Tuesday, May 9, 2017

ANDROMEDIANS

სახელი:ანდრომედიანები,ანდრომედიები
------------
წევრობის სახელი:ანდრომედიან ვარსკვლავური გაერთიანება.მიღებულ იქნა
გალაქტიკურ ფედერაციაში 3.5 მილიონი წლის წინ.
------------
მანძილი დედამიწასთან:4.000 სინათლის წელი
-----------
ფიზიკური დახასიათება:ჰუმანოიდების მსგავსი რასა,როგორც დედამიწაზე ადამიანები.ანდრომედიანები არიან ტრადიციული მრავალფეროვანი გალაქტიკური ფედერაციის შემადგენლები.მათი ორი სახეობა დედამიწაზე არსებობის ათასწლეულებს ითვლის.
პირველი კავკასიურია,რომელიც ე.წ "ნორდიური"ტიპისაა(ქერა თმა,ლურჯი,მომწვანო თვალები,ღია კანი),"ხმელთაშუაზღვის" ტიპის (მუქი ყავისფერი თმა,ნაცრისფერი,ყავისფერი თვალებით).
-----------
მეორე ტიპი აღმოსავლური(მუქი თმა,მუქი აზიური თვალები და კანის ფერი,რომელიც მერყეობს ძალიან ღია ყავისფერებში.
სიმაღლეში 1.7-2.12 მეტრი(მამაკაცები),1,63 1.93(ქალები).
-----------
თვალები:ყველა ანდრომედიანის თვალების აღქმის,ფერის,ეფექტების და ა.შ მახასიათებლები სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი ჰუმანოიდისგან.
-----------
კანი:ღია ლურჯი კანის ფერი,მაგრამ როდესაც ემატებათ წლები უფრო თეთრი ხდება.
----------
საშუალო ასაკი: 2007 წელია.
-----------
სხეულის სხვა ფიზიკური ინფორმაცია:ტუჩები თხელი და ფერადია,თითქმის ღია ვარდისფერი,ხოლო ყურები განთავსებულია თავის ოდნავ ქვედა ნაწილში და ზომით მცირეა.ხელები და ფეხები დელიკატურია,გრძელი თხელი და გამხდარი თითებით.
---------
სპეციალური თვისებები და შესაძლებლობები:ანდრომედიანები აღსანიშნავი არიან მათი სამეცნიერო მიღწევებით,მთელს გალაქტიკის ფედერაციაში.მათ შესწევთ უნარი მართონ ენერგიები,დედამიწაზე მოვლენილებს თან ახლავთ მცველები,რომლებიც ეხმარებიან რა მათ და იცავენ ცუდი არასასურველი ზეგავლენებისგან.ძილისთვის სჭირდებათ საშუალოდ 10წთ დან-2სთ-მდე დღეში.
---------
ენა:ანდრომედიანების სასაუბრო ენა,განსხვავებულია.მათი საუბარი დიალექტურ სახასიათო ბგერებს ატარებს,ხმის ტემბრი და ტონალობა წააგავს იტალიურს,ინტონაციურად კი საკმაოდ სასიამოვნოდ ჟღერს.
----------
წარმოშობა:ისინი ჩვენს გალაქტიკაში უძველესი რასისი წარმომადგენლები არიან.
----------
დედამიწაზე ცხოვრების ტიპი:ჰუმანოიდური

სატრანსპორტო ხომალდები:ანდრომედიური ხომალდები მათი ტრადიციული ძვირფასი სკაუტური ხომალდებისგან განსხვავდებიან,რომლებიც 50-65სმ-მდეა.მხოლოდ მცირე მანძილზე მანევრირებისთვის იყენებენ დაზვერვის მიზნით,(უპილოტო).გალაქტიკათშორისი გადაადგილებისთვის 15-20 მეტრი სიგანის და 805 მეტრი სიგრძის ხომალდებით სარგებლობენ.

დედამიწის წელთ აღრიცხვით 1980-იანი წლებიდან ანდრომედიან ჰუმანოიდებმა მესამე სიმკვრივიდან გადაინაცვლეს მეოთხე განზომილებაში.1994 წლის 23 მარტს კი მთელს სამყაროში ენერგეტიკამ დაიწყო ყველა გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელების გამოსხივება,რომელიც ამ გადასვლის ერთი პროცესიდან მეორეში თანმდევად იქცა.ისინი ადამიანებს "სულიერ ჯგუფებს" უწოდებენ(პაა თალის),დედამიწა კი იციან რომ დღემდე დრაკონის ტირანიას ექვემდებარება.350წლიდან(2352AD) პლანეტა დედამიწაზე მოხდა მზის სისტემის ენერგიის ცვალებადობა,რამაც პროგრესირებადი სახე 1995 წლიდან საგრძნობლად მიიღო და საფრთხის შემცველი სურათები დადო კაცობრიობისთვის.
ანდრომედიან ფედერაციამ მიიღო თავის დროზე გადაწყვეტილება,რომ ყველა დამაზიანებელი სახის ურთიერთობა დედამიწასთან უნდა შეწყვეტილიყო.შემდგომში კი უკვე ამ სიას მარსი და მთვარეც შეემატა.2003 წლის 12 აგვისტოს დროის მოანაცემებით პლანეტაზე ერთერთ მაკნინებელ  უცხოებად კი ნაცრისფერები შერაცხეს,რადგან მათი უმრავლესობა არის ფობუსი და ხელს უწყობენ ჰიპოთეზასა და გენეტიკურ სტაგნაციას მთელს დედამიწაზე.ატარებენ რა ცდებს,ახალი რასისის და დნმ-ის გამოყვანას ცდილობენ.
-----------პლანეტა"ინცრირი"მესამე ვარსკვლავ,სინათლის მე-12 შრე. ინფორმაცია
დედამიწის მომავალ საშიშროებებზე.ეს საგანგაშო სიგნალია და დამაფიქრებელი,თუმცა პლანეტის უმაღლესი ეშელონები ამას ყურადარიღებენ.ეს დედამიწის ეკოლოგიური კატაკლიზმებისა და სხვადასხვა სახის ეპიდემიოლოგიური საშიშროებების საწყისი ეტაპებია.დროა სინათლისა და წესრიგის პლანეტის გადარჩენისათვის".ჩვენ 5,723 წლიდან შევწყვიტეთ ზედმეტი ჩარევები სხვა პლანეტათშორის საქმიანობებეში,ჩვენ სულიერი ძალები ვართ გადარჩენისთვის,აშთარის,პლეიადიანელების და სხვათა ბრძანებების უკან დგომის ერა დასრულდა,დიდი ხანია.ჩვენ მხოლოდ მშვიდობისთვის თანავცხოვრობთ თქვენთან და თქვენს გარემოში,მაგრამ ეს რამდენხანს გასტანს არავინ იცის,რადგან შესაძლოა სხვებივით დავტოვოთ თქვენი რასა,ეს კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.დედამიწაზე 1,833 რეპტილია ცხოვრობს,მიწისქვეშა მთვარის ფენებში კი მათი რაოდენობა 18 000 აღემატება.ჩვენ განვიხილავთ,როგორი იქნება ამ დამაზიანებელ სახეობებთან ერთად მომავალი ევოლუციის გზებზე თანაცხოვრება"...




