
კაბალის უძველესი სიბრძნე ათასწლეულებს ითვლის. არ არსებობს მასსავით ძველი და ამავდროულად მასსავით აქტუალური მეცნიერება. კაბალის ისტორია არ არის რელიგიის, ფილოსოფიის ან რომელიმე ერის განვითარების ისტორია. ეს არის ისტორია იმ ადამიანთა ჯაჭვისა (ადამიანებისა), რომლებმაც თავიანთ ცხოვრებაში სულიერი სამყაროს, ბუნების მმართველი უმაღლესი ძალის უშუალო შეცნობა შეძლეს.კაბალის უძველესი სიბრძნე ათასწლეულებს ითვლის. არ არსებობს მასსავით ძველი და ამავდროულად მასსავით აქტუალური მეცნიერება. კაბალის ისტორია არ არის რელიგიის, ფილოსოფიის ან რომელიმე ერის განვითარების ისტორია. ეს არის ისტორია იმ ადამიანთა ჯაჭვისა (ადამიანებისა), რომლებმაც თავიანთ ცხოვრებაში სულიერი სამყაროს, ბუნების მმართველი უმაღლესი ძალის უშუალო შეცნობა შეძლეს.
კბალა თავის დასაბამს დაახლოებით 4000 წლის წინათ, მესოპოტამიაში, ძველ ბაბილონში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე იღებს. სწორედ აქ, მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე (მის სამხრეთ ნაწილში) შუმერების ერთერთ უძველეს ქალაქ ურში (თანახის მიხედვით – „ურ ქასდიმ“) დაიბადა პირველი „ოფიციალური“ კაბალისტი – ავრაჰამი (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1900-2000 წლები), რომელიც ჩვენთვის მამა აბრამის სახელითაა ცნობილი. „ოფიციალური“ იმიტომ, რომ ის პირველი არ იყო, ვინც სულიერი სამყარო შეიცნო, არამედ იყო პირველი, ვინც მის მიერ შეძენილი ცოდნა კაბალისტური – სფირების ენით გადმოგვცა.
აბრამი წარმართი ქურუმის თერახის შვილი იყო, ეს უკანსკნელი კი წიგნი „მიდრაშ

რაბა“–ს მიხედვით თიხისაგან კერპების დამზადებით და გაყიდვით იყო დაკავებული. დაახლოებით 40 წლის ასაკამდე აბრამიც ამ ოჯახურ საქმიანობაში იყო ჩართული. მიუხედავად ამისა ის გრძნობდა გულის აუხსნელ, დაუოკებელ მისწრაფებას, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევდა. ის რაღაც შინაგანი ინტუიციით ხვდებოდა, რომ მისი თანამედროვეები ცდებიან, რომ კერპებს არავითარი ძალა არ გააჩნია. აი რას სწერს რამბამი თავის „მიშნა თორაში“ (ჰილხოთ ავოდა ზარა) აბრამის ძიების შესახებ:„გაოცებული იყო: როგორ შეიძლება, რომ (დედამიწის ) ეს ბრუნვა მარადიული იყოს და მას არავინ მართავდეს, და ვინ მართავს მას? რამეთუ შეუძლებელია, რომ თვითონ მართავდეს საკუთარ თავს. და არ ჰყავდა მას არც მასწავლებელი და არც მაცნე, არამედ ჩაფლული იყო ურ ქასდიმში (ქალაქ ურში) უგონო კერპთაყვანისმცემელთა შორის.მისი დედ–მამა და მთელი ერი კერპებს ეთაყვანებოდა და ისიც (აბრამიც) მათთან ერთად. მისი გული ადგილს ვერ პოულობდა (დაეხეტებოდა) და ბევრს ფიქრობდა, მანამ სანამ ჭეშმარიტება არ ჰპოვა. და შეიცნო, რომ არსებობს ერთი შემქმნელი და სწორედ ის განაგებს მთელ სამყაროს და სწორედ მან გააჩინა ყველაფერი და ყოველივე არსებულში სხვა არაფერია თუ არა ის..
ბუნებაზე ხანგრძლივი დაკვირვების, ფიქრისა და კვლევის შედეგად აბრამი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამქვეყნად არსებული ნებისმიერი მოვლენა გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება და რომ ყოველივეს ერთი უმაღლესი ძალა განაგებს. ეს ფუძემდებელი მომენტი იყო არამარტო თვით აბრამის, არამედ მთლიანად კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.
