელოვანია ინტელექტის, სულიერებისა და ბიოლოგიის კავშირი (ისევ სამეული). შეიძლება სხეულს ვთხოვოთ, რომ გვესაუბროს და დაამყაროს ჩვენთან ერთიანობა. თუ ჩვენ რაღაც გვტკივა, უნდა ვეცადოთ მივხვდეთ რატომ. როდესაც კარმა ანულირებულია, ავადმყოფობის, დაბერებისა და სიკვდილის მიზეზიც აღარ არსებობს. შესაძლებელია დაბერების პროცესის შენელება და სულიერების ხელშეწყობით შევძლოთ სიკვდილის ჰორმონის განადგურება. ყველას ეს უცბათ არ გამოუვა, მაგრამ ყველა ჩვენგანს შესწევს ამის ძალა. აუცილებელია მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს.

სულის სიმშვიდე ახალი ერის ადამიანის ატრიბუტია. როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ თვითონ შევადგინეთ დედამიწაზე მოსვლამდე, მაშინ ვგრძნობთ სულიერ სიმშვიდეს მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სიახლოვეს.ახალი ერის ადამიანის ატრიბუტებია აგრეთვე მოთმინება და მომთმენლობა. ეს საოცარი თვისებაა ადამიანის, კრიტიკისა და დადანაშაულების მოსმენისას იფიქროს არა საკუთარ თავზე, არამედ მის ბრალმდებელზე. უყვარდეს იგი, რადგან იცის რომ ისიც გადის თავის გამოცდას და ჯერ არ არის გასხივოსნებული.
უწყინარნი დაიმკვიდრებენ დედამიწას. დედამიწა თავისუფალი არჩევანის პლანეტაა. დაე გული იყოს ჭეშმარიტების საზომი.გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ისეთი ბიოლოგიური ანომალია, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია; ან ისეთი აზრი, რომლის მიმართულების შეცვლაც შეუძლებელია. ასევე არ არსებობს სიტუაცია, რომლის მომგებიანად გარდაქმნაც არ შეიძლებოდეს. არ არის ისეთი შიში, რომლის ნაცვლადაც ვერ დამკვიდრდება სიმშვიდე.ჩვენ ვერ შეგვეხება ვერანაირი ცუდი. ვერავითარი ბნელი ძალა ვერ შეგვიშლის ხელს, როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ სიყვარულს. როდესაც ჩვენ ვართ მომტირალნი, უწყინარნი, ჭეშმარიტების მაძიებელნი, მოწყალენი და გულით სუფთანი, დაცინვის ამტანნი…  მთელი პლანეტისთვის სიყვარულის ენერგიის მატარებელნი.