Thursday, May 4, 2017

Altarians

AGLITY 1D-6D
STRENGTH 1D-4D
KNOWLEDGE 3D-7D
MECHANICAL 1D-5D
PERCEPTION 1D-5D
TECHNICAL 1D-5D
METAPHYSICS 1D-XD

რასობრივი სახელი: Alatarians(Al-tar-euns).

მეტსახელები:ფსიქიკა.ინტერლოპერები(რომელიც ერევა სხვის საქმეში,ცდილობს შეაღწიოს გარემოში სადაც მას არ აქვს უფლება იმყოფებოდეს).

გალაქტიკა:Hexisan

საცხოვრებელი პლანეტა:Aether (Aye-th-her)

ალტერნატიული პლანეტა:Talodonis

კოლონიზირებული პლანეტები:Ahaxohev,Birenuro,Moons of Enaom,Fydarlal,Hemokiti,Moon of Ivere,Kavenuyl,Leva,Meteor Nelat,Nirihubo,Okielax,Otiil,Raker,Moons of Reret,Risem,Tahayaz,Udiin,Uxaor,Vylor,.

ძირითადი ორგანიზაციები:Hexisan Union,The Elders Coorporative Regency of Systems(სისტემების კოოპერატიული რეჟიმი)(C.R.S).

ალტარიანელები უცხოების ერთერთი სახეობაა,რომლებიც არიან ბიპედალური არსებები,სრული ტანით,ორი მკლავით,ორი ფეხითა და კუდით.მათ აქვთ ექვსი გრძნობათა ორგანო,რომელთაგან ოთხი თავის არეში მდებარეობს,სახის ვიზუალიზაცია ჰგავს ადამიანისას,(ორი თვალი,ორი ყური,ერთი ცხვირი,ერთი პირი),და დიდი ზომის ნერვული ქსოვილები,ფერემონის დეტექტორებით მთელს კანზე.ისინი ადრეული ამფიბიების შთამომავლები არიან,თუმცა ევოლუციის პროცესში სხვადასხვა სახეობების ჯიშებით ჩაანაცვლეს მათი თვისებები,უჯრედულ დონეზე და საბოოლოდ გახდნენ ალტარიანელები.

ზრდასრული ალტარის საშუალო სიმაღლე დაახლოებით 2.13 მეტრია,სხეულის მასა 76-83 კგ-მდე მერყეობს,როგორც მამაკაცში ასევე ქალშიც.მათი კანი გლუვი და უთმოა,ხავერდოვან ტექსტურას ქმნის შესახედაობით,არის ფერადი და კაშკაშა ნათელი,რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა სახის ზოლები,ლაქები და წერტილები.
საშუალო ასაკის ალტარიანს აქვს ძალიან რთული ანატომია,რომელიც ხანგრძლივ სიცოცხლეს მოიცავს.მათ აქვთ პატარა კბილები და ასაკთან ერთად მცირდება ზომაში,იკვებებიან სხვადასხვა სახის დანამატებით,რამაც ეს ყოველივე გამოიწვია.ალტართა საჭმლის მომნელებელი სისტემა მცირეა,მაგრამ მასში ინახება უფრო მნიშვნელოვანი ნუტრიენტები(საკვები პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები(ცილები,ცხიმები,ნახშირწყლები,ვიტამინები და სხვა.)რომელიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება თავისი ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად).

ეს სახეობა იკვებება ხორცით და ბოსტნეულით.მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა კვების რაციონი და მასში სხვა ნედლეულით ჩანაცვლება მოახდინეს,რომელიც იწარმოება მათ მიერვე.

საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლის ეტაპები აქვთ,მათ შორის გამოირჩევიან სუბსიდური სახეობები,რომლებიც ცხოვრობენ საშუალოდ 1000 წლის განმავლობაში.სქესობრივ სიმწიფეს 20-22წლამდე აღწევენ.ქალები 40 წლ-მდე განაგრძობენ ფიზიკურ განვითარებას,ხოლო მამაკაცებში ეს პროცესი 60წლ-მდე გრძელდება.
მას შემდეგ რაც აღწევენ 1000 წელს,შესწევთ უნარი იცხოვრონ ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე  ცივ ან ცხელ გარემოში,რათქმაუნდა თუ მათ აქვთ შესაფერისი თავშესაფარი.

ალტარიანელებში შობადობა ძალიან დაბალია,მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ იბადებიან,მათი მუდმივად განახლებადი ორგანული აგებულების გამო.მათ აქვთ აქტიური ცერებრალური ქერქები,რომლებსაც საკმაოდ კომპეტენტურად იყენებენ.

ეს სახეობა რამოდენიმე რასას მოცავს ,თუმცა ეს არ უშლის მათ ერთმანეთთან საკონტაქტო ენას ხელს.(იგულისხმება სასაუბრო ენა),სხვა ცივილიზაციის წამროამდგენლებს ტელეპატიურად გადასცემენ ინფორმაციას.უმეტეს შემთხვევაში თავდაჭერილი ალატარები ტელეპატიისა და საუბრის გარდა იყენებენ კლირენსონსა და
ტელეკინეზს,ისინი ყველაზე მავნე ჯიშებისაგნ შემდგარი ინტელექტუალური სახეობები არიან.მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია კომუნიკაციის გაზიარება და გაგება,უფრო მეტად ვიდრე სხვა სახეობებისთვის.ალტარიანულ საზოგადოებაში ძალიან ორგანიზებულია,სოცილაური და ფსიქოლოგიური ურთიერთობების კლასიფიკაცია.