აბრამი თავის მეუღლე სარასთან ერთად მთელი ძალებით ცდილობდა, რომ მის მიერ შეძენილი ცოდნა მისი თანამედროვეებისათვის გადაეცა, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად დაჯდომოდა. ადგა და დაიწყო ხმამაღალი ხმით ხალხისათვის მოხმობა და ახსნა, რომ მთელ ქვეყანას ერთი შემქმნელი ჰყავს... და დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სახელმწიფოდან სახელმწიფოში და მოუხმობდა (ქადაგებდა), მანამ სანამ ქნაანის მიწას არ მიაღწია. და რადგანაც ხალხი მას გარს ეხვეოდა და შეკითხვებს უსვამდა, თითოეულს მის შესაფერისად პასუხობდა, მანამ სანამ ჭეშმარიტების გზაზე არ აყენებდა, და ასე მანამ სანამ მის ირგვლივ ათასობით და ათიათასობით ადამიანი არ შეიკრიბა და ისინი აბრამის მიმდვრები – ე.წ. აბრამის სახლის ხალხი (ანშეი ბეით ავრაჰამ) გახდნენ. და დანერგა მათ გულებში ეს დიდი იდეა და დაწერა წიგნები.“სწორედ აბრამს მიაწერენ კაბალის პირველი წიგნის – „სეფერ ჰაიეცირა“–ს (შექმნის წიგნის) ავტორობას. ეს წიგნი ტექნიკური კაბალისტური ენითაა დაწერილი. მასში ავტორმა არა მხოლოდ სამყაროს ფარული ნაწილის შეგრძნებით მიღებული შთაბეჭდილებები გადმოგვცა, არამედ მისი სტრუქტურაც წარმოგვიდგინა. წიგნი სავსეა ცხრილებით, გრაფიკებით, ყოველგვარი ფორმულებით - ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო მათემატიკური გამოსახულებების სახით, რომლებიც ძალების ურთიერთქმედების სხვადასხვა ვარიანტებს ასახავენ.
კაბალა გულისხმობს ცოდნას, რომელიც კაცობრიობას, განურჩევლად ეპოქისა,

ადამიანების, ქვეყნების და ა.შ. მიეცათ, ანუ ცოდნას რომელსაც ჩვენ ვფლობთ მაგრამ შესაძლოა ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდეთ.ზოგადად კაბალა არის ბედისწერის მართვის მეცნიერება.
კაბალისტს როგორც წესი ორივე რეალური სამყაროსა და ზესამყაროს ხედვის უნარი აქვს და ის აღწერს ზესამყაროს, რეალური სამყაროსთვის გასაგები ენით. თვითონ კაბალისტები ეწინააღმდეგებოდნენ იმას რომ კაბალა ყოფილიყო დაშვებული, ღია მეცნიერება და მხოლოდ მეოცე საუკუნის 90-იანები წლებიდან გახსენს ის, რადგან როგორც მიხაილ ლეიტმანი ამბობს ადამიანებმა შეწყვიტეს პრიმიტულად აზროვნება და ზეარსებების წარმოდგენა, ქალთევზების, კენტავრების, ანგელოზების და ეშმაკების სახით. მათ ღმერთი და ზესამყარო ენერგიისა და ენერგოველების აღქმასთან დააკავშირეს. ანუ სხვა ეტაპზე გადავიდნენ ადამიანები რის გამოც კაბალისტებმა ჩათვალეს რომ სამყარო მზად იყო ამ მეცნიერების სწორად მისაღებად და გახსნეს ის.
კაბალაში მთავარი კითხვა არის რატომ ვარსებობთ? ზოგადად ფსიქოლოგები თვლიან რომ ეს გარდატეხის, მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი კითხვაა და ადამიანი რომ იზრდება ამ კითხვაზე მისთვის სასურველ პასუხს პოულობს. თუმცა თაობები ისე მიდიოდნენ რომ მათგან მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. კაბალისტების აზრით, კაბალას სინამდვილეში ის ჩაწვდება, ვინც ზრდასრულ ასაკშიც კი “იტანჯება” შეკითხვით “რატომ ვარსებობთ?”
კაბალა ცივილიზაციის მამოძრავებლად სურვილს მიიჩნევს. ითვლება რომ ადამიანების სურვილები იცვლებოდა საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე, რაც დრო გადიოდა მით დიდი იყო სურვილები და მით უფრო არარეალურიც კი, მაგრამ ეს იყო მიზეზი რაც კაცობრიობას წინსვლის საშუალებას აძლევდა.
კაბალა კაცობრიობის სურვილებს 5 ეტაპად ყოფს
პირველყოფილი სურვილი – სექსი და ჭამა მეორე ეტაპის სურვილი – იყო მდიდარი მესამე ეტაპის სურვილი – გქონდეს ძალაუფლება მეოთხე ეტაპის სურვილი – გქონდეს ცოდნამეხუთე ეტაპის სურვილი – განვითარდე სულიერად, იყო შემოქმედი
კაბალა ამ უკანასკნელ სურვილს ადამიანის სულს ეძახის. კაბალა ასევე იკვლევს სულის კონსტრუქციას, რისგან შედგება ის, ამ ეტაპზე კაბალის სწავლებაში არის სულის 600 000 ნაწილი, რომელიც ყველა ადამიანშია.
კაბალისტური ასტროლოგია;მოიცავს ზესხეულებს, ნიშნებს, პლანეტებს, დიალქეტებსა და სახლებს. დავიწყებ ნიშნებიდან
კაბალისტურ ასტროლოგიაში, ასტროლოგიური ნიშნები წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმის ენერგო-ინფორმაციული ნაკადების ცვლის ძირითად არხებს. ისინი 7 ზესხეულისგან შედგება, რომლებიც გადაიკვეთებიან ნიშნებით.