სხეულით გამოხატული გრძნობები და ემოციები

                          სხეულით გამოხატული გრძნობები და ემოციები


  თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება, თუმცა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში მას უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და არ არის აუცილებელი ყოველთვის ”დიახს” ნიშნავდეს.თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ამიტომ ეცადეთ მათ არ მიაშტერდეთ.მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სხეულის ენისა, არსებობს საერთო ენა, რომლის ამოცნობითაც ჩვენ მივხვდებით თუ რა პიროვნებასთან გვაქვს სქმე, სიამოვნებს თუ არა ჩვენთან ურთიერთობა და ა.შ. თუკი ადამიანს საგნები სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგ. ყავის ფინჯანი, ხელჩანთა და მსგავსი საგნები, ესე იგი ეს პიროვნება მორცხვი და თავშეკავებულია, მისი მოქმედება კი გამოხატავს იმას, რომ იგი იმალება საგნების უკან. ამიტომ თუ არ გინდათ ვინმემ თქვენი სისუსტეები შეიტყოს, საგნები მუდამ გვერდით და არა წინ დაიჭირეთ.საათის ხშირ-ხშირად შემოწმება მობეზრების ნათელი ნიშანია, განსაკუთრებით თუკი ვინმეს ესაუბრებით. ასევე ცუდი ნიშანია ფრჩხილების კვნეტა საუბრის დროს. თავიდან აიცილეთ ამგვარი აშკარა და უარყოფითი მნიშვნელობის ჟესტიკულაცია.თუ გინდათ ვინმეს აგრძნობინოთ, რომ იგი არ მოგწონთ (ან მათი იდეები), დაწვრილებული თვალებით უყურეთ საუბრის დროს. ეს მოღუშულ და გაღიზიანებულ გამომეტყველებას მოგცემთ.ასევე ცუდი ტონის მაჩვენებელია თუკი ადამიანებს ძალიან მიუახლოვდებით. ისინი თავს არაკომფორტულად იგრძნობენ და შესაბამისად მათ კეთილგანწყობასაც ვერ მოიპოვებთ. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი პერსონალური სივრცის შეგრძნება, რომლის დარღვევის შემთხევაშიც გამოიწვევთ მათ გაღიზიანებას.საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით კი ცხვირზე, სიცრუის ფართოდაღიარებული გამოხატულებაა. ასევე, პირზე ხელის აფარების დროს, მოსაუბრე ყველაზე ხშირად ტყუის.ტყუილის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი არის ხელოვნური ღიმილი. ჭეშმარიტი ღიმილი თვალის კუთხეებამდე აღწევს და სახის გამომეტყველებას მთლიანად ცვლის. ხელოვნური ღიმილი კი მხოლოდ პირსა და ტუჩებს მოიცავს. ამ ორის გარჩევა საკმაოდ ადვილია.როგორც წესი, ქედმაღლობასა და სიამაყეს გამოხატავს დოინჯშემორტყმული პოზა. ასეთი ჟესტი მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში შეგიძლიათ გამოიყენოთ და არავითარ შმთხვევაში საქმიან შეხვედრაზე.როდესაც მოსაუბრეს არ უყურებთ პირდაპირ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ან არ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთბა, ან არ გაინტერესებთ რასაც გეუბნებათ. საინტერესო და სახალისო საუბრის დროს მოსაუბრეები ერთმანეთის მიმართ სწორ და პირდაპირ პოზიციაში დგანან და არა გვერდულად.გადაჯვარედინებული ხელები თავდაცვის პოზაზე მიანიშნებს. ისევე, როგორც ჩამოყრილი მხრები – დაბალ თვითშეფასებაზე.
   