ბრძენი,კეთილშობილი,ჭკვიანი,ძლიერი,ეს არის სიტყვები,რომლებითაც აღწერენ ალტერებს.ისინი Hexisan  კავშირებისაგნ შემდგარი უძველესი სახეობები არიან,როგორც ზემოთ ვახსენეთ წარმოიშვნენ ამფიბიური არსებებისგან,გამოიარეს იურული პერიოდიდან დღემდე მრავალი ისტორიული ეტაპი,,აპოკალიფსური და რემერჯენსულიც კი.ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა მათ ისტორიაში კი დადგა 1,766,320 წელს,როდესაც მთლიანად შეირყა რასის საფუძვლები.ისინი გადასწვდნენ რამდენიმე ასეული სინათლის წლით დაშორებულ პლანეტებსა და მათ მაცხოვრებელებს და ახალი მოწინავე რბოლა აწარმოეს მთელს ინტერგალაქტიკაში,რათა მოეპოვებინათ ძვირფასი ქვები.მათ ჰქონდათ ნოვაკოსებთან გაჩაღებული ომი,რომელიც ორი ასეული წელი გაგრძელდა,ამას კი დამანგრეველი შედეგები მოჰყვა,რადგან 12 პლანეტა,283 ყველაზე უძლიერესი ქალაქი და თითქმის 4მილიარდი სიცოცხლე ემსხვერპლა.ამ ყოველივეს შემდგომ კი ჩამოყალიბდა ალიანსი Hexisan გაერთიანების სახით,მათ შორის მოხდვა ირმის ნახტომიც,რომელიც არასწორ გეგმარებად ჩათვალეს,რადგან მისი კურსი აღმოჩნდა შუა Hexisan ტერიტორიაზე,ეს გალაქტიკური კურსი კი მთლიანად შეცვალეს,გააკეთეს საუკეთესო სვლები და ირმის ნახტომიც მათ ალიანსში გააერთიანეს.