პირველი 6 ნიშანი განასახიერებს დაღმავალ არხებს:
ვერძი – ატმანურიდან ბუდხალურისკენ კურო – ბუდხალურიდან კაზუალურისკენ ტყუპები – კაზუალურიდან მენტალურისკენ კირჩხიბი – მენტალურიდან ასტრალურისკენ ლომი – ასტრალურიდან ეთერულისკენ ქალწული – ეთერულიდან ფიზიკურისკენ
მომდევნო 6 ნიშანი განასახიერებს აღმავალ არხებს:
სასწორი – ფიზიკურიდან ეთერულისკენ მორიელი – ეთერულიდან ასტრალურისკენ მშვილდოსანი – ასტრალურიდან მენტალურისკენ თხის რქა – მენტალურიდან კაზუალურისკენ მერწყული – კაზუალურიდან ბუდხიალურისკენ თევზები – ბუდხიალურიდან ატმანურისკენ
ადამიანის ორგანიზმსა და ზესხეულებს შორის რომ გავავლოთ პარალელები დაახლოებით ასეთ სურათს მივიღებთ უმაღლესი სხეული (სული) – ატმანური და ბუდხალური სხეული დამაკავშირებელი სხეული (სოციალური) – კაზუალური, მენტალური, ასტრალური სხეული
შემდეგ ასევე სხეულების ევოლუციის ფაზებსაც განვიხილავ და უფრო დეტალურადაც თითოეულ მათგანს, მაგრამ ახლა წარმოდგენისთვის თითო წინადადებით შემოვიფარგლები.
ატმანური სხეული – ყველაზე ზედა სხეულია ზესხეულებიდან, ჩვეულებრივი გონებისთვის ის საოცრად დელიკატურია, მისი გააზრება რაციონალური აზროვნებისთვს თითქმის შეუძლებელია. ის მოიცავს ინფორმაციას, უფრო სწორად კი ადამიანის მისიის შესახებ ინფორმაციას, ასევე მისი ბედისწერის მონახაზის შესახებ ინფორმაციას რომლის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი სწორედ ამ მისიის განხორციელება.
ბუდხალური სხეული – მასში ადამიანის როგორც შინაგანი სამყაროს, ასევე იმ გარემოს შესახებ რომელშიც ის არსებობს მხოლოდ ძირითადი ინფორმაციაა ჩადებული, კონკრეტიკისა და დეტალების გარეშე.
კაზუალური სხეული – ძირითადი ცნებები, რომელიც ამ სხეულს უკავშირდება არია: მოვლენა, მოქმედება, შედეგი. პირველი ადამიანის პასიურობას განასახიერებს, მეორე აქტივობას (ბუდხალური და ატმანური) და ორივე ერთად ე.წ. ადამიანის სულს შეადგენს. კაზუალური კი მიწაზე დაშვებას გავს, ზე სხეულები და ქვესხეულები ერთმანეთისგან ვიბრაციებით განსხვავდებიან. ქვემოთ სვლისას სხეული უფრო და უფრო ქვესხეულად წარმოგვიდგება. კაზუალური სხეული ადამიანის ღირებულებების და იდეალების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს.
მენტალური სხეული – ის სამ ზესხეულსა და სამ ქვესხეულს შორისაა, გარდამავალია. ამიტომ მას საკუთარი “ინდივიდუალური” მნიშვნელობის გარდა ადამიანის ორგანიზმში განსაკუთრებული კომუნიკაციური თავისებურებები შემოაქვს, რომელიც ამ „შვიდართულიანი სახლის“ სამ ზედა და სამ ქვედა სართულს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს სხეული ფლობს ინფორმაციას სამყაროსა და ევოლუციის შესახებ, განასახიერებს ადამიანის გონს, როგორც ევოლუციის უმაღლეს საფეხურს.
ასტრალური სხეული – ის განასახიერებს ემოციებს, ინსტინქტებს, შეგრძნებებს, ფლობს ინფორმაციას პირველყოფილობის შესახებ და ის უფრო მეტად გამოხატულია ადამიანებში, ასოციალურებსა და დაბალი თვითშეფასების მქონეებში, ანუ ადამიანებში დაბალი განვითარებით და ექვემდებარება ეთერულ სხეულს.
ეთერული სხეული – ის ფიზიკური სხეულის შედეგია, ფიზიკურად ენერგეტიკული ველი მასებით იქმნება. ის განასახიერებს ადამიანი იმუნიტეტის და ზოგადად ფიზიკური სხეულის შესაძლებლობებს, ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ენერგიას.
ფიზიკური სხეული – ის ძალიან ახლოს დგას კაზუალურთან, ის ატარებს ინფორმაციას ყველა იმ სხეულის შესახებ, რომელიც ფიზიკურად არსებობდა, ასევე ძლიერი ცოდნა სიმბოლოების, კაზუალურთან პარალელი ეს ძლიერ ეგრეგორთან კავშირივითაა ამ შემთხვევაში, რომელიც მის გარშემო მოვლენების განვითარებას ზედმიწევნით აკონტროლებს. ფიზიკური სხეული ქვესხეულებს შორის უკანასკნელია, ყველაზე „მყარი“.