   როგორც ვხედავთ, სხეულის ენა ის ფენომენია, რომელსაც ვერბალური გამოხატვის გარეშე შეუძლია ადამიანის გრძნობებისა და ემოციების შესახებ ყველაზე მეტი გადმოსცეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის მცირე დეტალები მაინც, რომლებიც დაგვეხმარება საქმიანი შეხვედრისა თუ უბრალო საუბრის პოზიტიურად ჩატარებაში.ფსიქოლოგები “სხეულის ენას” დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ .“სხეულის ენა” სარკესავითაა. ის მოიცავს ჟესტებს, მანერებს და ასე შემდეგ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი, პირიქით, – ნეგატიურს.სხეულის ენას ფსიქოლოგიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და იმდენად დამოუკიდებელია, რომ მისი კონტროლი ვერ ხერხდება.ყველაფერი ქვეცნობიერადააა.”საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით ცხვირზე, სიცრიუს ფართოდ აღიარებული გამოხატულებაა. ასევე, პირზე ხელის აფარების დროს, მოსაუბრე ყველაზე ხშირად ტყუის.თუკი ადამიანს საგნები სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგალითად, ხელჩანთა, ყავის ფინჯანი, ე.ი. მორცხვი და თავშეკავებულია, ანუ რჩება შთაბეჭდილება, რომ იმალება.თუ მოსაუბრემ საუბრისას ნიკაპი მოისრისა, ფიქრობს, რა გიპასუხოთ. ანალოგიურია სათვალის გასწორება: რესპოდენტი ტყუილის თქმას აპირებს, მაგრამ იწყებს ფიქრს, როგორ თქვას ის დამაჯერებლად.გიცდიათ თუ არა ბავშვობაში თქვენი მშობლების სახის გამომეტყველებით გამოგეცნოთ წაგივანდნენ თუ არა ზოოპარკში, ან გიყიდიდნენ სასურველ სათამაშოს როცა ამას სთხოვდით? თუ შუბლს შეკრავდნენ, ესეიგი ეს ნიშნავდა “არა!”-ს, თავის დაქნევა კი სიხარულით აგავსებდათ…. იმის გაგება, ეთანხმებიან თუ არა სხვა ადამიანები ჩვენს აზრებს და გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანია ზრდასრულობაშიც. ეს ნამდვილად წარმატების მომტანია მომლაპარაკებლებისთვის, სამსახურის მაძიებლებისთვის და შეყვარებულებისთვისაც კი, რადგან საშუალებას გვაძლევს საჭიროების შემთხვევაში დროზე გამოვასწოროთ სიტუაცია.
     ქვემოთ ჩამოთვლილია რამოდენიმე მიმნიშნებელი, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვები იღებენ ჩვენს წინადადებებს და გვეთანხმებიან: ხელები მაგიდაზე უდევთ გაშლილ მდგომარეობაში. ხელისგულები ღიაა.თუ ნიკაპს ისრესენ, ესე იგი ფიქრობენ.
* თავს გიქნევენ.* ფეხები ერთმანეთისგან დაშირებული აქვთ ( მიტყუპებული არ აქვთ ). * ხშირად იღიმიან.
* ჟაკეტის/ქურთუკის ღილებს შეიხსნიან. ეს მეგობრულობის და თქვენთან თანამშრომლობის სურვილის მაჩვენებელია.
* ხელები გაშლილია, ეს გულწრფელობის მანიშნებელია.ინტერესი იმის გაგება, აინტერესებთ თუ არა ადამიანებს ის, რაზეც ვესაუბრებით მეტად მნიშვნელოვანია; იქნებ ტყუილად ვკარგავთ დროს?წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ქიმიის მასწავლებელი. თქვენ ყოველთვის გაინტერესებდათ ქიმია, შესაბამისად ვარაუდობთ, რომ თქვენს სტუდენტებსაც უნდა აინტერესებდეთ. მგრამ არიან თუ არა ისინი სინამდვილეში დაინტერესებულნი? არის თუ არა სწავლების თქვენეული მეთოდი საკმარისად კარგი იმისთვის, რომ ბავშვებს საგნისადმი ინტერესი გაუღვიძოს? თუ თქვენ არ დააკვირდებით და არ ეცდებით ამოიცნოთ თქვენი სტუდენტების სხეულისგან მომდინარე სიგნალები, თქვენ ვერასოდეს უპასუხებთ ამ კითხვებს.ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი ჟესტი, მოძრაობა, მდგომარეობა სხეულისა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსაუბრე დაინტერესებულია იმით, რაზეც ვესაუბრებით:
 • ინარჩუნებს თვალებით კონტაქტს ურთიერთობის მთელი დროის 60%ზე მეტხანს. რაც უფრო ფართოდ გახელილია თვალი, მით მეტია ინტერესი. ზოგადად, ადამიანი თვალებით კონტაქტს უფრო მეტხანს ინარჩუნებს როდესაც უსმენს, ვიდრე როდესაც ლაპარაკობს.
 • თავი მიმართულია პირდაპირ.

• ფეხის წვერი მოსაუბრისკენაა მიშვერილი.
• ხშირად იღიმიან. მაგრამ, საყურადღებოა ის, რომ ყველა ღიმილი ინტერესს არ ნიშნავს. გახანგრძლივებული ღიმილი არაა ნამდვილი. ის გვიჩვენებს თავაზიანობას, მაგრამ არა მეგობრულობას… მიმნიშნებლები, რომელთა საშუალებითაც ვხვდებით, რომ ადამიანები ფიქრობენ ადამიანები გამუდმებით რაღაცაზე ფიქრობენ, მაგრამ ამ დროს ყველას სხვადასხვა, ინდივიდუალური სხეულებრივი მოძრაობები ახასიათებთ. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მათგანი:
* ნიკაპს ისრესენ. ეს ნიშნავს რომ ისინი აანალიზებენ რაღაც საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს.
* იხსნიან სათვალეს და წმენდენ, ან ჩარჩოს ბოლოს პირში იდებენ. ეს უკანასკნელი შეიძლება ასევე ნიშნავდეს, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია აინტერესებთ და მოსასმენად მზად არიან.
* ცხვირის ძვალს (კეხის ადგილს ) ისრესენ, თვალები ამ დროს უმეტესწილად დახუჭული აქვთ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ღრმადაა ჩაფიქრებული.
* ხელის გული ნიკაპის ქვეშაა ამოდებული, სალოკი თითი კი ლოყაზეა გადაჭიმული, დანარჩენები პირთანაა თავმოყრილი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უმეტესწილად რაღაცას/ვიაცას აკრიტიკებს.
* დადის თავდახრილი, ხელები ზურგს უკან. ასე მოსიარულე ადამიანები უმეტესწილად სწუხან თავიანთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებს ეძებენ.