Wednesday, February 1, 2017

ექტოპლაზმა

ექტოპლაზმა – ცოცხალის მსგავსი, მყარი ან აირული სუბსტანცია, რომელიც თითქოსდა გამოიყოფა მედიუმის სხეულიდან ტერმინი “ექტოპლაზმა” მოიგონა ფრანგმა ფსიქოლოგმა შარლ რიშემ 1894 წელს, იმისათვის, რომ აეხსნა ევზაპი პალადინოს სხეულიდან გამოსული უცნაური მესამე ხელი, ან ფსევდოპოდი. სიტყვა მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან “ექტოს” და “პლაზმა”, რომლებიც განსხეულებულ ნივთიერებას აღნიშნავს. მანამდე ექტოპლაზმის მსგავსი რამ სერ უილიამ კრუქსმაც ნახა დ. ც. ჰოუმის ირგვლივ.
შემონახულია მედიუმ მადამ დ’ესნარანსის აღწერილობა, რომელიც იფარებოდა მანათობელი ქსელით, რომელიც შემდეგ ცოცხალ ორგანიზმად იქცეოდა ხოლმე. უფრო ადრე, მე–17 საუკუნეში, ფილოსოფოსმა ვონმა აღწერა სუბსტანცია, რომელსაც ის “საწყისს” ან “ვერცხლისწყალს” უწოდებდა, რაც სავარაუდოდ ექტოპლაზმა იყო.ეს გამონაყოფები ხშირად თბილია, წონა აქვთ, გამოყოფენ ნახშირორჟანგს, ჩნდებიან მედიუმის სხეულიდან და მასშივე ქრებიან. მაგრამ ისინი შეიძლება ასევე იყვნენ ცივიც და წელვადებიც, ან ცომის მაგვარები შესახედავად. გამონაყოფი ჩვეულებისამებრ სხეულზე არსებული ნახვრეტებიდან ჩნდება. ყველაზე ხშირად, ყურებიდან, პირიდან და ცხვირიდან, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიყოს თვალებიდან, ჭიპიდან,და ა.შ.
ექტოპლაზმა ფორმის მიხედვით შეიძება იყოს ყველანაირი. ის მთლიანად ქრება სინათლეზე. ძირითადად ჩნდება წითელ შუქზე, ან სიბნელეში. თუ უცბად შუქზე გავიტანთ, ექტოპლაზმა მაშინვე შიგნით შედის. ამავდროულად, სუბსტანციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მედიუმს ან გარშემომყოფბს. გამონაყოფები არიან მსუბუქები, ჰაეროვნები როგორც ბოლი, ან კიდევ წებოვნები და წელვადები. ისევე როგორც სხვა ფიზიკური გამოვლინებები, ექტოპლაზმაც უფრო ხშირად რწმენის ატმოსფეროში ვლინდება და არა სკეპტიციზმის.ექტოპლაზმა თითქოსდა ჯერ უნდა გამოიყოს მედიუმის სხეულიდან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი მატერიალიზება. გიუსტავ გელეიმ, რომელიც პარიზში მეტაფსიქიკის ინსტიტუსტს (Institute Metanpsychique) ხელმძღვანელობს, ექტოპლაზმა აღწერა, როგორც დეცენტრალიზებული ენერგია, რომელიც მყარ, თხევად, ან აირად მდგომარეობაში გვევლინება. დეცენტრალიზაცია მოიხმარს დიდი რაოდენობით სასიცოცხლო ენერგიას, რაც ვლინდება კაკუნში, ფოსფორეცირებაში, ტელეკინეზში და ექტოპლაზმის გამოყოფაში. უილიამ ჯ. კროუფორდი, ბალფასტის სამეფო უნივერსიტეტიდან ექტოპლაზმას თვლის ყველა ფსიქიკური მოვლენის საფუძვლად, რომელიც კონსისტენციას აძლევს ყველა ფსიქიკურ სტრუქტურას სეანსის დროს. ეს საშუალებას აძლევს მათ შევიდნენ კონტაქტში მატერიის ჩვეულებრივ ფორმებთან და წარმოქმნან ხელები და სახეები.
კროუფორდმა ასევე აღმოაჩინა რომ ექტოპლაზმა “პირდაპირი ხმის” ფენომენის საფუძველს წარმოადგენს. მამა რობერტ ჩეინიმ, რომელიც მედიუმიც იყო, ექტოპლაზმა აღწერა როგორც პროტოპლაზმის (ბოტანიკის წიგნი გადაიკითხეთ) სულიერი ორეული. ის თვლიდა, რომ მედიუმის ექტოპლაზმური სხეული არსებობს ფიზიკური სხეულის უჯრედთშორის სივრცეში და ვიბრირებს ფიზიკურ და სულიერ ფორმებს შორის. სულების მატერიალიზაციისათვის, მედიუმი გარეთ გამოისვრის ექტოპლაზმას და ასევე მაგნიტურად იზიდავს მას დაჰიპნოზებულების სხეულებიდან. ამ შემთხვევაში, სული იმოსება ამ ასტრალურ სუბსტანციაში და ისე გვევლინება. თუ ტრანსფორმაცია არასრულია, მედიუმი თვითონ იღებს სულის ფორმას. ასეთ პროცესს სახეცვლილება ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ პალადინოს ფსევდოპოდები გაოცებას იწვევდნენ, ექტოპლაზმურ მანიფესტაციებში ნამდვილი სპეციალისტები მაინც მარტა ბერო (ცნობილი როგორც ევა ს) და მინა სტინსონ კრენდონი (ცნობილი როგორც მარჯერი) იყვნენ. კიდევ ერთი მედიუმი, რომელიც ექტოპლაზმას გამოყოფდა, იყო კეტლინ გოლაიერი. ექსპერიმენტებში, რომლებიც მე–20 საუკუნის დასაწყისში ტარდებოდა ბეროს კოლეგის _ ჟულიეტ ბესონის, და შემდეგ კი გერმანელი ექიმის ალბერტ ფონ შრენკ–ნოცინგომის თანდასწრებით, ბერო უშვებდა თეთრი ან რუხი ფერის ამორფულ მასებს. მას გულდასმით ათვალიერებდნენ ყოველი სეანსის დაწყების წინ. ამ დროს მას მხოლოდ საცვლები და შარვალი ეცვა ხოლმე. შრენკ–ნოცინგმა ბეროს ექტოპლაზმა აღწერა, როგორც წებოვანი ლოლოები, რომლებიც მისი პირიდან, ყურებიდან, თვალებიდან, პირიდან და ცხვირიდან გადმოდიოდნენ ნიკაპზე და მკერდზე. თუ ახლოს თითს ან შუქს მიიტანდით, ექტოპლაზმა იკლაკნებოდა და სხეულში ქრებოდა და ამ დროს რვაფეხის საცეცებს წააგავდა.
 ექიმმა შეამჩნია, რომ ექტოპლაზმას ქსოვილში გავლა შეეძლო ისე რომ კვალს არ ტოვებდა. ფორმირების შემდეგ, სუბსტანცია გადაიქცეოდა სახეებად ან გამოსახულებად, რომლებიც ცოტათი პრეზიდენტ ვილსონს ან მთავრობის სხვა პოპულარულ წევრებს ან ისტორიულ პიროვნებებს ჰგავდა. 1917 წლიდან 1920 წლამდე კროუფორდი აკვირდებოდა გოლაიერის ოჯახს, განსაკუთრებით კი მათ ქალიშვილ კეტლინს. მკვლევარი დარწმუნებული იყო, რომ კეტლინს, ფსევდოპოდების გამოყენებით, ან იმით რასაც ის ფსიქიკურ სტრუქტურას ან ჯოხს ეძახდა, შეეძლო მაგიდების ტრიალი. კროუფორდის სამუშაოთი დაინტერესდა დოქროტი ლერუა კრენდონა, ქირურგი ბოსტონიდან, რომელმაც ექსპერიმენტების ჩატარება თავის ცოლთან _ მინასთან ერთად დაიწყო. მინა კერდონის მედიუმური ნიჭი მალე გამოვლინდა ექტოპლაზმის გამოყოფიანად. ცნობილ სურათებზე ჩანს ექტოპლაზმის ბოჭკოები, რომლების ჭიპლარს გვანან და მისი ყურებიდან პირიდან და ცხვირიდან გამოდიან . სხვა გამონაყოფები გამოედინებოდა მისი საშოდან. ფსიქიკური მოვლენების მკვლევარმა ერიკ ჯ. დონგოლმა ივარაუდა, რომ კერდონი ექტოპლაზმას მალავდა საშოში და მას კუნთების დაძაბვის მეშვეობით გამოყოფდა. მაგრამ მარჯერიმ წარმოქმნა უხეშად ფორმირებული ხელი თავისი ჭიპიდან. ექტოპლაზმის ანალიზებმა გამოიწვიეს ეჭვები. რამდენიმე კრიტიკოსმა განაცხადა, რომ სუბსტანცია ან დაღეჭილი ქაღალდი, მარლა, ან სხვა ქსოვილი იყო, ან საერთოდაც ცხოველების ქსოვილები… ბეროს ექტოპლაზმა ალბათ უფრო ქაღალდი იყო. ჰარვარდის ბიოლოგებმა კი აღმოაჩინეს, რომ კრენდონის ფსევდოპოდი იყო ცხოველის ფილტვი, რომელიც ისე იყო ამოჭრილი, რომ ხელს ჰგავდა. მაგმა ჰარი ჰუდინიმ, რომელიც ცდილობდა აფერისტების გამოვლენას, ერთხელ შენიშნა, რომ ვერ წარმოუდგენია, რომ ღმერთი დაუშვებდა ესეთი ამაზრზენი სუბსტანციის გამოდინებას ადამიანის სხეულიდან. მე–20 საუკუნეში ექტოპლაზმას დაწვრილებით სწავლობდნენ პარანორმალური მოვლენების შემსწავლელი სპეციალისტები. ცნობილია, რომ აფერისტი მედიუმები გამოყოფდნენ მუსლინის, საპნის, ჟელატინის და კვერცხის ცილის ნარევით გაკეთებულ ექტოპლაზმას. მეცნიერების ინტერესი ექტოპლაზმის მიმართ დაკავშირებულია ფიზიკური სპირიტიზმის პრაქტიკასთან. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ თანამედროვე მედიუმს შეუძლია მისი რეალურად გამოყოფა.

Sunday, January 15, 2017

ადამიანის შესახებ(კრაიონი)


ადამიანი– ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დედამიწაზე მოსიარულე ბიოლოგიური ორგანიზმი. ყოველი ადამიანი უნიკალურია და წარმოადგენს მთლიანის ნაწილს, თუმცა ყველამ არ იცის, თუ ვინ არის ის, როგორ არის მოწყობილი სამყარო, რანაირი ცხოვრება გამოიარა სამყაროში, რა ჩაიდინა მასში… ეს ყველაფერი დაფარულია ადამიანისგან მანამ, სანამ იგი არ განიწმინდება.ჩვენ ვმონაწილეობთ მოვლენებში, რომელიც გარდაქმნის სამყაროს.
ჩვენ ვართ თანამშრომლები, თანაშემოქმედნი. როდესაც სულიერად წინ ვიწევთ, გვსურს ამის კეთება, ვახორციელებთ ამას ცხოვრებაში, ვიბრძვით ამისთვის.ზოგიერთი ადამიანისთვის ცხოვრება მხოლოდ ჩვეულ სავარძელში ჯდომაა, ანუ გაბრაზება, საკუთარი თავის მსხვერპლად შეგრძნება და გამუდმებული ჩივილი ბედისწერაზე. ასეთი მიდგომა ცხოვრებისადმი ხშირად მუშაობს და მიჰყავს საქმე სასურველ შედეგამდე – აღწევს მხარდაჭერას და თანაგრძნობას, რომელსაც მოსდევს საკუთარი პრობლემების სხვის მხრებზე გადატანა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმში აუცილებლად ჩნდება ჩავარდნა, რომელსაც მოჰყვება შიში, რადგან ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტაბილურობას (თუნდაც ნეგატიურს) და იგი გაქრა. ასეთად არ სურდათ ეხილათ ადამიანები ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინათ. გავიხსენოთ ცხრა ღირსება, რომელზედაც იესო ქრისტე საუბრობდა (ადამიანებმა მათ ნეტარებანი დაარქვეს). ეს არის იდეალური ადამიანის პორტრეტი.
დედამიწაზე საკმარისად ბევრმა ადამიანმა განავითარა თავისი ცნობიერება იმ დონემდე რომ დაიმსახურა ახალი ერა დედამიწაზე, ახალი ძალები და უფლებამოსილება. ისინი სავსენი არიან სიყვარულით, სიმშვიდითა და წონასწორობით. გაიზარდა მათი ვიბრაციული დონე. ისინი გადავიდნენ ცნობიერების ახალ დონეზე, რომელიც შეეფერება მათი პლანეტის თანამედროვე მდგომარეობას. მათ ყველაფერი რიგზე აქვთ!იმ ადამიანებში კი, რომელნიც გადაწყვეტენ არ შეიცვალონ და იმოძრაონ საპირისპირო მიმართულებით, ბიოლოგიაში არსებული ავადმყოფობის თესლი დაიწყებს აღმოცენებას.
ისინი უფრო მეტად ბრაზიანნი გახდებიან. დანაშაულებრიობის დონე ქვეყნებში შესაძლოა გაიზარდოს კიდეც. ეს იქნება ადამიანის სულში არსებული კონფლიქტის უშუალო შედეგი. ამას მოჰყვება შიშისა და ბრაზის ზრდა და ასეთი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლება.საჭიროა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენ მთლიანის ნაწილი ვართ, მთლიანის, რომელიც მუდმივად იზრდება.უძველეს დროში ადამიანებმა იცოდნენ თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ კატაკლიზმებისა და კატასტროფების მიმართ, რომელთა შემდეგაც ძნელი იყო საკვების შოვნა. ისინი ესალმებოდნენ ამ მოვლენებს, როგორც ზრდის მორიგ ხვეულს სამყაროს წყობილების კონტექსტში. არ უნდა ვიგრძნოთ თავი მსხვერპლად იმის მიუხედავად, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. მშვიდად შევხედოთ ყველაფერს, გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი სულიერი საქმიანობის კეთება.
უარი ვთქვათ სიცოცხლის ჩვეულ სწორხაზოვნებაზე (რომლის დროსაც არ ხდება ადამიანის სულიერი ზრდა). უკეთესია მზადყოფნაში ვიმყოფებოდეთ იმისთვის, რაც შესაძლოა ჩვენ გველის მომავალში და ცხოვრებიდან გაქრება ყველანაირი მოულოდნელი წინააღმდეგობები.როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გაგვაჩნია უნარი ვიმყოფებოდეთ მშვიდ მდგომარეობაში აურზაურის შუაგულში და ამას პრაქტიკაში ვამტკიცებთ, შევძლებთ სხვებსაც ვასწავლოთ ეს. გავუზიაროთ სხვებს ის, რაც ჩვენ ვიცით. დავეხმაროთ მათ მომავლის იმედის შენარჩუნებაში.საჭიროა ყველა მიხვდეს, რომ ჩვენი გზის არსი მდგომარეობს სწორედ სიყვარულის გაზიარებაში. მხოლოდ საჭიროა გვქონდეს მენტალური და სულიერი ზრდის განზრახვა და ჩვენ თანდათანობით ვხდებით გამძლენი და მშვიდნი. ამ შემთხვევაში გავხდებით ადამიანი, რომელსაც გააჩნია ბრძნული შეხედულებები გარშემომყოფებთან მიმართებაში. ჩვენს ოპონენტებთან ურთიერთობისას გავყვებით სიყვარულის დოქტრინას და მოვიპოვებთ საკუთარ გამარჯვებებს. აღნიშნული თანხმობაშია დარიგებასთან – „მიუშვირე მეორე ლოყა, ბრძოლაში არ ჩაება“. საჭიროა პატივი ვცეთ ოპონენტის უფლებას, თავისებურად ირწმუნონ და მომთმენნი ვიყოთ მათ მიერ არჩეული ცხოვრების წესის მიმართ. გვახსოვდეს, რომ ისინი აბსოლუტურად ტოლნი არიან. ტოლობა ეხება იმ შესაძლებლობებს, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს ეძლევა. ყველა ადამიანი არის იმ თავისი კარმული დანიშნულების მატარებელი, რომელიც მიიღო დედამიწაზე არაერთ ცხოვრებაში. ზოგიერთი სხვაზე სწრაფად მოძრაობს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა იზრდება.
ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ფესვგადგმულ შიშთან ერთად. ჩვენ გვეშინია არ მივიღოთ ის, რაც გვესაჭიროება: სიყვარული, უსაფრთხოება, ფული, მეგობრები, სამსახური, წარმატება, სათანადო მდგომარეობა საზოგადოებაში, ცოდნა… უნაყოფოა შიშში გატარებული ცხოვრება, და თუ შიში მუდმივია, იგი კეტავს გულს და აბნელებს გონებას. ადამიანს ევალება სხვებთან თანაარსებობა, რათა დავინახოთ თუ რა გვემართება ცხოვრებაში და მომხდარის მიზეზები. იმისათვის, რომ მოვიგოთ ბრძოლა, საჭიროა მივყვეთ ადამიანთა კულტურის გაბატონებულ ტენდენციებს. ჩვენ უნდა ვიყოთ სხვებში მიმდინარე ცვლილებების კატალიზატორები ქალაქების ყველაზე ბნელი რაიონიც კი, სადაც ყვავის დანაშაულებრიობა, შესაძლოა შეიცვალოს ერთი მუჭა გასხივოსნებული ადამიანების მეშვეობით.არ შეიძლება დავრჩეთ გარეშე პირის პოზიციაში. არაფერი შეიცვლება ჩვენს ირგვლის მანამ, სანამ ჩვენ პირველები არ დავიწყებთ შეცვლას; საჭიროა ყური მივუგდოთ საკუთარ ინტუიციას, ვიყოთ გარკვეულები საკუთარ კარმაში და იმაში, თუ როგორ მიდის საქმეები სინამდვილეში. ამ ცოდნას ძალუძს ძირფესვიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. ამის გასაღებს კი წარმოადგენს განზრახვა და მართებულობა (ითხოვე და მოგეცემა). საჭიროა იცხოვრო შიშისა და მღელვარების გარეშე. აუცილებელია მოვწყვიტოთ მზერა ნეგატიურ ვითარებებს, რომელიც გვაბავს წარსულთან და ვიცხოვროთ ახალი ინფორმაციის თანახმად.იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მუდმივად შიშის მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვკარგავთ ნათლად ფიქრის და გრძნობის უნარს, არ შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ საკუთარი პოტენციალი.მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ჩვენი სამუშაო და ამავდროულად შინაგანად ვიწმინდებოდეთ, დავამყაროთ ღვთიურთან სიახლოვე, რადაც არ უნდა გვიღირდეს ეს.
როდესაც მოვაპყრობთ მთელ ჩვენს ყურადღებას, აზროვნებას და ენერგიას, ყველგან მსუფევ ღვთაებრიობას და ვგრძნობთ მას ჩვენს ცხოვრებაში, შიში ქრება. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ მისი გაცნობიერება და იგი ქრება.საჭიროა სვლა ყველა შიშის საწინააღმდეგოდ, მაღლა აწეული თავით. მთავარია სწორად ვიაროთ ჭეშმარიტი გზით. როდესაც ცხოვრება განმსჭვალულია რწმენითა და სიყვარულით, ადგილი აღარ რჩება შიშისა და ეჭვისათვის. წუხილი და მღელვარება იქნება მხოლოდ წუთიერი და არა მუდმივი. აუცილებელია ვიცხოვროთ აწმყოში და გამოვამჟღვანოთ განზრახვა.გვიყვარდეს და პატივი ვცეთ ყველას და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ, ასევე საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გარე სამყაროში. ეს არის ცხოვრების საუკეთესო გზა. სწორედ ასეთ ცხოვრებას მოაქვს სიხარული და სულიერი სიმშვიდე.სულიერად განვითარებული ადამიანის ატრიბუტებია: შესუსტებული დუალობა (დუალობა არის ბარიერი ჩვენს ადამიანურ ბუნებასა და ღვთიურ „მე“-ს შორის), პასუხისმგებლობა. ჩვენ პასუხს ვაგებთ პლანეტაზე. მასზე ყველაფერი ცოცხალია და გააჩნია არსი. არც ერთი ჩვენი მოქმედება არ არის წინასწარ განსაზღვრული, მაგრამ შესაძლებლობების ყველა ფანჯარა ჩვენს მიერ არის დაგეგმილი (ჩვენს მოსვლამდე დედამიწაზე).ბევრი ადამიანს მოსწონს ისეთი მდგომარეობა, როდესაც მათი სიცოცხლე სავსეა დრამატიზმით. ისინი მოწყენილები არიან, როდესაც გრძნობენ სიმშვიდეს. ისინი სრულყოფილ ცხოვრებად მიიჩნევენ ისეთ ყოფას, როდესაც მათი სიცოცხლე დანის პირზეა და მასში დომინირებს რყევა, ქაოსი და გაურკვევლობა. აუცილებელია დრო დავუთმოთ და საკუთარ სულში ჩავიხედოთ, შევიგრძნოთ ღვთიური ჩვენში და გავიგოთ არის თუ არა ჩვენს ცხოვრებაში სიტუაციები ან ადამიანები, რომლისგანაც საჭიროა გავთავისუფლდეთ, რათა წინ წავიწიოთ ცხოვრებაში რათა შევუმსუბუქოთ ტანჯვა ან მივანიჭოთ სიხარული ვინმე სხვას.ადამიანის ჭეშმარიტი „მე“ არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველამ ავირჩიეთ მძიმე გზა: დავიბადეთ დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში ამ პლანეტაზე იმისთვის, რომ ავამაღლოთ მისი ვიბრაციების დონე.პასუხისმგებლობა – მეორე ატრიბუტია სულიერად განვითარებული ადამიანისა. იგი ორი მდგომარეობისგან შედგება. პირველი არის ის, რომ გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებში. მეორე შემადგენელია იმის ცოდნა, რომ პასუხს ვაგებთ პლანეტაზე.გაწონაწორებული ადამიანის ძალა არის მისი ინტელექტი, გონება, სულიერება. ეს სამეული ძლიერი ძალაა.შემდეგი ატრიბუტია – სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. შემდეგ მოდის ჯანმრთელობისა და განკურნების არე. თვითგანკურნების პრინციპების გაგება. აქ მნიშვნელოვანია ინტელექტის, სულიერებისა და ბიოლოგიის კავშირი (ისევ სამეული). შეიძლება სხეულს ვთხოვოთ, რომ გვესაუბროს და დაამყაროს ჩვენთან ერთიანობა. თუ ჩვენ რაღაც გვტკივა, უნდა ვეცადოთ მივხვდეთ რატომ. როდესაც კარმა ანულირებულია, ავადმყოფობის, დაბერებისა და სიკვდილის მიზეზიც აღარ არსებობს. შესაძლებელია დაბერების პროცესის შენელება და სულიერების ხელშეწყობით შევძლოთ სიკვდილის ჰორმონის განადგურება. ყველას ეს უცბათ არ გამოუვა, მაგრამ ყველა ჩვენგანს შესწევს ამის ძალა. აუცილებელია მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს.

სულის სიმშვიდე ახალი ერის ადამიანის ატრიბუტია. როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ თვითონ შევადგინეთ დედამიწაზე მოსვლამდე, მაშინ ვგრძნობთ სულიერ სიმშვიდეს მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სიახლოვეს.ახალი ერის ადამიანის ატრიბუტებია აგრეთვე მოთმინება და მომთმენლობა. ეს საოცარი თვისებაა ადამიანის, კრიტიკისა და დადანაშაულების მოსმენისას იფიქროს არა საკუთარ თავზე, არამედ მის ბრალმდებელზე. უყვარდეს იგი, რადგან იცის რომ ისიც გადის თავის გამოცდას და ჯერ არ არის გასხივოსნებული.
უწყინარნი დაიმკვიდრებენ დედამიწას. დედამიწა თავისუფალი არჩევანის პლანეტაა. დაე გული იყოს ჭეშმარიტების საზომი.გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ისეთი ბიოლოგიური ანომალია, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია; ან ისეთი აზრი, რომლის მიმართულების შეცვლაც შეუძლებელია. ასევე არ არსებობს სიტუაცია, რომლის მომგებიანად გარდაქმნაც არ შეიძლებოდეს. არ არის ისეთი შიში, რომლის ნაცვლადაც ვერ დამკვიდრდება სიმშვიდე.ჩვენ ვერ შეგვეხება ვერანაირი ცუდი. ვერავითარი ბნელი ძალა ვერ შეგვიშლის ხელს, როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ სიყვარულს. როდესაც ჩვენ ვართ მომტირალნი, უწყინარნი, ჭეშმარიტების მაძიებელნი, მოწყალენი და გულით სუფთანი, დაცინვის ამტანნი…  მთელი პლანეტისთვის სიყვარულის ენერგიის მატარებელნი.

სხეულით გამოხატული გრძნობები და ემოციები

                          სხეულით გამოხატული გრძნობები და ემოციები


  თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება, თუმცა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში მას უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და არ არის აუცილებელი ყოველთვის ”დიახს” ნიშნავდეს.თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ამიტომ ეცადეთ მათ არ მიაშტერდეთ.მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სხეულის ენისა, არსებობს საერთო ენა, რომლის ამოცნობითაც ჩვენ მივხვდებით თუ რა პიროვნებასთან გვაქვს სქმე, სიამოვნებს თუ არა ჩვენთან ურთიერთობა და ა.შ. თუკი ადამიანს საგნები სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგ. ყავის ფინჯანი, ხელჩანთა და მსგავსი საგნები, ესე იგი ეს პიროვნება მორცხვი და თავშეკავებულია, მისი მოქმედება კი გამოხატავს იმას, რომ იგი იმალება საგნების უკან. ამიტომ თუ არ გინდათ ვინმემ თქვენი სისუსტეები შეიტყოს, საგნები მუდამ გვერდით და არა წინ დაიჭირეთ.საათის ხშირ-ხშირად შემოწმება მობეზრების ნათელი ნიშანია, განსაკუთრებით თუკი ვინმეს ესაუბრებით. ასევე ცუდი ნიშანია ფრჩხილების კვნეტა საუბრის დროს. თავიდან აიცილეთ ამგვარი აშკარა და უარყოფითი მნიშვნელობის ჟესტიკულაცია.თუ გინდათ ვინმეს აგრძნობინოთ, რომ იგი არ მოგწონთ (ან მათი იდეები), დაწვრილებული თვალებით უყურეთ საუბრის დროს. ეს მოღუშულ და გაღიზიანებულ გამომეტყველებას მოგცემთ.ასევე ცუდი ტონის მაჩვენებელია თუკი ადამიანებს ძალიან მიუახლოვდებით. ისინი თავს არაკომფორტულად იგრძნობენ და შესაბამისად მათ კეთილგანწყობასაც ვერ მოიპოვებთ. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი პერსონალური სივრცის შეგრძნება, რომლის დარღვევის შემთხევაშიც გამოიწვევთ მათ გაღიზიანებას.საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით კი ცხვირზე, სიცრუის ფართოდაღიარებული გამოხატულებაა. ასევე, პირზე ხელის აფარების დროს, მოსაუბრე ყველაზე ხშირად ტყუის.ტყუილის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი არის ხელოვნური ღიმილი. ჭეშმარიტი ღიმილი თვალის კუთხეებამდე აღწევს და სახის გამომეტყველებას მთლიანად ცვლის. ხელოვნური ღიმილი კი მხოლოდ პირსა და ტუჩებს მოიცავს. ამ ორის გარჩევა საკმაოდ ადვილია.როგორც წესი, ქედმაღლობასა და სიამაყეს გამოხატავს დოინჯშემორტყმული პოზა. ასეთი ჟესტი მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში შეგიძლიათ გამოიყენოთ და არავითარ შმთხვევაში საქმიან შეხვედრაზე.როდესაც მოსაუბრეს არ უყურებთ პირდაპირ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ან არ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთბა, ან არ გაინტერესებთ რასაც გეუბნებათ. საინტერესო და სახალისო საუბრის დროს მოსაუბრეები ერთმანეთის მიმართ სწორ და პირდაპირ პოზიციაში დგანან და არა გვერდულად.გადაჯვარედინებული ხელები თავდაცვის პოზაზე მიანიშნებს. ისევე, როგორც ჩამოყრილი მხრები – დაბალ თვითშეფასებაზე.
   
   როგორც ვხედავთ, სხეულის ენა ის ფენომენია, რომელსაც ვერბალური გამოხატვის გარეშე შეუძლია ადამიანის გრძნობებისა და ემოციების შესახებ ყველაზე მეტი გადმოსცეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის მცირე დეტალები მაინც, რომლებიც დაგვეხმარება საქმიანი შეხვედრისა თუ უბრალო საუბრის პოზიტიურად ჩატარებაში.ფსიქოლოგები “სხეულის ენას” დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ .“სხეულის ენა” სარკესავითაა. ის მოიცავს ჟესტებს, მანერებს და ასე შემდეგ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი, პირიქით, – ნეგატიურს.სხეულის ენას ფსიქოლოგიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და იმდენად დამოუკიდებელია, რომ მისი კონტროლი ვერ ხერხდება.ყველაფერი ქვეცნობიერადააა.”საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით ცხვირზე, სიცრიუს ფართოდ აღიარებული გამოხატულებაა. ასევე, პირზე ხელის აფარების დროს, მოსაუბრე ყველაზე ხშირად ტყუის.თუკი ადამიანს საგნები სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგალითად, ხელჩანთა, ყავის ფინჯანი, ე.ი. მორცხვი და თავშეკავებულია, ანუ რჩება შთაბეჭდილება, რომ იმალება.თუ მოსაუბრემ საუბრისას ნიკაპი მოისრისა, ფიქრობს, რა გიპასუხოთ. ანალოგიურია სათვალის გასწორება: რესპოდენტი ტყუილის თქმას აპირებს, მაგრამ იწყებს ფიქრს, როგორ თქვას ის დამაჯერებლად.გიცდიათ თუ არა ბავშვობაში თქვენი მშობლების სახის გამომეტყველებით გამოგეცნოთ წაგივანდნენ თუ არა ზოოპარკში, ან გიყიდიდნენ სასურველ სათამაშოს როცა ამას სთხოვდით? თუ შუბლს შეკრავდნენ, ესეიგი ეს ნიშნავდა “არა!”-ს, თავის დაქნევა კი სიხარულით აგავსებდათ…. იმის გაგება, ეთანხმებიან თუ არა სხვა ადამიანები ჩვენს აზრებს და გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანია ზრდასრულობაშიც. ეს ნამდვილად წარმატების მომტანია მომლაპარაკებლებისთვის, სამსახურის მაძიებლებისთვის და შეყვარებულებისთვისაც კი, რადგან საშუალებას გვაძლევს საჭიროების შემთხვევაში დროზე გამოვასწოროთ სიტუაცია.
     ქვემოთ ჩამოთვლილია რამოდენიმე მიმნიშნებელი, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვები იღებენ ჩვენს წინადადებებს და გვეთანხმებიან: ხელები მაგიდაზე უდევთ გაშლილ მდგომარეობაში. ხელისგულები ღიაა.თუ ნიკაპს ისრესენ, ესე იგი ფიქრობენ.
* თავს გიქნევენ.* ფეხები ერთმანეთისგან დაშირებული აქვთ ( მიტყუპებული არ აქვთ ). * ხშირად იღიმიან.
* ჟაკეტის/ქურთუკის ღილებს შეიხსნიან. ეს მეგობრულობის და თქვენთან თანამშრომლობის სურვილის მაჩვენებელია.
* ხელები გაშლილია, ეს გულწრფელობის მანიშნებელია.ინტერესი იმის გაგება, აინტერესებთ თუ არა ადამიანებს ის, რაზეც ვესაუბრებით მეტად მნიშვნელოვანია; იქნებ ტყუილად ვკარგავთ დროს?წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ქიმიის მასწავლებელი. თქვენ ყოველთვის გაინტერესებდათ ქიმია, შესაბამისად ვარაუდობთ, რომ თქვენს სტუდენტებსაც უნდა აინტერესებდეთ. მგრამ არიან თუ არა ისინი სინამდვილეში დაინტერესებულნი? არის თუ არა სწავლების თქვენეული მეთოდი საკმარისად კარგი იმისთვის, რომ ბავშვებს საგნისადმი ინტერესი გაუღვიძოს? თუ თქვენ არ დააკვირდებით და არ ეცდებით ამოიცნოთ თქვენი სტუდენტების სხეულისგან მომდინარე სიგნალები, თქვენ ვერასოდეს უპასუხებთ ამ კითხვებს.ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი ჟესტი, მოძრაობა, მდგომარეობა სხეულისა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსაუბრე დაინტერესებულია იმით, რაზეც ვესაუბრებით:
 • ინარჩუნებს თვალებით კონტაქტს ურთიერთობის მთელი დროის 60%ზე მეტხანს. რაც უფრო ფართოდ გახელილია თვალი, მით მეტია ინტერესი. ზოგადად, ადამიანი თვალებით კონტაქტს უფრო მეტხანს ინარჩუნებს როდესაც უსმენს, ვიდრე როდესაც ლაპარაკობს.
 • თავი მიმართულია პირდაპირ.

• ფეხის წვერი მოსაუბრისკენაა მიშვერილი.
• ხშირად იღიმიან. მაგრამ, საყურადღებოა ის, რომ ყველა ღიმილი ინტერესს არ ნიშნავს. გახანგრძლივებული ღიმილი არაა ნამდვილი. ის გვიჩვენებს თავაზიანობას, მაგრამ არა მეგობრულობას… მიმნიშნებლები, რომელთა საშუალებითაც ვხვდებით, რომ ადამიანები ფიქრობენ ადამიანები გამუდმებით რაღაცაზე ფიქრობენ, მაგრამ ამ დროს ყველას სხვადასხვა, ინდივიდუალური სხეულებრივი მოძრაობები ახასიათებთ. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მათგანი:
* ნიკაპს ისრესენ. ეს ნიშნავს რომ ისინი აანალიზებენ რაღაც საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს.
* იხსნიან სათვალეს და წმენდენ, ან ჩარჩოს ბოლოს პირში იდებენ. ეს უკანასკნელი შეიძლება ასევე ნიშნავდეს, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია აინტერესებთ და მოსასმენად მზად არიან.
* ცხვირის ძვალს (კეხის ადგილს ) ისრესენ, თვალები ამ დროს უმეტესწილად დახუჭული აქვთ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ღრმადაა ჩაფიქრებული.
* ხელის გული ნიკაპის ქვეშაა ამოდებული, სალოკი თითი კი ლოყაზეა გადაჭიმული, დანარჩენები პირთანაა თავმოყრილი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უმეტესწილად რაღაცას/ვიაცას აკრიტიკებს.
* დადის თავდახრილი, ხელები ზურგს უკან. ასე მოსიარულე ადამიანები უმეტესწილად სწუხან თავიანთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებს ეძებენ.

Saturday, December 24, 2016

LOVING VINCENT

2014 წელს, სტუდია Breakthru Films-მა პირველ, სრულად „დახატულ“ ფილმზე დაიწყო მუშაობა.Loving Vincent - არა მხოლოდ ვინსენტ ვან გოგის ნახატებს აცოცხლებს, არამედ, მხატვრის ცხოვრებისა და სიკვდილის ამბებს მის პერსონაჟებთან გამოგონილი ინტერვიუების საფუძველზე აღწერს.ფილმის თითოეულ კადრში პროექტისათვის შექმნილი ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატებია გამოყენებული. ამ დრომდე, პროექტში მონაწილეობა ასამდე მხატვარმა მიიღო, ფილმისთვის კი 56 ათასი ნახატი შეიქმნა.